საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ძირითადი ფუნქციებისა და სტრუქტურის შესახებ
მიღების თარიღი 03.05.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №356
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 5, 03/05/1991
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.05.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ძირითადი ფუნქციებისა და სტრუქტურის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №356
1991 წლის 3 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ძირითადი ფუნქციებისა და სტრუქტურის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 22 ნოემბრის კანონის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო არის მართვის ცენტრალური სახელმწიფო ორგანო რესპუბლიკის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი პოლიტიკის გატარების, განვითარების ანალიზის, პროგნოზირებისა და სტრატეგიის საკითხებში.
2. საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო დარგის ინტერესებიდან გამომდინარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც სავალდებულოა მისდამი დაქვემდებარებული ყველა დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის.
3. საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო რესპუბლიკის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ. ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციების, საწარმოების, დაწესებულებებისა და კოოპერატივების მიერ სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ საკითხებზე საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებათა და განკარგულებათა შესრულებას.
4. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პირობებში საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო მოვალეა უზრუნველყოს:
– მოსახლეობის სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების, სოციალური მომსახურებისა და საპენსიო უზრუნველყოფის გაუმჯობესება;
– დარგში მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის დაჩქარება, არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენება;
– სახალხო მეურნეობის სხვა დარგებთან ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის ურთიერთობის ორგანიზაციულ-ეკონომიკური მექანიზმის სრულყოფა;
– მოსახლეობის ავადობის და დაინვალიდების შემცირებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით ძირითადი პროფილაქტიკურ ღონისძიებათა პროგრამების შემუშავება და მათი რეალიზაციის კოორდინირება, სამედიცინო და სოციალურ-შრომითი რეაბილიტაციის ღონისძიებათა შემუშავება-განხორციელება;
– მოსახლეობის მომარაგება სამკურნალწამლო საშუალებებით და სამედიცინო დანიშნულების სხვა აუცილებელი ნაწარმით;
– ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის დარგში საზღვარგარეთის ქვეყნებთან საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება;
– ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოების საქმიანობისადმი ორგანიზაციული და მეთოდური ხელმძღვანელობა;
– კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის მაღალი დონე;
– რესპუბლიკის სამინისტროების, უწყებების და პრეფექტურების მუშაობის კოორდინაცია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად;
5. განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკთა ზღვრული ოდენობა 163 ერთეულით (შენობის დაცვისა და მომსახურე პერსონალის გარეშე), 1074,0 ათასი მანეთი წლიური შესანახი ხარჯებით, მათ შორის 722,0 ათასი მანეთი — შრომის ანაზღაურების ფონდი.
6. მოწონებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს სტრუქტურა და მისი დაქვემდებარების დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნუსხა, № 1 და № 2 დანართების თანახმად.
ნება დაერთოს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრს დაამტკიცოს სამინისტროს აპარატის საშტატო განრიგი და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს მასში ცვლილებანი სამინისტროსათვის დამტკიცებული შრომის ანაზღაურების ფონდისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
7. განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკთა და სპეციალისტთა შრომის ანაზღაურების პირობები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 20 ნოემბრის № 551 დადგენილებით დამტკიცებული № 6, 9 და 24 ცხრილების მიხედვით.
8. განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს კოლეგია 15 კაცის შემადგენლობით. დაწესდეს, რომ კოლეგიის შემადგენლობაში შედიან მინისტრი, მისი მოადგილეები თანამდებობრივად, აგრეთვე წამყვან სამმართველოთა (განყოფილებათა) უფროსები და ზოგიერთი დაქვემდებარებული ორგანიზაციის ხელმძღვანელები. კოლეგიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.
9. ნება დაერთოს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს იყოლიოს მინისტრის სამი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე.
10. დაუმტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს სამსახურებრივი მსუბუქი ავტომობილების რიცხობრივი ლიმიტი 27 ერთეულის ოდენობით, მათ შორის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკთა მომსახურებისათვის – 10 ერთეული.
11. გაუქმდეს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის დაცვის სამმართველო და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება.
12. გადაეცეს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაქვემდებარებაში თბილისის ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოსა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებებისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციები და დაწესებულებანი 1991 წლის 1 იანვრის მდგომარებით. ამასთან დაკავშირებით დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მოახდინოს შესაბამისი ცვლილებანი რესპუბლიკისა და ადგილობრივ ბიუჯეტებში.
13. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს წარმოუდგინონ 1991 წლის ნოემბრამდე საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის წინადადებანი 1992 წლიდან რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დარგის ღონისძიებათა დაფინანსების ნორმატიული სისტემის ფორმირების შესახებ.
14. საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს და წარმოუდგინოს დებულების პროექტი.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე
დანართი №1
სტრუქტურა
საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა
სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სამმართველო
დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სამმართველო
სასწრაფო-გადაუდებელი და კატასტროფის მედიცინის სამმართველო
თბილისის ჯანმრთელობის დაცვის სამმართველო
მეცნიერებისა და სამედიცინო-კვლევითი დაწესებულებათა სამმართველო
მთავარი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამმართველო
საზღვარგარეთთან სამეცნიერო-პრაქტიკულ ურთიერთობათა სამმართველო
საგარეო ურთიერთობათა სამმართველო
სოციალური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო
საპენსიო უზრუნველყოფის სამმართველო
სოციალური მომსახურების სამმართველო
სამედიცინო სოციალური ექსპერტიზისა და სოციალურ-შრომითი რეაბილიტაციის სამმართველო
საორგანიზაციო-მეთოდური მუშაობისა და სოციოლოგიური კვლევის სამმართველო
კადრებისა და სასწავლო დაწესებულებათა სამმართველო
საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო
სამშენებლო-ტექნიკური სამმართველო
საქმეთა მმართველობა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე
დანართი №2
ნუსხა
საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაქვემდებარების დაწესებულებებსა და ორგანიზაციებისა
I. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები
ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
კანისა და ვენერიულ დაავადებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის გენერაციული ფუნქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
ნ. მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
პ. სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიისა და ნეფროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
სამედიცინო ინფორმაციისა სამეცნიერო ცენტრი
კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
გ. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია
ინფორმატიკისა და კომპლექსური ავტომატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
II. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის დაწესებულებები
ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო
ქუთაისის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო
გ. ტარსაიძის სახელობის თვალის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო
რესპუბლიკური ინფექციური კლინიკური საავადმყოფო
აბასთუმნის ტუბერკულოზურ დაავადებათა რესპუბლიკური საავადმყოფო
კარსანის ტუბერკულოზურ დაავადებათა რესპუბლიკური საავადმყოფო
კოჩუბეის დასახლების მედსანნაწილი
რესპუბლიკური ფსიქიატრიული კლინიკური საავადმყოფო
ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფო
სურამის რესპუბლიკური ფსიქიატრიული საავადმყოფო
წინწკილას რესპუბლიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო
რესპუბლიკური ფსიქონევროლოგიური დაავადმყოფო (წალკის რაიონი, დაბა ბედიანი)
ქვიტირის რესპუბლიკური ფსიქიატრიული საავადმყოფო
სამამულო ომის ინვალიდთა ჰოსპიტალი
რესპუბლიკური ნარკოლოგიური საავადმყოფო
ბავშვთა აღდგენითი მკურნალობის რესპუბლიკური ცენტრი
დამწვრობის ცენტრი
ნ. ანთელავას სახელობის ზუგდიდის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო
სეფსისის საწინააღმდეგო რესპუბლიკური ცენტრი
რესპუბლიკური ენდოკრინოლოგიური ცენტრი
რესპუბლიკური სტომატოლოგიური პოლიკლინიკა
სანიტარიულ-ქიმიური ლაბორატორია
რესპუბლიკური სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სადგური
თბილისის სისხლის გადასხმის სადგური
ფიზკულტურის რესპუბლიკური დისპანსერი
ბათუმის მეზღვაურთა საავადმყოფო
სოხუმის მეზღვაურთა პოლიკლინიკა
ბათუმის მეზღვაურთა სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სადგური
ენგურჰესის სამედიცინო-სანიტარიული ნაწილი
ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო
ფოთის მეზღვაურთა სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სადგური
ინფორმაციისა და სტატისტიკის სამმართველო
თბილისის სასწრაფო დახმარების სადგური
კომპიუტერული მართვის რესპუბლიკური ცენტრი
ფარმაკოლოგიური საშუალებებისა და ბიოსამედიცინო ტექნოლოგიის დანერგვის კომიტეტი
საექიმო-შრომითი ექსპერტიზისა და შრომისუნარიანობის აღდგენის რესპუბლიკური ცენტრი
თბილსის მოხუცებულთა და ინვალიდთა პანსიონატი
ქუთაისის მოხუცებულთა და ინვალიდთა პანსიონატი
