📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

მიღების თარიღი 26.08.2024
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016546
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2024
matsne.gov.ge 808 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 04.09.2020 საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 21.08.2017 მცხეთის მუნიციპალიტეტის, ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მუხათწყაროში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 28.03.2024 წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 15.08.2016 ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ერთ-ერთი სპორტული მოედნისთვის, (ეგრეთ წოდებული „რანის საფეხბურთო მოედანი, საკადასტრო კოდი 54.01.54.139) ჯემალი ჯიბლაძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 13.01.2025

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 2024 წლის 26 აგვისტო დაბა თიანეთი თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ორგანული კანონის  „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის შესაბამისად,  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 აკრძალულია თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის (შემდგომში – საარჩევნო პლაკატი) გაკვრა: ა) საკულტო შენობა-ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე (დანართი №1), ასევე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში; ბ) თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე. მუხლი 2🔗 თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატის გასაკრავად გამოიყოს სპეციალური ადგილები (შემდგომში – სტენდი) დანართი №2-ით განსაზღვრულ ადგილებზე. მუხლი 3🔗 საარჩევნო პლაკატები ასევე შეიძლება განთავსდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გარე განათების ბოძებზე, მგზავრთა მოსაცდელებში და სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე. მუხლი 4🔗 ამ დადგენილების მეორე და მესამე მუხლებით გათვალისწინებულ ადგილებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას არაუმეტეს 1 (ერთი) ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი). მუხლი 5🔗 ამ დადგენილების პირველი მე-2 და მე-3 მუხლების გათვალისწინებით, საარჩევნო პლაკატები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, თუ ამით არ უარესდება საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და საავტომობილო გზის ხილვადობა, აგრეთვე საფრთხე არ ექმნება ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. მუხლი 6🔗 გამოყოფილი ადგილები და განთავსების პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარია. მუხლი 7🔗 ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. მუხლი 8🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 აგვისტოს  №15 დადგენილება (გამოქვეყნების თარიღი 11/08/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.154.016448). მუხლი 9🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი დანართი №1 თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია შემდეგ ადგილებზე: 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საკულტო ნაგებობებზე (ეკლესია-მონასტრები). 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ადმინისტრაციული შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში. 3. დაბა თიანეთში მდებარე თიანეთის მაგისტრატი სასამართლოს, პოლიციის და სოფელ ხევსურთსოფელში მდებარე პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში. 4. თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საგზაო ნიშნებზე.  დანართი №2 თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად მოხდეს  შემდეგი ადგილების გამოყოფა: 1. დაბა თიანეთსა და ზემოთიანეთს შორის დამაკავშირებელი გზის მარცხენა მხარეზე მდებარე ყოფილი მაუდის ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორია. 2. დაბა თიანეთში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი კოლეჯის მოპირდაპირე მხარეს დასასვენებელ სკვერთან არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთი. 3. დაბა თიანეთში რუსთაველისა და ჟებოტის ქუჩის კვეთაზე მიმდებარე ტერიტორია. 