„მუშა მოსამსახურეთათვის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის მიერ შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული დასახიჩრების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანების შედეგად დაკარგული პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხის პროცენტებში განსაზღვრის შესახებ”

მიღების თარიღი 09.10.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №141
სარეგისტრაციო კოდი 000000220.01(2).003.000116
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 12/11/1997
matsne.gov.ge 1,579 სიტყვა · ~8 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„მუშა მოსამსახურეთათვის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის მიერ შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული დასახიჩრების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანების შედეგად დაკარგული პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხის პროცენტებში განსაზღვრის შესახებ” სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრისა და  ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება  №141- 435/ო 1997 წლის 9 ოქტომბერი, 1997 წლის 30 ოქტომბერი „მუშა მოსამსახურეთათვის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის მიერ შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული დასახიჩრების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანების შედეგად დაკარგული პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხის პროცენტებში განსაზღვრის შესახებ” მუშა მოსამსახურეთა შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული დასახიჩრების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანების შედეგად დაკარგული პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხის განსაზღვრის წესის სრულყოფის, აღნიშნული კონტიგენტის საექსპერტო მომსახურების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით ვბრძანებთ: 1. დამტკიცდეს თანდართული ინსტრუქცია „მუშა მოსამსახურეთათვის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის მიერ შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული დასახიჩრების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანების შედეგად დაკარგული პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხის პროცენტებში განსაზღვრის შესახებ" (დანართი № 1). 2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. 3. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ა. გამყრელიძეს და საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრის მოადგილეს ბ-ნ ვ. იაშვილს. სოციალური დაცვის, შრომისა დასაქმების მინისტრი             თ. გაზდელიანი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი                                          ა. ჯორბენაძე ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა მუშა-მოსამსახურეთათვის სამედიცინო-სოციალური ექპერტიზის კომისიის მიერ შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული დასახიჩრების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანების შედეგად დაკარგული პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხის პროცენტებში განსაზღვრის შესახებ 1.მუშა-მოსამსახურეთა დაკარგული პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხი, რომლებმაც დასახიჩრების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანება მიიღეს შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით,​1) განისაზღვრება პროცენტებში სამედიცინო-სოციალური ექპერტიზის კომისიების მიერ. საწარმოების, დაწესებულებების ორგანიზაციების მიერ მუშა-მოსამსახურეთა შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული დასახიჩრების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მუშა-მოსამსახურეთა დასახიჩრება შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ის მოხდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ტერიტორიაზე ​2) ან მის ფარგლებს გარეთ შრომითი მოვალეობის შესრულების დროს, აგრეთვე ორგანიზაციის ტრანსპორტით სამუშაო ადგილზე წასვლის ან სამუშაოდან წამოსვლის შემთხვევაში. ---------------------------- 1. შემდგომში შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული დასახიჩრება ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანება (მათ შორის პროფესიული დაავადება) მოიხსენიება, როგორც შრომითი დასახიჩრება. 2. შემდგომში საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია იხსენიება, როგორც ორგანიზაცია. ---------------------------------------------- 3. პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის განსაზღვრასთან ერთად სსე კომისია იხილავს საკითხს, მოცემული შრომითი დასახიჩრების შედეგად დაზარალებულის ინვალიდათ ცნობის (თუ ამის საფუძველი არსებობს) და მისთვის დამატებითი დახმარებების სახეობების საჭიროების შესახებ. 