“საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების შესახებ" საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/46
სარეგისტრაციო კოდი
010.240.060.22.024.008.048
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 9, 24/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.22.024.008.048

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/46

2006 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს N01/01-01/113 ბრძანებით (სსმ, 2002წ., N84, მუხლი 765) დამტკიცებული ,,საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების”:

ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,რ” ქვეპუნქტი:

,,რ. ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.”;

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები:

,,7. სააგენტოს დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე.

8. დირექტორის მოადგილეს ნიშნავს დირექტორი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.

9. დირექტორის მოადგილე:

ა) ცვლის დირექტორს მისი არყოფნის დროს და დირექტორის დავალებით ასრულებს ცალკეულ უფლებამოსილებებს;

ბ) ხელმძღვანელობს სააგენტოს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობებს დირექტორის არყოფნისას.”;

გ) მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ი. ჩოგოვაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების შესახებ" საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.01.2006.
როდის იქნა მიღებული “საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების შესახებ" საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"?
“საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების შესახებ" საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" მიღებულია 20.01.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/46. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.060.22.024.008.048.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების შესახებ" საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების შესახებ" საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.01.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების შესახებ" საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", №1-1/46, 20.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.22.024.008.048 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.01.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62674/