საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრისა და საქართველოს სტანდარტიზაციის მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთობლივი
ბრძანება №34/1-123
1978 წლის 14 ოქტომბერი
საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს შესახებ
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზების, კოორდინაციისა და სრულყოფის, დარგში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით ვბრძანებთ:
1. საქართველოს კანონების „პუროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ შესაბამისად საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტს განესაზღვროს საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს ფუნქცია.
2. დაევალოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბატონ ო. დარჯანიას 01.04.98 - მდე წარმოადგინოს დასამტკიცებლად „საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს დებულება“.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს ბატონ რ. გიორგაძეს და საქსტანდარტის თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ გ. ფერიშვილს.
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი მ. ადეიშვილი
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის
სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ა. მანჯგალაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საავტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6260682/