საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.01.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №83
სარეგისტრაციო კოდი 370012000.00(0).000.000081
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 01/02/1996
23,187 სიტყვა · ~116 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №83 1996 წლის  29 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ დამტკიცდეს და შემოღებულ იქნეს სამოქმედოდ 1996 წლის 1 აპრილიდან თანდართული „საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები”. მინისტრი გენერალ-მაიორი                                                   კ. თარგამაძე საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ დამტკიცდეს და შემოღებულ იქნეს სამოქმედოდ 1996 წლის 1 აპრილიდან თანდართული „საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები”. მინისტრი გენერალ-მაიორი კ. თარგამაძე დანართი „საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოები  წესები  (სუწ – 01-96) „სახანძრო უსაფრთხოების წესები” საქართველოს რესპუბლიკაში, რომელიც მოქმედებაშია 1996 წლის 1-ლ აპრილიდან, ადგენენ სახანძრო უსაფრთხოების ორგანიზაციის წესს ყველა წარმოებასა და დაწესებულებაში, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმის, საქმიანობის სახისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა. რეკომენდებულია ხელმძღვანელი მუშაკების, სპეციალისტებისა და სახლების მფლობელთათვის. 1.1.6 ხანძრების თავიდან აცილების მიზნით და მათთან საბრძოლველი სამუშაოების ჩასატარებლად საწარმოს მუშაკების მიზიდვისთვის ობიექტებზე შესაძლებელია სახანძრო-ტექნიკური კომისიებისა და მოხალისეთა სახანძრო რაზმეულების შექმნა. 1.1.7. საწარმოთა და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ ხელმძღვანელობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კერძო საკუთრების ობიექტების (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, აგარაკების, საბაღე ნაკვეთის სახლების, გარაჟების, საკარმიდამო სათავსების და სხვა) სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ მეპატრონეებს, ხოლო შენობების, ნაგებობების, სათავსების, დანადგარების იჯარისას – მოიჯარეებს. 1.2. საორგანიზაციო ღონისძიებები სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 1.2.1. ყველა საწარმოო, ადმინისტრაციულ, სასაწყობო და დამხმარე შენობებში თვალსაჩინო ადგილებზე უნდა იყოს გამოკრული ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის გამოძახების ტელეფონის ნომრების მაჩვენებლები ფირფიტები. 1.2.2. ღია ცეცხლის გამოყენების, ტრანსპორტის გატარების, თამბაქოს მოწევის და დროებითი ხანძარსაშიში სამუშაოების ჩატარების წესები საწარმოს ტერიტორიაზე დგინდება ზოგადსაობიექტო ინსტრუქციებით სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ. 1.2.3. თითოეულ საწარმოში  ბრძანებით (ინსტრუქციით) უნდა იყოს დამყარებული მათი ხანძარსაშიშროების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი, მათ შორის: შერჩეული და მოწყობილი თამბაქოს მოსაწევი ადგილი; შერჩეული ადგილი და სათავსებში ერთდროულად შესანახი ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების და მზა პროდუქციის დასაშვები რაოდენობა; დადგენილი წვადი ნარჩენებისგან და მტვრისაგან გასუფთავების, აგრეთვე ზეთით გაჟღენთილი სპეცტანსაცმლის შენახვის წესი; დადგენილი ხანძრის შემთხვევაში და სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ ელექტრომოწყობილობების გამორთვის წესი; რეგლამენტირებული ცეცხლის გამოუყენებასთან დაკავშირებული დროებითი და სხვა ხანძარსაშიში სამუშაოების ჩატარების წესი; სამუშაოს დამთავრების შემდეგ შენობის დათვალიერების და დაკეტვის წესი; ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში მუშაკთა მოქმედება; 1. საერთო მოთხოვნები 1.1. ზოგადი დებულებანი 1.1.1. წინამდებარე წესები ადგენენ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე და სავალდებულოა შესასრულებლად ყველა საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის (მიუხედავად საკუთრების ფორმის, მოქმედების სახისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა), მათი მუშაკების, აგრეთვე მოქალაქეების მიერ. სახანძრო უსაფრთხოების წესების დამრღვევი პირები აგებენ სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ, დისციპლინარულ პასუხს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 1.1.2. სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, წინამდებარე წესებთან ერთად აუცილებელია ვიხელმძღვანელოთ სტანდარტებით, სამშენებლო ნორმებით და წესებით, ტექნოლოგიური დაგეგმარების ნორმებით, დარგობრივი და რეგიონალური სახანძრო უსაფრთხოების წესებით და სხვა დადგენილი წესით დამტკიცებული სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა მარეგლამენტირებელი ნორმატიული დოკუმენტებით. დარგობრივმა და რეგიონალურმა სახანძრო უსაფრთხოების წესებმა სახანძრო უსაფრთხოების სფეროში დადგენილი წესით დამტკიცებულმა სხვა ნორმატიულმა დოკუმენტებმა არ უნდა დააქვეითონ წინამდებარე წესების მოთხოვნები. 1.1.3. ყველა ობიექტზე*  ხანძრისას უნდა იყოს უზრუნველყოფილი ადამიანთა უსაფრთხოება, აგრეთვე შემუშავებული იქნეს ინსტრუქციები თითოეული ფეთქებადხანძარსაშიში და ხანძარსაშიში უბნისათვის (სახელოსნო, საამქრო და სხვა სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ სავალდებულო დანართ 1-ის შესაბამისად. 1.1.4. საწარმოთა ყველა მუშაკი დაიშვება სამუშაოდ მხოლოდ ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ, ხოლო მუშაობის სპეციფიკის შეცვლის შემთხვევაში საჭიროა გაიარონ ხელმძღვანელის მიერ შემუშავებული დამატებითი სწავლება შესაძლო ხანძრების თავიდან აცილებისა და ქრობის შესახებ. 1.1.5. ცალკეული ტერიტორიების, შენობების, ნაგებობების, სათავსების, საამქროების, უბნების, ტექნოლოგიური მოწყობილობების და პროცესების, საინჟინრო აღჭურვილობების, ელექტროქსელების და სხვა, სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლებს ნიშნავს საწარმოს ხელმძღვანელი. * შემდეგში – საწარმო ** ობიექტი – ტერიტორია, საწარმო, შენობა, ნაგებობა, სათავსი, გარე დანადგარი, საწყობი, სატრანსპორტო საშუალება, ღია ბაქანი, ტექნოლოგიური პროცესი, მოწყობილობა, ნაწარმი. დადგენილი ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟების და სახანძრო-ტექნიკური მინიმუმების მეცადინეობების ჩატარების წესი და ვადა, აგრეთვე დანიშნული პასუხისმგებელი მათ ჩატარებაზე. 1.2.4. შენობებში და ნაგებობებში (საცხოვრებელი სახლების გარდა) სართულზე 10-ზე მეტი კაცის ერთდროულად ყოფნისას უნდა იყოს შემუშავებული და თვალსაჩინო” ადგილზე გამოკრული ხანძრის შემთხვევებისას ადამიანთა ევაკუაციის გეგმები (სქემები), აგრეთვე უნდა იყოს გათვალისწინებული ადამიანთა შეტყობინების სისტემა (მოწყობილობა) ხანძრის შესახებ. ადამიანთა მასიური თავმოყრის (50 კაცი და მეტი) ობიექტის ხელმძღვანელი, ხანძრების შემთხვევისას ადამიანთა ევაკუაციის სქემისებურ გეგმასთან ერთად ვალლდებულია შეიმუშაოს ინსტრუქცია, რომელშიც განსაზღვრული უნდა იყოს პერსონალის მოქმედება  ადამიანთა უსაფრთხოების და სწრაფი ევაკუაციის უზრუნველსაყოფად. ამ ინსტრუქციის მიხედვით არანაკლებ ნახევარ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს პრაქტიკული საევაკუაციო ვარჯიში  ყველა მუშაკის მონაწილეობით. იმ ობიექტებისათვის, რომლებშიც ხალხი ღამის საათებში იმყოფება (საბავშვო-ბაღები, სკოლა-ინტერნატები, საავადმყოფოები და სხვა) ინსტრუქციაში გათვალისწინებული უნდა იყოს მოქმედების ორი ვარიანტი: დღისა და ღამის საათებში. 1.2.5. საწარმოთა მუშაკები, აგრეთვე მოქალაქეები ვალდებულნი არიან: წარმოებასა და საყოფაცხოვრებო პირობებში დაიცვან დადგენილი წესით დამტკიცებული სტანდარტების, ნორმებისა და წესების მოთხოვნები, აგრეთვე დაიცვან და შეინარჩუნონ ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი; შეასრულონ უსაფრთხოების ზომები აირის ხელსაწყოების, საყოფაცხოვრებო ქიმიის საგნების ხმარებისას, ადვილადაალებადი და წვადი სითხეების, ხანძრის მიხედვით სხვა საშიში ნივთიერებების, მასალებისა და მოწყობილობების გამოყენებით სამუშაოების შესრულებისას; ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინონ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურს და მიიღონ შესაძლო მონაწილეობა ადამიანთა, ქონების გადარჩენისათვის და ხანძრის ლიკვიდაციისათვის. 1.2.6. პირნი, რომელთაც დავალებული აქვთ ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარება (საღამოები, დისკოთეკები, საახალწლო ნაძვის ხესთან ზეიმები, წარმოდგენები და სხვა), ვალდებულნი არიან მათი დაწყების წინ გულდასმით დაათვალიერონ სათავსები და დარწმუნდნენ სახანძრო თვალსაზრისით მათ სრულ მზადყოფნაში. 