ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.08.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №278
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.024673
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/08/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,398 სიტყვა · ~7 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
ხელშეკრულება
სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს
მუხლი 3
თანადაფინანსება
პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ბენეფიციარზე გაცემული ფულადი სახსრები, მათ შორის, ანაზღაურების გზით
მუხლი 3
განაცხადი
პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი განაცხადი  თანადაფინანსების მიღების მიზნით
მუხლი 3
თანამონაწილეობის თანხა
პროგრამის ფარგლებში წარდგენილი პროექტის დასაფინანსებლად ბენეფიციარის მიერ გამოყოფილი ფულადი სახსრები
მუხლი 3
პროექტი − პოტენციური ბენეფიცი
არის მიერ განაცხადით წარდგენილი პროექტი, რომელიც შესაძლებელია, დააფინანსოს სააგენტომ
მუხლი 3
ახალგაზრდები
ქალი 18  წლიდან  40 წლის ჩათვლით, კაცი 18 წლიდან 35 წლის ჩათვლით
მუხლი 3
სასოფლო-სამეურნეო მისაბმელი
ჩიზელური გუთანი როლერით, კვალზე/ბაზოზე ფირის/ცელოფნის დამგები, როტორული ტიპის რიგთაშორის ნიადაგის გამაფხვიერებელი  კულტივატორი ცალმხრივი.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (9)
1 სასათბურე მეურნეობის მოწყობა (400 მ​2-დან)
2 ერთწლოვანი კულტურების წვეთოვანი სარწყავი სისტემის (მათ შორის ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემების)  მოწყობა
3 ერთწლოვანი კულტურების დაწვიმების (სპრინკლერი) სარწყავი სისტემის (მათ შორის ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემების)   მოწყობა
4 მზის ენერგიაზე მომუშავე არაუმეტეს 5 კვტ/სთ სიმძლავრის ელექტროსადგურის მოწყობა
5 ერთწლოვანი ან/და მრავალწლოვანი კულტურების პირველადი წარმოებისთვის აგრომეტეოროლოგიური სადგურების მოწყობა
6 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მისაბმელ(ებ)ის შეძენა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი
გრანტის მიზნობრიობა თანადაფინანსების მაქსიმალური პროცენტული წილი და თანხის ოდენობა ერთ ბენეფიციარზე
სხვა დანარჩენი ბენეფიციარი ახალგაზრდები/იურიდიული პირი, რომლის დამფუძნებლების არანაკლებ 50% არიან ახალგაზრდები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ რეგიონი 92% 12.02.2015 აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 14.05.2020 თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 28.12.2023 „საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის დაფინანსების ხელშეკრულება (სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე დაშვება და მოქნილობა (AMMAR))“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 17.02.2015 მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მიმართულება 89% 10.04.2020

დოკუმენტის ტექსტი

ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №278 2024 წლის 26 აგვისტო  ქ. თბილისი ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა“. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2023 წლის 31 მარტს გაფორმებული (№9504-GE) და საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული (2023 წლის 15 ივნისს №3164-XIმს-Xმპ) „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციისა და მიწის“ (GRAIL) პროექტის ფარგლებში. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი და ამოცანა 1. „ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანია წყლით უზრუნველყოფილ არეალებში სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობა, სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი გარემოს შექმნა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის გზით. 2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სოფლად ეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო პირობების შექმნა, ნიადაგის ნაყოფიერებისა და მოსავლიანობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესება, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის მდგრადობისა და მოქნილობის ხელშეწყობა, ასევე იმ პროცესების მართვის გაუმჯობესება, რომლებზეც მათი საქმიანობაა დამოკიდებული. მუხლი 2🔗. პროგრამის განმახორციელებელი   1. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 2. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო). მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება ა) პოტენციური ბენეფიციარი − საქართველოს მოქალაქე სრულწლოვანი ფიზიკური პირი ან საქართველოში რეგისტრირებული  მეწარმე იურიდიული/ფიზიკური პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), სადაც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარადგენს განაცხადს, რომელთანაც შესაძლებელია, გაფორმდეს თანადაფინანსების ხელშეკრულება და რომლის მიწის ნაკვეთიც  წყალუზრუნველყოფილია მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მიერ დაფინანსებული „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში  რეაბილიტირებული სარწყავი სისტემით,  რაც დასტურდება შპს „საქართველოს მელიორაციასთან“ გაფორმებული წყლის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებით/შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გაცემული ცნობით მიწის ნაკვეთის წყალუზრუნველყოფის შესახებ/ცნობით წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრობაზე; ბ) ბენეფიციარი − საქართველოს მოქალაქე სრულწლოვანი ფიზიკური პირი ან საქართველოში რეგისტრირებული  მეწარმე იურიდიული/ ფიზიკური პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), სადაც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება და რომლის მიწის ნაკვეთიც  წყალუზრუნველყოფილია მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მიერ დაფინანსებული „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში რეაბილიტირებული სარწყავი სისტემით, რაც დასტურდება შპს „საქართველოს მელიორაციასთან“ გაფორმებული წყლის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებით/შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გაცემული ცნობით მიწის ნაკვეთის წყალუზრუნველყოფის შესახებ/ცნობით წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრობაზე;  გ) ხელშეკრულება – სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;  დ) თანადაფინანსება – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ბენეფიციარზე გაცემული ფულადი სახსრები, მათ შორის, ანაზღაურების გზით; ე) განაცხადი – პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი განაცხადი  თანადაფინანსების მიღების მიზნით; ვ) თანამონაწილეობის თანხა – პროგრამის ფარგლებში წარდგენილი პროექტის დასაფინანსებლად ბენეფიციარის მიერ გამოყოფილი ფულადი სახსრები; ზ) პროექტი − პოტენციური ბენეფიციარის მიერ განაცხადით წარდგენილი პროექტი, რომელიც შესაძლებელია, დააფინანსოს სააგენტომ; თ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია (წმო) − „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წევრებიც საკუთრებაში ან/და იჯარის უფლებით ფლობენ მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მიერ დაფინანსებული „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში რეაბილიტირებულ  წყალუზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთ(ებ)ს, რაც უნდა დასტურდებოდეს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით;  ი) ახალგაზრდები – ქალი 18  წლიდან  40 წლის ჩათვლით, კაცი 18 წლიდან 35 წლის ჩათვლით; კ) სასოფლო-სამეურნეო მისაბმელი – ჩიზელური გუთანი როლერით, კვალზე/ბაზოზე ფირის/ცელოფნის დამგები, როტორული ტიპის რიგთაშორის ნიადაგის გამაფხვიერებელი  კულტივატორი ცალმხრივი. მუხლი 4🔗. პროგრამის პირობები და ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები 1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც განხორციელდება პროექტი, უნდა იყოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბენეფიციარის საკუთრებად რეგისტრირებული ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს სააგენტოში განაცხადის შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ 5 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში), რომელსაც არ უნდა ედოს ყადაღა ან/და იპოთეკა (დასაშვებია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების იპოთეკა). 2. პოტენციურ ბენეფიციარს არ უნდა ჰქონდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე). 3. მიწის ნაკვეთ(ებ)ის ჯამური ფართობი, სადაც იგეგმება: ა)  ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის წვეთოვანი სარწყავი სისტემის (მათ შორის, ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემის) მოწყობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.5 ჰა-ს, მიწის ნაკვეთები შესაძლებელია, იყოს სხვადასხვა საკადასტრო კოდით, სადაც შესაძლებელია ერთიანი  სარწყავი სისტემის მოწყობა; ბ) ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის დაწვიმების (სპრინკლერ) სარწყავი სისტემის (მათ შორის, ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემების) მოწყობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.5 ჰა-ს, მიწის ნაკვეთები შესაძლებელია, იყოს სხვადასხვა საკადასტრო კოდით, სადაც შესაძლებელია ერთიანი  სარწყავი სისტემის მოწყობა; გ) ერთწლოვანი ან/და მრავალწლოვანი კულტურების პირველადი წარმოებისთვის აგრომეტეოროლოგიური სადგურ(ებ)ის მოწყობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 ჰა-ს; დ) სასოფლო-სამეურნეო მისაბმელ(ებ)ის გამოყენება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.5 ჰა-ს. 4. სასოფლო-სამეურნეო მისაბმელ(ებ)ის თანადაფინანსების შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს საკუთრებაში ან/და ლიზინგის უფლებით უნდა ჰქონდეს გამწევი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. 5. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ერთ საკადასტრო კოდზე ერთი ბენეფიციარი. 6. პროგრამის პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში. მუხლი 5🔗. პროგრამის მიზნობრიობები და შეზღუდვები 1. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი მიზნობრიობები: ა) ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის წვეთოვანი სარწყავი სისტემის (მათ შორის, ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემების) მოწყობის თანადაფინანსება; ბ) ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის დაწვიმების (სპრინკლერ) სარწყავი სისტემის (მათ შორის, ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემების)  მოწყობის თანადაფინანსება; გ) სასათბურე მეურნეობის მოწყობის თანადაფინანსება; დ) ერთწლოვანი ან/და მრავალწლოვანი კულტურების პირველადი წარმოებისთვის აგრომეტეოროლოგიური სადგურ(ებ)ის მოწყობის თანადაფინანსება; ე) სასოფლო-სამეურნეო მისაბმელების  თანადაფინანსება; ვ) მზის ენერგიაზე მომუშავე არაუმეტეს 5 კვტ/სთ სიმძლავრის ელექტროსადგურის მოწყობის თანადაფინანსება. 2. პოტენციურ ბენეფიციარს მზის ენერგიაზე მომუშავე არაუმეტეს 5 კვტ/სთ სიმძლავრის ელექტროსადგურის მოწყობის მიზნობრიობა დაუფინანსდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის  ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნობრიობ(ებ)ის ბენეფიციარი. 3. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება არანაკლებ 400 კვ/მ ახალი სასათბურე მეურნეობების მოწყობა ან/და არსებული სასათბურე მეურნეობების გაფართოება/მოდერნიზება. 4. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება: ა) უძრავი ქონების (მათ შორის, მიწის ნაკვეთის) შესყიდვა; ბ) სესხებისა და სხვა ვალდებულებების დაფარვა; გ) საწარმოს აქციების/წილების შესყიდვა. 5. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი შესყიდვა (გარდა მომსახურებისა) უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირისაგან ან იმპორტის გზით. მუხლი 6🔗. პროგრამის  თანადაფინანსების პირობები 1. პროგრამის ფარგლებში „თანადაფინანსების პროცენტული წილი და ზღვრული ოდენობები,  ბენეფიციარ(ებ)ის ტიპისა და განსახორციელებელი საქმიანობის მიხედვით“, განსაზღვრულია  დანართ №1-ის შესაბამისად. 2. პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარის თანადაფინანსება ჯამურად განისაზღვრება არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, დასაფინანსებელი გეოგრაფიული არეალ(ებ)ისა  და  მიზნობრიობ(ებ)ის  მიხედვით ბიუჯეტის მოცულობასა და პირობებს  განსაზღვრავს სააგენტოს გამგეობა. 4. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის თანამონაწილეობას შეიძლება წარმოადგენდეს: ა) საკუთარი ფულადი სახსრები; ბ) სესხი; გ) „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში გაცემული სესხი; დ) სხვა წყაროდან მიღებული დაფინანსება. 5. თუ ბენეფიციარი საკუთარი თანამონაწილეობის თანხას შეიმცირებს სხვა წყაროდან მიღებული დაფინანსებით, მისი თანამონაწილეობა არ  უნდა იყოს პროექტის ჯამური ღირებულების  25%-ზე ნაკლები. მუხლი 7🔗. განაცხადების მიღებისა და  თანადაფინანსების გაცემის პროცედურა პროგრამის ფარგლებში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას, განაცხადის ფორმას, განაცხადის მიღების, განხილვის, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის  დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო. მუხლი 8🔗. პროგრამის მონიტორინგი 1. სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს საველე და დოკუმენტური მონიტორინგი. 2. ბენეფიციარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული პირის დასკვნით. მუხლი 9🔗. ინტერესთა კონფლიქტი პოტენციური ბენეფიციარი ან/და მისი დამფუძნებელი/მეწილე/ აქციონერი/მეპაიე ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ ფლობს წილს/აქციას/პაის პროგრამის ფარგლებში მისთვის საქართველოში რეგისტრირებულ საქონლის/მომსახურების მიმწოდებელ/მშენებლობის შემსრულებელ  კომპანიაში. მუხლი 10🔗. პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი პროგრამა განხორციელდება საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) მიერ 2014 წლის 21 ნოემბერს გაფორმებული №5456-GE და საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 12 დეკემბერს №2957-Iს რატიფიცირებული დაფინანსების ხელშეკრულების საფუძველზე დაფინანსებული „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში რეაბილიტირებულ სარწყავი სისტემით  წყალუზრუნველყოფილ სამიზნე არეალებში, რომლის შესახებაც სააგენტოს ინფორმაციას მიაწვდის შპს „საქართველოს მელიორაცია“. დანართი №1 თანადაფინანსების პროცენტული წილი და ზღვრული ოდენობები, ბენეფიციარ(ებ)ის ტიპისა და განსახორციელებელი საქმიანობის მიხედვით გრანტის მიზნობრიობა თანადაფინანსების მაქსიმალური პროცენტული წილი და თანხის ოდენობა ერთ ბენეფიციარზე სხვა დანარჩენი ბენეფიციარი ახალგაზრდები/იურიდიული პირი, რომლის დამფუძნებლების არანაკლებ 50% არიან ახალგაზრდები  წმოს წევრი/ იურიდიული პირი, რომლის დამფუძნებლების არანაკლებ 50% არიან წმოს წევრები 1 სასათბურე მეურნეობის მოწყობა (400 მ​2-დან) 40% [16,000 ლარი] 45% [16,000 ლარი] 50% [16,000 ლარი] 2 ერთწლოვანი კულტურების წვეთოვანი სარწყავი სისტემის (მათ შორის ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემების)  მოწყობა 40% [20,000 ლარი] 45% [20,000 ლარი] 50% [20,000 ლარი] 1ჰა-ზე არაუმეტეს 2000 ლარი 3 ერთწლოვანი კულტურების დაწვიმების (სპრინკლერი) სარწყავი სისტემის (მათ შორის ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემების)   მოწყობა 40% [15,000 ლარი] 45% [15,000 ლარი] 50% [15,000 ლარი] 1ჰა-ზე არაუმეტეს 5000 ლარი 4 მზის ენერგიაზე მომუშავე არაუმეტეს 5 კვტ/სთ სიმძლავრის ელექტროსადგურის მოწყობა 40% [10,000 ლარი] 45% [10,000 ლარი] 50% [10,000 ლარი] 5 ერთწლოვანი ან/და მრავალწლოვანი კულტურების პირველადი წარმოებისთვის აგრომეტეოროლოგიური სადგურების მოწყობა 40% [7,000 ლარი] 45% [7,000 ლარი] 50% [7,000 ლარი] 6 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მისაბმელ(ებ)ის შეძენა 40% [3,000 ლარი] 45% [3,000 ლარი] 50% [3,000 ლარი] *თუ პროგრამის ბენეფიციარი ახალგაზრდაცაა და წმო-ს წევრიც მიიღებს მხოლოდ დამატებით 10% დაფინანსებას.