“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (1)
- ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ 15.08.2003
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.008.045
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №2
2006 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
სემეკის 2005 წლის 31 ოქტომბრის №22/2 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის, სს „კასპიცემენტის” მიერ სემეკში 2005 წლის 3 ნოემბრის №01–150/909 წერილით წარმოდგენილი სატარიფო განაცხადის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
მუხლი 1.
სს „კასპიცემენტის” (ბჟუჟაჰესი) ელექტროენერგიის ტარიფი განისაზღვროს 1,89 თეთრით 1 კვტსთ-ზე (დღგ-ი ს გარეშე) და „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილების (სსმ III, 15.08.2003 წ., №88, მუხლი 759) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჰიდროელექტროსადგურებისათვის:
ცხრილი №2
| № | ელექტროსადგურები | თეთრი/კვტსთ |
| 1 | 2 | 3 |
| 1 | ვარდნილჰესი | 1.17 |
| 2 | ხრამჰესი – I | 1.76 |
| 3 | ხრამჰესი – II | 1.51 |
| 4 | შპს „ვარციხე – 2005” | 1.25 |
| 5 | ზაჰესი | 1.42 |
| 6 | გუმათჰესი (კასკადი) | 1.50 |
| 7 | ლაჯანურჰესი | 1.50 |
| 8 | რიონჰესი | 1.50 |
| 9 | ძევრულაჰესი | 1.50 |
| 10 | შაორჰესი | 1.58 |
| 11 | ჟინვალჰესი | 1.83 |
| 12 | ენგურჰესი | 2.13 |
| 13 | აწჰესი | 2.17 |
| 14 | საცხენისჰესი | 2.33 |
| 15 | ალაზანჰესი | 2.33 |
| 16 | სიონჰესი | 2.33 |
| 17 | აბჰესი | 2.50 |
| 18 | აჭიჰესი | 2.50 |
| 19 | დაშბაშჰესი | 2.50 |
| 20 | ზვარეთიჰესი | 2.50 |
| 21 | იგოეთიჰესი | 2.50 |
| 22 | კაბალჰესი | 2.50 |
| 23 | კახარეთიჰესი | 2.50 |
| 24 | კეხვიჰესი | 2.50 |
| 25 | კინკიშაჰესი | 2.50 |
| 26 | მისაქციელჰესი | 2.50 |
| 27 | მექვენაჰესი | 2.50 |
| 28 | ორთაჭალაჰესი | 2.50 |
| 29 | რიცეულაჰესი | 2.50 |
| 30 | სანალიაჰესი | 2.50 |
| 31 | ჩხოროწყუჰესი | 2.50 |
| 32 | მაჭახელაჰესი | 2.50 |
| 33 | მარტყოფიჰესი | 2.50 |
| 34 | სქურიჰესი | 2.50 |
| 35 | ტირიფონჰესი | 2.50 |
| 36 | ყაზბეგიჰესი | 2.50 |
| 37 | ხერთვისიჰესი | 2.50 |
| 38 | შპს „მუნლეიკ ჯორჯია” | 3.00 |
| 39 | მაშავერაჰესი | 4.17 |
| 40 | შპს „რუსთავიჰესი” | 4.33 |
| 41 | ინდ. მეწარმე მ. თარაშვილი | 5.00 |
| 42 | ინწობაჰესი | 5.00 |
| 43 | სს „ნატურალური ღვინისა და სპირტის კორპორაცია ქინძმარაული” – ჩალაჰესი |
5.00 |
| 44 | შპს „ბმგ” – სურამულაჰესი | 5.00 |
| 45 | შპს „MOS–99” | 5.00 |
| 46 | შპს „ენერგეტიკი” | 5.00 |
| 47 | სს „კასპიცემენტი” (ბჟუჟაჰესი) | 1,89 |
მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნების მე-15 დღიდან.
თავმჯდომარე გ. თავაძე