ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ფონიჭალის დასახლებაში, დაბაკნეთის ქუჩის I ჩიხისთვის და მასთან მდებარე უსახელო გასასვლელისთვის დაბაკნეთის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 13.09.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №500
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016910
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/09/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.09.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის სახელმწიფო მოღვაწის ფარიხან სოფიევას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ზაჰესის დასახლებაში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩის მონაკვეთისთვის და გრიგოლ ხანძთელის I ჩიხისთვის სხვიტორის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, იუნკერთა ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, ერთი ჩიხისთვის და ერთი გასასვლელისთვის ოფიცრის გენო ქარუმიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი ჩიხისთვის ხელბურთელის იმედო ფხაკაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ივანე მიჩურინის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის ხელბურთელის ჯემალ ცერცვაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ფონიჭალის დასახლებაში, დაბაკნეთის ქუჩის I ჩიხისთვის და მასთან მდებარე უსახელო გასასვლელისთვის დაბაკნეთის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №500
2024 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ფონიჭალის დასახლებაში, დაბაკნეთის ქუჩის I ჩიხისთვის და მასთან მდებარე უსახელო გასასვლელისთვის დაბაკნეთის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. კრწანისის რაიონში, ფონიჭალის დასახლებაში, დაბაკნეთის ქუჩის I ჩიხს და მასთან მდებარე უსახელო გასასვლელს მიენიჭოს დაბაკნეთის I გასასვლელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე