,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №130
2008 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
„რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებით დამ ტკიცებულ დებულებასა და საშტატო ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილე ბები და დამატებები:
1. დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„2. აპარატის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობა; აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრები მოსახლეობის საქართველოს ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში რეინტეგრაცია; ყველა დევნილისა და ლტოლვილის და მათი შთამომავლების ღირსეული დაბრუნებისა და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა; საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და ინტეგრაციული პროცესების წარმართვა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქციების განხორციელება შესაბამისი წარმომადგენლების მეშვეობით ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში; ასევე, ამ რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან – გუბერნატორებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან უწყებათა შორისი თანამშრომლობა.“.
2. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ ციით:
„მუხლი 2. აპარატის ფუნქციები და ამოცანები
თავისი კომპეტენციის ფარგლებში აპარატის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სამშვიდობო პროცესის საინიციატივო წინადადებებისა და ფორმატების შემუშავება, შეთავაზება, სამშვიდობო პროცესის წარმართვა და მასში მონაწილეობა;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან დევნილებისა (იძულებით გადაადგილებულ პირთა) და ლტოლვილების უსაფრთხო, უპირობო და ღირსეული დაბრუნებისა და მათი უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე რეინტეგრაციასა და სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
დ) მთავრობის სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავება, კოორდინირება, განხორციელება; უწყებათაშორისი, ადგილობრივი, რეგიონალური თანამშრომლობის განხორციელება. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ინიციატივებისა და მათი განხორციელების ხელშეწყობა. შემუშავებული პროგრამების ზედამხედველობა და განხორციელება;
ე) საქართველოს მთავრობისათვის რეინტეგრაციასა და სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული რეკომენდაციების, პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და წარდგენა;
ვ) საზოგადოების ინფორმირება სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებით;
ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოურ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან მოლაპარაკებისა და კონსულტაციების წარმართვა უწყების მიზნების მისაღწევად;
თ) რეინტეგრაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების შესაბამისი საქმიანობის კოორდინაცია;
ი) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებული ყველა მოლაპარაკების წარმართვა და მასში მონაწილეობა;
კ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებულ საკითხებზე მაღალი და საექსპერტო დონის უწყებათაშორისი კომისიების საქმიანობის ორგანიზება და წარმართვა;
ლ) რეინტეგრაციასა და სამოქალაქო ინტეგრაციასთან და კავშირებული სპეციალური ფონდის კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზება, სათანადო პროგრამების ინიციირება, კოორდინირება და მათი განხორციელების ზედამხედველობა.“.
3. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. აპარატის სტრუქტურა და შემადგენლობა
1. აპარატის სტრუქტურა შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკითხთა სამმართველო;
ბ) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა სამმართველო;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო;
დ) რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის სამმართველო;
ე) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ვ) ანალიტიკური, ინფორმაციული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
ზ) ადამიანის უფლებების დაცვის სამმართველო;
თ) ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების საკითხთა სამმართველო;
ი) რეინტეგრაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამების შემუშავებისა და კოორდინაციის სამმართველო;
კ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური.
2. ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად, აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;
ბ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
გ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – აპარატის უფროსი;
დ) სამმართველოს უფროსი;
ე) სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ვ) მთავარი სპეციალისტი;
ზ) უფროსი სპეციალისტი;
თ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი;
ი) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე;
კ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის აღმასრულებელი თანაშემწე;
ლ) მთავარი ბუღალტერი;
მ) საქმეთა მმართველი;
ნ) სამეურნეო უზრუნველყოფის მმართველი;
ო) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;
პ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე;
ჟ) დამხმარე პერსონალი.“.
4. დადგენილებით დამტკიცებული საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
| სტრუქტურა, თანამდებობა | რაოდენობა |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრი | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე | 4 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი | 4 |
| სამმართველოს უფროსი | 9 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე | 1 |
| მთავარი სპეციალისტი | 10 |
| უფროსი სპეციალისტი | 13 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის აღმასრულებელი თანაშემწე |
4 |
| მთავარი ბუღალტერი | 1 |
| საქმეთა მმართველი | 1 |
| სამეურნეო უზრუნველყოფის მმართველი | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე | 4 |
| დამხმარე პერსონალი (დამლაგებელი) | 2 |
| სულ: | 57.“. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე