მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ბალდაში მდებარე კაღუს ჩანჩქერის მიმდებარედ საგზაო მოძრაობის ნიშნის მოწყობის შესახებ
მიღების თარიღი 22.08.2024
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.109.016424
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/08/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.08.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა | მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შულავერის ივერიონის უბანში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის ზოგიერთი სახელწოდების არქმონე ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე უსახელეო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ილტოზაში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიჩნიგაურებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ბალდაში მდებარე კაღუს ჩანჩქერის მიმდებარედ საგზაო მოძრაობის ნიშნის მოწყობის შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2024 წლის 22 აგვისტო
ქ. მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ბალდაში მდებარე კაღუს ჩანჩქერის მიმდებარედ საგზაო მოძრაობის ნიშნის მოწყობის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ბალდაში, მდინარე აბაშაზე არსებული საცალფეხო ხიდის მიმდებარედ, კაღუს ჩანჩქერთან მისასვლელი გზის საწყის მონაკვეთზე დამონტაჟდეს სატრანსპორტო საშუალებების საგზაო მოძრაობის ნიშანი „შესვლა აკრძალულია“.
2.
კაღუს ჩანჩქერთან მდებარე ავტოსადგომთან დამონტაჟდეს ორენოვანი საინფორმაციო აბრა წარწერით: „კაღუს ჩანჩქერთან მისასვლელ გზაზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აკრძალულია“ და „Vehicles are prohibited on road to the kahu waterfall“.
3.
სატრანსპორტო საშუალებების საგზაო მოძრაობის ამკრძალავი ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება საგზაო მოძრაობის ამკრძალავი ნიშნის არეალში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებზე.
4.
სატრანსპორტო საშუალებების საგზაო მოძრაობის ამკრძალავი ნიშნის მოქმედების ზონად განისაზღვროს კოორდინატთა სისტემაში არსებული შემდეგი წერტილები: შესასვლელი – X – 288292,5068, Y – 4707515,5204, გზის ბოლო მონაკვეთი – X – 288434,3238, Y – 4707518,3779.
მუხლი 2🔗
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების საგზაო მოძრაობის ამკრძალავი ნიშნის დამზადება და მონტაჟი.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან სურმავა