“საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.008.006
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №1
2006 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №119, მუხ. 1032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) ,,დ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;”.
2. მე-7 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანებია:
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებსა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა (გარდა ამ დაწესებულებათა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) და თავდაცვის სამინისტროს ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, იუსტიციის სამინისტროსა (გარდა ამ დაწესებულებათა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) და თავდაცვის სამინისტროს ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარების მიზნით საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით; როგორც წესი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, იუსტიციის სამინისტროსა (გარდა ამ დანაყოფების დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) და თავდაცვის სამინისტროს ორგანოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის და იუსტიციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.”.
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №26 ბრძანება (სსმ III, №130, №2005, მუხ. 1449).
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 12 იანვრიდან.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.01.2006.
- როდის იქნა მიღებული “საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
- “საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მიღებულია 11.01.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს გენერალური პროკურორი. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 110.060.010.39.036.008.006.
- რამდენი მუხლისგან შედგება “საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.01.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება “საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, №1, 11.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.008.006 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.01.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62560/