„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4423-XVIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.102340
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/09/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.10.2023, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.021056) პირველი მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 43​1−44​3, 445, 447−44​11, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−55​1, 553, 55​4, 56-ე, 57-ე−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69​4, 696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 79​1−79​3 მუხლებით, 794 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 79​4 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებისა), 795−მე-80, 821−825, 84-ე−86-ე, 871−89​3, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164 მუხლის მე-2 ნაწილით, 1165 მუხლის მე-2 ნაწილით, 1166 მუხლის მე-2 ნაწილით, 1167 მუხლის მე-2 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე და 153​1 მუხლებით, 153​3 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 153​5  მუხლით, 153​6 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−154​2, 1551 და 155​2 მუხლებით, 1553  მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155​6 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581  მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1594−15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე, 1661 და 170​1 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 172​4−172​6, 173-ე, 1734−1737, 1739, 17314, 17315 და 174​1 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 175​1 და 175​2 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177​8, 177​9, 17711 და 177​12 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4​1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 179​1−179​3, 1816, 183-ე, 187-ე, 187​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​3, 1966 და 1971  მუხლებით, 197​3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 199​1 მუხლით.“.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

5 სექტემბერი 2024 წ.

N4423-XVIმს-Xმპ