შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტისთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებისა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№357
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/09/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №357

2024 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტისთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებისა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-2 პუნქტის, „მიკროსაფინასო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №34/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 30 ივნისის №164/04 ბრძანების საფუძველზე:

1. მიეცეს თანხმობა შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205292351) საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე-სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას.

2. შეწყდეს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 205292351) ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს მამუკა ვარდიაშვილი (პირადი ნომერი: 01024005027).

3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს.

4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის                 ირმა ბოკუჩავა

დეპარტამენტის უფროსი