შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
მხედველობაში იღებენ რა, ორივე ქვეყნის ინტერესს გააძლიერონ თავიანთი მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა,
სურთ რა, გაამარტივონ თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქმედი ორდინალური პასპორტების მფლობელი მოქალაქეების თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მიმოსვლა,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
თითოეული ხელშეკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ, გავიდნენ და იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა, ნებისმიერ ასოთხმოც (180)-დღიან პერიოდში.
თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებსაც განზრახული აქვთ იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ოთხმოცდაათ (90) დღეზე მეტი ვადით, მოეთხოვებათ წინასწარ მიიღონ შესაბამისი ვიზა.
თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი ორდინალური პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, შეუძლიათ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.
თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ორდინალური პასპორტების მფლობელი მოქალაქეები, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაიცავენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობას.
წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს თითოეული ხელშემკვრელი მხარის უფლებაზე, უარი უთხრას მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე ან შეუმციროს ყოფნის ვადა მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქმედი ორდინალური პასპორტის მფლობელ მოქალაქეებს, რომელთაც ის მიიჩნევს არასასურველად.
1. ხელშემკვრელი მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, გაცვლიან თავიანთი მოქმედი ორდინალური პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.
2. ხელშემკვრელი მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ერთმანეთს მიაწვდიან მათი ახალი ან შეცვლილი ორდინალური პასპორტების ნიმუშებს ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად, მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე.
1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ან ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება.
2. შეთანხმების მოქმედების შეჩერების და ამ შეჩერების შემდგომი გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე ხელშემკვრელ მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.
იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა აწესებს ამ ხელშეკრულებაზე უკეთეს პირობებს, გამოიყენება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ნორმები.
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.
1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი (6) თვის გასვლის შემდეგ.
3. წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
შესრულებულია ქ. ნიუ იორკში, 2019 წლის 15 ივლისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და
ნევისის ფედერაციის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2019.
- როდის იქნა მიღებული „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“?
- „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ მიღებულია 15.07.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №169/1. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016788.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“, №169/1, 15.07.2019, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016788 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6265731/