ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გიორგი აბაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის ლევან ჩოხელის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 13.09.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №478
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016916
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/09/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.09.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, რომანოზ ხომლელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის დიმიტრი ქააძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, თემურ ფიფიას ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის ზაზა ლორიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414 დივიზიის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ბაბუშერას აეროპორტში ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ვენერა გაბუნიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კაკლიანის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კობა მირზაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვახტანგ მახალდიანის შესახვევისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ექიმის გიორგი ვენეცკის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გიორგი აბაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის ლევან ჩოხელის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №478
2024 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გიორგი აბაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის
– ლევან ჩოხელის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. სამგორის რაიონში გიორგი აბაშვილის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის – ლევან ჩოხელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე