,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-453
სარეგისტრაციო კოდი
480040000.22.030.016303
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/09/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-453

2024 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის N01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


1. „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში (ვებგვერდი, 10/04/2018; სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016176) შეტანილ იქნeს ცვლილება და ბრძანების 201 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„201. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დადგინდეს ამ ბრძანების მე-20 პუნქტისგან განსხვავებული ხარჯების ანაზღაურების წესი, რომლის შესაბამისად დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის როტაციის წესით მივლინებამდე, „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ პირთათვის, აგრეთვე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანისათვის, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილისათვის და საქართველოს წარმომადგენლის მოადგილისათვის, რომლებიც ასრულებენ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობას, როტაციის წესით გრძელვადიანი სამუშაო მივლინებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად გასაწევი ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობრივი მაჩვენებლების შესაბამისად.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ოქტომბრიდან. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიხათუნა თოთლაძე