ცხინვალის მოხუცებულთა და ინვალიდთა პანსიონატი
მცხეთის ფსიქონევროლოგიური პანსიონატი
თერჯოლის ფსიქონევროლოგიური პანსიონატი
სენაკის ბავშვთა ფსიქონევროლოგიური პანსიონატი
პანსიონატი „კახეთი“
პანსიონატი „ბაზალეთი“
№ 1 რესპუბლიკური საავადმყოფო
№ 2 რესპუბლიკური საავადმყოფო
სურამის ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული საავადმყოფო
რესპუბლიკური კარდიოლოგიური დისპანსერი
ფოთის რესპუბლიკური ფსიქიატრიული საავადმყოფო
რესპუბლიკური სეროლოგიური ლაბორატორია
დიაგნოსტიკის რესპუბლიკური ცენტრი
ანგიოლოგიის რესპუბლიკური ცენტრი
შიდსის რესპუბლიკური ცენტრი
გადაუდებელი საკონსულტაციო სამედიცინო დახმარების რესპუბლიკური სადგური
სამედიცინო სამაშველო სამსახური
რესპუბლიკური სისხლის გადასხმის სადგური
გორის სისხლის გადასხმის სადგური
სოხუმის მეზღვაურთა სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სადგური
რესპუბლიკური სადეზინფექციო სადგური
რესპუბლიკური სანიტარიული განათლების სახლი
სანატორიუმი „ბორჯომი-ლიკანი“
სანატორიუმი „წყალტუბო“
სანატორიუმი „საქართველო“
გაგრის კლიმატურ-ბალნეოლოგიური სარეაბილიტაციო ცენტრი
გაგრის სანატორიუმი „თბილისი“
დასასვენებელი სახლი „მწვანე კონცხი“ – ხელვაჩაურის რაიონი
№ 1 საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება
№ 2 საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება
ქალაქის № 1 კლინიკური საავადმყოფო
ქალაქის № 2 კლინიკური საავადმყოფო
ქალაქის № 3 კლინიკური საავადმყოფო
ქალაქის № 4 კლინიკური საავადმყოფო
თბილისის აღდგენითი თერაპიის საავადმყოფო
თბილისის ტუბერკულოზიანთა საავადმყოფო
თბილისის № 1 ბავშვთა საავადმყოფო
თბილისის № 2 ბავშვთა საავადმყოფო
თბილისის № 3 ბავშვთა საავადმყოფო
თბილისის № 4 ბავშვთა საავადმყოფო
თბილისის № 5 ბავშვთა საავადმყოფო
ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო
თბილისის № 1 სამშობიარო სახლი
თბილისის № 2 სამშობიარო სახლი
თბილისის № 3 სამშობიარო სახლი
თბილისის № 4 სამშობიარო სახლი
თბილისის № 5 სამშობიარო სახლი
თბილისის კანისა და ვენერიულ დაავადებათა № 2 დისპანსერი
თბილისის საექიმო ფიზკულტურის № 1 დისპანსერი
თბილისის ბავშვთა საექიმო ფიზკულტურის № 2 დისპანსერი
თბილისის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი
თბილისის თვალის დისპანსერი
თბილისის ენდოკრინოლოგიური დისპანსერი
თბილისის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სადგური
თბილისის სადეზინფექციო სადგური
თბილისის სასწრაფო დახმარების სადგური
თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი
III. სასწავლო დაწესებულებები
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
თბილისის № 1 სამედიცინო სასწავლებელი
თბილისის № 2 სამედიცინო სასწავლებელი
თბილისის № 3 სამედიცინო სასწავლებელი
ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელი
ზუგდიდის სამედიცინო სასწავლებელი
ოზურგეთის სამედიცინო სასწავლებელი
გორის სამედიცინო სასწავლებელი
თელავის სამედიცინო სასწავლებელი
ახალციხის სამედიცინო სასწავლებელი
ფოთის სამედიცინო სასწავლებელი
ქუთაისის ინვალიდთა პროფტექნიკური სასწავლებელი მედიცინის ისტორიის მუზეუმი
თბილისის საშუალო სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლებელი
ქუთაისის საშუალო სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედი კურსები
IV. სამეურნეოანგარიშიანი დაწესებულებები და ორგანიზაციები
მთავარი სააფთიაქო სამმართველო
სამეურნეოანგარიშიან დაწესებულებათა რესპუბლიკური სამმართველო
კურორტების რესპუბლიკური გაერთიანება
რესპუბლიკური გაერთიანება „საქმედტექნიკა“
მომარაგების სამმართველო
ადმინისტრაციული შენობის ექსპლუატაციის სამმართველო
საცდელ-ექსპერიმენტული საპროთეზო-ორთოპედიული ქარხანა
სპეციალური საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიურო
რესპუბლიკური სანიტარიულ-სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საწარმოო გაერთიანება
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო კანტორა
სარემონტო-სამშენებლო ტრესტი
საქართველოს რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი რესპუბლიკური ფონდი
სპეციალიზებული სარემონტო-სამშენებლო სამმართველო
გასაშვებ-გასამართი სამმართველო „საქენერგოავტომატიკა“
რესპუბლიკური დიაგნოსტიკის ცენტრი
ტრავმატოლოგიის საცდელ-ექსპერიმენტული საწარმო
ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება
ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილება
საინფორმაციო-გამოთვლითი რესპუბლიკური ცენტრი
საკონსულტაციო ბიურო
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე