საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

მიღების თარიღი 30.08.2024
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016501
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/08/2024
matsne.gov.ge 454 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აბაშის მუნიციპალიტეტის სკრებულოს თავმჯდომარე გელა ხოშტარია აბაშის მუნიციპალიტეტის სკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 08.08.2025 საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 21.08.2017 საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 18.08.2017 თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 26.08.2024 საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 06.08.2018

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2024 წლის 30 აგვისტო აბაშა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“  45-ე, 46-ე მუხლების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 აკრძალულია აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის (შემდგომში – საარჩევნო პლაკატი) გაკვრა: ა) საკულტო ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, ასევე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, ასევე ქალაქ აბაშის ცენტრში არსებულ დეკორატიულ ღობეებზე და საყვავილეებზე; ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე. მუხლი 2🔗 აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატები შეიძლება   განთავსდეს სპეციალურ  სტენდებზე (შემდგომში – სტენდი), რომლებიც დგას  შემდეგ ადგილებზე: ა) უჩა კაჭარავას ქუჩაზე ,,კულტურისა და ხელოვნების  განვითარების ცენტრის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და ჯორჯიკიას ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ წინ; ბ) ნოღოხაშის საჯარო  სკოლის წინ და მშვიდობისა და გამსახურდიას ქუჩების გადაკვეთაზე; გ) კვათანის საჯარო  სკოლის წინ  და კვათანის ცენტრში არსებული სასურსათო მაღაზიის წინ; დ) ჯორჯიკიას ქუჩაზე ქ. აბაშის №1 საჯარო  სკოლის წინ და თავისუფლების ქუჩაზე  სს „საქართველოს კლინიკები“ – აბაშის კლინიკის წინ. მუხლი 3🔗 დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ეს მასალა ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას ექვემდებარება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. მუხლი 4🔗 ამ  დადგენილების მე-2 მუხლის გათვალისწინებით, სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას არაუმეტეს 2 (ორი) ცალი საარჩევნო პლაკატი, ზომით არაუმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი). მუხლი 5🔗 საარჩევნო პლაკატები ასევე შეიძლება განთავსდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (ადმინისტრაციული ერთეულები ქალაქი/თემი/სოფელი) მდებარე გარე განათების ბოძებზე, მგზავრთა მოსაცდელებში და სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე. მუხლი 6🔗 ამ დადგენილების  პირველი,  მე-2 და მე-5 მუხლების  გათვალისწინებით, საარჩევნო პლაკატები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, თუ ამით არ უარესდება საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და საავტომობილო გზის ხილვადობა, აგრეთვე საფრთხე არ ემუქრება ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. მუხლი 7🔗 გამოყოფილი ადგილები და განთავსების პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარია. მუხლი 8🔗 შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა; წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული  პასუხისმგებლობა. მუხლი 9🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 6 აგვისტოს №9 დადგენილება. მუხლი 10🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აბაშის მუნიციპალიტეტის სკრებულოს თავმჯდომარეგელა ხოშტარია