4. დაბა თიანეთში ჯანგირაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია (ლიბერთი ბანკთან) 5. თბილისი-თიანეთის (ცხვარიჭამიის მიმართულებით) ცენტრალური გზის გვერდით დაბის შემოსასვლელში არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთი. 6. დაბა სიონში თიანეთის ქუჩის დასაწყისის მიმდებარე ტერიტორია. 7. სოფ. ბოჭორმაში არსებული  ყოფილი კლუბის მიმდებარე ტერიტორია. 8. სოფ. ორხევში მგზავრთა მოსაცდელთან არსებული ცენტრალური გზის  მიმდებარე ტერიტორია. 9. სოფ. ჟებოტაში ცენტრალურ გზაზე არსებული ყოფილი ფოსტის შენობის მიმდებარე ტერიტორია. 10. სოფ. ჩეკურაანთგორში ცენტრალურ გზაზე მდებარე ადმინისტრაციული შენობიდან შენობიდან 50 მეტრში არსებული თავისუფალი ადგილი. 11. სოფ. ჩეკგორში მგზავრთა მოსაცდელი, ძველი საწყობის შენობა, გარე განათების ბოძები. 12. სოფ. ჩეკურაანთგორში სკოლის შენობიდან 70 მეტრში არსებული თავისუფალი ადგილი. 13. სოფ. ველები, გარე განათების ბოძები. 14. სოფ. ალოტი მგზავრთა მოსაცდელი,გარე განათების ბოძები. 15. სოფ. ბოკონი მგზავრთა მოსაცდელი და გარე განათების ბოძები. 16. სოფ. ევჟენტი ხიდ-ბოგირი. 17. სოფ. სიმონიანთხევში ცენტრალური გზა, ადმინისტრაციული შენობის ეზოდან აღმოსავლეთ  მხარეს არსებული ტერიტორია. 18. სოფ. გორანაში მდებარე ყოფილი მაღაზიის შენობის მარცხენა მხარეს  არსებული ტერიტორია. 19. სოფ. თოლენჯში ცენტრალურ გზაზე მდებარე სავაჭრო ობიექტის წინ არსებული თავისუფალი ადგილი. 20 სოფ. ზარიძეების სპორტული მოედნის მოპირდაპირე მხარეს არსებული მიწის ნაკვეთი. 21. სოფ. ზარიძეები ზურა იარაჯულის სკვერის წინ მგზავრთა მოსაცდელი. 22. სოფ. ზარიძეებში ჟინვალის გადადასახვევთან ძველი სტადიონის მოპირდაპირედ მგზავრთა მოსაცდელი. 23. სოფ. ჯიჯეთში ცენტრალურ გზასთან არსებული მოსაცდელის მიმდებარე ტერიტორია. 24 სოფ. ქვემო ნაქალაქარის ცენტრალური გზის მარცხენა მხარეს არსებული ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორია. 25. სოფ. მაგრანეთში ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია. 26. სოფ. მაგრანეთში მგზავრთა მოსაცდელის მიმდებარე ტერიტორია. 27. სოფ. ახალსოფელში ყოფილი ფოსტის შენობის მიმდებარე ტერიტორია. წყაროსთან და სკვერის მიმდებარე ტერიტორია. 28. სოფ. გოჯიაანებში არსებული ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია და სკვერი. 29. სოფ. ჩაბანოში არსებული ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია (სკვერი) და კლუბის მიმდებარე ტერიტორია. 30. სოფ. ჭიაურაში გზაჯვარედინზე არსებული ტერიტორია. 31. სოფ. ტუშურებში ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია. 32. სოფ. ტუშურებში ცენტრალურ გზაზე არსებული მოსაცდელის მიმდებარე ტერიტორია. 33. სოფ. ხევსურთსოფლის სკოლის მიმდებარედ არსებული ტერიტორია. 34.  სოფ. ღულელების შესასვლელში არსებული ტერიტორია. 36. სოფ. ღულელების სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორია. 37.  სოფ. ღულელების საჯარო სკოლიდან 70-80 მეტრში არსებული ტერიტორია. 38. სოფ. არტნის ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს მდებარე მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია. 39.  სოფ. ზემო არტანი სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია 40. სოფ. დულუზაურებში არსებული ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია, მგზავრთა მოსაცდელის მიმდებარე ტერიტორია. 41. სოფ. დულუზაურებში საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია. 42. სოფ. კვერნაულაში სკვერის მიმდებარე ტერიტორია. 43.  სოფ. ლიშოში ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია. 44. სოფ. თეთრაულებში მგზავრთა მოსაცდელის მიმდებარე ტერიტორია. 45. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტერიაზე არსებულ დასახლებულ პუნქტებში განთავსებულ ელექტრო ან სხვა დანიშნულების ბოძები.