საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს აპარატის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.03.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №162
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 3, 31/03/1995
261 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს აპარატის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №162 1995 წლის 27 მარტი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს აპარატის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის აგვისტოს №261 ბრძანებულებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის №634 დადგენილების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული სამინისტროს აპარატის სტრუქტურის ძირეულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს აპარატის თანდართული სტრუქტურა. 2. განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს აპარატის მუშაკთა ზღვრული რიცხოვნობა 85 ერთეულით (შენობის დაცვისა და მომსახურე პერსონალის გარეშე). 3. საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრმა სამინისტროს აპარატის ახალი სტრუქტურის შესაბამისად დაამტკიცოს ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგი, მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებები და მოახდინოს შტატების დაკომპლექტება. 4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 6 დეკემბრის №913 დადგენილება. 5. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ დებულების დამტკიცებამდე იხელმძღვანელოს  საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 6 დეკემბრის №913 დადგენილებით დამტკიცებული განათლების სამინისტროს დროებითი დებულებით ხელისუფლების შესახებ კანონის შესაბამისად მიღებული შესწორებების გათვალისწინებით. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                                                                      ო. ფაცაცია დამტკიცებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის “27“ მარტის №162 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს აპარატის სტრუქტურა მინისტრი მინისტრის მოადგილე - 5 სამმართველოები -------------------- სკოლამდელი აღზრდის ინტერნატულ დაწესებულებათა და ბავშვთა უფლებების დაცვის სამმართველო საშუალო განათლების სამმართველო პროფესიულ-ტექნიკური განათლების სამმართველო უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამმართველო აღმზრდელობითი მუშაობის სამმართველო ფიზიკური აღზრდის, სპორტისა და სამხედრო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელი, სამეცნიერო, პედაგოგიური კადრებისა და ორგანიზაციული მუშაობის სამმართველო საგარეო ურთიერთობათა სამმართველო ეკონომიკისა და პროგნოზირების სამმართველო საბუღალტრო აღრიცხვისა და ანალიზის სამმართველო განყოფილებები ------------------- საშუალო სპეციალური განათლების განყოფილება პრესისა და საგამომცემლო საქმიანობის  განყოფილება კაპიტალური მშენებლობისა და სოციალური ბაზის განვითარების  განყოფილება სამობილიზაციო მომზადებისა და სამოქალაქო თავდაცვის  განყოფილება