⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.04.1995)
გაუქმებულია:

საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს შესახებ

მიღების თარიღი 13.02.1993
ძალის დაკარგვა 28.04.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №131
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 28/02/1993
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,221 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.02.1993 მიღება
28.04.1995 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №131 1993 წლის 13 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. საქართველოს რესპუბლიკის  მრეწველობის სამინისტრო არის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს რესპუბლიკაში სამთო, მეტალურგიული, ქიმიური, მანქანათმშენებლობის კომპლექსების, მსუბუქი, ხე-ტყის დამმუშავებელი, სამედიცინო მრეწველობის დარგების საქმიანობის, შესაბამის ცენტრალურ რესპუბლიკურ მართვის ორგანოებთან ერთად განსაზღვრავს საკურატორო დარგების განვითარების ძირითად მიმართულებებს, შეიმუშავებს და განახორციელებს ოპტიმალური სტრუქტურული ცვლილებების, საწარმოო, სამეცნიერო და ტექნიკური პოტენციალის რაციონალური გამოყენების, მაღალეფექტიანი საგარეო სამეცნიერო-ეკონომიკური კავშირების დამყარების და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, საბაზრო ურთიერთობათა დამკვიდრებისათვის ხელშემწყობ ღონისძიებებს. 2. დამტკიცდეს თანდართული ნუსხა იმ საწარმოების, გაერთიანებებისა და ორგანიზაციებისა, რომლებიც შედიან საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს მართვის სფეროს დარგებში. 3. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანდართული სტრუქტურა. 4. განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ზღვრული რიცხოვნობა 136 კაცით (შენობის დაცვისა და მომსახურე პერსონალის გარეშე). 5. ნება დაერთოს საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს იყოლიოს  მინისტრის 4 მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი. 6. განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკთა და სპეციალისტთა თანამდებობრივი განაკვეთები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 29 მაისის № 610 დადგენილებით სამინისტროების ცენტრალური აპარატების ხელმძღვანელი მუშაკებისა და სპეციალისტებისათვის დამტკიცებული შრომის ანაზღაურების მინიმალურ დონესთან თანაფარდობის კოეფიციენტების მიხედვით. 7. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ განსაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესანახი ხარჯების ზღვრული ოდენობა. 8. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს კოლეგია 9 კაცის შემადგენლობით. განისაზღვროს, რომ კოლეგიის შემადგენლობაში შედიან მინისტრი (კოლეგიის თავმჯდომარე), მინისტრის მოადგილეები (თანამდებობრივად), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მრეწველობის მინისტრები, წამყვანი სტრუქტურული განაყოფების ხელმძღვანელები. კოლეგიის პერსონალური შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურა ხელმძღვანელობა მანქანათმშენებლობის სამმართველო თავდაცვითი მრეწველობის კომპლექსის სამმართველო ელექტროტექნიკური მრეწველობის სამმართველო სამთო, მეტალურგიული და ქიმიური მრეწველობის სამმართველო მსუბუქი მრეწველობის სამმართველო მრავალდარგოვან საწარმოთა კომპლექსისა და ხე-ტყის მრეწველობის სამმართველო ეკონომიკის სამმართველო ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო მრეწველობის რესტრუქტურიზაციის სამმართველო ლიცენზირებისა და კვოტირების განყოფილება სამობილიზაციო მომზადებისა და სამოქალაქო თავდაცვის განყოფილება კადრების განყოფილება საერთო განყოფილება. მრეწველობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საწარმოთა და ორგანიზაციათა ნუსხა თბილისის ჩარხმშენებლობის საწარმოო გაერთიანება თბილისის პროგრამული მართვის ჩარხების ქარხანა თბილისის სპეციალური ჩარხებისა და ავტომატური ხაზების ქარხანა თბილისის ჩარხმშენებლობის სპეციალური საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიურო საინჟინრო-საწარმოო ფირმა „ვაზნა“ სამეცნიერო-საწარმოო ფირმა „ხალიბი“ თბილისის პროგრამული მართვის ლითონდამმუშავებელი ჩარხების ტექნიკური მომსახურების ცენტრი თბილისის ფოლად-თუჯსამსხმელო ქარხანა „ცენტროლიტი“ თბილისის სამსხმელო მოწყობილობის ქარხანა თბილისის სამსხმელო-მექანიკური ქარხანა თბილსის საინსტრუმენტო ცენტრი თბილისის საინსტრუმენტო ქარხანა წინწყაროს საინსტრუმენტო ქარხანა ზუგდიდის მანქანათსაშენებელი ქარხანა რუსთავის საჩამოსხმო ქარხანა „ავტოვაზაგრეგატხალივი“ მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის ინსტიტუტი „მატეი“ სასწავლო-საკონსულტაციო-საინფორმაციო-კომერციული ცენტრი „ჩარხბიზნესი“ სამშენებლო საწარმოო ფირმა „გალავანი“ თბილისის მცირე სახელმწიფო საწარმოო „ბალავარი“ საფირმო მაღაზია „ჩარხმშენებელი“ ახმეტის საცდელი ექსპერიმენტული ქარხანა „თბოაგრეგატი“ თბილისის ქარხანა „საქსოფმანქანა“ თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის ექსპერიმენტული ქარხანა თეთრი წყაროს საცდელ-ექსპერიმენტული ქარხანა ლანჩხუთის ხელსაწყოთმშენებელი ქარხანა „გურია“ ქუთაისის საწარმოო გაერთიანება „ქუთაისის საავტომობილო“ ქარხანა საწარმოო გაერთიანება „ქუთაისის მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების ქარხანა“ სგ „ქუთაისის მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების ქარხანა“ მცირეგაბარიტიანი მობილური ტექნიკისა და იარაღების სათაო სპეციალიზებული საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ბიურო ჯვარის სპეციალიზებული ქარხანა თბილისის სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი „საქაგრომანქანა“ „საქაგრომანქანის“ საცდელ-ექსპერიმენტული ქარხანა ახალქალაქის კიდული ბაგირგზების მოწყობილობათა ქარხანა ბათუმის მექანიკური ქარხანა ბათუმის საყოფაცხოვრებო მანქანათმშენებლობის ქარხანა გორის მექანიკური ქარხანა ზუგდიდის ლითონკონსტრუქციების ქარხანა თბილისის № 1 მექანიკური ქარხანა თბილისის № 2 მექანიკური ქარხანა თბილისის № 3 მექანიკური ქარხანა თბილისის № 4 მექანიკური ქარხანა თბილისის გაზის აპარატურის ქარხანა თბილისის საცდელ-მექანიკური ქარხანა თბილისის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „პროგრესი“ სსგ „პროგრესის“ საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიურო მცირე საწარმო „რკალი“ რუსთავის ამწეთმშენებელი ქარხანა სოხუმის გაზის აპარატურის ქარხანა სოხუმის მექანიკური ქარხანა ცხინვალის ელექტროვიბრაციული მანქანების ქარხანა „ელექტოვიბრომანქანა“ ცხინვალის მექანიკური ქარხანა წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა „არნადი“ წნორის მექანიკური ქარხანა ხაშურის საკისრების ქარხანა ბათუმის მანქანათმშენებელი ქარხანა თბილისის მანქანათმშენებელი ქარხანა თბილისის მანქანათმშენებელი ქარხანა „მეგობრობა“ თბილისის (ორხევის) საცდელ-ექსპერიმენტული ქარხანა ლაგოდეხის მანქანათმშენებელი ქარხანა ხაშურის მექანიკური ქარხანა თბილისის სასურსათო მანქანათმშენებლობის სათაო სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო თბილისის სპეციალური საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიურო „კვებმანქანა“ სამშენებლო-სარემონტო სამმართველო თბილისის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „მიონი“ „სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „მიონის“ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „მიონის“ თბილისის ფილიალი სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „მიონის“ თელავის ფილიალი თბილისის გამთიშველების ქარხანა სათაო ქარხანა ხარაგაულის ფილიალი „ჩხერიმელა“ ჭიათურის ფილიალი ასპინძის ფილიალი თბილისის საწარმოო გაერთიანება „ორიონი“ თბილისის ტელევიზორების ქარხანა „ეკრანი“ სპეციალური სამეცნიერო-საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიურო ტყვარჩელის ქარხანა „არგონავტი“ ქუთაისის ქარხანა „ავანგარდი“ ავტომატიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი თბილისის სგ „ორბი“ თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „რადიანი“ ტყვარჩელის ქარხანა „განთიადი“ ქუთაისის ქარხანა „აისი“ თბილისის საავიაციო საწარმოო გაერთიანება ბოგდანოვკის მანქანათმშენებელი ქარხანა ცხინვალის მანქანათმშენებელი ქარხანა მცხეთის ტურბინების ქარხანა „თოლია“ მარნეულის ქარხანა „სტანდარტი“ (მშენებარე) ბათუმის გემთმშენებელი ქარხანა ჰიდროფიზიკური გაზომვების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „ატოლი“ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „კასატკა“ სენაკის მექანიკური ქარხანა „ეგრისი“ ვანის ქარხანა „სულორი“ საავიაციო მასალების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სამეცნიერო-კვლევითი ელექტროტექნიკური ინსტიტუტი ფოთის ჰიდრომექანიზაციის ქარხანა ფოთის გემთმშენებელ-გემთმშენებელი ქარხანა გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება ავტომატურ სისტემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „სხივი“ ახალციხის საველე ტრანსპორტის ელექტროძრავების ქარხანა ბათუმის ტრანსფორმატორების ქარხანა გურჯაანის ქარხანა „ელექტრომანქანა“ ზესტაფონის კაბელის ნაკეთობათა ქარხანა „საქკაბელი“ თბილისის სახელმწიფო საწარმო „თბილელექტროამძრავი“ ერთობლივი საწარმო „აითი“ თბილისის საწარმოო გაერთიანება „ელექტროაპარატი“ თბილისის ქარხანა „ელექტროგამშვები“ თბილისის ქარხანა „ელექტროავტომატი“ რუსთავის ქარხანა „ელექტროსამაგრები“ სგ „ელექტროაპარატის“ სპეციალური საპროექტო-საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიურო თბილისის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება ელმავალმშენებელი“ სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ელმავალმშენებლის“ სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო თბილისის ქარხანა „ელექტროძრავი“ თბილისის ელექტროსაიზოლაციო მასალების ქარხანა „თბილელექტროიზოლიტი“ თბილისის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „საქელექტრომექანიკა“ თბილისის ელექტროშემდუღებელ მოწყობილობათა ქარხანა „ელექტროშემდუღებელი“ საქართველოს ელექტროთერმულშემდუღებელ მოწყობილობათა სამეცნიერო-საწარმოო კომპლექსი კასპის ქარხანა „კასპიელექტოავტომატი“ საქართველოს საწარმოო გაერთიანება „საქელექტრომანქანა“ საწარმოო გაერთიანება „ქუთაისის ელექტრომექანიკური ქარხანა“ ფოთის კოშკურა ამწეების ელექტროაპარატურის ქარხანა „ფოთი ელექტროაპარატი“ ფოთის ელექტრომექანიკური გამაძლიერებლების ქარხანა შორაპნის ქარხანა „ელექტროელემენტი“ ცხინვალის ქარხანა „მინანქარსადენი“ თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საცდელი წარმოება „კომპაქტი“ მცირე სიმძლავრის ელექტრომანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით და საკონსტრუქტორო ინსტიტუტი (მეტსი) ელექტრონულ-იონური ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ქარენერგო“ საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიურო „რემმშენპროექტი“ ელექტროტექნიკური მრეწველობის სამშენებლო-სარემონტო სამმართველო ელექტროტექნიკური და ელექტრონული პროდუქციის გამოცდისა და სერტიფიკაციის რესპუბლიკური ცენტრი გორის საწარმოო გაერთიანება „დილა“ გორის სგ „დილის“ მრეწველობაში საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „მრეწვავტომატსაკი“ ანალიზური ხელსაწყოების საცდელი ქარხანა საქართველოს სპეციალიზებული გამშვებ-გამმართავი № 7 სამმართველო თბილისის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ანალიზხელსაწყო“ „ანალიზხელსაწყოს“ სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო ინსტიტუტი (ატსკი) თბილისის ანალიზური ხელსაწყოების საცდელი ქარხანა ანალიზური ტექნიკის საშუალებათა ტექნიკური მომსახურების ცენტრი „ანალიზსერვისი“ თბილისის ქარხანა „თბილხელსაწყო“ თბილისის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ელვა“ „ელვის“ ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი თბილისის გამოთვლითი მანქანების ქარხანა გამოთვლითი ტექნიკის საშუალებათა საცდელი ქარხანა თბილისის ქარხანა „ჰიდრომეტხელსაწყო“ თბილისის საწარმოო გაერთიანება „კავკასია“ თბილისის საწარმო „სისტემსერვისი“ ავტომატიზაციის სისტემების სამონტაჟო-გასაწყობი და საფირმო მომსახურების თბილისის საწარმო „სისტემავტომატიკა“ თბილისის ტექნიკური მომარაგების ცენტრი „სპეცავტომატიკ“ მცირე საწარმო „კომპლექსი“ მარტვილის ანალიზური ხელსაწყოების საცდელი ქარხანა რუსთავის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ავტომატმრეწვი“ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტით „ავტომატმრეწვის“ საცდელი ქარხანა სოხუმის საწარმოო გაერთიანება „ორგტექნიკა“ ჯვრის ანალიზური ხელსაწყოების საცდელი ქარხანა თბილისის ტახომეტრიის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო თბილისის ზუსტი ხელსაწყოების სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო ინსტიტუტი ქუთაისის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო მაღაზია-სალონი „გამოთვლითი ტექნიკა და ხელსაწყოები“ საწარმოო გაერთიანება „გარანტი“ მაღაზია-სალონი „ელექტრონიკა“ თბილისის ფირმა „ალიონი“ საინფორმაციო-სარეკლამო ტელეკომუნიკაციური სააგენტო „სხივი“ საწარმოო გაერთიანება „ჭიათურმარგანეცი“ მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი კვაისის ტყვია-თუთიის მაღაროთა კომბინატი რაჭის სამთო-ქიმიური ქარხანა საწარმოო გაერთიანება „სამთო ქიმია“ საწარმოო გაერთიანება „სამთო ქიმიის“ ოზურგეთის მაღაროთა სამმართველო საწარმოო გაერთიანება „სამთო ქიმიის“ ქუთაისის ბარიტის მაღაროთა სამმართველო „ქუთბარიტი“ საწარმოო გაერთიანება „სამთო ქიმიის“ „საქგუბრინის“ მაღაროთა სამმართველო საწარმოო გაერთიანება „სამთო ქიმიის“ ბაკურიანის ანდეზიტის წარმოება საწარმოო გაერთიანება „სამთო ქიმიის“ ცანის სამთო ქიმიური ქარხანა საწარმოო გაერთიანება „სამთო ქიმიის“ „საქცეოლითის“ წარმოება საწარმოო გაერთიანება „სამთო ქიმიის“ თბილისის ქარხანა „კრისტალიტექნიკა“ საწარმოო გაერთიანება „სამთო ქიმიის“ თბილისის სარემონტო-მექანიკური ქარხანა საწარმოო გაერთიანება „სამთო ქიმიის“ კომპლექსური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია საწარმოო გაერთიანება „სამთო ქიმიის“ სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტი ზუგდიდის ფაიფურის ქარხანა წყალტუბოს ხარისხოვანი მინის ნაწარმის ქარხანა გორის ხარისხოვანი მინის ნაწარმის ქარხანა საწარმოო გაერთიანება „საქმეოლითი“ დიატომიტის ფხვნილის ქარხანა ამბროლაურის საწარმოო კომბინატი ბოლნისის საწარმოო კომბინატი დმანისის საწარმოო კომბინატი თეთრი წყაროს საწარმოო კომბინატი ლენტეხის საწარმოო კომბინატი მარნეულის საწარმოო კომბინატი მარტვილის საწარმოო კომბინატი ძეგვის საშენ მასალათა კომბინატი ტყიბულის საწარმოო კომბინატი ხარაგაულის საწარმოო კომბინატი ასპინძის საწარმოო კომბინატი ახალციხის სარაიონთაშორისო გაერთიანება ქუთაისის საშენ მასალათა კომბინატი წალკის საწარმოო კომბინატი სოხუმის ხილეული წყლების ქარხანა სოხუმის ნახშირწყლების ქარხანა ჯავის მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხანა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ამიერკავკასიის სამშენებლო-სამონტაჟო-გასამართი სამმართველო რუსთავის რეგიონალური სპეციალური ტექნიკური ცენტრი რუსთავის საწარმოო გაერთიანება „აზოტი“ რუსთავის საწარმოო გაერთიანება „ქიმბოჭკო“ ქუთაისის ლითოფონის ქარხანა ქუთაისის რეზინის ტექნიკური ნაკეთობათა ქარხანა ხონის ქარხანა „პოლიმერკონტეინერი“ წყალტუბოს ქიმიური ქარხანა ბათუმის მემბრანული ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი თბილისის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „სპექტრი“ თბილისის სამეცნიერო საწარმო „შრომა“ ბათუმის ქიმიური ქარხანა ბათუმის რეზინა-ტექნიკური ნაწარმის ქარხანა „კაუჩუკი“ ბათუმის სამშენებლო საღებავების ქარხანა „ურეხი“ თბილისის რეზინოტექნიკური და ქიმიური ნაწარმის ქარხანა ოზურგეთის საბურავების შემკეთებელი ქარხანა თბილისის ქარხანა „პოლიმერკონტეინერი“ თბილისის საწარმოო გაერთიანება „თეთრონი“ თბილისის სათაო წარმოება სოხუმის ქიმიური ქარხანა საქართველოს საწარმოო ბიოფარმაცევტული გაერთიანება „საქბიოფარმპრეპარატები“ თბილისის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა ახმეტის სამედიცინო პრეპარატების ქარხანა თბილისის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ბაქტერიოფაგი“ „ბაქტერიოფაგის“ სკი ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა ზუგდიდის სამედიცინო ნაკეთობათა ქარხანა (მშენებარე) მარნეულის სამედიცინო ნაკეთობათა ქარხანა აბაშის საწარმოო კომბინატი ახმეტის საწარმოო კომბინატი ადიგენის საწარმოო კომბინატი ახალგორის საწარმოო კომბინატი მრავალდარგოვანი სამრეწველო სახელმწიფო საწარმო „ბაღდათი“ გაგრის საწარმოო კომბინატი გალის საწარმოო კომბინატი გორის საწარმო კომბინატი გუდაუთის საწარმოო კომბინატი გუმათის საწარმოო კომბინატი გურჯაანის საწარმოო კომბინატი დედოფლისწყაროს საწარმოო კომბინატი დუშეთის საწარმოო კომბინატი ვანის საწარმოო კომბინატი თბილისის საფეიქრო-საგალანტერეო მცირე საწარმო „ხარფუხი“ ზესტაფონის საწარმოო კომბინატი ზუგდიდის სამრეწველო კომერციული საწარმო „ჩელა“ თელავის საწარმოო კომბინატი თერჯოლის საწარმოო კომბინატი თიანეთის საწარმოო კომბინატი სამრეწველო-კომერციული საწარმო „კასპი“ ლაგოდეხის საწარმოო კომბინატი ბორჯომის საწარმოო კომბინატი მესტიის საწარმოო კომბინატი ოზურგეთის საწარმოო კომბინატი ოჩამჩირის საწარმოო კომბინატი სამტრედიის საწარმოო კომბინატი საჩხერის საწარმოო კომბინატი სენაკის სამრეწველო კომერციული ფირმა „კოლხეთი“ სოხუმის მრავალდარგოვანი კომბინატი სოხუმის საწარმოო კომბინატი ტყვარჩელის საწარმოო კომბინატი ქედის რაისამრეწველო კომბინატი ქობულეთის რაისამრეწველო კომბინატი ჩხოროწყუს საწარმოო კომბინატი წალენჯიხის საწარმოო კომბინატი ხაშურის საწარმოო კომბინატი ხობის საწარმოო კომბინატი ხონის რაისამრეწველო კომბინატი ქუთაისის საწარმოო კომბინატი „ნიკეა“ ყვარლის სამრეწველო-კომერციული საწარმო „დურუჯი“ შუახევის რაისამრეწველო კომბინატი ჩოხატაურის საწარმოო კომბინატი ქარელის საწარმოო კომბინატი თბილისის ქარხანა „საქადგილმრეწვმონტაჟშეკეთება“ ფირმა „დანადგარკომპლექტმონტაჟი“ თბილისის შინმომუშავეთა კომბინატი „შრომა“ თბილისის ხალხური მხატვრული რეწვისა და სუვენირების საწარმოო გაერთიანება „სოლანი“ მცხეთის კერამიკისა და სუვენირების ექსპერიმენტული ფაბრიკა სოხუმის საიჯარო საწარმო „აბზა“ სოხუმის საიჯარო საწარმო „ლაზიკა“ თბილისის დამხმარე საწარმოო კომბინატი ბათუმის სარემონტო-სამშენებლო სამმართველო თბილისის სარემონტო-სამშენებლო სამმართველო ქუთაისის სარემონტო-სამშენებლო სამმართველო მექანიზაციისა და ტრანსპორტის სამმართველო ავტოსატრანსპორტო მეურნეობა სატრანსპორტო-საექსპედიციო ოპერაციების საკვანძო კანტორა სოხუმის სუვენირებისა და ხალხური რეწვის ფაბრიკა საიჯარო საწარმო „ამტექსი“ (გულრიფში) ბათუმის საშენ მასალათა კომბინატი „მშენებელი“ ლანჩხუთის საშენ მასალათა კომბინატი თბილისის მექანიკური ქარხანა თბილისის მცირე საწარმოო „კომპლექსი“ თბილისის ავეჯის მცირე საწარმო „იკორთა“ თბილისის № 2 საავეჯო ფაბრიკა თბილისის ავეჯის ფაბრიკა „კედარი“ თბილისის მუსიკალური ინსტრუმენტების საწარმოო გაერთიანება ახმეტის სატყეო კომბინატი ახალდაბის საავეჯო ფაბრიკა ბათუმის საავეჯო საწარმოო გაერთიანება ბაბუშერას კოოპერატივი „ივა“ ბზიფის ხის დამმუშავებელი საწარმო თბილისის საავეჯო დეტალების კომბინატი თბილისის გრეხილი ავეჯის კომბინატი თბილისის ექსპერიმენტული ავეჯის ფაბრიკა თბილისის სასკოლო ინვენტარის ფაბრიკა თბილისის საწარმოო საავეჯო გაერთიანება „განთიადი“ მარელისის გრეხილი ავეჯის ფაბრიკა მცხეთის ხის დამმუშავებელი მცირე საწარმო „ბაგინეთი“ თბილისის სატყეო მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტი სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტი „საქავეჯმშენი“ სპეციალიზებულ სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტი „საქავეჯმშენის“ თბილისის დამხმარე წარმოება თბილისის მცირე საწარმო „ინფორმავეჯმრეწვი“ თბილისის კოოპერატივი „ავტოტრანსი“ საფირმო მაღაზია „ინტერიერი“ სამტრედიის ხის დამმუშავებელი კომბინატი ცხინვალის კოოპერატივი „სატყეო კომბინატი“ მცირე საწარმო „ოჩხამური“ სოხუმის ავეჯის ფაბრიკა ქუთაისის საავეჯო საწარმოო გაერთიანება „ივერია“ საწარმოო გაერთიანება „საქქაღალდმრეწვი“ თბილისის აბრეშუმის საფირმო გაერთიანება „ცისარტყელა“ თელავის აბრეშუმის ძაფსახვევ-საგრეხი ფაბრიკა კულაშის საქსოვი ფაბრიკა ჭიათურის საწარმოო კომბინატი ერედვის საწარმო ცხინვალის საშენ მასალათა კომბინატი საგარეჯოს საწარმოო კომბინატი გორის შპალერის ქარხანა ცხინვალის საწარმოო გაერთიანება „ალანი“ სიღნაღის საწარმოო კომბინატი სათამაშოების ფაბრიკა № 1 „სიხარული“ თბილისის ტყავ-საგალანტერეო ფაბრიკა „ავჭალა“ გორის საყოფაცხოვრებო ქიმიის ნაწარმისა და სამშენებლო ბლოკების საწარმო „ქიმიკოსი“ თბილისის ფაბრიკა „ოპიზარი“ რუსთავის ლითონის მომინანქრებული საცავების ქარხანა თბილისის სათამაშოების ფაბრიკა № 2 მრავალდარგოვანი სამრეწველო-კომერციული საწარმო „ქუთაისი“ წყალტუბოს საწარმოო კომბინატი სახალხო მოხმარების საქონლის მხატვრული საცდელ-ექსპერიმენტული კვლევითი ლაბორატორია „არნი“ ოზურგეთის აბრეშუმის ძაფსახვევ-საგრეხი ფაბრიკა სამტრედიის აბრეშუმის ძაფსახვევ-საგრეხი ფაბრიკა სოხუმის საქსოვი ფაბრიკა ქუთაისის აბრეშუმის საწარმოო გაერთიანება „კოლხური ფაბრიკა“ ხონის აბრეშუმის ძაფსახვევი ფაბრიკა თბილისის საფეიქრო მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი ოზურგეთის აბრეშუმის ძაფსახვევ-საგრეხი ფაბრიკის საფირმო მაღაზია „დარია“ თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატი „საქართველო“ თბილისის უქსოვადი საფეიქრო ქსოვილების და ნაწარმის ფაბრიკა თბილისის კამვოლური დართვის ფაბრიკა თბილისის შალის საქსოვი საიჯარო საწარმო თბილისის მატყლის პირველადი დამუშავების ფაბრიკა სენაკის ხალიჩების კომბინატი ქუთაისის შალის ქსოვილების კომბინატი „მედეა“ შულავერის მატყლის პირველადი დამუშავების ფაბრიკა მსუბუქი მრეწველობის სპეციალური საპროექტო-საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიური ბიურო გორის ბამბეულის საფეიქრო-სამკერვალო საწარმოო გაერთიანება თბილისის სართავი ფაბრიკა თბილისის № 2 სართავი ფაბრიკა სამტრედიის ბამბის სართავი ფაბრიკა საჩხერის ბამბის სართავი ფაბრიკა ქობულეთის ბამბის სართავი ფაბრიკა ქუთაისის ბამბის საქსოვი ფაბრიკა ქუთაისის ბამბის საჩეჩი საწარმო გორის ბამბეულის საფეიქრო-სამკერვალო საწარმო გაერთიანების საფირმო მაღაზია „მზიური“ გარდაბნის ტრიკოტაჟის ფაბრიკა თბილისის საგალანტერეო-სატრიკოტაჟო საწარმოო გაერთიანება „ბისონი“ თბილისის ტრიკოტაჟის საწარმოო გაერთიანება „გლდანი“ თბილისის წინდების ფაბრიკა „მერანი“ თბილისის წინდების ფაბრიკა „კრწანისი“ თბილისის საფეიქრო-საგალნტერეო ფაბრიკა „მარაბდა“ თბილისის საბავშვო ტრიკოტაჟის ფაბრიკა თელავის წინდების ფაბრიკა მარნეულის საფეიქრო-საგალანტერეო ფაბრიკა სოხუმის საგალანტერეო ფაბრიკა ფოთის ტრიკოტაჟის სამკერვალო ფაბრიკა ქუთაისის ტრიკოტაჟის ფაბრიკა ცხინვალის თეთრეულის ტრიკოტაჟის ფაბრიკა ხაშურის საფეიქრო-საგალანტერეო ფაბრიკა სავაჭრო კომერციული ცენტრი „მუხიანი“ თბილისის სამკერვალო ფაბრიკა „კოლხეთი“ თბილისის სამკერვალო ფაბრიკა „ნინო“ თბილისის სამკერვალო ფაბრიკა „ნადიკვარი“ თბილისის სამკერვალო-სავაჭრო ფირმა „ამირანი“ თბილისის სამკერვალო ფაბრიკა „ელია“ თბილისის სინთეზურ ნაკეთობათა ქარხანა თბილისის მოდისა და ჩაცმის კულტურის რესპუბლიკური ცენტრი თელავის სამკერვალო ფაბრიკა საფირმო მაღაზია „ნათია“ ბათუმის სამკერვალო საწარმოო გაერთიანება ბოლნისის სამკერვალო ფაბრიკა ზესტაფონის სამკერვალო ფაბრიკა ზუგდიდის სამკერვალო ფაბრიკა კაჭრეთის სამკერვალო ფაბრიკა ნინოწმინდის სამკერვალო ფაბრიკა სიღნაღის სამკერვალო ფაბრიკა სოხუმის სამკერვალო ფაბრიკა ტყიბულის სამკერვალო ფაბრიკა ფოთის სამკერვალო ფაბრიკა ქუთაისის სამკერვალო გაერთიანება „იმერეთი“ ქუთაისის სამკერვალო საწარმოო გაერთიანება „გელათი“ ცხინვალის სამკერვალო ფაბრიკა წყნეთის სამკერვალო ფაბრიკა ჭიათურის სამკერვალო ფაბრიკა ბათუმის ფეხსაცმლის სამრეწველო-სავაჭრო გაერთიანება ბათუმის ტყავის ქარხანა თბილისის ფეხსაცმლის საწარმოო გაერთიანება „ისანი“ თბილისის ფეხსაცმლის მოდელირებისა და წარმოების კოლექტიური საწარმო „ნარიყალა“ თბილისის მოდელური ფეხსაცმლის ფაბრიკა თბილისის ტყავის საწარმოო გაერთიანება თბილისის ტყავ-საგალანტერეო ფაბრიკა თბილისის ბეწვეულის ფაბრიკა სოხუმის ფეხსაცმლის ფაბრიკა ქუთაისის ტყავ-ფეხსაცმლის კომბინატი ბათუმის ფეხსაცმლის სამრეწველო-სავაჭრო გაერთიანების საფირმო მაღაზია საფირმო მაღაზია № 1 საფირმო მაღაზია № 2 საფირმო მაღაზია № 3 საფირმო მაღაზია № 4 საფირმო მაღაზია „გელათი“ საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის შრომის ორგანიზაციის დაპროექტებისა და დანერგვის, სოციალური საკითხებისა და მართვის ცენტრი საფეიქრო ტყავისა და ქურქ-ბეწვეულის ნედლეულის ხარისხის გამოცდის და სერტიფიკაციის ცენტრი სააღრიცხვო სამუშაოთა ცენტრალიზაციის გაერთიანება კომერციული საბითუმო-საცალო სავაჭრო ორგანიზაცია მსუბუქი მრეწველობის რესურსების კომერციული ფირმა თბილისის საწარმო „საქენერგომსუბუქმრეწვი“ თბილისის საფეიქრო ნაწარმისა და ხელოვნური ტყავის ფაბრიკა „ვერე“ ხაშურის სარემონტო-სამშენებლო სამმართველო მსუბუქი მრეწველობის საცდელ-მექანიკური ქარხანა. საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს დებულება I. ზოგადი დებულებანი 1.1. საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტრო (შემდგომში სამინისტრო) არის საქართველოს რესპუბლიკის სახელწმიფო მმართველობის ცენტრალური ორგანო და იგი უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს. 1.2. სამინისტრო ხელმძღვანელობას უწევს სამთო-მეტალურგიული, ქიმიური, მანქანათმშენებლობის კომპლექსების, მსუბუქი, ხე-ტყის დამმუშავებელი, სამედიცინო მრეწველობის დარგების (შემდგომში დარგები) საქმიანობას, მონაწილეობს ამ დარგების განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებაში. 1.3. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებებითა და წინამდებარე დებულებით. 1.4. სამინისტრო თავის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს აქტებს საქართველოს რესპუბლიკის კანონების, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი და აღმასრულებელი ორგანოების გადაწყვეტილებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად, ორგანიზაციას უწევს და ამოწმებს მათ შესრულებას. 1.5. სამინისტრო არის იურიდიული პირი, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და სხვა ანგარიშები ბანკებში (მ. შ. სავალუტო), ბეჭედი საქართველოს რესპუბლიკის გერბისა და საკუთარი დასახლების გამოსახულებით. 2. სამინისტროს ამოცანები და ძირითადი ფუნქციები 2.1. სამინისტროს ძირითადი ამოცანებს წარმოადგენს: 2.1.1.ეკონომიკის სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებით თავისი საკურატორო დარგების განვითარების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა, საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზებით განვითარების სტრატეგიიდან გამომდინარე სტრუქტურული პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება, საბაზრო ურთიერთობათა დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა. 2.1.2. საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზების საფუძველზე ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექნოლოგიური განვითარების სტრატეგიის შემუშავება და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მათი რეალიზაციისათვის საჭირო წინაპირობების დასახვა და განხორციელებისათვის ხელშეწყობა; 2.1.3. დარგების პროდუქციაზე (სამუშაოებზე) საშინაო და საგარეო ბაზრის კონიუნქტურის შესწავლა; 2.1.4. საკურორტო დარგებში მცირე საწარმოთა ხელშემწყობი გარემოს შექმნა, მცირე ბიზნესის საბაზრო სტრუქტურების საქმიანობისათვის მხარდაჭერა; 2.1.5. დარგებში ერთიანი სახელმწიფო საფინანსო, საბიუჯეტო და ფასწარმოქმნის პოლიტიკის განხორციელება; 2.1.6. ეკონომიკის, ფინანსთა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით სახელმწიფო ქონების პრივატიზების, პროგრესული საწარმოო სტრუქტურების განვითარების, წარმოების დეცენტრალიზაციის, კონკურენციის გაშლისა და დემონოპოლიზაციის პოლიტიკის განხორციელებისათვის რეკომენდაციების შემუშავება. ამ სფეროში ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების შემუშავება; 2.1.7. საზღვარგარეთის ქვეყნებთან ეკონომიკური, მეცნიერულ-ტექნოლოგიური და საინვესტიციო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა დარგების ინტერესებიდან გამომდინარე და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა; 2.1.8. ახალი საწარმოებისა და ობიექტების მშენებლობის, მოქმედი საწარმოებისა და ობიექტების რეკონსტრუქციის, გაფართოებისა და ტექნიკური გადაიარაღების პროექტის შემუშავების ორგანიზაცია. 2.2. დასახული ამოცანების გადასაწყვეტად სამინისტროს ენიჭება შემდეგი ფუნქციები: 2.2.1. დარგების განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, მაკროეკონომიკური პროგნოზირება მოკლე და გრძელვადიანი პერიოდებისათვის; 2.2.2. დარგების განვითარებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების ორგანიზაცია და დადგენილი წესით მთავრობაში წარდგენა; 2.2.3. დარგების განვითარების კომპლექსური მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების დასახვა; 2.2.4. დარგებში ერთიანი სახელმწიფო საფინანსო, საბიუჯეტო და ფასწარმოქმნის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია; 2.2.5.დარგებში ანტიმონოპოლიური პოლიტიკისა და პრივატიზების პროგრამებისათვის საჭირო წინადადებების შემუშავება და დადგენილი წესით მთავრობაში წარდგენა; 2.2.6. დარგებში საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა, ამ სფეროში საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური ფუნქციების შესრულება, საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის დახმარების გაწევა პარტნიორების შერჩევისა და საქმიანი ურთიერთობების დამყარებაში. 2.2.7. დარგებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია; 2.2.8. საქართველოს ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; 2.2.9. დარგების ტექნოლოგიური განვითარების მეცნიერული უზრუნველყოფის ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევების კოორდინირება; 2.2.10. დარგობრივი მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრამებისა და პროექტების ექსპერტიზის უზრუნველყოფა; 2.2.11. სახელმწიფო შეკვეთების პროექტების ფორმირება და მათი საკონკურსო წესით განაწილება; 2.2.12. დარგობრივი ტექნიკურ-ეკონომიკური ნორმების, ნორმატივებისა და სტანდარტების შემუშავების ორგანიზაცია; 2.2.13. დელეგირებულ უფლებათა ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეფექტურად გამოყენება და მართვა (განკარგვის უფლების გარეშე); 2.2.14. დარგობრივი ინფორმაციული ბანკის, ინფორმაციული სისტემების შექმნისა და განვითარების ორგანიზაცია; 2.2.15. საკადრო პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია (კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაცია სხვადასხვა მეთოდებისა და ფორმების გამოყენებით ადგილზე, უცხოეთში მივლინებით და ა. შ.); 2.2.16. დარგების იურიდიულ-სამართლებრივი მომსახურების ორგანიზაცია; 2.2.17. პროდუქციის ლიცენზირებასა და კვოტირებაში მონაწილეობა დადგენილი წესის შესაბამისად; 2.18. საზღვარგარეთის ქვეყნებთან საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაში მონაწილეობა და ხელშეწყობა; 2.2.19. ადგილობრივი (მუნიციპალური) მეურნეობისა და კერძო სტრუქტურების საწარმოებისათვის მეთოდური და მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა. 2.3. სამინისტრო მასზე დელეგირებულ საწარმოებში უზრუნველყოფს აღრიცხვა-ანგარიშგების სათანადო დონეს, იღებს საწარმოებიდან კვარტალურ და წლიურ საბუღალტრო ანგარიშგებებს, აანალიზებს და იყენებს მათ დარგის ეფექტიანი მართვის ამოცანების შესაბამისად. 3. სამინისტროს უფლებამოსილებანი 3.1. სამინისტროს უფლება აქვს: 3.1.1. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს დარგების საწარმოთა მიერ საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების შესრულებას; 3.1.2. დარგების საწარმოებში და ორგანიზაციებში კონტროლი დააწესოს სახელმწიფო შეკვეთების შესრულებაზე; 3.1.3. დადგენილი წესით (საკონტრაქტო საფუძველზე) დანიშნოს სახელმწიფო საწარმოს დირექტორი და გაათავისუფლოს იგი თანამდებობიდან კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; 3.1.4. დანიშნოს სახელმწიფო საწარმოს მთავარი ბუღალტერი დირექტორის წარდგინებით და გაათავისუფლოს იგი თანამდებობიდან; 3.1.5. მართვის შესაბამის სამთავრობო და სხვა ორგანოებში შეიტანოს წინადადებანი დარგების მონოპოლისტი საწარმოების მიმართ შესაბამის ღონისძიებათა გატარების თაობაზე; 3.1.6. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო საწარმოთა რეორგანიზაციის (გაყოფის, დაწვრილერთეულების) თაობაზე, დაამტკიცოს სახელმწიფო საწარმოთა წესდებები; 3.1.7. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება დარგების საწარმოების გამგებლობაში არსებული ძირითადი საშუალებების (შენობა-ნაგებობანი, დანადგარ-მოწყობილობანი, სატრანსპორტო საშუალებანი და სხვა) გადაცემის თაობაზე დარგებისავე საწარმოებისათვის, აგრეთვე მისი სხვა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის იჯარით (გამოსყიდვის უფლების გარეშე), მიქირავების, გაცვლის, დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემის და ბალანსიდან ჩამოწერის საკითხებზე საწარმოს წარდგინებით; 3.1.8. მიიღოს რესპუბლიკის სხვა სამინისტროებიდან და დარგების საწარმოებიდან საჭირო ინფორმაცია, რომელიც საჭიროა სამინისტროზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების ეფექტიანი განხორციელებისათვის; 3.1.9. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკება და დადოს ხელშეკრულებები რესპუბლიკისა და საზღვარგარეთის ქვეყნების იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან; 3.1.10. მოიწვიოს რესპუბლიკის სხვა სამინისტროებისა და უწყებების სპეციალისტები საკონსულტაციოდ, დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად სამინისტროს კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებზე; 3.1.11. ორგანიზაცია გაუკეთოს თათბირების, პრეზენტაციების, ბაზრობების და გამოფენების ჩატარებას, როგორც საზღვარგარეთ, ისე რესპუბლიკაში, მოიწვიოს მათში მონაწილეობის მისაღებად უცხოეთის წარმომადგენლები, მიიღოს შემოსავლები ამ ღონისძიებათა ჩატარებასთან; 3.1.12. მიავლინოს, დადგენილი წესით, საზღვარგარეთ თანამშრომლები სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მოსალაპარაკებლად და გადასაწყვეტად; 3.1.13. შექმნას მეცნიერთა და ექსპერტთა საკონსულტაციო და დროებითი შრომითი კოლექტივები, ხელშეკრულების წესით მოიწვიოს სათანამშრომლოდ სპეციალისტები კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად. 3.2. სამინისტროს დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები რესპუბლიკის მთავრობაში ახალი საწარმოს შექმნის ან არსებულის ლიკვიდაციის თაობაზე. 4. სამინისტროს მართვა 4.1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. 4.2. მინისტრს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პრეზიდიუმი. 4.3. მინისტრი: – პერსონალურად აგებს პასუხს სამინისტროზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე, დარგებში არსებულ მდგომარეობასა და მათ განვითარებაზე, ეკონომიკური რეფორმის ჩატარებისათვის; – ანაწილებს ფუნქციებს მინისტრის მოადგილეებს შორის, განსაზღვრავს მინისტრის მოადგილეებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების პერსონალურ პასუხისმგებლობას შესაბამისი დარგებისა და სფეროების მიმართ; – სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა დარგების საწარმოების, გაერთიანებებისა და ორგანიზაციების მიერ; – ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგს მთავრობის მიერ დამტკიცებული აპარატის მუშაკთა რიცხოვნობისა და სტრუქტურის ფარგლებში; – დადგენილი წესით ნიშნავს თანამდებობაზე და ათავისუფლებს თანამდებობიდან სამინისტროს აპარატის თანამშრომლებს; – ახორციელებს ღონისძიებებს სამსახურებრივი საიდუმლოების დაცვისათვის, უზრუნველყოფს მუშაკთა მუშაობისათვის ნორმალური სამუშაო პირობების შექმნას, ხელს უწყობს საქმიანი შემოქმედებითი ატმოსფეროს შექმნას, თანამშრომელთა შორის ინიციატივიანობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას, მათი პროფესიული ოსტატობას გაღრმავებას, ზრუნავს შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის განმტკიცებაზე.   4.4. სამინისტროში იქმნება კოლეგია, რომელშიც შედიან მინისტრი (კოლეგიის თავმჯდომარე), მინისტრის მოადგილეები, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დარგების ხელმძღვანელი მუშაკები. სამინისტროს კოლეგიის წევრების რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა. 4.5. კოლეგია თავის სხდომებზე განიხილავს საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია სამინისტროზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებასთან, დარგების განვითარებისა და საქმიანობის კარდინალურ პრობლემებთან, კადრების შერჩევასა და განაწილებასთან, აგრეთვე მნიშვნელოვანი ბრძანებების, ინსტრუქციული და მეთოდური მითითებების პროექტებს, ისმენს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის შესახებ ინფორმაციებს, ამტკიცებს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვეგანაყოფების დებულებებს. კოლეგიის გადაწყვეტილებები ცხოვრებაში ტარდება მინისტრის ბრძანებებით ან კოლეგიის დადგენილებებით. კოლეგიის თავმჯდომარესა და წევრებს შორის წარმოქმნილი უთანხმოების შემთხვევაში მინისტრს უფლება აქვს ცხოვრებაში გაატაროს თავისი გადაწყვეტილება. წარმოქმნილი უთანხმოების შესახებ იგი ახსენებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას, თავის მხრივ კოლეგიის წევრებს შეუძლიათ თავისი აზრი მოახსენონ რესპუბლიკის მთავრობას. 5. სამინისტროს ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილებების შეტანა 5.1. სამინისტროს ლიკვიდაცია ხდება დადგენილი წესის შესაბამისად. 5.2. სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ.