მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2025 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.09.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-757
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016875
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/09/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.09.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2026 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“ მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2024 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ ოზონდამშლელი ნივთიერებების 2021 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2020 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ ოზონდამშლელი ნივთიერებების 2022 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2025 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-757
2024 წლის 17 სექტემბერი
ქ. თბილისი
მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2025 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლის მე-6 პუნქტის და „ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს 2025 წლის საიმპორტო წლიური კვოტა შემდეგი ნივთიერებისთვის:
1. ქლორდიფთორმეთანი (CHF2Cl, HCFC-22) – 25,00 მეტრული ტონა.
2. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის F დანართით განსაზღვრული ნივთიერებები – 799 141 ტონა ნახშირორჟანგის (CO2) ეკვივალენტი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 15 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია