კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სალიცენზიო მოსაკრებლის დადგენისა და გადახდის დროებითი წესი
საქართველოს მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 08.01.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №№1-1/9
სარეგისტრაციო კოდი 000000150.01(2).000.000211
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 03/02/1997
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.01.1997 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სალიცენზიო მოსაკრებლის დადგენისა და გადახდის დროებითი წესი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის, საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №1-1/9, №4-2/7, №07-1-09
1997 წლის 8 იანვარი
1997 წლის 15 იანვარი
1997 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სალიცენზიო მოსაკრებლის დადგენისა და გადახდის დროებითი წესი
წინამდებარე დროებითი წესი შემუშავებულია „ლიცენზირებისა და სერტიფიკაციის სრულყოფის, სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებული და უხარისხო საქონლისაგან დაცვის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 29 აგვისტოს №568 ბრძანებულების საფუძველზე და მოქმედებს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის მიღებამდე და ახალი წესის დამტკიცებამდე.
1. კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სალიცენზიო მოსაკრებელი არის ერთჯერადი გადასახადი, რომელსაც იხლის კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების ლიცენზიის მიმღები მეწარმე სუბიექტი.
2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 სექტემბრის №668 დადგენილების „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 17 მარტის №322 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" შესაბამისად, კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირების ორგანოს მიერ ლიცენზიის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ლიცენზიის მიღებისათვის ინდივიდუალური მეწარმე იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს დადგენილი შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის ათმაგი ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი ოცმაგი ოდენობით.
აღნიშნული სახსრების 70 პროცენტი ჩაირიცხება საქართველოს ბიუჯეტში, ხოლო 30 პროცენტი – ლიცენზიის გამცემი ორგანოს სპეციალურ ანგარიშზე.