📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყენებული ფულადი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით სარეზოლუციო ფონდში განხორციელებული შენატანების ადმინისტრირებისა და ინვესტირების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.09.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №288
სარეგისტრაციო კოდი 190020080.22.033.017848
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/09/2024
matsne.gov.ge 2,097 სიტყვა · ~10 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სარეზოლუციო ფონდის შექმნის, ადმინისტრირებისა და ინვესტირების, სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანის დაკისრების კრიტერიუმებისა და წინასწარი შენატანის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 95% 02.09.2024 წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 91% 22.04.2019 საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 90% 11.11.2020 რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 90% 29.12.2020 საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 90% 01.10.2024

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყენებული ფულადი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით სარეზოლუციო ფონდში განხორციელებული შენატანების ადმინისტრირებისა და ინვესტირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის  ერთობლივი ბრძანება  №288/№227/04 2024 წლის 2 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყენებული ფულადი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით სარეზოლუციო ფონდში განხორციელებული შენატანების ადმინისტრირებისა და ინვესტირების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 55​4 მუხლის მე-5 პუნქტის, ამავე ორგანული კანონის 55​​5 მუხლის მე-11 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყენებული ფულადი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით სარეზოლუციო ფონდში განხორციელებული შენატანების ადმინისტრირებისა და ინვესტირების წესი“ თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სარეზოლუციო ფონდის შექმნის, ადმინისტრირებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 31 დეკემბრის №329 – 247/04 ერთობლივი ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილისაქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყენებული ფულადი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით სარეზოლუციო ფონდში განხორციელებული შენატანების ადმინისტრირებისა და ინვესტირების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყენებული ფულადი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით სარეზოლუციო ფონდში განხორციელებული შენატანების ადმინისტრირებისა და ინვესტირების წესის (შემდგომში – წესი) მიზანია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – ფინანსთა სამინისტრო) მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით (შემდგომში – ორგანული კანონი) გათვალისწინებული რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის (შემდგომში – ბანკი) რეზოლუციის პროცესის დაფინანსების მიზნით დროებითი სახელმწიფო დაფინანსების (შემდგომში – დაფინანსება) გაცემის, ასევე, დაფინანსების ფარგლებში გამოყენებული ფულადი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით სარეზოლუციო ფონდში განხორციელებული შენატანების ადმინისტრირებისა და ინვესტირების წესებისა და პროცედურების განსაზღვრა. 2. დაფინანსების გაცემის მოთხოვნით საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიმართავს ფინანსთა სამინისტროს. დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი დაფინანსების ფორმის მიხედვით. 3. ამ წესით განსაზღვრული დაფინანსება არის დროებითი ხასიათის დაფინანსება, რომელიც უნდა ჩაირიცხოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ სარეზოლუციო ფონდში, გარდა დროებითი ბანკის კაპიტალში მონაწილეობის ფორმით დროებითი დაფინანსებისა, რა შემთხვევაშიც დაფინანსება გაიცემა პირდაპირი ფორმით (სარეზოლუციო ფონდში ჩარიცხვის გარეშე). მუხლი 2🔗. ფინანსთა სამინისტროსთვის დაფინანსების თაობაზე მიმართვა და გადაწყვეტილების მიღება 1. ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სარეზოლუციო ფონდში საქართველოში ლიცენზირებული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების მიერ წინასწარი შენატანების ფარგლებში აკუმულირებული თანხები საკმარისი არ არის/არ იქნება და დაფინანსების არასახელმწიფო წყაროდან მოძიება შეუძლებელია ან ასეთი დაფინანსება საკმარისი არ არის/არ იქნება, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბანკის აქციონერები და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37​12 მუხლის 10​2 პუნქტის „ლ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კრედიტორები ბანკის ლიკვიდაციისას დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობის საპირისპირო თანამიმდევრობით მიიღებენ პირველად ზარალს, ასევე, რეზოლუციის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დაფინანსების გაცემის მოთხოვნით, წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული სახით) მიმართოს ფინანსთა სამინისტროს და აღნიშნულის თაობაზე აცნობოს ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორის კომიტეტს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეროვნული ბანკის მიმართვა, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) დეტალურ ინფორმაციას ეროვნული ბანკის მიერ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის მიმართ გამოყენებული სარეზოლუციო ინსტრუმენტების, მათი შედეგებისა და რეზოლუციის პროცესის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ, ასევე დაგეგმილი სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენების თაობაზე შესაბამის მიმოხილვას და დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ ეროვნული ბანკის შეფასებით, სხვა სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენება (თუ ეროვნულ ბანკს მიმართვამდე არ გამოუყენებია ყველა სარეზოლუციო ინსტრუმენტი) არ იქნება საკმარისი რეზოლუციის მიზნების მისაღწევად; ბ) ინფორმაციას ფინანსური სტაბილურობის საფრთხეებისა და რისკების თაობაზე ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ასევე, დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ მიმართვის მომენტისათვის სარეზოლუციო ფონდში საქართველოში ლიცენზირებული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების მიერ წინასწარი შენატანების ფარგლებში აკუმულირებული თანხები საკმარისი არ არის/არ იქნება, ხოლო დაფინანსების არასახელმწიფო წყაროდან მოძიება შეუძლებელია ან ასეთი დაფინანსება საკმარისი არ არის/არ იქნება; გ) დაფინანსების საჭიროების დასაბუთებას, მათ შორის, დაფინანსების საჭირო ოდენობის, ფორმისა და ვადების შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით; დ) დაფინანსების ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ანაზღაურების პირობებისა და ვადების შესახებ ინფორმაციას. 3. ეროვნული ბანკის შეფასებით, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დაფინანსების მიღების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების პირობებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია წარადგინოს მოგვიანებით, ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებულ ვადაში, იმ პირობით, რომ დაცული იქნება ორგანული კანონითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 31 დეკემბრის №328 – №246/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების ანაზღაურების მიზნით შენატანების დაკისრების კრიტერიუმებისა და შენატანების განხორციელების წესით“ გათვალისწინებული პრინციპები და მოთხოვნები. 4. ფინანსური სტაბილურობის საფრთხეებისა და რისკების ნაწილში ეროვნული ბანკის მიმართვა უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის შესახებ, მათ შორის, არის თუ არა ბანკი სისტემურად მნიშვნელოვანი, რა პოტენციური გავლენა შესაძლოა ჰქონდეს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის ლიკვიდაციას ფინანსურ სტაბილურობაზე, რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის დეპოზიტორთა რაოდენობას, ბანკის კრიტიკული ფუნქციების და მათი უწყვეტობის უზრუნველყოფის, ასევე, ბანკის მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას. 5. ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან მიმართებით მოითხოვოს დამატებითი ან სხვა სახის ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ ეს აუცილებელია დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, გამართოს კონსულტაციები ეროვნულ ბანკთან ინდივიდუალურად ან/და ორგანული კანონით განსაზღვრულ ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისი კომიტეტის ფარგლებში. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული კონსულტაციების ფარგლებში, ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილ მიმართვაში შესაძლოა, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, რიგი ცვლილებები შევიდეს დაფინანსების მოცულობასთან, ფორმასთან, ვადებთან ან/და სხვა პირობებთან მიმართებით, რაც სპეციალურ შენიშვნად უნდა აღინიშნოს მიმართვაში. 7. იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსების მოთხოვნამდე, რეზოლუციის რეჟიმში მყოფ ბანკზე, გაცემულია ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული, ფინანსთა სამინისტროს უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიით უზრუნველყოფილი ბოლო ინსტანციის სესხი, ასეთი სესხი უპირატესად ანაზღაურდება მოთხოვნილი დაფინანსების ფარგლებში. მუხლი 3🔗. დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ეროვნული ბანკის მიერ ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი მიმართვისა და ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას, ეთანხმება თუ არა დაფინანსების თაობაზე წარდგენილ მოთხოვნას. თუ ფინანსთა სამინისტრო ეთანხმება დაფინანსების მოთხოვნას, ამის თაობაზე აცნობებს ეროვნულ ბანკს და დაფინანსების ფორმის მიხედვით უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას, დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მუხლი 4🔗. დაფინანსების გაცემის ფორმები და დაფინანსების წესი 1. დაფინანსება, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე შემდეგი ფორმით იქნეს გაცემული: ა) ორგანული კანონით განსაზღვრული დროებითი ბანკის კაპიტალში მონაწილეობა; ბ) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის წილის შეძენა ან/და ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტებიდან წარმოშობილი ვალდებულებების აღება; გ) დაფინანსების ორგანული კანონით განსაზღვრული სარეზოლუციო ფონდის სასარგებლოდ გამოყოფა ორგანული კანონის 55​5 მუხლით დადგენილი წესით; დ) სესხის ან/და გარანტიის გაცემა ან/და რეზოლუციის მიზნებისთვის აუცილებელი სხვა ფორმით, მათ შორის, პირდაპირი ფორმით, დაფინანსება. 2. დაფინანსების ფორმის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების/პროცედურების გატარებისა და დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრო დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, იღებს ზომებს გადაწყვეტილების შესრულებისა და დაფინანსების გაცემის მიზნით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების მიზნებისთვის, ფინანსთა სამინისტრო გასაცემ სესხებს, გარანტიებსა და გრანტებს, აგრეთვე სხვა წყაროებიდან მიღებულ ფინანსურ სახსრებს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, რიცხავს ორგანული კანონით გათვალისწინებულ, ეროვნულ ბანკში გახსნილ ანგარიშზე – სარეზოლუციო ფონდში. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბანკის ლიცენზირება, ფინანსთა სამინისტროს მიერ მისი მართვა და ბაზრიდან გასვლა ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №132/04 ბრძანებით დამტკიცებული „დროებითი ბანკის ლიცენზირების, მართვისა და ბაზრიდან გასვლის წესის“ მიხედვით. მუხლი 5🔗. დაფინანსების ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს მიერ სესხის გაცემა და მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების წარდგენა 1. დაფინანსება შესაძლოა, გაიცეს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სესხის სახით რეზოლუციის რეჟიმში მყოფ ბანკზე, დროებით ბანკზე ან/და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37​6 და 37​7 მუხლებით განსაზღვრული ბანკის შერწყმის ან აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების ფარგლებში ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების შემძენ სუბიექტზე. 2. დაფინანსების სესხის სახით გაცემის შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, მოითხოვოს დაფინანსებასთან დაკავშირებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების წარდგენა, ერთი ან რამდენიმე შემდეგი ფორმით: ა) საბანკო გარანტია, რომლითაც სესხის მიმღების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გარანტიის გამცემი ბანკი კისრულობს წერილობით ვალდებულებას, სესხის გამცემის წერილობითი მოთხოვნისთანავე სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხოს ფულადი თანხა სესხის მიმღების ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დასაფარავად; ბ) სადაზღვევო ორგანიზაციის სადაზღვევო მოწმობა (პოლისი), რომლითაც პოლისის გამცემი სადაზღვევო ორგანიზაცია კისრულობს წერილობით ვალდებულებას, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სესხის გამცემის წერილობითი მოთხოვნისთანავე სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხოს ფულადი თანხა სესხის მიმღების ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დასაფარავად; გ) ბანკის ან მესამე პირის ქონების სესხის გამცემის სასარგებლოდ დაგირავება ან/და იპოთეკით დატვირთვა. 3. სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ირჩევს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილია, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დასაფარავად გამოიყენოს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. 4. სესხის ხელშეკრულება, შესაძლოა, ითვალისწინებდეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, რომლის თანახმადაც სესხის მიმღებს სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან/და არაჯეროვნად შესრულებისათვის ეკისრება პირგასამტეხლო. 5. ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან/და ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე, ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულება, კონკრეტულ შემთხვევაში, სესხის მიმღებს მოუხსნას/გადაუვადოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ აღნიშნული მოთხოვნების შესრულება საფრთხეს უქმნის რეზოლუციის მიზნებსა და პროცესის ეფექტურად და დროულ წარმართვას, ასევე სესხის მიმღების ფინანსურ პოზიციას. მუხლი 6🔗. შენატანების ადმინისტრირება და ინვესტირება 1. სარეზოლუციო ფონდს მართავს და ადმინისტრირებას უწევს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი ვალდებულია სარეზოლუციო ფონდის მართვის პროცესში მაქსიმალურად უზრუნველყოს სარეზოლუციო ფონდში არსებული ფინანსური რესურსების უსაფრთხოება, მაღალი ლიკვიდობა და შეინარჩუნოს რისკის დაბალი პროფილი. 2. ორგანული კანონის 55​5 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სარეზოლუციო ფონდი ადმინისტრირებისთვის გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), მასთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. 3. სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირება და ინვესტირება ხორციელდება, „სარეზოლუციო ფონდის შექმნის, ადმინისტრირებისა და ინვესტირების, სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანის დაკისრების კრიტერიუმებისა და წინასწარი შენატანის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული წესით, ხოლო სააგენტოსთვის სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებისთვის გადაცემის შემთხვევაში, ასევე მასთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. ამასთან, ეროვნული ბანკი/სააგენტო, სარეზოლუციო ფონდში დაფინანსების ფარგლებში გამოყენებული ფულადი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით განხორციელებული შენატანების ინვესტირებას ფინანსთა სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში განახორციელებს. მუხლი 7🔗. დაფინანსების ფარგლებში გაცემული სესხის მიზნობრივი გამოყენების კონტროლი  დაფინანსების ფარგლებში გაცემული სესხის მიზნობრივი გამოყენების კონტროლი ხორციელდება რეზოლუციის თაობაზე ეროვნული ბანკის პერიოდული ანგარიშებისა და სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა, კანონმდებლობის შესაბამისი მექანიზმებით. მუხლი 8🔗. სესხის მიმღების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებები და პირობები  ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების წარმოშობისთანავე ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს, სესხის მიმღების მიმართ გამოიყენოს სესხის ხელშეკრულებით, ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებები ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად. მუხლი 9🔗. დაფინანსების ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს მიერ გარანტიის გაცემა 1. ფინანსთა სამინისტროს დაფინანსებას, შესაძლოა, ჰქონდეს გარანტიის გაცემის ფორმა. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარანტია, შესაძლოა, გაიცეს რეზოლუციის რეჟიმში მყოფ ბანკზე, დროებით ბანკზე ან/და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37​6 და 37​7 მუხლებით განსაზღვრული ბანკის შერწყმის ან აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების ფარგლებში ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების შემძენ სუბიექტზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის მისაღებად, ეროვნული ბანკი/გარანტიის ადრესატი ფინანსთა სამინისტროში წარადგენს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას: ა) გარანტიის ადრესატის დასახელება და მისამართი; ბ) მომსახურე საფინანსო დაწესებულებაში ანგარიშსწორების ანგარიშისა და ანგარიშის ნომერი; გ) სესხის გამცემი სუბიექტის დასახელება, რომლისთვისაც გამოითხოვება გარანტია; დ) სესხის თანხა, რომლისთვისაც გამოითხოვება გარანტია და სესხის გაცემის პირობები; ე) ინფორმაცია სესხის აღების მიზანზე, ხარჯებზე, მოქმედების პერიოდზე, შესაძლო რისკებსა და სესხიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევისას გარანტიის ამოქმედების პირობებზე; ვ) ინფორმაცია გარანტიის ადრესატის ფინანსური მდგომარეობისა და გადახდისუნარიანობის შესახებ, რომელიც შესაძლოა, მოიცავდეს: ვ.ა) ბოლო ორი წლის სამეწარმეო საქმიანობის საბუღალტრო ბალანსს (აუდიტორული დასკვნით); ვ.ბ) ინფორმაციას გარანტიის ადრესატის დავალიანების შესახებ ბიუჯეტის, საფინანსო და სხვა დაწესებულების მიმართ; ვ.გ) საინვესტიციო პროექტების საბუთების ასლებს;                              ვ.დ) მოგების პროგნოზირებას და მის განაწილებას საგარანტიო პერიოდში; ვ.ე) გარანტიის ადრესატსა და სესხის გამცემ სუბიექტს შორის სესხის ხელშეკრულების პროექტს; ვ.ვ) ინფორმაციას იმ აქტივების შესახებ, რომლებიც შეიძლება დაგირავდეს და გამოყენებულ იქნეს დავალიანების დასაფარავად; ზ) ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული, ზემოხსენებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის ეკონომიკური ანალიზი, თითოეულ გარანტიაზე შეფასებული/დადგენილი რისკის ხარისხი, გამოსახული პროცენტებში, გარანტიის თანხასთან მიმართებით. 3. რეზოლუციის მიზნების გათვალისწინებით, დაჩქარებული გადაწყვეტილების მიღების საჭიროებისას, შესაძლოა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მოგვიანებით იქნეს წარდგენილი. 4. ფინანსთა სამინისტრო განიხილავს წარდგენილ დოკუმენტებს/ინფორმაციას, რის საფუძველზეც უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას/პროცედურების შესრულებას გარანტიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. მუხლი 10🔗. დაფინანსების ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს მიერ რეზოლუციის სხვა ფორმით დაფინანსება 1. გარდა ამ წესით განსაზღვრულისა, ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება, შესაძლოა, გაიცეს რეზოლუციის მიზნებისთვის აუცილებელი სხვა ფორმით. აღნიშნული, მათ შორის, გულისხმობს ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან დროებითი ბანკის ინსტრუმენტის გამოყენების შემთხვევაში, დაფინანსების გადაცემულ ვალდებულებებსა და აქტივებს შორის სხვაობის (გადაცემულ ვალდებულებებს გამოკლებული გადაცემული აქტივები) ანაზღაურების მიზნით გამოყენებას, აგრეთვე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37​10 მუხლის მე-12 პუნქტის მიზნებისათვის ან/და იმავე კანონის 37​11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბანკის აქციონერებისთვის/კრედიტორებისთვის ფულადი კომპენსაციების ასანაზღაურებლად, თუ რეზოლუციის შემდეგ განხორციელებული შეფასების შედეგად დადასტურდება, რომ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი აქციონერები ან/და კრედიტორები იმაზე ნაკლებად იზარალებდნენ, ვიდრე მათ იზარალეს ამ ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის დაფინანსება შესაძლოა, განხორციელდეს როგორც პირდაპირი, ასევე სარეზოლუციო ფონდის გამოყენებით. აღნიშნულთან და დაფინანსების ფორმებსა და პირობებთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი მართავენ კონსულტაციებს დამოუკიდებლად ან/და ორგანული კანონით განსაზღვრული ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისი კომიტეტის მორიგი ან რიგგარეშე სხდომის ფარგლებში. 3. რეზოლუციის სხვა ფორმით დაფინანსების პირობები და ფორმები სრულად შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საქართველოს კანონმდებლობასთან და რეზოლუციის მიზნებთან და პრინციპებთან. ამასთან, რეზოლუციის მიზნებისა და რეზოლუციის პროცესის დროული და ეფექტური წარმართვის საჭიროებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან/და ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე, ეროვნულ ბანკთან კონსულტაციების გამართვით ან აღნიშნულის გარეშე, კანონმდებლობით ნებადართული დაჩქარებული/გამარტივებული წესებით განახორციელოს რეზოლუციის სხვა ნებისმიერი ფორმით დაფინანსება.