ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ბოგდან ხმელნიცკის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 13.09.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №494
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016904
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/09/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.09.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩასთან მდებარე უსახელო ჩიხისთვის ბოჭორმის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთში, მძლეთის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის მძლეთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ფერმწერთა ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მომღერლის, კომპოზიტორ ავთანდილ შარვაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ჩოგბურთელის თეიმურაზ კაკულიას სახელის მინიჭების შესახებ ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, მიხაკო წერეთლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ჩიხისთვის მიხაკო წერეთლის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ბოგდან ხმელნიცკის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება N494
2024 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ბოგდან ხმელნიცკის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ისნის რაიონში ბოგდან ხმელნიცკის ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხს მიენიჭოს ბოგდან ხმელნიცკის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე