„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№277
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.017845
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/08/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №277

2024 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებით (ვებგვერდი, 110427027, 27/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016177) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  პირველი მუხლის მე-7 პუნქტ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აკადემიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვ. წითლანაძის ქ. №5. აკადემიის ტერიტორიული ერთეულების მისამართებია: ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. №8 და ქ. ქუთაისი, ი. ჯავახიშვილის ქ. №5.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „1“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი1) უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აკადემიის თანამშრომელთათვის გასცეს დანამატი, რომლის ოდენობას განსაზღვრავს კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით;“;

ბ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ს1“ ქვეპუნქტი:

,,ს1) ამტკიცებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით პოლიტიკას და შესაბამის დოკუმენტებს;“;

გ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „უ1“ ქვეპუნქტი:

„უ1) უზრუნველყოფს ხარისხის მართვის მიმართულებით აკადემიაში მიმდინარე პროცესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მონიტორინგს;“. 

3. 42 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის:

ა.ა) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ო1“ და „ო2“ ქვეპუნქტები:

,,ო1) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, აკადემიის თანამშრომელთა და სხვა პირთა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების უზრუნველყოფა;“;

„ო2) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, აკადემიის თანამშრომელთა და სხვა პირთა შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა;“;

ა.ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტს „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1ქვეპუნქტი:

„თ1) სასწავლო პროცესების ხარისხის მართვის სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მექანიზმების შემუშავება, დანერგვა და მართვა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი