საქართველოს რკინიგზის 1997 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ

მიღების თარიღი 04.08.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი
ნომერი №62
სარეგისტრაციო კოდი 000000180.01(2).003.000076
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 04/09/1997
matsne.gov.ge 97 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რკინიგზის 1997 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №62 1997 წლის 4 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს რკინიგზის 1997 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ ტვირთის მოზიდვის მიზნით, 1997 წლის 2-3 მაისს ქ. ერევანში საქართველოსა და სომხეთის სამთავრობო დელეგაციების ხელმძღვანელთა მიერ ხელმოწერილი ოქმის (პუნქტი 1.3.) შესაბამისად,  ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. მატარებელ „ლოგვისტიკ-ექსპრესით“ საქართველოს რკინიგზაზე (ფოთი-სადახლო) ტრანზიტულად სასომხეთიდან (ში) 20 და 40 ფუტიანი კონტეინერების გადაზიდვისას დადგენილ იქნეს შეღავათი მოქმედი ტარიფების 20 პროცენტის ოდენობით. საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი                                მ. ადეიშვილი