4. სსე კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება დაზარალებულისათვის დამატებითი კვების,მოვლის, მათ შორის სპეციალური სამედიცინო მოვლის, სანატორიულ-კურორტული მკურნალობის, წამლების შეძენის, მოვლის საგნების, პროთეზირების, გადაადგილების საშუალებებისა და სხვათა საჭიროების შესახებ. 5. დაზარალებულს, მიღებული შრომითი დასახიჩრების გამო თუ არ შეუძლია წინანდელი სამუშაოს შესრულება, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის ან საექიმო-საკონსულტაციო კომისიის მიერ გამოტანილი დასკვნის საფუძველზე, ორგანიზაცია ვალდებულია, დაზარალებულთან შეთანხმებით, შეასწავლოს მას ახალი პროფესია. 6. დაზარალებულის შემოწმება და გადამოწმება სსე კომისიის მიერ ხდება საცხოვრებელი ან სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაზე მიმაგრების ადგილის მიხედვით, შესაბამისი სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების მიმართვის საფუძველზე. სსე კომისიაზე გაგზავნის სამედიცინო ჩვენებებს დაკარგული პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხის პროცენტებში განსაზღვრისათვის წარმოადგენს დაზარალებულის ორგანიზმის ფუნქციის დარღვევა, რაც წინააღმდეგ ნაჩვენებია ან დამაბრკოლებელია პროფესიული შრომის შესრულებისათვის. სსე კომისიაში გაგზავნისას, დაზარალებულის სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებაზე და მიმართვის შევსებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხდება (გარდა ჯანდაცვითი და მუნიციპალურ პროგრამებში გათვალისწინებული დაავადებებისა) იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა მომხდარი შრომითი დასახიჩრების გამო. 7. შესამოწმებელმა პირმა, რომელიც პირველად გადის შემოწმებას, სსე კომისიაზე უნდა წარადგინოს აგრეთვე იმ დაწესებულების, ადმინისტრაციის ან მისი პროფ. კომიტეტის მიმართვა, სადაც მიიღო შრომითი დასახიჩრება ან სასამართლოს მიმართვა, აქტი უბედური შემთხვევის შესახებ ან სხვა დოკუმენტი შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ /სასამართლოს გადაწყვეტილება, შრომის ტექნიკური ინსპექტორის დასკვნა/ პროფესიული დაავადების შემთხვევაში საავადმყოფოს პროფ.დაავადების განყოფილების, სამედიცინო ინსტიტუტის ან ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პროფ. პათოლოგიის კლინიკის, შრომის ჰიგიენისა და პროფ. დაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დასკვნა. 8. პირი, რომელსაც აქვს ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მარჩენალის დაკარგვის გამო, საჭიროების შემთხვევაში გადის შემოწმებას სსე კომისიაზე ინვალიდობის ჯგუფის დასადგენად, ორგანიზაციის ადმინისტრაციის ან მისი პროფ. კომიტეტის მიმართვის (სადაც მოხდა უბედური შემთხვევა), ან სასამართლოს მიმართვის, აგრეთვე სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების მიმართვის საფუძველზე. 9. პროფესიული შრომისუნარიანობა, ესაა ადამიანის უნარი განსაზღვრული კვალიფიკაციის, მოცულობისა და ხარისხის სამუშაოს შესრულებისა კონკრეტულ პირობებში, რომლებიც წინ უსწრებდნენ შრომით დასახიჩრებას. 10. შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხს სსე კომისია საზღვრავს შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული დასახიჩრების შედეგებიდან გამომდინარე. თუ შრომითმა დასახიჩრებამ გააუარესა ადრე არსებული დაავადების მიმდინარეობა, პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი განისაზღვრება მისგან გამოწვეული ორგანიზმის ფუნქციის დარღვევის გამოხატულებიდან გამომდინარე, ადრე არსებული დარღვევების გათვალისწინებით. 11. პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის განსაზღვრისას, სსე კომისია, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ითვალისწინებს ორგანიზმის ფუნქციის დარღვევის, დაკარგული ორგანოს ფუნქციის კომპენსაციის ხარისხს, დაზარალებულის შესაძლებლობას ამა თუ იმ ხარისხით ძირითადი პროფესიის ან კვალიფიკაციისა და ანაზღაურების მიხედვით მასთან გათანაბრებული სამუშაოს შესრულებისა, მათ შორის სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას ჩვეულებრივ ან სპეციალურად შექმნილ პირობებში, თავისი ძირითადი ან კვალიფიკაციით მასთან მიახლოებული პროფესიით. აუცილებელია მხედველობაში იქნას მიღებული კვალიფიკაციის შეცვლის, გადამზადების და ახალი სპეციალობის შეძენის შესაძლებლობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ასაკის პირთათვის. თუ დაზარალებულს აქვს რამდენიმე პროფესია, პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის განსაზღვრისას, ძირითად პროფესიად ითვლება ის, რომელი პროფესიითაც მუშაობდა დაზარალებული ჯანმრთელობის დაზიანების დროს, ან რომელი პროფესიითაც აქვს ყველაზე ხანგრძლივი სამუშაო სტაჟი; აგრეთვე პროფესია, რომელშიც მიღწეულია უმაღლესი კვალიფიკაცია. ეს საკითხი აუცილებლობის შემთხვევაში წყდება კონკრეტული მდგომარეობის გათვალისწინებით. ცნობები დაზარალებულის შრომითი საქმიანობის, შრომის პირობებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ ზუსტდება შემოწმების პროცესში, აუცილებლობის შემთხვევაში გამოითხოვება სამუშაო ადგილიდან. 12. იმ შემთხვევაში, როცა დაზარალებულს აქვს ორგანიზმის ფუნქციის გამოხატული დარღვევა, რაც წინააღმდეგ ნაჩვენებია ან დამაბრკოლებელია ნებისმიერი შრომის შესრულებისათვის, მათ შორის სპეციალურად შექმნილი პირობებშიც კი, სსე კომისიის მიერ დგინდება პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვა 100/ასი/ პროცენტით. 13. თუ დაზარალებულს შეუძლია შეასრულოს სამუშაო მხოლოდ სპეციალურად შექმნილი პირობებში, პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვა განისაზღვრება არანაკლებ 70/სამოცდაათი/პროცენტისა. 14. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულს შრომითი დასახიჩრების შედეგად შეუძლია შეასრულოს თავისი პროფესიული სამუშაო, მაგრამ ნაკლები - მოცულობით, ან კვალიფიკაციის დაქვეითებით და ხელფასის შემცირებით, ან დაკარგა კვალიფიკაცია, მაგრამ შეუძლია შეასრულოს სხვა პროფესიის სამუშაო უფრო დაბალი კვალიფიკაციის და მცირე ანაზღაურების, პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხი დგინდება 25- დან ოცდახუთიდან/60/სამოც/პროცენტამდე, სამუშაოს მოცულობისა და ხელფასის შემცირების, კვალიფიკაციის დაქვეითების მიხედვით. 15. თუ დაზარალებულს შეუძლია მუშაობის გაგრძელება თავისი პროფესიით, მაგრამ შრომის პირობების ზოგიერთი ცვლილებით, რასაც თან სდევს ანაზღაურების შემცირება, ან თავისი პროფესიით, მაგრამ წინანდელზე უფრო დიდი დაძაბულობით, პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვა დგინდება 25/ოცდახუთ/ პროცენტამდე. 16. განმეორებით მიღებული შრომითი დასახიჩრების დროს, პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხი პროცენტებში განისაზღვრება თითოეული შრომითი დასახიჩრების მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ შრომითი დასახიჩრება მოხდა ერთსა და იმავე ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში, სსე კომისიამ უნდა მიუთითოს აგრეთვე პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის საერთო პროცენტი, რომელიც განისაზღვრება პირველი და მეორე დასახიჩრების შედეგად მიღებული პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის შეჯამებით. 17. სსე კომისია გადაწყვეტილებას იღებს დაზარალებულის შემოწმების, სამედიცინო დოკუმენტების და ყველა სხვა გამოკვლევის მონაცემების შესწავლის საფუძველზე, სოციალური-შრომითი ფაქტორების (პროფესია, შრომის პირობები და ხასიათი, შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ა.შ.)გათვალისწინებით. თითოეულ დაზარალებულზე, ასევე პირზე, რომელსაც აქვს ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მარჩენალის გარდაცვალების გამო, სსე კომისია ადგენს შემოწმების აქტს. 18. პირებს, რომელთაც დაუდგინდებათ ინვალიდობა შრომით დასახიჩრებასთან დაკავშირებით „სსე კომისიის შემოწმების აქტის ამონაწერში, პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის პროცენტებში განსაზღვრის შედეგებზე", რეკვიზიტის თავისუფალ გრაფაში „დამატებითი დახმარების საჭიროების სახეები", ჩაიწერება ინვალიდობის  ის ჯგუფი, რომლის დადგენის საფუძველს იძლევა უშუალოდ მიღებული შრომითი დასახიჩრება. 19. ცნობა პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის პროცენტებში განსაზღვრის შედეგების, დამატებითი დახმარების საჭიროების შესახებ, დაზარალებულს მიეცემა ხელზე სსე კომისიაში ჩატარებული შემოწმების აქტის ამონაწერი, პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხის პროცენტებში განსაზღვრის შედეგების, დამატებითი დახმარების საჭიროების შესახებ, ეგზავნება ორგანიზაციას ან სასამართლოს, რომლის მიმართვის საფუძველზეც გაიარა შემოწმება მუშამ ან მოსამსახურემ სსე კომისიაზე. 20. თუ დაზარალებული გაგზავნილია სსე კომისიაში დაუსაბუთებული დიაგნოზით, რაც არ იძლევა საექსპერტო გადაწყვეტილების გამოტანის უფლებას, სსე კომისია, ავადმყოფს აგზავნის სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში, დამატებითი ამბულატორიული ან სტაციონარული  გამოკვლევისათვის, დიაგნოზის დაზუსტებისა და ორგანიზმის ფუნქციის დარღვევის ხარისხის დადგენის მიზნით, ან გამოითხოვს აუცილებელი ცნობებს, მათ შორის ამონაწერს ავადმყოფის სტაციონარული ან ამბულატორიული სამედიცინო ბარათიდან და ა.შ. 21. თუ დაზარალებულმა სსე კომისიას მიმართა სამი წლის გასვლამდე იმ დღიდან, როცა მან შრომითი დასახიჩრების შედეგად დაკარგა წინანდელი ანაზღაურება, სსე კომისია შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხს ადგენს იმ დღიდან, როცა მან შრომითი დასახიჩრების შედეგად დაკარგა წინანდელი ანაზღაურება. 22. თუ დაზარალებულმა სსე კომისიას მიმართა სამი წლის გასვლის შემდეგ იმ დღიდან, როცა მან შრომითი დასახიჩრების შედეგად დაკარგა წინანდელი ანაზღაურება, სსე კომისია პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხს ადგენს ადმინისტრაციისადმი მიმართვის დღიდან, ამ შემთხვევაში პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი წარსული დროისათვის არ განისაზღვრება. 23. თუ დაზარალებულს ადრე განსაზღვრული ჰქონდა შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი შრომითი დასახიჩრების გამო სსე. კომისია საზღვრავს შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხს ვადის გასვლიდან მთელ პერიოდზე. ამ დროს .სე კომისია იყენებს სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების იმ მონაცემებს, რომლებიც ახასიათებენ დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას იმ პერიოდისათვის, რომელშიც ისაზღვრება შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი. 24. შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის განსაზღვრისას გადამოწმება ხდება ექვსი თვის, ერთი ან ორი წლის შემდეგ, შრომითი დასახიჩრების შედეგების ხასიათისა და სამედიცინო, სოციალურ-შრომითი რეაბილიტაციის ღონისძიებათა გატარების შედეგად შრომისუნარიანობის მთლიანად ან ნაწილობრივად აღდგენის შესაძლებლობის გათვალისწინებით. 25. პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი დგინდება გადამოწმების ვადის გარეშე უვადოთ/, თუ მუშის ან მოსამსახურის მიერ შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგები იძლევა ინვალიდობის ჯგუფის უვადოთ დადგენის საფუძველს, აგრეთვე მამაკაცებს-65 წლის და ქალებს 60 წლის შესრულებისას. 26. ადრე დადგენილი ვადების გადამოწმება ხდება: - რაიონული, სარაიონთაშორისო, საქალაქო სსე კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის და შრომისუნარიანობის ცვლილების შემთხვევაში საექიმო საკონსულტაციო კომისიის ან დაზარალებულის ინიციატივით სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების მიმართვის საფუძველზე. - რესპუბლიკური, სამხარეო, რეგიონალური, საქალაქო-ცენტრალური სსე კომისიის მიერ, მოქალაქეთა განცხადებით, ორგანიზაციის ადმინისტრაციის შუამდგომლობით. თუ საქმის ყოველგვარი ვითარების, სამედიცინო დოკუმენტაციის და ა.შ. შემოწმების შედეგად გამოვლინდა არასწორი, დაუსაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტები, სსე კომისია ატარებს საკონტროლო გადამოწმებას და აუცილებლობის შემთხვევაში ცვლის ან აუქმებს წინანდელ გადაწყვეტილებას. მამაკაცების - 65 წლის და ქალების 60 წლის ასაკის ზევით გადამოწმება ხდება მხოლოდ მათი განცხადების საფუძველზე, ან თუ გადაწყვეტილება გამოტანილია ყალბი დოკუმენტების საფუძველზე . 27. როცა შემოწმებული პირი არ ეთანხმება რაიონის, სარაიონთაშორისო, საქალაქო სსე კომისიის გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, ერთი თვის ვადაში განცხადებით მიმართოს რესპუბლიკურ, სამხარეო, რეგიონალურ, საქალაქო-ცენტრალურ სსე კომისიას, ან იმ სსე კომისიას, სადაც მან გაიარა შემოწმება, ან შესაბამის სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების ორგანოს. უშუალოდ რესპუბლიკურ, სამხარეო, რეგიონალურ, საქალაქო-ცენტრალურ სსე კომისიაში გასაჩივრებისას, ყველა აუცილებელი დოკუმენტი რაიონული, სარაიონთაშორისო და საქალაქო სსე კომისიიდან გამოითხოვება 3 დღის ვადაში. რაიონული, სარაიონთაშორისო, საქალაქო სსე კომისია ან სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების შესაბამისი ორგანო, განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში, ყველა დოკუმენტს განცხადებასთან ერთად განსახილველად უგზავნის რესპუბლიკურ, სამხარეო, რეგიონალურ, საქალაქო-ცენტრალურ სსე კომისიას, რომელიც განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, გადაამოწმებს ავადმყოფს და გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას. უშუალოდ რესპუბლიკურ, სამხარეო, რეგიონალურ, საქალაქო-ცენტრალურ სსე კომისიაში გასაჩივრების შემთხვევაში 3 დღიანი ვადა იანგარიშება ამ კომისიებიდან და რაიონულ, სარაიონთაშორისო და საქალაქო სსე კომისიებში საბუთების გამოთხოვის შესვლის თარიღიდან. 28. რესპუბლიკური, სამხარეო, რეგიონალური, საქალაქო-ცენტრალური სსე კომისიების გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკების სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროებში ან სასამართლოში.