„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№47
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 22/02/2000

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №47

2000 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებთან თანამშრომლობის მექანიზმის სრულყოფისათვის, ქვეყნისათვის სტრატეგიული ობიექტების პრივატიზების ან/და გრძელვადიანი მართვის უფლებით აქციების გადაცემისას სახელმწიფო ინტერესებისა და სახელმწიფო ქონების დაცვის მიზნით, საინვესტიციო პროგრამის განსახორციელებლად ინვესტორების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისათვის სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის გასაძლიერებლად:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში და მე-7 თავს დაემატოს შემდეგი წინადადება:

„სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზისა და კონტროლის დეპარტამენტი“.

2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზისა და კონტროლის დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით და სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სტრუქტურის სრულყოფისათვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საბიუჯეტო დაფინანსებაზე არსებულ საშტატო რიცხოვნებას დაემატოს 6 (ექვსი) საშტატო ერთეული (ოთხი ერთეული სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზისა და კონტროლის დეპარტამენტისათვის, ორი ერთეული – იურიდიული დეპარტამენტისათვის) და მათი დაფინანსება მოხდეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

ე. შევარდნაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.02.2000.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.02.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №47. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.02.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №47, 17.02.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.02.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6273165/