საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.09.2024
ძალის დაკარგვა 11.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-778
სარეგისტრაციო კოდი 370120000.22.023.016879
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/10/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,475 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.09.2024 მიღება
11.11.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-778 2024 წლის 30 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულება“ (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომელიორაციის, მიწის მართვის, ნიადაგის დაცვისა და მდგრადი მართვის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მონაწილეობა, შესაბამისი ანგარიშების მომზადება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის წარდგენის მიზნით; გ) კომპეტენციის ფარგლებში მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა; დ) ჰიდრომელიორაციის, მიწის მართვის, ნიადაგის დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, ანალიზი და მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა. ასევე შესაბამისი მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების/პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია; ე) კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომელიორაციის, მიწის მართვის, ნიადაგის დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების  ინსტიტუციური და ფუნქციური გაძლიერების მხარდაჭერა; ვ) ჰიდრომელიორაციის, მიწის მართვის, ნიადაგის დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით საერთაშორისო საინვესტიციო და განვითრების პროექტების შერჩევა/ინიცირებაში მონაწილეობა, ასევე კომპეტენციის ფარგლებში მათი მომზადებისა და განხორცილების კოორდინაცია; ზ) საერთაშორისო პროექტების ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში ეროვნულ დაინტერესებულ მხარეებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორებთან თანამშრომლობა;   თ) კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების მიზნებისა და ამოცანების ეროვნულ პრიორიტეტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ი) ირიგაციისა და დრენაჟის სექტორში მართვის, ინსტიტუციური მოწყობის, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის გაწევის, სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრის თანამედროვე, საერთაშორისო დონეზე აპრობირებული და საქართველოს რეალობის შესაბამისი პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა; კ) საირიგაციო წყლის მდგრადად გამოყენებისა და განაწილების და საძოვრებით სარგებლობის მიზნით ფერმერთა გაერთიანებების (წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების, საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებების, თუ სხვა) ჩამოყალიბებასა და მათ შემდგომ განვითარებაში მონაწილეობა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებაში  მონაწილეობა; მ) მიწის შესახებ მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის ხელშეწყობა; ნ) მიწების კონსოლიდაციის ხელშემწყობი ღონისძიებების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია; ო) საძოვრების მდგრადი მართვის (მათ შორის, გადასარეკი ტრასების) პოლიტიკისა და კანონმდებლობის შექმნის კოორდინაცია და აღსრულებაში მონაწილეობა; პ) ქვეყნის მასშტაბით მიწის რესურსების ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედებისგან დაცვის მექანიზმების განსაზღვრა და განხორციელების კოორდინაცია; ჟ) გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის პროცესის შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია, მათ შორის, მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვასა და ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების მართვის პოლიტიკის შემუშავებასა და აღსრულებაში მონაწილეობა; რ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მართვის რეგულირება და კოორდინაცია; ს) ნიადაგის მდგრადი მართვისა და რაციონალურად გამოყენების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია; ტ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა-კოორდინაცია; უ) ჰიდრომელიორაციის, მიწის მართვის, ნიადაგის დაცვისა და მდგრადი მართვის  მიმართულებით შემოსული კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ფ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა  1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილესა და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს. 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. 6. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების საქმიანობას; გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში; დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია ვიზა დაადოს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) ჰიდრომელიორაციის სამმართველო; ბ) მიწათსარგებლობის სამმართველო; გ) მიწის რესურსების დაცვის სამმართველო; დ) ნიადაგის მდგრადი მართვის სამმართველო. მუხლი 5🔗. სამმართველოების კომპეტენციები 1. ჰიდრომელიორაციის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) ჰიდრომელიორაციის დარგის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) ჰიდრომელიორაციის დარგში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, ანალიზი და მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა; გ) ჰიდრომელიორაციის დარგში პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების (მათ შორის, დარგობრივი კონცეფციების, პროგრამების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების) მომზადებისა და განხორციელების კოორდინაცია/მონიტორინგი და მიღწეული შედეგების შეფასება; დ) ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტებში ჰიდრომელიორაციის დარგთან დაკავშირებული საკითხების მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მონაწილეობა, შესაბამისი ანგარიშების მომზადება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის წარდგენის მიზნით; ვ) ადგილობრივი საჭიროებების, საერთაშორისო გამოცდილებისა და თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, ჰიდრომელიორაციის დარგის განვითარების ხელშემწყობი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, მიზნობრივი პროგრამების/პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია; ზ) ჰიდრომელიორაციის დარგში საერთაშორისო საინვესტიციო და განვითარების პროექტების შერჩევა/ინიცირებაში მონაწილეობა, ასევე კომპეტენციის ფარგლებში, მათი მომზადებისა და განხორცილების კოორდინაცია; თ) საერთაშორისო პროექტების ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნულ დაინტერესებულ მხარეებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორებთან თანამშრომლობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, მიმდინარე და დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების მიზნებისა და ამოცანების ეროვნულ პრიორიტეტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; კ) ირიგაციისა და დრენაჟის სექტორში მართვის, ინსტიტუციური მოწყობის, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის გაწევის, სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრის თანამედროვე, საერთაშორისო დონეზე აპრობირებული და საქართველოს რეალობის შესაბამისი პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა; ლ) ჰიდრომელიორაციის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაციასთან“ თანამშრომლობა და მისი ინსტიტუციური და ფუნქციური გაძლიერების მხარდაჭერა; მ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნებაში მონაწილეობა და მათი განვითარების ხელშეწყობა; ნ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ რეესტრის წარმოება; ო) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლში მონაწილეობა; პ) კომპეტენციის ფარგლებში, ფერმერების მიერ წყალდამზოგი მეთოდების და საშუალებების დანერგვის წახალისებაში მონაწილეობა; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა-კოორდინაცია, მათ შორის, წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის ვალდებულებების აღსრულებაში მონაწილეობა; რ) სტრატეგიული და პოლიტიკის დოკუმენტებით, პროგრამებით, სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშგება; ს) კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ტ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 2. მიწათსარგებლობის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) კომპეტენციის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის და მიწათსარგებლობის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; სხვა საჯარო უწყებებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ ანალოგიურ აქტივობებში მონაწილეობა; ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რაციონალური გამოყენების და  მიწათსარგებლობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, ანალიზი და მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა; გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის და მიწათსარგებლობის მიმართულებით პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების (მათ შორის, დარგობრივი კონცეფციების, პროგრამების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების) მომზადებისა და განხორციელების კოორდინაცია/მონიტორინგი და მიღწეული შედეგების შეფასება; სხვა საჯარო უწყებებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ ანალოგიურ აქტივობებში მონაწილეობა; დ) ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვასთან და მიწათსარგებლობასთან  დაკავშირებული საკითხების მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მონაწილეობა, შესაბამისი ანგარიშების მომზადება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის წარდგენის მიზნით; ვ) ადგილობრივი საჭიროებების, საერთაშორისო გამოცდილებისა და თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რაციონალურად გამოყენებისთვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, მიზნობრივი პროგრამების/პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია; ზ) მიწის მართვის მიმართულებით საერთაშორისო საინვესტიციო და განვითარების პროექტების შერჩევა/ინიცირებაში მონაწილეობა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, მათი მომზადებისა და განხორცილების კოორდინაცია;  სხვა საჯარო უწყებებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ ანალოგიურ აქტივობებში მონაწილეობა; თ) საერთაშორისო პროექტების ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნულ დაინტერესებულ მხარეებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორებთან თანამშრომლობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, მიმდინარე და დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების მიზნებისა და ამოცანების ეროვნულ პრიორიტეტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; კ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებულ უწყებრივ, უწყებათაშორის ან საერთაშორისო თემატურ განხილვებში მონაწილეობა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებაში  მონაწილეობა; მ) სსიპ – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობა და მისი ინსტიტუციური და ფუნქციური გაძლიერების მხარდაჭერა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში სსიპ – მიწის მდგარდი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში მიწის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის ხელშეწყობა; ქვეყნის მიწათსარგებლობისა და მიწის საფარის ფენების მომზადების მხარდაჭერა; ო) მიწების კონსოლიდაციის ხელშემწყობი ღონისძიებების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია; პ) კომპეტენციის ფარგლებში, საძოვრების მდგრადი მართვის (მათ შორის, გადასარეკი ტრასების)  პოლიტიკისა და კანონმდებლობის ჩამოყალიბებასა და აღსრულებაში მონაწილეობა; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საძოვრებით სარგებლობის მიზნით, საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებების ჩამოყალიბებასა და მათ შემდგომ განვითარებაში მონაწილეობა; რ) კომპეტენციის ფარგლებში, ქარსაფარი ზოლების მართვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ს) სამინისტროში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნის შესაბამისად, მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული თემატური რუკების მომზადება; ტ) მიწის მართვის პოლიტიკის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ეროვნულ და საერთაშორისო აკადემიურ, სამეცნიერო, კვლევით, საჯარო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; უ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა-კოორდინაცია; ფ) სტრატეგიული და პოლიტიკის დოკუმენტებით, პროგრამებით, სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშგება; ქ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი შინაგანაწესის შესაბამისად, მიწის მართვასთან, განკარგვასთან და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა პოზიციების გათვალისწინებით, შეჯერებული საპასუხო კორესპონდენციის მომზადება; ღ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 3. მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) კომპეტენციის ფარგლებში, მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის  შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიმართულებით, ქვეყანაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, ანალიზი და მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა; გ) მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიმართულებით პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების (მათ შორის, დარგობრივი კონცეფციების, პროგრამების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების) მომზადება, განხორციელების კოორდინაცია/მონიტორინგი და მიღწეული შედეგების შეფასება; დ) ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტებში მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებასა და დაცვასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მონაწილეობა, შესაბამისი ანგარიშების მომზადება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის წარდგენის მიზნით; ვ) მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიმართულებით, საერთაშორისო პროექტების შერჩევა/ინიცირებაში მონაწილეობა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, მათი მომზადებისა და განხორცილების კოორდინაცია;   ზ) საერთაშორისო პროექტების ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნულ დაინტერესებულ მხარეებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორებთან თანამშრომლობა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, მიმდინარე და დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების მიზნებისა და ამოცანების ეროვნულ პრიორიტეტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ი) გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის პროცესის შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია; კ) კომპეტენციის ფარგლებში, საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკისა და კანონმდებლობის ჩამოყალიბებასა და აღსრულებაში მონაწილეობა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საძოვრებით სარგებლობის მიზნით, საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებების ჩამოყალიბებასა და მათ შემდგომ განვითარებაში მონაწილეობა; მ) კომპეტენციის ფარგლებში, ქარსაფარი ზოლების მართვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ნ) ნიადაგების დაბინძურებაზე, ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, ასევე ნიადაგებზე გვალვის, ეროზიისა და სხვა ექსტრემალური მოვლენების გავლენებზე დაკვირვების შედეგების მიღება, გაანალიზება და შესაბამისი წინადადების მომზადება; ო) კომპეტენციის ფარგლებში, ნიადაგების წერტილოვანი დაბინძურების შედეგების გაანალიზება და დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა; პ) ნიადაგის დეგრადაციისა და დაბინძურების ინდიკატორების განსაზღვრა; ჟ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნასთან, შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია; რ) ნიადაგის რეკულტივაციის პროექტების/გეგმების განხილვა, შეთანხმება და შემდგომი რეაგირება; ს) მიწის ბუნებრივ რესურსზე დამაგრების შესახებ ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში  მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემაზე წინადადებების მომზადება; ტ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში მონაწილეობა; უ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების განხილვაში და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მომზადებაში მონაწილეობა; ფ) კომპეტენციის ფარგლებში მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა; ქ) შესაბამისი მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულების სამდივნოსგან მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და ვალიდაცია. საქართველოს მიწის საფარის, მიწის პროდუქტიულობისა და ნიადაგში ნახშირბადის შემცველობის შესახებ ინფორმაციის მომზადება; ღ) მიწის რესურსების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საზოგადოების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაში მონაწილეობა; ყ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა-კოორდინაცია; შ) სტრატეგიული და პოლიტიკის დოკუმენტებით, პროგრამებით, სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშგება; ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ც) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. ნიადაგის მდგრადი მართვის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) კომპეტენციის ფარგლებში, ნიადაგის მდგრადი მართვის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) ნიადაგის მდგრადი მართვის მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, ანალიზი და მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა; გ) ნიადაგის მდგრადი მართვის მიმართულებით პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების (მათ შორის, დარგობრივი კონცეფციების, პროგრამების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების) მომზადებისა და განხორციელების კოორდინაცია/მონიტორინგი და მიღწეული შედეგების შეფასება; დ) ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტებში ნიადაგის მდგრად მართვასთან  დაკავშირებული საკითხების მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მონაწილეობა, შესაბამისი ანგარიშების მომზადება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის წარდგენის მიზნით; ვ) ადგილობრივი საჭიროებების, საერთაშორისო გამოცდილებისა და თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, ნიადაგის მართვის საერთაშორისო დონეზე აპრობირებული და საქართველოს რეალობის შესაბამისი ინოვაციურ ტექნოლოგიების და მიდგომების დამუშავება/ანალიზი, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება. შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების/პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია; ზ) ნიადაგის მართვის მიმართულებით საერთაშორისო პროექტების ინიცირება/შერჩევა, დაგეგმვა, ასევე მათი მომზადებისა და განხორცილების კოორდინაცია; თ) საერთაშორისო პროექტების ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, ეროვნულ დაინტერესებულ მხარეებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორებთან თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების კოორდინაცია; ი) კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების მიზნებისა და ამოცანების ეროვნულ პრიორიტეტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; კ) დარგობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთან (Global Soil Partnership/European Soil Partnership) თანამშრომლობა; ლ) ნიადაგური მონაცემების  საინფორმაციო ბაზის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; მ) ნიადაგური კვლევის საექსპერტო მიმართულებების დივერსიფიკაცია; ნ) იჯარით გაცემულ სავარგულებზე  ნიადაგების ხარისხობრივი მონიტორინგის წარმოება; ო) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი ნიადაგის კვლევის და/ან რაციონალურად გამოყენების მიმართულებით მომუშავე სტრუქტურული ერთეულების  ინსტიტუციური და ფუნქციური გაძლიერების მხარდაჭერა; პ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებულ უწყებრივ, უწყებათაშორის ან საერთაშორისო თემატურ განხილვებში მონაწილეობა; ჟ) ნიადაგის მდგრადი მართვის პოლიტიკის ეფექტურად განხორციელების მიზნით, აკადემიურ, სამეცნიერო, კვლევით, საჯარო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;  რ) კომპეტენციის ფარგლებში, საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკისა და კანონმდებლობის ჩამოყალიბებასა და აღსრულებაში მონაწილეობა; ს) კომპეტენციის ფარგლებში, ქარსაფარი ზოლების მართვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ტ) კომპეტენციის ფარგლებში ფერმერების მიერ ნიადაგის რაციონალურად გამოყენების შესახებ მეთოდების და საშუალებების დანერგვის წახალისებაში მონაწილეობა; უ) ნიადაგთან დაკავშირებულ საკითხების პოპულარიზაციის მიზნით, საზოგადოების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაში მონაწილეობა; ფ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა-კოორდინაცია; ქ) სტრატეგიული და პოლიტიკის დოკუმენტებით, პროგრამებით, სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშგება; ღ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ყ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 6🔗. სამმართველოს ხელმძღვანელობა 1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს ხელმძღვანელი: ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს; გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშს წარუდგენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.