2. მეურნე სუბიექტები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მომხმარებელთა ინფორმირება სააბონენტო მოწყობილობების სასერტიფიკაციო მოთხოვნებზე და სერტიფიცირებული სააბონენტო მოწყობილობების მუშაობის ძირითად პირობებზე.

3. მომხმარებელი ვალდებულია ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ქსელების მომსახურების მისაღებად გამოიყენოს მხოლოდ საქართველოში სერტიფიცირებული სააბონენტო მოწყობილობა.

4. სააბონენტო მოწყობილობებს მომხმარებელი იძენს საკუთარი ხარჯით და წარმოადგენს მის საკუთრებას. ცალკეულ შემთხვევებში სააბონენტო მოწყობილობები შეიძლება წარმოადგენდეს მეურნე სუბიექტის საკუთრებას და მომხმარებელს გადაეცეს იჯარი