“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტაის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№58
სარეგისტრაციო კოდი
190.010.000.22.033.008.047
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 27/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.008.047

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება №58

2006 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №31, მუხ. 264) დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლი-ციის დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პოლიციის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეებისა;”.

2. ამოღებულ იქნეს დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი;

3. დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. პოლიციის სტრუქტურა შედგება:

ა) ოპერატიული აღრიცხვის სამმართველო;

ბ) სპეციალურ დავალებათა სამმართველო;

გ) სტატისტიკის, აღრიცხვისა და საინფორმაციო სამმართველო;

დ) კანცელარია;

ე) კადრების სამსახური;

ვ) სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველო;

ზ) მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის სამსახური;

თ) ბუღალტერია;

ი) სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური;

კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

ლ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

მ) პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტი;

ნ) პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმი.”.

4. ამოღებული იქნეს დებულების მე-18 მუხლი.

5. დებულების 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 23. სპეციალური დანიშნულების რაზმი

1. პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის ძირითადი ამოცანაა: პოლიციის ოპერატიული დანაყოფების და სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის დანაშაულისა და სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთისას, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას და სხვა ამოცანების განხორციელებისას დახმარების აღმოჩენა. პოლიციის შენობა-ნაგებობების, დანაშაულის ადგილების, მტკიცებულებებისა და სხვა სპეციალური სადგომების დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან.

2. სპეციალური დანიშნულების რაზმის შემადგენლობაში ფუნქციონირებს სამორიგეო განყოფილება, რომლის ძირითადი ამოცანაა: პოლიციის შენობაში მოქალაქეთა დაშვების ორგანიზება. პოლიციის მიერ დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა აღრიცხვა. დღეღამური ოპერატიული ვითარების ინფორმაციის მიღება-სისტემატიზაცია, პოლიციაზე რიცხული ცეცხლ-სასროლი იარაღის და კავშირგაბმულობის საშუალებების გაცემის ორგანიზება, პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმზე რიცხული ავტოტრანსპორტის მომსახურება, განგაშის შემთხვევაში ხელმძღვანელობის ინფორმირება, საგანგებო შემთხვევაში პოლიციის შენობიდან თანამშრომელთა ევაკუაციის ორგანიზება.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი