საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 14.10.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი
ნომერი №34/1
სარეგისტრაციო კოდი 000000180.01(2).003.000105
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 17/10/1997
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.10.1997 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს შესახებ
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრისა და საქართველოს სტანდარტიზაციის მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთობლივი
ბრძანება №34/1-123
1978 წლის 14 ოქტომბერი
საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს შესახებ
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზების, კოორდინაციისა და სრულყოფის, დარგში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით ვბრძანებთ:
1. საქართველოს კანონების „პუროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ შესაბამისად საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტს განესაზღვროს საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს ფუნქცია.
2. დაევალოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბატონ ო. დარჯანიას 01.04.98 - მდე წარმოადგინოს დასამტკიცებლად „საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს დებულება“.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს ბატონ რ. გიორგაძეს და საქსტანდარტის თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ გ. ფერიშვილს.
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი მ. ადეიშვილი
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის
სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ა. მანჯგალაძე