უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.08.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №284
სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.024679
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/08/2024
matsne.gov.ge 389 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 29.12.2014 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 01.06.2017 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კოლეჯ „თბილისის ხელოვნების კოლეჯის“ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 19.06.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 19.06.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ „იბერიას’’ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 19.06.2019

დოკუმენტის ტექსტი

უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №284 2024 წლის 29 აგვისტო  ქ. თბილისი უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესი და პირობები“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესი და პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. „უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესი და პირობები“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის (შემდგომში − კონცეფცია) წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურას.   2. ამ წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, შეიძლება, დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი. 3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ იურიდიულ პირს უფლება არ აქვს, წარადგინოს საავტორიზაციო განაცხადი საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების გარეშე. მუხლი 2🔗. კონცეფციის წარდგენა და განხილვა 1. საქართველოს მთავრობის მიერ კონცეფციის მოწონების მიზნით, დაინტერესებული პირი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) წარუდგენს კონცეფციას. 2. დაინტერესებული პირის მიერ სამინისტროში წარდგენილი კონცეფცია უნდა მოიცავდეს: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიასა და დასაბუთებას მისი დაფუძნების მიზანშეწონილობის შესახებ; ბ) ინფორმაციას ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირის დამფუძნებლებისა და ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ; გ) ინფორმაციას იმ საგანმანათლებლო პროგრამების (მათ შორის, პროგრამის განმახორციელებელი ძირითადი პერსონალის) შესახებ, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირი, ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში; დ) ინფორმაციას უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო მატერიალური და ფინანსური რესურსების შესახებ. 3. სამინისტრო აფასებს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ კონცეფციას და იღებს გადაწყვეტილებას წარდგენილი კონცეფციის საქართველოს მთავრობისათვის მოსაწონებლად წარმოდგენის შესახებ ან უარს ამბობს მის წარმოდგენაზე. მუხლი 3🔗. გადაწყვეტილების მიღება 1. საქართველოს მთავრობა ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი კონცეფციის მოწონების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის განკარგულებით. 2. თუ ამ წესის მე-2 მუხლის  მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობისთვის მოსაწონებლად წარმოდგენილი კონცეფცია ითვალისწინებს სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო მიმართულებით უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებას, იმისათვის, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განკარგულების პროექტი შეთანხმებულად ჩაითვალოს, ხოლო შეთანხმების პროცედურა დასრულებულად, ასევე სავალდებულოა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დადებითი პოზიცია. 3. კონცეფციის მოწონების შესახებ გადაწყვეტილება ძალას კარგავს იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირი საქართველოს მთავრობის მიერ კონცეფციის მოწონებიდან 2 წლის ვადაში არ წარადგენს საავტორიზაციო განაცხადს.