2. გამონთავისუფლებული ნომრების განაწილება ხორციელდება მეურნე სუბიექტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. ფიზიკური პირების საკუთრებაში მყოფი საცხოვრებელი ტელეფონიზირებული ნაგებობების, სახლების, აგარაკების, აგრეთვე იურიდიული პირების საკუთრებაში მყოფი საწარმოო შენობა-ნაგებობების იჯარაში გაცემის შემთხვევაში ადგილობრივი სატელეფონო ქსელით მომსახურების და სარგებლობის გაწევაზე ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება მოიჯარადეზე. შემდგომში ამ ხელშეკრულების ძველ მოსარგებლეზე აღდგენი