„ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის N04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№42/ნ
სარეგისტრაციო კოდი
310010010.77.090.016042
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/09/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №42/ნ

2024 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის №04/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 06/04/2022, 310010010.77.090.016004) დამტკიცებულ „ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:

1. მე-7 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. 2025 წლის ნებართვა უნგრეთის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე გაიცემა არანაკლებ „EURO V უსაფრთხო“ და „EURO VI უსაფრთხო“  კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.“.

2. დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დირექტორილევან გამყრელიძე
📎 დანართები (1)
42n.docx ⬇

დანართი №2

ECMT მრავალმხრივი ნებართვების განაწილების რეიტინგის (R) გაანგარიშება ხდება შემდეგი ფორმულით1:

$\ R = (R1 + R2 + R3 + R4 + R5)\frac{1}{K} + R6$

R1 – ECMT ნებართვების გამოყენების ეფექტურობის, R2 - საქართველოს ეკონომიკაში წვლილის, R3 – საკუთრებაში არსებული ავტოპარკის და პარკის ეკოლოგიურობის, R4 – ECMT ნებართვებით საქმიანობის ხანგრძლივობის,R5−ECMT ქვეყნებში ორმხრივი ნებართვების გამოყენების ეფექტურობის, R6 – შეზღუდულ ქვეყნებში ECMT და ორმხრივი ნებართვების გამოყენების ეფექტურობის რეიტინგებია.

აქედან: $\ \ \ \mathbf{R}\mathbf{1 =}\frac{\mathbf{N}\mathbf{j}}{\mathbf{N}\mathbf{p}};\ \ \ \ \ \ $

სადაც:

  • Nj არის ECMT სააღრიცხვო წიგნის მიხედვით საანგარიშო წელს 2 შესრულებული რეისების რაოდენობა;

  • Np – საანგარიშო წელს მიღებული ECMT მრავალმხრივი ნებართვების რაოდენობა;

$\mathbf{R}\mathbf{2 =}\frac{\mathbf{2}\left( \mathbf{I + E} \right)\mathbf{+ T}}{\mathbf{N}\mathbf{j}}*C + Nc1;\ \ \ \ \ \ \ \ $სადაც:

  • I არის ECMT სააღრიცხვო წიგნის მიხედვით იმპორტზე შესრულებული რეისების რაოდენობა;

  • E – ECMT სააღრიცხვო წიგნის მიხედვით ექსპორტზე შესრულებული რეისების რაოდენობა;

  • T – ECMT სააღრიცხვო წიგნის მიხედვით საანგარიშო წელს მესამე ქვეყნებში/მესამე ქვეყნებიდან შესრულებული რეისების რაოდენობა;

  • C – ქვეყნების სიშორის კოეფიციენტი , სადაც C ტოლია ECMT-ს წევრი იმ ქვეყნების სიშორის კოეფიციენტებისა (დანართი №2.1) და ამ ქვეყნებში ყოფნის რაოდენობის ნამრავლის ჯამისა, სადაც საანგარიშო წლის განმავლობაში გადამზიდველმა ECMT მრავალმხრივი ნებართვებით შეასრულა სატრანსპორტო ოპერაცია – დატვირთვა/გადმოტვირთვა (C1+C2+C3 ......), შეფარდებული ამ რეისების რაოდენობასთან (Nd): C =$\ \ \frac{\ C1 + C2 + C3\ldots\ldots\ldots}{Nd}$

  • Nc1 – ECMT წევრი ქვეყნების უნიკალური რაოდენობა, სადაც საანგარიშო წელს შესრულდა სატრანსპორტო ოპერაციები – დატვირთვა/გადმოტვირთვა ECMT მრავალმხრივი ნებართვებით.

  • a – ამავე წესის შესაბამისად საანგარიშო პერიოდში ECMT მრავალმხრივი ნებართვის ჩამორთმევის (გაუქმების) ფაქტია;

  • b – ამავე წესის შესაბამისად მიცემული გაფრთხილება (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხდა გაფრთხილების შემდეგ ნებართვების ჩამორთმევა);

  • c – სააღრიცხვო წიგნის მიხედვით, არასწორად შევსებული მონაცემების მქონე რეისების ხვედრითი წილი ECMT მრავალმხრივი ნებართვებით განხორციელებული მთლიანი რეისების რაოდენობასთან;

  • d – სააღრიცხვო წიგნის მიხედვით, დაგვიანებით წარმოდგენილი რეისების ხვედრითი წილი ECMT მრავალმხრივი ნებართვებით განხორციელებული მთლიანი რეისების რაოდენობასთან;d − კაბოტაჟი ;

  • e – სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გადამზიდველის დაჯარიმების ან უცხოეთის ან საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან გადამზიდველის მხრიდან დარღვევის ან მისი დაჯარიმების შეტყობინების შემთხვევაში – მათი ჯამური რაოდენობა;

  • f− საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვის დაგვიანებული განახლება – პირველი თვის შემდეგ ყოველ 30 კალენდარულ დღეზე 5%.

შენიშვნა: K-ის მნიშვნელობა არ უნდა იყოს 2-ზე მეტი.

  • 8 და 16 – თანაფარდობის კოეფიციენტებია;

  • Vo – დაქირავებული ასს-ების განსახილველი რაოდენობა;

  • P− პარკის სიდიდის კოეფიციენტი (დანართი №2.2);

  • Nr – განსახილველი ასს-ების ჯამური რაოდენობა.

R4= M * 10;      სადაც:  

  • M – საანგარიშოს წინა სამი წლის განმავლობაში ECMT-ს ნებართვების ფლობა, წელზე 1 ერთეული

$\text{R5~=}\mathbf{\ \ }\frac{\mathbf{Nb + Nm}\mathbf{*M}}{\mathbf{N}\mathbf{p}\mathbf{1}}\mathbf{+ Nc}\mathbf{2}\mathbf{;\ \ }$სადაც,

  • Nb არის მიმდინარე წლის განმავლობაში ECMT წევრ ქვეყნებში გადაზიდვების შესრულების მიზნით მიღებული ერთჯერადი ორმხრივი ნებართვების რაოდენობა;

  • Nm − საანგარიშო პერიოდში მიღებული მრავალჯერადი ორმხრივი ნებართვების რაოდენობა ;

  • M – მრავალჯერადი ორმხრივი ნებართვების ფლობის თვეების რაოდენობა;

  • Np1 – მიმდინარე წლის განმავლობაში ECMT წევრ ქვეყნებში გადაზიდვების შესრულების მიზნით მიღებული ერთჯერადი და მრავალჯერადი ორმხრივი ნებართვების მისაღებად გამოყენებული ასს-ების უნიკალური რაოდენობა;

  • Nc2 – ECMT წევრი ქვეყნების უნიკალური რაოდენობა, რომლებზეც გადაზიდვების შესრულების მიზნით მიღებულია ორმხრივი ნებართვები.

შენიშვნა: R5-ის მნიშვნელობა არ უნდა იყოს 36-ზე მეტი.

R6 3 =$\mathbf{\ }\frac{\mathbf{Nb}\mathbf{1 + Nm}\mathbf{1*}M1}{\mathbf{Nq}\mathbf{1}}\mathbf{k}$; სადაც:

  •  Nb1 არის მიმდინარე წლის განმავლობაში შეზღუდულ ქვეყნებში გადაზიდვების შესრულების მიზნით მიღებული ერთჯერადი ორმხრივი ნებართვების და ECMT მრავალმხრივი ნებართვებით შესრულებული რეისების რაოდენობების ჯამი (მათ შორის, ტრანზიტი და ტვირთის დამატების ოპერაცია);

  • NNm1 – საანგარიშო პერიოდში მიღებული მრავალჯერადი ორმხრივი ნებართვების რაოდენობა;

  • M1 – მრავალჯერადი ორმხრივი ნებართვების ფლობის თვეების რაოდენობა;

  • Nq1 − მიმდინარე წლის განმავლობაში შესაბამის შეზღუდულ ქვეყნებში გადაზიდვების შესრულების მიზნით მიღებული ერთჯერადი და მრავალჯერადი ორმხრივი ნებართვების მისაღებად გამოყენებული ასს-ების და ამავე შეზღუდულ ქვეყანაში ECMT მრავალმხრივი ნებართვებით განხორციელებული გადაზიდვებისთვის გამოყენებული ასს-ების უნიკალური რაოდენობა;

  • k – თანაფარდობის კოეფიციენტია და ქვეყნების მიხედვით შემდეგია: RUS-1; IT – 5; AU – 8; GR – 5, HU – 8.

შენიშვნა: ECMT მრავალმხრივი ნებართვა შეზღუდული ქვეყნით განაწილდება შემდეგი რეიტინგის მიხედვით: შესაბამის შეზღუდულ ქვეყანაში ECMT მრავალმხრივი ნებართვების და ორმხრივი ნებართვების გამოყენების ეფექტურობის რეიტინგს (R6) ემატება დარღვევების კოეფიციენტის გათვალისწინებით გაანგარიშებული საერთო რეიტინგის შეწონილი (20%) მაჩვენებელი ((R1+R2)/K+R3+R4+R5)/5.

დანართი №2.1

აბრ. ქვეყანა კოეფიციენტი
ARM სომხეთი 1
AZ აზერბაიჯანი 1
RUS რუსეთი 2
TR თურქეთი 2
AL. ალბანეთი 6
BY ბელარუსი 6
UA უკრაინა 10
BiH ბოსნია ჰერცოგოვინა 10
BG ბულგარეთი 10
HR ხორვატია 10
GR საბერძნეთი 10
MK მაკედონია 10
M მალტა 10
MD მოლდოვა 10
MNE მონტენეგრო 10
RO რუმინეთი 10
SRB სერბეთი 10
SLO სლოვენია 10
A. ავსტრია 14
CZ ჩეხეთი 14
F საფრანგეთი 14
D გერმანია 14
HU უნგრეთი 14
FL ლიხტენშტეინი 14
L ლუქსემბურგი 14
PL პოლონეთი 14
SK სლოვაკეთი 14
EST ესტონეთი 14
LV ლატვია 14
LT ლიეტუვა 14
CH შვეიცარია 18
B ბელგია 18
DK დანია 18
I იტალია 18
FIN ფინეთი 18
IRL ირლანდია 18
NL ჰოლანდია 18
N ნორვეგია 18
P პორტუგალია 18
E ესპანეთი 18
S შვედეთი 18
UK დიდი ბრიტანეთი 18

დანართი № 2.2

განსახილველი ავტოპარკის რაოდენობა P კოეფიციენტი
<= 5 5
>5<=10 10
>10<=20 15
>20 20

“.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის N04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.09.2024.
როდის იქნა მიღებული „ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის N04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის N04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.09.2024. მიმღები ორგანო — საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №42/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 310010010.77.090.016042.
რამდენი მუხლისგან შედგება „ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის N04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის N04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის N04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.09.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის N04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №42/ნ, 23.09.2024, სარეგისტრაციო კოდი 310010010.77.090.016042 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.09.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6274449/