საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 14.09.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №44/2024
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016758
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/09/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.09.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საარჩევნო უბნების შექმნის დამატებითი ვადებისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 2023 წლის აპრილში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის 3000-მდე რაოდენობის რეგისტრირებული ამომრჩევლების მქონე საარჩევნო უბნების შექმნის, ნომრებისა და საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ზოგიერთი ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
–
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№44/2024
2024 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (შემდგომში – საარჩევნო კოდექსი) 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო უბნების შექმნის ბოლო ვადაა საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წლის პირველი ივლისი (2024 წლის პირველი ივლისი), ამავე პუნქტის თანახმად, საარჩევნო უბნები იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1500 ამომრჩევლისათვის, გარდა 763 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საარჩევნო კოდექსის 763 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იმ საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 000-ს არ უნდა აღემატებოდეს.
საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ცესკოს მიერ ამომრჩეველთა ერთიანი სიის და ამ სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლების მიზნით, ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებები წელიწადში ოთხჯერ – ყოველი წლის პირველ თებერვალს, პირველ მაისს, 15 ივლისსა და პირველ ნოემბერს ცესკოს გადასცემენ მათ ხელთ არსებულ განახლებულ ან ახალ მონაცემებს. ამავე მუხლის 61 პუნქტის თანახმად, ცესკოს უფლება აქვს, ამომრჩეველთა ერთიანი სიის და ამ სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლების მიზნით, საჭიროებისამებრ, გამოითხოვოს და მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში მიიღოს მონაცემები საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებებიდან საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ, ხოლო იმავე პუნქტის „ვ” და „ზ” ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებებიდან − საარჩევნო უფლების არმქონე პირთა შესახებ.
ცესკოსთვის მოწოდებული 2024 წლის 12 სექტემბრის განახლებული/ახალი მონაცემების დამუშავების შემდეგ დადგინდა, რომ ერთ საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა და სულ მცირე 300-ით აჭარბებს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა კანონით დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობას.
აღნიშნულმა გარემოებამ შესაძლოა ამ საარჩევნო უბანზე გამოიწვიოს კენჭისყრის დღის პროცედურების მნიშვნელოვანი შეფერხებებით განხორციელება, რის გამოც შესაძლოა შეუძლებელი გახდეს ამ უბანზე, ამომრჩეველთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის გამო, საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესრულება, შესაბამისად:
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 38-ე დღისა (2024 წლის 18 სექტემბერი) დამატებით შექმნას ახალი საარჩევნო უბანი.
მუხლი 2🔗
დამატებითი საარჩევნო უბნის შექმნის თაობაზე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების გათვალიწინებით, საოლქო საარჩევნო კომისია აცხადებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შესარჩევ კონკურსს. კონკურსის გამოცხადებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში მთავრდება კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა საოლქო საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო უბნის შექმნის თაობაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განკარგულების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესების გათვალისწინებით, შესაბამის პარტიებს ეძლევათ უფლება დანიშნონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები.
მუხლი 3🔗
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ვადის ამოწურვიდან 2 დღის ვადაში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსა და 5 წევრს.
მუხლი 4🔗
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა/წევრთა არჩევის პროცედურები და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის №30/2021 დადგენილებით.
მუხლი 5🔗
ამ დადგენილების საფუძველზე შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია ფუნქციონირებას იწყებს და მის წევრთა/ხელმძღვანელ პირთა უფლებამოსილებები იწყება არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან, ხოლო შრომის ანაზღაურება განისაზღვრება „2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ” ცესკოს 2024 წლის 27 აგვისტოს №87/2024 განკარგულების შესაბამისად.
მუხლი 6🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 7🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი