ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ამაღლების ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო გასასვლელისთვის ამაღლების I და II გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 13.09.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №491
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016902
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/09/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.09.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ჯამბულ წურწუმიას ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო შესახვევისთვის ჯამბულ წურწუმიას I და II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ვახტანგ გორგასლის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ვახტანგ გორგასლის IV შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, რევაზ მამისაშვილის ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო შესახვევისთვის რევაზ მამისაშვილის I და II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №599 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კიკეთში, დიდების ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის დიდების II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის და ერთი შესახვევისთვის რქაწითელის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ამაღლების ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო გასასვლელისთვის ამაღლების I და II გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №491
2024 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ამაღლების ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო გასასვლელისთვის ამაღლების I და II გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. მთაწმინდის რაიონში წავკისში, ამაღლების ქუჩასთან მდებარე ორ უსახელო გასასვლელს მიენიჭოს ამაღლების I და II გასასვლელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე