ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, წყალსადენის ქუჩის მონაკვეთისთვის უფლებადამცველ ირაკლი ქემოკლიძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 13.09.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №485
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016923
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 19/09/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.09.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, თიანეთის გზატკეცილის მონაკვეთისთვის მომღერლის ლევან კბილაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ბარალეთის ქუჩის მონაკვეთისთვის ბარალეთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მირსკისეულში მდებარე ქუჩისათვის გალაკტიონ ტაბიძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულიწყუში შოთა რუსთაველის ქუჩის პირველი შესახვევისთვის სპარტაკ ბუკიას ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე ქ. ყვარელში უსახელო ქუჩისთვის ,,ილიას ტბის“ სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, წყალსადენის ქუჩის მონაკვეთისთვის უფლებადამცველ ირაკლი ქემოკლიძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №485
2024 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, წყალსადენის ქუჩის მონაკვეთისთვის უფლებადამცველ ირაკლი ქემოკლიძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. გლდანის რაიონში, წყალსადენის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს უფლებადამცველ ირაკლი ქემოკლიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე