რაიონული (საქალაქო), საოლქო, სააპელაციო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.08.1998
ძალის დაკარგვა 02.11.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №457
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 15, 07/08/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
3,183 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.08.1998 მიღება
02.11.2000 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

რაიონული (საქალაქო), საოლქო, სააპელაციო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №457 1998 წლის 7 აგვისტო ქ. თბილისი რაიონული (საქალაქო), საოლქო, სააპელაციო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება რაიონული (საქალაქო), საოლქო, სააპელაციო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესის შესახებ. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 1973 წლის 22 აგვისტოს ბრძანება „საქართველოს რაიონულ (ქალაქის) სახალხო სასამართლოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის პროექტის დამტკიცების შესახებ“. 3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების ძალაში შესვლისთანავე. ე. შევარდნაძე დ ე ბ უ ლ ე ბ ა რაიონული (საქალაქო), საოლქო, სააპელაციო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესის შესახებ ეს დებულება ქმნის იურიდიულ საფუძველს რაიონული (საქალაქო), საოლქო, სააპელაციო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების საქმიანობის ორგანიზაციული სრულყოფისათვის. თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ეს დებულება: ა) განსაზღვრავს რაიონული (საქალაქო), საოლქო, სააპელაციო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს; ბ) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოების მიერ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტიან დაცვას. მუხლი 2🔗. დებულების მიზანია ხელი შეუწყოს სასამართლოს ორგანიზაციული მუშაობის სრულყოფას. მუხლი 3🔗. საქმისწარმოება სასამართლოში ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. მუხლი 4🔗. 1. სასამართლო საქმისწარმოების სწორად წარმართვა სასამართლოს ორგანიზაციული საქმიანობის, პროცესუალური ნორმების დაცვის, სასამართლო საქმეთა დროული განხილვის, მართლმსაჯულების განხორციელების მნიშვნელოვანი გარანტიაა. 2. საქმისწარმოების სრულყოფა ხორციელდება სასამართლოებში შრომის მეცნიერული ორგანიზაციის, დოკუმენტებთან მუშაობის ახალი ფორმებისა და მეთოდების გამოყენებით და საქმისწარმოების კომპიუტერიზაციით. 3. ეს დებულება განსაზღვრავს საერთო სასამართლოების თავმჯდომარეთა, აპარატის კომპეტენციასა და საქმიანობის ფორმებს, სასამართლო არქივის საქმიანობას, მოქალაქეთა მიღების, ნივთიერ მტკიცებულებათა, საქმის გაცნობისა და სამართალწარმოების წესს. თავი II. სასამართლოს თავმჯდომარის კომპეტენცია მუხლი 5🔗. რაიონული (საქალაქო), საოლქო, სააპელაციო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ორგანიზაციულ საქმიანობას ხელმძღვანელობს სასამართლოს თავმჯდომარე. მუხლი 6🔗. სასამართლოს თავმჯდომარე: ა) გამოსცემს შიდასაუწყებო ხასიათის სამართლებრივ აქტებს; ბ) ხელმძღვანელობს სასამართლოს აპარატის მუშაობას; გ) იღებს მოქალაქეებს და უზრუნველყოფს მათი განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების დროულ განხილვას; დ) კანონით დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს აპარატის მოხელეებსა და სხვა თანამშრომლებს; ე) კონტროლს უწევს სასამართლოს კანცელარიის საქმიანობას; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს; ზ) კანონით დადგენილი წესით დაყოფს ანბანს მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების მიზნით; თ) კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის საბჭოს; ი) სამ თვეში ერთხელ საქართველოს იუსტიციის საბჭოს უგზავნის კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და გადაწყვეტილებების ასლებს მათი შემდგომი გამოქვეყნების მიზნით; კ) ყოველთვიურად საქართველოს იუსტიციის საბჭოს აწვდის ინფორმაციას საქმეთა განხილვის პროცესუალური ვადების დაცვის შესახებ; ლ) აცნობებს იუსტიციის საბჭოს მოსამართლეების მხრიდან შრომის დისციპლინის დარღვევის ფაქტებს; მ) ამტკიცებს შრომის შინაგანაწესს და უზრუნველყოფს მის შესრულებას; ნ) კანონით დადგენილი წესით საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტში შეაქვს სასამართლოს წლიური ბიუჯეტის პროექტი; ო) წელიწადში ერთხელ წარუდგენს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტს სასამართლოს შენობისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის ხარჯებს; პ) წარმოადგენს შესაბამის სასამართლოს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან; ჟ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7🔗. 1. სასამართლოს თავმჯდომარე სასამართლოს აპარატის მოხელეებს შეარჩევს საკონკურსო წესით საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად. 2. სასამართლოს თავმჯდომარე კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მოსამართლის თანაშემწეს შესაბამისი მოსამართლის წარდგინებით. 3. საკონკურსო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის საბჭოსთან და უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტთან შეთანხმებით. თავი III. მოსამართლის თანაშემწე მუხლი 8🔗. საერთო სასამართლოებში საქმეთა სასამართლო განხილვის ორგანიზების მიზნით მოსამართლის თანაშემწე ახორციელებს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და ასრულებს მოსამართლის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 9🔗. მოსამართლის თანაშემწე: ა) იღებს მოქალაქეებს, მათ განცხადებებს, ამზადებს საქმეს სასამართლო სხდომაზე განსახილველად; ბ) სასამართლო პროცესის მონაწილეებს ატყობინებს სასამართლო სხდომის დროსა და ადგილს; გ) უზრუნველყოფს ნივთიერ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვას სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში; დ) ამზადებს საპროცესო დოკუმენტების ასლებს და გადასცემს მათ სამართალწარმოების მონაწილეებს; ე) აწარმოებს საკანონმდებლო აქტების საკონტროლო ეგზემპლარებში ცვლილებებისა და დამატებების დროულ შეტანას; ვ) განსახილველი საქმის მიხედვით კრებს და აწვდის მოსამართლეს საჭირო ლიტერატურასა და სასამართლო პრაქტიკის მასალებს; ზ) თვალყურს ადევნებს დამოწმებული უწყებების დაბრუნებას სასამართლოში და მოახსენებს მოსამართლეს ადრესატისათვის უწყების ჩაუბარებლობის მიზეზებს; თ) ასრულებს მოსამართლის ცალკეულ დავალებებს. თავი IV. რაიონული (საქალაქო), საოლქო, სააპელაციო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების კანცელარია მუხლი 10🔗. რაიონული (საქალაქო), საოლქო, სააპელაციო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში კანცელარია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქმისწარმოებას. მუხლი 11🔗. სასამართლოს კანცელარია უზრუნველყოფს: ა) სასამართლოში შემოსული კორესპონდენციის მიღებას, რეგისტრაციას, მათი შესრულების ვადების კონტროლსა და ადრესატებისადმი დაგზავნას; ბ) პირველადი სტატისტიკური დოკუმენტების წარმოებას, სტატისტიკური ანგარიშების სწორ და დროულ შედგენას; გ) სააპელაციო და საკასაციო საჩივრების საფუძველზე ზემდგომ სასამართლოში საქმეთა გაგზავნას; დ) კერძო განჩინებათა აღრიცხვასა და კონტროლს მათი დროული შესრულებისადმი; ე) სასამართლოს ბრძანებათა, განჩინებათა (დადგენილებათა) და განკარგულებათა წიგნის წარმოებას; ვ) სისხლის სამართლის, სამოქალაქო საქმეთა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების აღრიცხვასა და უსაფრთხო შენახვას; ზ) სასამართლოებში, სადაც არ არის არქივარიუსის თანამდებობა, სასამართლო არქივის წარმოებას; თ) კანონით დადგენილი წესით საიდუმლო საქმისწარმოებას; ი) ნივთიერ მტკიცებულებათა უსაფრთხო შენახვასა და დაცვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 12🔗. კანცელარიის გამგე: ა) ხელმძღვანელობს კანცელარიისა და სასამართლოს არქივის საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამუშაოს სასამართლოს კანცელარიის მუშაკთა შორის; გ) აწარმოებს სასამართლოს მუშაკთა სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვას და აკონტროლებს მათ მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას; დ) განიხილავს შემოსულ კორესპონდენციას, საჩივრებს, განცხადებებს და მოახსენებს სასამართლოს თავმჯდომარეს. მუხლი 13🔗. კანცელარიის სპეციალისტები უზრუნველყოფენ: ა) სისხლის სამართლის, სამოქალაქო საქმეთა და სხვა მასალების რეგისტრაციას, აღრიცხვასა და შენახვას; ბ) სააღრიცხვო ჟურნალებისა და ბარათების წარმოებას; გ) სტატისტიკური ანგარიშების შედგენას; დ) სასამართლოს აღმასრულებლისათვის გადაცემული სააღსრულებო დოკუმენტების რეგისტრაციასა და აღრიცხვას; ე) დამთავრებული საქმეების, სააღრიცხვო ჟურნალებისა და ბარათების სასამართლო არქივისათვის ჩასაბარებლად მომზადებას; ვ) სასამართლოს თავმჯდომარის, მოსამართლისა და კანცელარიის გამგის სხვა დავალებების შესრულებას. თავი V. სააპელაციო სასამართლოს აპარატი მუხლი 14🔗. 1. საქართველოს სააპელაციო სასამართლოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სააპელაციო სასამართლოს აპარატი. 2. აპარატი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 3. სააპელაციო სასამართლოს აპარატის საქმიანობას ხელმძღვანელობს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. 4. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი ექვს თვეში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს სასამართლოს თავმჯდომარეს გაწეული მუშაობის შესახებ. მუხლი 15🔗. სააპელაციო სასამართლოს აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა) სასამართლოს თავმჯდომარის აპარატი; ბ) სააპელაციო სასამართლოს კოლეგიათა აპარატი; გ) კადრების სამსახური; დ) პრესსამსახური; ე) საერთო განყოფილება; ვ) მოქალაქეთა მისაღები; ზ) სასამართლო პრაქტიკისა და განზოგადების განყოფილება; თ) სამართლებრივი ინფორმატიკის განყოფილება; ი) საფინანსო-სამეურნეო განყოფილება; კ) ტექნიკური მომსახურების ბიურო.  მუხლი 16🔗. 1. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის აპარატი შედგება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწისა და რეფერენტისგან. 2. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე უფლებამოსილებებს ახორციელებს ამ დებულების მე-3 თავის შესაბამისად. 3. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის რეფერენტის უფლება-მოვალეობანია: ა) ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურება; ბ) სააპელაციო სასამართლოს წევრისათვის საინფორმაციო-საცნობარო მასალების მოპოვება და შენახვა; გ) სააპელაციო სასამართლოს წევრის ცალკეული დავალებების შესრულება. მუხლი 17🔗. კადრების განყოფილება: ა) ახორციელებს სააპელაციო სასამართლოს აპარატის მოხელეთა და სხვა თანამშრომელთა საკადრო აღრიცხვას; ბ) აწარმოებს სააპელაციო სასამართლოს აპარატის მოხელეთა შრომის წიგნაკებსა და ჩასართ ფურცლებს; გ) ადგენს აპარატის მოხელეთა ნამსახურობის ნუსხას; დ) აფორმებს სააპელაციო სასამართლოს აპარატის მოხელეთა დანიშვნასა და გათავისუფლებას, შვებულებებს, საპენსიო საბუთებს, შრომისუუნარობის ფურცლებსა და მივლინებებს; ე) ამზადებს და აფორმებს ბრძანებებს სააპელაციო სასამართლოს აპარატის მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ. მუხლი 18🔗. პრესსამსახური: ა) ახორციელებს სააპელაციო სასამართლოს საქმიანობის გაშუქებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით; ბ) თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების პრესცენტრებთან. მუხლი 19🔗. საერთო განყოფილება: 1. საერთო განყოფილების შემადგენლობაში შედის ექსპედიცია, სააპელაციო სასამართლოს კოლეგიების კანცელარიები და არქივი.  2. განყოფილების უფროსი წარმართავს განყოფილების ორგანიზაციულ საქმიანობას, ხელმძღვანელობს განყოფილების მუშაობას. მუხლი 20🔗. სასამართლო პრაქტიკისა და განზოგადების განყოფილება: თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის და განაზოგადებს სასამართლოს მიერ განხილულ საქმეებს, ახდენს მათ სამეცნიერო-პრაქტიკულ ანალიზს. მუხლი 21🔗. სამართლებრივი ინფორმატიკის განყოფილება: 1. სამართლებრივი ინფორმატიკის განყოფილების შემადგენლობაში შედის კანონმდებლობის სისტემატიზაციის სექტორი და სტატისტიკის სექტორი. 2. განყოფილების უფროსი წარმართავს განყოფილების ორგანიზაციულ საქმიანობას, ხელმძღვანელობს განყოფილების მუშაობას. 3. კანონმდებლობის სისტემატიზაციის სექტორი: ა) უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების კოდიფიცირებას; ბ) აწარმოებს საკანონმდებლო აქტების საკონტროლო ეგზემპლარებში ცვლილებებისა და დამატებების დროულ შეტანას; გ) უზრუნველყოფს აუცილებელი ნორმატიული მასალის ოპერატიულ მოძიებას. 4. სტატისტიკის სექტორი: ა) აწარმოებს სააპელაციო სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას და შესაბამის რეკომენდაციებს აწვდის სააპელაციო სასამართლოს; ბ) კანონით დადგენილი წესით სტატისტიკურ მონაცემებს აწვდის საქართველოს უზენაეს სასამართლოს. მუხლი 22🔗. მოქალაქეთა საჩივრებისა და მიღების განყოფილება: ა) ახორციელებს მოქალაქეთა, მათი საჩივრებისა და განცხადებების მიღებას; ბ) განსაზღვრავს საჩივრის ქვემდებარეობას და ახდენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეაგირებას. მუხლი 23🔗. საფინანსო-სამეურნეო განყოფილება: ა) უზრუნველყოფს სააპელაციო სასამართლოს საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოებას; ბ) ახორციელებს სააპელაციო სასამართლოს მატერიალურ ფასეულობათა მდგომარეობის კონტროლს. თავი VI. რაიონულ (საქალაქო), საოლქო, სააპელაციო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში საქმისწარმოების წესი მუხლი 24🔗. 1. სასამართლოში შემოსული საქმისა და კორესპონდენციის მიღებასა და მათ დანიშნულებისამებრ დაგზავნას აწარმოებს ფოსტის მიღებისა და გაგზავნისათვის გამოყოფილი კანცელარიის სპეციალისტი. 2. კანცელარიის სპეციალისტი ხსნის კონვერტს, ამოწმებს და ადარებს გამოგზავნილი სასამართლო საქმისა და სხვა მასალის შესაბამისობას აღწერილობასთან; თუ აღმოჩნდება რომელიმე დოკუმენტის დანაკლისი, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ახსენებს კანცელარიის გამგეს. დოკუმენტის დანაკლისის შესახებ დგება აქტი. 3. ფოსტით მიღებული საქმეები და სხვა კორესპონდენცია აღირიცხება შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალში. მუხლი 25🔗. სასარჩელო განცხადებები და მოსამართლის თანაშემწის მიერ მოქალაქეთა მიღების დროს შემოსული მასალები იმავე დღეს გადაეცემა სასამართლოს კანცელარიას რეგისტრაციისათვის. მუხლი 26🔗. მოქალაქის განცხადება ან სხვა წერილობითი დოკუმენტი განიხილება სასამართლოს კანცელარიაში ამ მასალების რეგისტრაციის შემდეგ. მუხლი 27🔗. 1. სასამართლოში შემოსულ საჩივრებსა და საკასაციო საჩივრებზე კანცელარია აღნიშნავს მიღების დროს. ფოსტით შემოსულ საჩივარს მიღების ვადის დასადგენად დაერთვის კონვერტი. კანცელარია აწესებს კონტროლს დოკუმენტის განხილვის ვადებისადმი, შეახსენებს მოსამართლეს დადგენილი ვადების გადაცილებას. 2. სააპელაციო, საკასაციო ინსტანციებში საქმის განხილვის დღის შესახებ (ზემდგომი სასამართლოდან მიღებული გრაფიკის შესაბამისად)  საჩივრის შემტან პირს ეცნობება საჩივარზე პირადი ხელმოწერით, ხოლო  საჩივრის ფოსტით გამომგზავნს გაეგზავნება შეტყობინება. მუხლი 28🔗. საქმის სააპელაციო, საკასაციო ინსტანციებში გაგზავნის, სასამართლოში დაბრუნების თარიღი და განხილვის შედეგი კანცელარიის მუშაკს შეაქვს სააღრიცხვო-საკონტროლო ბარათებში. მუხლი 29🔗. სისხლის სამართლის საქმესთან ერთად ზემდგომ სასამართლოს ეგზავნება სტატისტიკური ბარათი ყველა იმ პირზე, რომელთაც მსჯავრი დაედოთ, გამართლდნენ ან რომელთა მიმართაც შეწყდა საქმისწარმოება, აგრეთვე პირებზე, რომლებიც სასამართლომ ცნო შეურაცხადად და გამოყენებულ იქნა იძულებითი ხასიათის სამედიცინო ან აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიება. მუხლი 30🔗. 1. დოკუმენტები, განცხადებები, საჩივრები აღირიცხება სარეგისტრაციო ბარათებში. 2. სარეგისტრაციო ბარათები ინახება კარტოთეკაში რიგითი ნომრების ან განმცხადებელთა გვარების მიხედვით, ანბანური წესით. მუხლი 31🔗. კარტოთეკა სრულად და ყოველმხრივად უნდა პასუხობდეს დოკუმენტის შინაარსს, უნდა უზრუნველყოფდეს დოკუმენტის ოპერატიულ დაძებნასა და შესრულების კონტროლს, შესრულებული და შეუსრულებელი დოკუმენტები კარტოთეკაში ინახება ცალ-ცალკე. მუხლი 32🔗. საჩივრები გადაეცემა სასამართლოს თავმჯდომარეს ან უშუალო შემსრულებლის მიღების დღესვე. მუხლი 33🔗. 1. დოკუმენტებს შესასრულებლად დაედება რეზოლუცია. რეზოლუციაში მითითებული უნდა იყოს შემსრულებელი, მოქმედების შინაარსი, შესრულების ვადა, ხელმძღვანელის პირადი ხელმოწერა და თარიღი. 2. დოკუმენტის შესრულების კონტროლი უნდა წარმოებდეს ბარათებით. მუხლი 34🔗. საჩივრები შესრულებულად ითვლება მასში დასმული საკითხების გადაწყვეტისა და შესაბამისი პირისათვის არსებითი პასუხის გაცემის შემდეგ. მუხლი 35🔗. 1. სასამართლოში შემოსული განსახილველი საქმეები რეგისტრირდება სააღრიცხვო-სტატისტიკურ ბარათებში. 2. კანცელარიის სპეციალისტი საქმის მოძრაობის მიხედვით ავსებს სააღრიცხვო სტატისტიკურ ბარათს. 3. სააღრიცხვო სტატისტიკური ბარათები თავსდება კარტოთეკაში რიგითი ნომრის მიხედვით. მუხლი 36🔗. საქმეზე ცნობების სწრაფად დაძებნის მიზნით კანცელარიის სპეციალისტი აწარმოებს ანბანურ ბარათებს. მუხლი 37🔗. 1. ანბანური ბარათები სისხლის სამართლის საქმეზე ივსება თითოეულ განსასჯელსა და მსჯავრდებულზე ცალ-ცალკე. 2. სამოქალაქო სამართლის საქმეზე ანბანური ბარათები ივსება თითოეულ მოსარჩელესა და მოპასუხეზე. მუხლი 38🔗. თითოეულ საქმეს ეძლევა ნომერი, რაც შედგება შესაბამისი სასამართლო კოლეგიის ინდექსისაგან, სააღრიცხვო სტატისტიკური ბარათის რიგითი ნომრისა და იმ წლის აღნიშვნით, როდესაც შემოვიდა საქმე. ნომერი აღინიშნება საქმის ყდის პირველ გვერდზე და საანბანო ბარათზე. მუხლი 39🔗. 1. კალენდარული წლის დამთავრებისას სააღრიცხვო-სტატისტიკური ბარათი საქმეზე, რომელიც არ განხილულა ახალი წლისათვის, გადადის ახალი წლის კარტოთეკაში. ამასთან თითოეულ სააღრიცხვო-სტატისტიკურ ბარათსა და თითოეულ ასეთ საქმეზე აღინიშნება გასული წლისა და ახალი წლის ორი რიგითი ნომერი. 2. ახალ წელს შემოსული საქმეების ნუმერაცია იწყება წინა წელს დარჩენილი საქმეების გადარეგისტრირების შემდეგ. მომდევნო ნომრიდან გასული წლის კარტოთეკაში ამოღებული ბარათების მაგივრად იდება შემცვლელი ბარათები, რომლებზეც იწერება გასული წლის ნუმერაციის რიგითი ნომერი, ახალი რიგითი ნომერი და ამასთან აღინიშნება მიმდინარე წლის კარტოთეკაში გადატანის თაობაზე. მუხლი 40🔗. სასამართლო საქმეებიდან ცალკეული დოკუმენტების, დოკუმენტების დამოწმებული ასლებისა და საქმეთა გამო წერილობითი ცნობების გაცემა სასამართლოს კანცელარიის მიერ უნდა მოხდეს წერილობითი  მოთხოვნის, მოსამართლის ნებართვის საფუძველზე და კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო ბაჟის გადახდევინებით. მუხლი 41🔗. 1. სააპელაციო სასამართლოში შემოსული საქმეების, კორესპონდენციების მიღებასა და პირველად დამუშავებას აწარმოებს ექსპედიცია. 2. ექსპედიციის მუშაკები ამოწმებენ შემოსულ საქმეთა და დოკუმენტთა სისწორესა და მთლიანობას, უსვამენ შტამპს, ახარისხებენ და ამზადებენ კორესპონდენციებს დანიშნულებისამებრ გადასაცემად. 3. შემოსული კორესპონდენციების შემოწმება მიზნად ისახავს არადანიშნულებისამებრ ან შეცდომით შემოსული კორესპონდენციების გამოვლენასა და კუთვნილებისამებრ გაგზავნას. 4. ყველა კონვერტი პირადი კორესპონდენციების გარდა, იხსნება ექსპედიციის თანამშრომლის მიერ. ამავე დროს მოწმდება კონვერტისა და მასში არსებულ დოკუმენტთა მთლიანობა. თუ კონვერტში არ აღმოჩნდა შესაბამისი დოკუმენტი ან მისი დანართი, ამის თაობაზე ეცნობება ადრესატს და დგება სათანადო აქტი. 5. შემოსულ კორესპონდენციებს თან უნდა დაერთოს კონვერტი. დოკუმენტების განხილვის შემდეგ კონვერტი ინახება იმ შემთხვევაში, თუ მისი მეშვეობით შესაძლებელია გამგზავნის მისამართის დადგენა ან როდესაც საფოსტო შტემპელზე აღნიშნული თარიღით დასტურდება კორესპონდენციის გაგზავნისა და მიღების დრო. 6. ყველა შემოსულ დოკუმენტზე ისმება სარეგისტრაციო შტამპი, სადაც აღინიშნება დოკუმენტის (საქმის) შემოსვლის თარიღი და სასამართლოს იმ ქვედანაყოფის პირობითი მაჩვენებელი (ინდექსი), რომელსაც ეს დოკუმენტი უნდა გადაეცეს. 7. სახელმწიფო სტანდარტთან შესაბამისად ტვიფარი (შტამპი) ესმება დოკუმენტს პირველ გვერდზე, მარჯვენა ქვედა კუთხეში. 8. შემოსული დოკუმენტები იყოფა რეგისტრირებად და არარეგისტრირებად დოკუმენტებად. რეგისტრაციაში არ ტარდება: ა) ცნობად გამოგზავნილი წერილის ასლები, ინფორმაცია და შეტყობინება; ბ) სარეკლამო შეტყობინება, პლაკატები, შეკრებებისა და კონფერენციების პროგრამები; გ) მისალოცი და მოსაწვევი ბარათები; დ) ადრესატის არყოფნის გამო სასამართლოში დაბრუნებული სასამართლო უწყებები და სხვა დოკუმენტები; ე) ხელწერილი სასამართლო უწყების ჩაბარებაზე. 9. ექსპედიციაში შემოსული კორესპონდენციები აღირიცხება სააღრიცხვო ჟურნალებში ან ბარათებში. სააპელაციო წესით შემოსული საქმეები აღირიცხება სხვა ჟურნალში. 10. სასამართლო საქმეებისა და დოკუმენტების კუთვნილებისამებრ დაგზავნას აწარმოებს ექსპედიცია. 11. გასაგზავნი კორესპონდენციის დამუშავება შემდეგი ოპერაციებისაგან შედგება: დახარისხება, დამისამართება, გასაგზავნ კორესპონდენციათა ღირებულებების განსაზღვრა და აღნიშვნა; შეკვეთილი ბანდეროლების, წერილების, უწყებების, შეკვეთილი გზავნილების აღწერა და კავშირგაბმულობის განყოფილებაში ჩაბარება. 12. გასაგზავნი დოკუმენტი და საქმეები გადაეცემა ექსპედიციას გაფორმებული სახით, საფოსტო გზავნილის კატეგორიის აღნიშვნით. 13. ექსპედიცია გასაგზავნი საქმეებისა და სხვა მასალების მიღებისას ამოწმებს მათი გაფორმების სისწორეს (ტომებისა და დანართების რაოდენობას, მათი დამისამართების სისწორეს). 14. სასამართლო საქმეები შეკვეთილი ბანდეროლებით იგზავნება დანიშნულებისამებრ. საქმეები, რომლებშიც საიდუმლო მასალები ან განჩინებებია, იგზავნება შიკრიკის მეშვეობით. 15. შეკვეთილი ფოსტით გაგზავნილი კორესპონდენციები აღიწერება ორ პირად. ერთი პირი ბარდება საფოსტო განყოფილებას, ხოლო მეორე – შესაბამისი აღნიშვნით, ქრონოლოგიური წესით ეკერება საფოსტო წარმოებაში. მუხლი 42🔗. მხარეების, მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნის სასამართლოში გამოძახების მიზნით მოსამართლის თანაშემწე გამოწერს უწყებებს. აუცილებლობის შემთხვევაში ეს პირები შეიძლება გამოიძახონ ტელეფონოგრამით ან ტელეგრამით. მუხლი 43🔗. თუ სასამართლოში მიცემულია წვევამდელი საქმის განხილვის თაობაზე, თანაშემწე ატყობინებს რაიონულ სამხედრო კომისარიატს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მუხლი 44🔗. 1. სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო უწყებები გამოიწეროს და დანიშნულებისამებრ გაიგზავნოს ბრალდებულის სამართალში მიცემის მომენტიდან, მიუხედავად იმისა, თუ რა დროისთვისაა დანიშნული საქმე განსახილველად. 2. სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სასამართლო უწყებების გამოწერა და მათი შემდგომი მსვლელობის საკითხები განისაზღვრება სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 3. მოსამართლის თანაშემწე თვალყურს ადევნებს დამოწმებული უწყებების დაბრუნებას სასამართლოში. 4. ადრესატის მიერ დამოწმებული და მისთვის ჩაუბარებელი უწყებები ეკერება საქმეში. მუხლი 45🔗. იმ შემთხვევაში, თუ უწყებები არ ჩაბარდა ადრესატს, მოსამართლის თანაშემწე ვალდებულია გაარკვიოს ჩაუბარებლობის მიზეზები, მოახსენოს ეს მოსამართლეს და მისივე მითითებით მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები უწყებათა დროული ჩაბარების უზრუნველსაყოფად. მუხლი 46🔗. სამოქალაქო სამართლის საქმეებზე მოსამართლის თანაშემწე უწყებასთან ერთად მოპასუხეს უგზავნის სასარჩელო განცხადების ასლს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სასარჩელო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების ასლებსაც. მუხლი 47🔗. 1. მოსარჩელეს (მისი თანხმობით) შეიძლება გადაეცეს უწყება, სასამართლოს განცხადების ასლი და მასზე თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. 2. მოსარჩელის ან მოპასუხის თანხმობით მათ შეიძლება ხელზე ჩაბარდეთ საქმეზე გამოძახებული სხვა პირისათვის ჩასაბარებელი უწყება. პირი, რომელსაც თანაშემწემ დაავალა უწყების გადაცემა, ვალდებულია სასამართლოს დაუბრუნოს მისი მეორე ეგზემპლარი – ადრესატის მიერ შესაბამისად დამოწმებული. მუხლი 48🔗. თანაშემწე უზრუნველყოფს ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვა-დაცვას სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში. სასამართლო სხდომის დამთავრების შემდეგ, ნივთიერ მტკიცებულებებს თანაშემწე გადასცემს სასამართლოს კანცელარიას. მუხლი 49🔗. თუ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილია განჩინება ძებნის მოტივით სამართალში მიცემულის მიმართ საქმისწარმოების შეჩერების შესახებ, მოსამართლის თანაშემწე მოსამართლის მიერ ხელმოწერილი თანდართული წერილით განჩინების ასლს უგზავნის რაიონის შინაგან საქმეთა ორგანოებს სასამართლოს ადგილმდებარეობის მიხედვით. მუხლი 50🔗. თუ სისხლის სამართლის საქმე სამართალში მიცემის სტადიაზე მოისპო, მდივანი მოამზადებს მას არქივში ჩასაბარებლად. მუხლი 51🔗. სასამართლოს დადგენილება პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ საქმის მოსპობის თაობაზე დაუყონებლივ ეგზავნება იზოლატორის უფროსს შესასრულებლად. მუხლი 52🔗. თუ გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენი დადგენილია რამდენიმე პირის მიმართ, იზოლატორის უფროსს უნდა გაეგზავნოს განაჩენის იმდენი ასლი ორ ეგზემპლარად, რამდენი გამართლებული ან მსჯავრდებული პირიც იყო წინასწარ პატიმრობაში. მუხლი 53🔗. 1. საქმის შეწყვეტის თაობაზე დადგენილების ასლები ეგზავნებათ ბრალდებულს, დამცველს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ წარმომადგენლებს. 2. საქმე არქივს ბარდება ბრალდებულის პატიმრობიდან განთავისუფლებაზე შეტყობინების მიღების შემდეგ. მუხლი 54🔗. საქმეზე, რომელიც სამართალში მიცემის სტადიაზე ბრუნდება დამატებით გამოძიებაში, სხდომის მდივანი ადგენს წერილს იზოლატორის უფროსის სახელზე წინადადებით – ჩაურიცხოს ბრალდებული წინასწარი გამოძიების იმ ორგანოს, სადაც იგზავნება საქმე. მუხლი 55🔗. საქმის განხილვისა და განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინების (დადგენილების) გამოტანის შემდეგ სასამართლო სხდომის მდივანი: ა) საქმეში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აკერებს: განჩინებასა (დადგენილებას) და საქმის განხილვისას წარმოებულ მიმოწერის მასალებს, კანონით დადგენილი წესით შემოწმებულ და ხელმოწერილ სასამართლო სხდომის ოქმს, საქმეზე თანდართულ ყველა დოკუმენტს, რაც საქმეს მიეთვისა სამსჯავრო განხილვისას მათი შემოსვლის თანმიმდევრობით, განაჩენს ან გადაწყვეტილებას; ბ) ნომრავს საქმის ფურცლებს და აღწერს საქმეში არსებულ დოკუმენტებს; გ) საქმეს თან ურთავს კანონით დადგენილი წესით შევსებულ სტატისტიკურ ბარათებს; დ) გამოწერს აღმასრულებელ ფურცელს. მუხლი 56🔗. 1. განაჩენის, გადაწყვეტილებისა და განჩინების (დადგენილების) ასლს ხელს აწერს მოსამართლე და მოსამართლის თანაშემწე. 2. განაჩენის, გადაწყვეტილებისა და განჩინების (დადგენილების) ასლი დამოწმდება გერბიანი ბეჭდით. 3. თუ ასლი შედგება რამდენიმე ფურცლისაგან, ეს ფურცლები იკერება და დამოწმდება ბეჭდით. მუხლი 57🔗. თუ განაჩენი გადაწყვეტილება, განჩინება (დადგენილება) შესული არ არის კანონიერ ძალაში, გასაცემ ასლზე, ამის შესახებ კეთდება აღნიშვნა. მუხლი 58🔗. 1. დოკუმენტის ასლის გადაღებისას გადასახდელი ბაჟის ოდენობას ან ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების პირობების შესახებ წერილობითი ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე. 2. არაქართული მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში ანალოგიური ინფორმაცია სასურველია გამოქვეყნდეს ამ მოსახლეობისათვის გასაგებ ენაზე. მუხლი 59🔗. არასრულწლოვანისათვის პირობითი სასჯელის შეფარდების ყველა შემთხვევაში, აგრეთვე სასჯელის ისეთი ღონისძიებების გამოყენებისას, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან ან აღმზრდელობითი ხასიათის იძულებით ღონისძიებებთან, განაჩენის ასლი ან განჩინება უნდა გაეგზავნოს არასრულწლოვანთა საქმეების კომისიას მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თავი VII. სასამართლო არქივი მუხლი 60🔗. დასრულებული სასამართლო საქმეები, განრიგები, სააღრიცხვო ჟურნალები, კარტოთეკები და სხვა მასალები ბარდება არქივს ყოველი წლის ბოლო სამუშაო კვირის განმავლობაში. მუხლი 61🔗. 1. სასამართლო არქივში ჩასაბარებლად საქმეებისა და მასალების აღწერილობა დგება არქივების მუშაობის ძირითადი წესების მოთხოვნათა შესაბამისად. 2. აღწერილობას ხელს აწერენ სასამართლოს თავმჯდომარე და არქივის გამგე არქივარიუსი), ხოლო იმ სასამართლოში, სადაც არ არის არქივის გამგის (არქივარიუსის) თანამდებობა – კანცელარიის გამგე. მუხლი 62🔗. 1. არქივში ჩასაბარებელი საქმისა და მასალის ყდაზე, სააღრიცხვო სტატისტიკურ ბარათსა და სარეგისტრაციო ჟურნალზე იწერება აღწერილობის ნომერი და საარქივო ნომერი, რომლითაც აღწერილობის მიხედვით დოკუმენტი ჩაბარდა არქივს. 2. არქივში სასამართლო საქმეები ინახება წლების მიხედვით საარქივო ნომრების შესაბამისად. თავი VIII. მოქალაქეთა მიღება მუხლი 63🔗. 1. რაიონულ (საქალაქო), საოლქო, სააპელაციო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში მოქალაქეთა მიღებას აწარმოებენ სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე და მოსამართლის თანაშემწე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. მოქალაქეთა მიღების დროს განსაზღვრავს სასამართლოს თავმჯდომარე. 3. მოქალაქეთა მიღება წარმოებს სასამართლოს თავმჯდომარის მიერ წინასწარ დადგენილი გრაფიკის მიხედვით. მუხლი 64🔗. 1. მოსამართლე მოქალაქეებს იღებს ღიად, საჯაროდ. 2. დაუშვებელია პროცესის მონაწილე ერთი მხარის ან მისი წარმომადგენლის ინდივიდუალური მიღება მეორე მხარის ან მისი წარმომადგენლის დაუსწრებლად. 3. პროცესის მონაწილე ერთი მხარის ან მისი წარმომადგენლის ინდივიდუალური მიღება დასაშვებია, თუ ამის შესახებ წინასწარ არის ინფორმირებული მეორე მხარე. ამასთან, მას წერილობით უნდა ეცნობოს მოსამართლესთან საუბრის შინაარსი. მუხლი 65🔗. მოსამართლის თანაშემწე, სასამართლო პროცესის მონაწილეთა და მოქალაქეთა მიღებას აწარმოებს საქმეთა სასამართლო სხდომისათვის მომზადებისა და განხილვის მიზნით სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დადგენილი დროისა და გრაფიკის დაცვით. თავი IX. ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვის წესი მუხლი 66🔗. სისხლის სამართლის საქმეზე თანდართული ნივთიერი მტკიცებულებები, ბრალდებულისათვის ჩამორთმეული დოკუმენტები და საგნები, რომლებიც არ წარმოადგენენ ნივთიერ მტკიცებულებებს, აღირიცხება და ინახება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 67🔗. 1. სისხლის სამართლის საქმეზე თანდართული ნივთმტკიცებულებების სასამართლოში მიღება ხდება საგამოძიებო ორგანოების მიერ ნივთიერი მტკიცებულებების შესახებ შედგენილი ცნობის საფუძველზე. 2. საგამოძიებო ორგანოების მიერ ნივთიერი მტკიცებულებების შესახებ შედგენილი ცნობის არარსებობის შემთხვევაში, მოსამართლის თანაშემწე ადგენს აქტს, რომელსაც ხელს აწერს სასამართლოს თავმჯდომარე. მუხლი 68🔗. სასამართლოს მიერ ნივთმტკიცებების ბედის გადაწყვეტის შემდეგ სათანადო დოკუმენტზე (აქტი ნივთმტკიცებების განადგურების შესახებ, იმ ორგანოს ქვითარი, რომელმაც ჩააბარა კონფისკაციის ან რეალიზაციის ქვემდებარე ნივთები და ა.შ.) მითითებით ნივთიერ მტკიცებულებათა აღრიცხვის ჟურნალში უნდა აღინიშნოს, თუ როდის იქნა დადგენილი და როდის აღსრულდა გადაწყვეტილება თავი X. საქმის გაცნობის წესი მუხლი 69🔗. სასამართლოს შენობაში საქმის გაცნობა ხდება ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. მუხლი 70🔗. საქმეები გასაცნობად გაიცემა სასამართლოს თავმჯდომარის ან მოსამართლის ნებართვით: ა) ბრალდებულებსა და დაზარალებულებზე, მხარეებზე, მესამე პირებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებზე – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას; ბ) ადვოკატებზე, რომლებიც საქმეზე მონაწილეობენ პირველ ან ზემდგომ ინსტანციებში, აგრეთვე ადვოკატებზე, რომლებიც ეცნობიან წარმოებით დამთავრებულ საქმეებს – ორდერის წარდგენისას. მუხლი 71🔗. სასამართლო საქმეები იგზავნება ზემდგომი სასამართლოების მოთხოვნით მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში და სასამართლოს თავმჯდომარის წერილობითი განკარგულების საფუძველზე. თავი XI. პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის მუხლი 72🔗. ამ დებულების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე და სასამართლოს აპარატის თანამშრომლები პასუხს აგებენ კანონით დადგენილი წესით.