1.2.7. საწარმოთა ხელმძღვანელები, სადაც გამოიყენება, გადამუშავდება და ინახება საშიში ფეთქებადსაშიში) ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერებანი, ვალდებულნი არიან, ხანძრის ჩასაქრობად და ამ საწარმოებში საავარიო-მაშველი პირველი რიგის სამუშაოების ჩასატარებლად გამოყოფილი პირადი შემადგენლობა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფებს შეატყობინონ მონაცემები ამ ნივთიერებების შესახებ. 1.3. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები ტერიტორიების, შენობების, ნაგებობებისა და სათავსებისათვის 1.3.1. ტერიტორიის მოვლა-პატრონობა 1.3.1.1. დასახლებული პუნქტების და წარმოებების ტერიტორია შენობების, ნაგებობების და ღია საწყობებს შორის ხანძარსაწინააღმდეგო დაცილებების ფარგლებში, აგრეთვე საცხოვრებელი სახლების, სააგარაკო და სხვა შენობების მიმდებარე უბნები უნდა დროულად გასუფთავდეს წვადი ნარჩენების, ნაგვის, ტარის, ჩამოცვენილი ფოთლების, მშრალი ბალახისაგან. წვადი ნარჩენები, ნაგავი და სხვა, უნდა შეგროვდეს სპეციალურად გამოყოფილ მოედნებზე კონტეინერებში ან ყუთებში და შემდეგ უნდა იყოს გატანილი. 1.3.1.2. შენობებსა და ნაგებობებს, სე-ტყის შტაბელებს, დახერხილი ხის მასალებს, სხვა მასალებს და მოწყობილობებს შორის ხანძარსაწინააღმდეგო დაცილებები არ შეიძლება გამოიყენონ მასალის, მოწყობილობების და ტარის შესანახად, ტრანსპორტის სადგომად და შენობებისა და ნაგებობების ასაშენებლად (დასაყენებლად). 1.3.1.3. შენობებთან, ნაგებობებთან, ღია საწყობებთან და ხანძრის ქრობისათვის გამოსაყენებელი წყლის წყაროებთან მიმავალი გზები, მოსავლელები, მისავალები და გასასვლელები, სახანძრო კიბეებთან და სახანძრო ინვენტართან მისადგომები ყოველთვის უნდა იყოს თავისუფალი, გამართულ მდგომარეობაში, ხოლო ზამთარში გაწმენდილი უნდა იყოს თოვლისა და ყინულისაგან. გზების, ან შესასვლელების დაკეტვისას, მათი შეკეთების, ან სხვა მიზეზების გამო, რომელიც ხელს უშლის სახანძრო ავტომობილის გავლას, აუცილებელია დაუყოვნებლივ ეცნობოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის რაიონულ ქვედანაყოფს. გზების დაკეტვის წინ შესაკეთებელ უბანსა და წყლის წყაროს მისასვლელების სათანადო ადგილებში უნდა იყოს დაყენებული შემოვლის მიმართულების მაჩვენებლები ან მოწყობილი გადასასვლელები. 1.3.1.4. დროებითი ნაგებობები, ფარდულები, ჯიხურები და სხვა უნდა განლაგდნენ სხვა შენობებიდან და ნაგებობებიდან არანაკლებ 15 მ-ის მოშორებით  (გარდა შემთხვევისა, როცა სხვა ნორმებით მოითხოვება უფრო ხანძარსაწინააღმდეგო დაცილებებში) ან ხანძარსაწინააღმდეგო კედლებთან. ცალკეული ბლოკ-კონტეინერული შენობები დასაშვებია განლაგდნენ ჯგუფში არაუმეტეს 10 შენობისა და არაუმეტეს 800 კვ.მ-ის ფართზე. მანძილი ამ შენობების ჯგუფებს შორის და სხვა შენობებამდე, სავაჭრო ჯიხურებამდე და სხვა, უნდა მივიღოთ არანაკლებ 15 მ. 1.3.1.5. სასაწყობებისა და ბაზების ტერიტორიებზე და სათავსებში, პურის მიმღებ პუნქტებში, სავაჭრო ობიექტებზე, ადვილადაალებადი სითხეების, წვადი სითხეების და აირების მოპოვების, გადამუშავების და შენახვის ობიექტებზე, ყველა სახის ასაფეთქებელი ნივთიერებების საწარმოებში, ფეთქებადხანძარსაშიშ და ხანძარსაშიშ უბნებზე, საბავშვო სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში, მარცვლეულის მასივებში თამბაქოს მოწევა აკრძალულია. 1.3.1.6. არ დაიშვება კოცონების გაჩაღება, ნარჩენების და ტარის დაწვა საპროექტო ნორმებით დადგენილი ხანძარსაწინააღმდეგო დაცილებების ფარგლებში (შენობებიდან და ნაგებობებიდან – არანაკლებ 50 მ სიახლოვით). ნარჩენებისა და ტარის დაწვა უნდა განხორციელდეს. ამ მიზნებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში მომსახურე პერსონალის მეთვალყურეობით. 1.3.1.7. საწარმოების ბაზების, საწყობების და სხვა ობიექტების ტერიტორიას უნდა ჰქონდეს გარე განათება, რომელიც საკმარისი იქნება ხანძარსაწინააღმდეგო წყლის წყაროების, გარე სახანძრო კიბეების, შენობებსა და ნაგებობებში შესასვლელების სწრაფი პოვნისათვის. 1.3.1.8. შიგასაობიექტო რკინიგზის ლიანდაგებზე გადასავალები და  გადასასვლელები უნდა იყოს თავისუფალი სახანძრო ავტომობილის გასავლელად და ჰქონდეს ნაფენები რელსების ზედაპირის დონეზე. ვაგონების დგომა გადასასვლელებზე ლოკომოტივის გარეშე არ დაიშვება. გადასასვლელების რაოდენობა ლიანდაგებზე უნდა იყოს არანაკლებ ორის. 1.3.1.9.საცხოვრებელი სახლების, სააგარაკო და საბაღო დასახლებების, საზოგადოებრივ და სამოქალაქო შენობების ტერიტორიის ღია მოედნებსა და ეზოებში ადვილადაალებადი სითხეებით და წვადი სითხეებით შევსებული ტარის, აგრეთვე შეკუმშული და თხევადი აირის ბალონების დატოვება არ დაიშვება. 1.3.1.10. წიწვიანი ტყეების მასივებში განლაგებული ბავშვთა გამაჯანსაღებელი ბანაკების ტერიტორიას უნდა ჰქონდეს პერიმეტრზე მინერალიზებული ზოლი არანაკლებ 3 მ სიგანისა. 1.3.2. შენობების, ნაგებობების, სათავსების მოვლა-პატრონობა 1.3.2.1. ყველა წარმოებების და საწყობების სათავსებისთვის უნდა იყოს განსაზღვრული ფეთქებადსაშიში და ხანძარსაშიში კატეგორიები, აგრეთვე ზონის კლასი ელექტროდანადგარების მოწყობის წესების მიხედვით, რომლებიც უნდა იყოს აღნიშნული სათავსების კარებებზე. მაღალი ხანძარსაშიშროების მქონე მოწყობილობების ახლოს უნდა გამოიკრას უსაფრთხოების სტანდარტული ნიშნები (ანშლაგები, ფირფიტები). გამოუკვლევი ფეთქებადხანძარსაშიში მახასიათებლების მქონე ან სერტიფიკატის არმქონე მასალებისა და ნივთიერებების გამოყენება წარმოების პროცესში, აგრეთვე მათი ერთობლივი შენახვა სხვა მასალებთან და ნივთიერებებთან არ დაიშვება. 1.3.2.2. სათავსების, შენობებისა და ნაგებობების ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და დანადგარები (კვამლსაწინააღმდეგო დაცვა, სახანძრო ავტომატიკის საშუალებები, ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემები, ხანძარსაწინააღმდეგო კარებები, სარქველები, სხვა დამცავი მოწყობილობები ხანძარსაწინააღმდეგო კედლებში, გადახურვებში და სხვა) მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ გამართულ სამუშაო მდგომარეობაში. კარებების თვითდამკეტი მოწყობილობა უნდა იმყოფებოდეს გამართულ მდგომარეობაში. არ დაიშვება რაიმე სამარჯვის დაყენება, რომელიც ხელს შეუშლის ხანძარსაწინააღმდეგო ან კვამლსაწინააღმდეგო კარებების (მოწყობილობების) ნორმალურ დაკეტვას. 1.3.2.3. არ დაიშვება სამუშაოების ჩატარება გაუმართავ მოწყობილობებზე, დანადგარებსა და დაზგებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი, აგრეთვე იმ საკონტროლო-საზომ ხელსაწყოებსა და ტექნოლოგიურ ავტომატიკაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ტემპერატურის, წნევის და უსაფრთხოების პირობებით რეგლამენტირებელი სხვა პარამეტრების მიცემული რეჟიმის კონტროლს. 1.3.2.4. სამშენებლო კონსტრუქციების, წვადი მოსაპირკეთებელი და თბოსაიზოლაციო მასალათა, დანადგარების ლითონის საყრდენების ცეცხლდამცავი საფარების (ბათქაში, სპეციალური საღებავი, შემოგლესა, ლაქი და სხვა ცეცხლდამცავი თვისებების გაუარესების და დაკარგვის ჩათვლით) დარღვევები იყოს დაუყოვნებლივ აღმოფხვრილი. ნორმატიულ მოთხოვნილებათა შესაბამისად დამუშავებული (გაჟღენთილი) ხის კონსტრუქციები და ქსოვილები დამუშავების (გაჟღენთვის) მოქმედების ვადების გასვლისთანავე და იმ შემთხვევაში, როცა დამცავ შედგენილობებს დაკარგული აქვთ ცეცხლდამცავი თვისებები, ხელმეორედ უნდა იყოს დამუშავებული (გაჟღენთილი). ცეცხლდამცავი დამუშავების (გაჟღენთვის) მდგომარეობა უნდა იყოს შემოწმებული არანაკლებ ორჯერ წელიწადში. 1.3.2.5.ხანძარსაწინააღმდეგო კედლების, გადახურვების და შემზღუდავი კონსტრუქციების, სხვადასხვა საინჟინრო და ტექნოლოგიური კომუნიკაციების გადაკვეთის ადგილებში წარმოშობილი ნახვრეტები და ღრეჩოები უნდა იყოს შევსებული დუღაბით ან სხვა უწვადი მასალით, რომლებიც უზრუნველყოფენ ცეცხლმედეგობის საჭირო ზღვარს და კვამლისა და აირის შეუღწევადობას. 1.3.2.6. სათავსების გადაგეგმარების შემთხვევაში, მათი ფუნქციონალური დანიშნულების შეცვლისას ან ახალი ტექნოლოგიური დანადგარების დამონტაჟებისას, უნდა იყოს დაცული სამშენებლო და ტექნოლოგიური პროექტი მოქმედი ნორმებით გათვალისწინებული ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნები. სათავსების იჯარით გაცემის შემთხვევაში მოიჯარის მიერ უნდა იყოს შესრულებული. მოცემული ტიპის შენობებისათვის ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების მოთხოვნები. 1.3.2.7. თეატრები, ნავთობბაზები და სხვა სახანძრო თვალსაზრისით პოტენციურად საშიში საწარმონი უნდა იყოს უზრუნველყოფილი პირდაპირი სატელეფონო კავშირით ახლომდებარე ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფთან ან დასახლებული პუნქტების ცენტრალური სახანძრო კავშირგაბმულობის პუნქტთან. 1.3.2.8. საწარმოების, შენობების და ნაგებობების სათავსებში (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების გამოკლებით) აკრძალულია: სარდაფებში და ცოკოლის სართულებში ადვილადაალებადი და წვადი სითხეების, დენთის, ფეთქებადი ნივთიერებების, აირის ბალონების, აეროზოლის პაკეტებში დაფასოებული საქონლის, ცელულოიდის, სხვა ფეთქებადხანძარსაშიში მასალებისა და ნივთიერებების შენახვა და გამოყენება გარდა შემთხვევებისა, რომლებიც აღნიშნულია მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებში; გამოიყენონ სხვენები, ტექნიკური სართულები, სავენტილაციო კამერები და სხვა ტექნიკური სათავსები საწარმოო უბნების, სახელოსნოების განსათავსებლად, აგრეთვე პროდუქციის, მოწყობილობების, ავეჯის და სხვა საგნების შესანახად; საკუჭნაოების, ჯიხურების, ფარდულების და სხვა სალიფტე ჰოლებში განთავსება; წვადი მასალების საწყობების და სახელოსნოების, აგრეთვე სხვა სამეურნეო სათავსების სარდაფებში და ცოკოლის  სართულებში მოწყობა, თუ მათში შესასვლელი არ არის იზოლირებული საერთო კიბის უჯრედისაგან; პროექტით გათვალისწინებული ვესტიბიულების და ჰოლების, დერეფნების, ტამბურების და კიბის უჯრედების კარებების მოხსნა; აივნების და ლოჯიების კარებების, საძრომების, მომიჯნავე სექციებში გადასასვლელების, გარე საევაკუაციო კიბეებზე გასასვლელების ჩახერგვა ავეჯით, მოწყობილობებით და სხვა საგნებით; სათავსების გაწმენდა და ტანსაცმლის გარეცხვა ბენზინის, ნავთის, სხვა ადვილადაალებადი და წვადი სითხეების გამოყენებით, აგრეთვე გაყინული მილების გაცხელება სარჩილი ლამპით და ღია ცეცხლის გამოყენების სხვა მეთოდებით; შეზეთილი გასაწმენდი მასალების აულაგებლად დატოვება; ფანჯრებზე ყრუ გისოსების დაყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ნებადართულია დადგენილი წესით დამტკიცებული ნორმებითა და წესებით; ლოჯიების და აივნების შემინვა, რომლებიც ხანძრის შემთხვევაში განეკუთვნება უსაფრთხოების ზონებს; კიბის უჯრედებზე და დერეფნებში საკუჭნაოების მოწყობა, აგრეთვე კიბის საფეხურების ქვეშ და მათ მოედნებზე, ნივთების, ავეჯის და სხვა წვადი მასალების შენახვა (კიბის საფეხურების ქვეშ  პირველ და ცოკოლის სართულებში დაიშვება მხოლოდ ცენტრალური გათბობის მართვის კვანძების, წყალსაზომი კვანძის და ელექტროფარის სათავსების მოწყობა, რომლებიც გადაიღობება უწვადი მასალისგან დამზადებული ტიხრებით); საწარმო და სასაწყობო შენობების სათავსებში (გარდა ცეცხლმედეგობის V ხარისხის შენობებისა) ანტრესოლების, აგრეთვე კონტორულას და წვადი და ძნელადწვადი მასალებისგან და ფურცლოვანი ლითონისგან ჩაშენებული სათავსების მოწყობა. 1.3.2.9. შენობებისა და ნაგებობების სახურავებზე გარე სახანძრო კიბეები და მოაჯირი უნდა იმყოფებოდეს გამართულ მდგომარეობაში და წელიწადში არანაკლებ ორჯერ გამოიცადოს სიმტკიცეზე. 1.3.2.10. იმ სათავსებში, რომლებსაც გააჩნიათ ერთი საევაკუაციო გასასვლელი დაშვებულია ღონისძიებების ჩატარება არაუმეტეს 50 კაცის დასწრებით. ცეცხლმედეგობის IV, და V ხარისხის შენობებში ხალხთა მასიური თავშეყრა (50 კაცი და მეტი) დაშვებულია პირველ სართულის სათავსებში. 1.3.2.11. სხვენების, ტექნიკური სართულების და სარდაფების ფანჯრები უნდა იყოს შემინული, მათი კარებები კი  იმყოფებოდეს დაკეტილ მდგომარეობაში. კარებებზე უნდა იყოს ნაჩვენები გასაღების შენახვის ადგილი. შენობების და ნაგებობების სარდაფის და ცოკოლის სართულების სინათლის ღიობის თანაორმოები რეგულარულად უნდა გასუფთავდეს წვადი ნაგავისგან. აღნიშნული ღიობების და ფანჯრების ყრუდ დაკეტვა არ დაიშვება. 1.3.2.12. ნავთის ლამპები (ფარნები) საიმედოდ უნდა ჩამოიკიდოს ჭერზე და ჰქონდეს ლითონის დამცველი ხუფები. მანძილი ლამპის ხუფიდან ან ფარანის სახურავიდან ჭერის წვად (ძნელადწვად) კონსტრუქციებამდე უნდა იყოს არანაკლებ 70 სმ. ხოლო წვად (ძნელადწვად) კედლებამდე – არანაკლებ 20 სმ. კედელზე საიმედოდ მიმაგრებულ ნავთის ლამპებს (ფარნებს) უნდა ჰქონდეს ლითონის ამრეკლები. ფარნებსა და მაგიდის ნავთის ლამპებს უნდა ჰქონდეთ მყარი ფუძე. 1.3.2.13. ნავთქურების, ნავთგაზქურების და პრიმუსების ბენზინით და სატრაქტორო ნავთით გამართვა არ დაიშვება. 1.3.2.14. სანახაობრივი, სასადილო, საგამოფენო, სავაჭრო, საბირჟო, საკულტო და სხვა დარბაზებში (სათავსებში),ტრიბუნებზე, აგრეთვე ხალხის მასიური თავმოყრის სხვა სათავსებში, დამსწრეთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს საპროექტო ნორმებით დადგენილ რაოდენობას ან ანგარიშით განსაზღვრულ რაოდენობას, რომელიც ემყარება საევაკუაციო გზების გამტარუნარიანობას. ცელულოიდის სათამაშოებით, აგრეთვე ცეცხლდამცავი შედგენილობებით გაუჟღენთავი ბამბითა და მარლით ნაძვის ხის მორთვა; ჩააცვან ბავშვებს ადვილადწვადი მასალებისაგან დამზადებული კოსტუმები; ცეცხლთან დაკავშირებული, სამღებრო და სხვა ხანძარსაშიში და ფეთქებადხანძარსაშიში სამუშაოების ჩატარება; სათავსის დასაბნელებლად ფანჯრებზე დარაბების გამოყენება; რიგებს შორის გასასვლელების სიგანის შემცირება და გასასვლელებში დამატებით სავარძლების, სკამების და ა.შ. დადგმა; სპექტაკლებისა და დადგმების დროს შენობებში სინათლის მთლიანად ჩაქრობა; დადგენილ ნორმებზე ზევით სათავსების ხალხით გადატვირთვა; სცენაზე და დარბაზებში ღონისძიებების ჩატარებისას უნდა იყოს ორგანიზებული ნებაყოფლობით სახანძრო რაზმეულთა ან საწარმოს სახანძრო დაცვის პასუხისმგებელ პირთა მორიგეობა. 1.3.3. საევაკუაციო გზები 1.3.3.1. საევაკუაციო გასასვლელების რაოდენობა, მათი ზომები, განათების პირობები და დაუკვამლიანობის უზრუნველყოფა, აგრეთვე საევაკუაციო გზების სიგრძეები უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო პროექტირების ხანძარსაწინააღმდეგო ნორმებს. 1.3.3.2. საევაკუაციო გასასვლელების ყველა კარი თავისუფლად უნდა იღებოდეს სათავსიდან გასასვლელის მხარეს. სათავსებში ხალხის ყოფნისას კარებები შეიძლება დაიკეტოს მხოლოდ შიგა ადვილადგასაღები საკეტით. 1.3.3.3. აკრძალულია: გასასვლელების, დერეფნების, ტამბურების, გალერეების, ლიფტის ჰოლების, კიბის ბაქნების, კიბის საფეხურებისა და საძრომების ავეჯით, კარადებით,  მოწყობილობებით, სხვადასხვა მასალით და მზა პროდუქციით ჩახერგვა, აგრეთვე საევაკუაციო გასასვლელების კარების გაჭედვა; გასასვლელების ტამბურებში (ბინებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელ სახლების გამოკლებით ტანსაცმლის ნებისმიერი კონსტრუქციის საშრობების, ტანსაცმლის საკიდებისა და გარდერობების მოწყობა, აგრეთვე ყოველგვარი ინვენტარისა და მასალის შენახვა (მათ შორის დროებითი); საპროექტო ნორმებში საანგარიშო მონაცემების უქონლობის შემთხვევაში უნდა იყოს მიღებული დარბაზებიდან ხალხის ევაკუაციის უზრუნველყოფის დრო- 2 წუთი, ხოლო საანგარიშო ფართი თითო დამსწრეზე – 0,75 კვ.მ. 1.3.2.15. გახმარებული საწმენდი მასალის შესაგროვებლად უნდა დაიდგას ლითონის ყუთები მჭიდროდ დასაკეტი სახურავებით. ცვლის დამთავრების შემდეგ ყუთები უნდა იყოს გატანილი შენობიდან. 1.3.2.16. ზეთებთან, ლაქებთან, საღებავებთან და სხვა  ადვილადაალებად და წვად სითხეებთან მომუშავე პირთა სპეცტანსაცმელი უნდა ინახებოდეს ჩამოკიდებულ მდგომარეობაში ლითონის კარადებში, რომლებიც უნდა იყოს მოთავსებული სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში. 1.3.2.17. ერთზე მეტსართულიან ვიტრაჟებიან შენობებში არ დაიშვება ყოველი იმ კვამლგაუმტარი უწვად დიაფრაგმების კონსტრუქციების დარღვევა, რომლებიც დაყენებულია ვიტრაჟებში თითოეული სართულის დონეზე. 1.3.2.18. საახალწლო დღესასწაულების და ხალხის მასიური თავშეყრის სხვა ღონისძიებების ორგანიზაციისა და ჩატარებისას: დაიშვება მხოლოდ ისეთი სათავსებით სარგებლობა, რომლებიც უზრუნველყოფილია არანაკლებ 2 საევაკუაციო გასასვლელით, პასუხობს საპროექტო ნორმების მოთხოვნებს, არ გააჩნია ფანჯრებზე გისოსები და განლაგებულია წვადი გადახურვიანი შენობების პირველ ორ სართულზე; ნაძვის ხე უნდა დაიდგას მყარ ფუძეზე და ისე, რომ მისი ტოტები არ ეხებოდეს კედელსა და ჭერს; სათავსებში ელექტროგანათების უქონლობისას ღონისძიებები ნაძვის ხესთან უნდა ჩატარდეს მხოლოდ დღის სინათლეზე; ილუმინაცია უნდა იყოს შესრულებული ელექტროდანადგარების მოწყობის წესების დაცვით. ელექტროგანათების ქსელის გამოყენებისას დამწევი ტრანსფორმატორების გარეშე ნაძვის ხეზე შეიძლება გამოიყენებოდეს გირლანდები მხოლოდ მიმდევრობით ჩართული 12 ვოლტამდე ძაბვის ნათურებით, ნათურების სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 25 ვატს; ილუმინაციის გაუმართავობის აღმოჩენის შემთხვევაში (გაყვანილობის გადახურება, ნათურის ციმციმი, ნაპერწკლიანობა და სხვა) დაუყოვნებლივ უნდა იყოს გაუდენურებული. აკრძალულია: რკალური პროჟექტორების, სანთლების და ტკაცუნების გამოყენება, ფეიერვერკების ანთება და სხვა ხანძრის გამომწვევი გამანათებელი ხანძარსაშიში ეფექტების მოწყობა; საევაკუაციო გზებზე ზღურბლების, ტურნიკეტების, გასაწევი, ასაწევი და მბრუნავი კარებების და ხალხის თავისუფალი ევაკუაციის დამაბრკოლებელი სხვა მოწყობილობების მოწყობა; საევაკუაციო გზებზე (ცეცხლმედეგობის V ხარისხის შენობების გარდა) კედლებისა და ჭერების, ხოლო კიბის უჯრედებზე – საფეხურებისა და ბაქნების გასაწყობად, მოსაპირკეთებლად, შესაღებად წვადი მასალების გამოყენება; კიბის უჯრედების, დერეფნების, ჰოლებისა და ტამბურების თვითჩამკეტი კარებების ღია მდგომარეობაში ფიქსირება (თუ ამ მიზნისთვის არ გამოიყენება ხანძრებისას ავტომატური ამოქმედების მოწყობილობა), აგრეთვე მათი მოხსნა; საჰაერო ზონის ჟალიუზების შემინვა ან დაკეტვა დაუკვამლიანებული კიბის უჯრედებში; კარებების და ფრამუგების შემინვისას არმირებული მინის ჩვეულებრივი შეცვლა. 1.3.3.4. სათავსებში ტექნოლოგიური, საგამოფენო და სხვა მოწყობილობების განლაგებისას უნდა იყოს უზრუნველყოფილი (საპროექტო ნორმების შესაბამისად) კიბის უჯრედებისკენ და სხვა საევაკუაციო გზებისკენ მიმართული საევაკუაციო გასასვლელები. 1.3.3.5. ხალხის მასიური თავშეყრის შენობებში ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში მომსახურე პერსონალს უნდა ჰქონდეს ელექტრო ფარნები. ფარნების რაოდენობას ადგენს ხელმძღვანელი ობიექტის სპეციფიკის, მორიგე პერსონალის არსებობის შენობაში მყოფი ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით, მაგრამ არანაკლებ ერთისა მორიგე პერსონალის თითოეულ მუშაკზე. 1.3.3.6. ხალხის მასიური თავმოყრის სათავსებში იატაკზე საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული ხალიჩები და იატაკის სხვა საფენები: 1.4. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები ელექტროდანადგარებისათვის 1.4.1. ელექტროდანადგარები უნდა იყოს დამონტაჟებული და გამოყენებული ელექტროდანადგარების მოწყობის წესების,  ელექტროდანადგარების მომხმარებლების მიერ ტექნიკური ექსპლუატაციის წესების, მომხმარებლების მიერ ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას ტექნიკური უსაფრთხოების წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად. 1.4.2. ელექტროძრავები, მართვის აპარატები, გამშვებმარეგულირებელი, საკონტროლო საზომი და დამცავი აპარატურა, დამხმარე მოწყობილობები და გაყვანილობები უნდა იყოს დამზადებული და ჰქონდეს დაცვის ხარისხი ელექტროდანადგარების მოწყობის წესების ზონის კლასის შესაბამისად, აგრეთვე უნდა ჰქონდეს მოკლე ჩართვის დენებისგან და გადატვირთისგან დამცავი აპარატები. 1.4.3. ყველა სათავსებში (მიუხედავად მათი დანიშნულებისა), რომლებიც სამუშაოს დამთავრებისას იკეტება და მორიგე პერსონალის მიერ არ კონტროლდება, ყველა ელექტროდანადგარი და ელექტროხელსაწყო უნდა იყოს გაუდენურებული (გარდა მორიგე და საავარიო განათებისა, ხანძრის ქრობის ავტომატური დანადგარებისა, სახანძრო და დაცვის სიგნალიზაციისა, აგრეთვე დღეღამის განმავლობაში ტექნოლოგიის მოთხოვნით მომუშავე ელექტროდანადგარებისა). 1.4.4. არ დაიშვება ელექტროგადამცემი საპაერო ხაზებისა და გარე ელექტროსადენების წვად სახურავებზე, ფარდულებზე და წვადი მასალების (შტამპელების, ზვინების) ღია საწყობებზე ზემოდან გაყვანა. 1.4.5. ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის დროს აკრძალულია: ელექტროაპარატებისა და ხელსაწყოების ისეთ პირობებში გამოყენება, რომლებიც არ შეესაბამება დამამზადებელი საწარმოების რეკომენდაციებს, ინსტრუქციებს), ან არიან გაუმართავნი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი, აგრეთვე დაზიანებული, ან იზოლაციის დამცავი თვისებებდაკარგული სადენებისა და კაბელების ხმარება; დაზიანებული როზეტების, გამთიშველების, სხვა ელექტროდანადგარული ნაწარმის გამოყენება; ელექტროლამპებზე და სანათებზე ქაღალდის, ქსოვილის და სხვა წვადი მასალის შემოხვევა, აგრეთვე მათი ექსპლუატაცია მოხსნილი ხუფებით (საბნეველებით); ელექტროუთოების, ელექტროღუმელების, ელექტროჩაიდნების და სხვა ელექტროგამახურებელი ხელსაწყოების უწვადი მასალისგან დამზადებული ქვესადგამების გარეშე გამოყენება; ქსელში ჩართული ელექტროგამახურებელი ხელსაწყოების, ტელევიზორების, რადიომიმღებების და სხვა უმეთვალყურეოდ დატოვება; არასტანდარტული (თვითნაკეთი) ელექტროგამახურებელი ხელსაწყოების გამოყენება არაკალიბრებული მდნობი ჩასადგმელების ან სხვა თვითნაკეთი გადატვირთებისგან და მოკლე ჩართვებისაგან დამცავი აპარატების ხმარება; სასაწყობო სათავსების, ხანძარსაშიში და ფეთქებადხანძარსაშიში ზონების გავლით ტრანზიტული ელექტროგაყვანილობის და საკაბელო ხაზების გატარება. 1.4.6. ურთიერთდარეზერვების წრედებს, მუშა და საავარიო განათების, წრედების კვებისა და მართვის კაბელების ერთ მილში, ლითონის სახელოში, კონაში, სამშენებლო კონსტრუქციების ჩაკეტილ არხში, ან ერთ ღარში ერთობლივი გაყვანა არ დაიშვება. 1.4.7. შუქის მანიშნებლები „გასასვლელი” უნდა იმყოფებოდეს გამართულ მდგომარეობაში მუდმივად ჩართული სანახაობრივ, სადემონსტრაციო, საგამოფენო და სხვა დარბაზებში ისინი შეიძლება ჩაირთოს მხოლოდ ღონისძიებების ჩატარების დროს (ხალხის თავმოყრისას). 1.4.8 პერსონალური ელექტრონული სანათები უნდა იყოს შესრულებული მოქნილი ელექტროსადენის გამოყენებით, მოწყობილი მინის ხუფებით, აგრეთვე დაცული ბადეებით და აღჭურვილი ჩამოსაკიდი კაუჭებით. 1.4.9. სოფიტების მოწყობისას აუცილებელია მხოლოდ უწვადი მასალების გამოყენება, ხოლო მათი კორპუსები უნდა იყოს იზოლირებული დამჭერი გვარლებისგან. პროჟექტორები და სოფიტები წვადი კონსტრუქციებიდან და მასალებიდან უნდა იყოს განლაგებული არანაკლებ 0,5 მ მანძილზე, ხოლო ლინზური პროჟექტორები – არანაკლებ 2 მ. პროჟექტორების და სოფიტების შუქის ფილტრები უნდა იყოს დამზადებული უწვადი მასალებისგან. 1.4.10. ელექტროღუმელების ექსპლუატაცია თერმორეგულატორების მოწყობის გარეშე არ დაიშვება. 1.5. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები გათბობის და ვენტილაციის სისტემებისთვის 1.5.1. გათბობის სეზონის დაწყების წინ ღუმელები, საქვაბეებში, თბოგენერატორები და კოლორიფული დანადგარები, გათბობის სხვა ხელსაწყოები და სისტემები უნდა იყოს შემოწმებული და შეკეთებული. გაუმართავი ღუმელების და გათბობის სხვა ხელსაწყოების ექსპლუატაცია არ დაიშვება. 1.5.2. ღუმელებსა და გათბობის სხვა ხელსაწყოებს უნდა ჰქონდეთ ნორმებით დადგენილი ხანძარსაწინააღმდეგო დაცილებები წვადი კონსტრუქციებიდან, აგრეთვე ამოუწვავი და დაუზიანებელი საცეცხლესწინა ფურცელი ზომებით არანაკლებ 0.5 0.7 მ (ხის ან სხვა წვადი მასალის იატაკზე). 1.5.3. კვამლსადენების და ღუმელების გასუფთავება ჭვარტლისგან აუცილებელია გათბობის სეზონის დაწყების წინ, აგრეთვე მთელი სეზონის განმავლობაში არანაკლებ შემდეგი სიხშირისა: გათბობის ღუმელებისთვის – სამ თვეში ერთხელ; უწყვეტი მოქმედების ღუმელებისა და კერებისთვის – ორ თვეში ერთხელ; სამზარეულოს ქურებისა და სხვა უწყვეტი (ხანგრძლივი) გათბობის ღუმელებისთვის – თვეში ერთხელ. 1.5.4. სათბობსადენის ყოველი საქვაბის მფრქვევანაზე და თბოგენერატორის დანადგარებზე უნდა იყოს დაყენებული არანაკლებ ორი ვენტილი: ერთი საცეცხლესთან, მეორე – საწვავის საცავთან. 1.5.5. საწარმოთა და დასახლებული პუნქტების საქვაბეებისა და სხვა თბომწარმოებელი დანადგარების ექსპლუატაციისას არ დაიშვება: სამუშაოდ იმ პირთა დაშვება, რომლებსაც არ აქვთ გავლილი სპეციალური სწავლება და არა აქვთ მიღებული შესაბამისი საკვალიფიკაციო მოწმობები; საქვაბისა და თბოგენერატორების სათავსებში თხევადი საწვავის შენახვა; იმ ნავთობპროდუქტების ნარჩენებისა და სხვა ადვილადაალებადი და წვადი სითხეების სათბობის სახით გამოყენება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული მოწყობილობების ექსპლუატაციის ტექნიკური პირობებით. აკრძალულია: თბომწარმოებელი დანადგარების ექსპლუატაცია საწვავმიმწოდებელი სისტემიდან თხევადი საწვავის შედინებისას (აირის გაპარვისას); საწვავის მიწოდება მფრქვევანების ან აირის სანთურის ჩაქრობისას; დანადგარების ანთება მათი წინასწარი გაქრევის გარეშე; მუშაობა საკონტროლო და მარეგულირებელი ხელსაწყოების გაუმართაობისას ან გამორთვისას, აგრეთვე მათი უქონლობის შემთხვევაში; საქვაბეებზე და ორთქლგამტარებზე რაიმე წვადი მასალების გაშრობა. 1.5.6. საღუმელე გათბობის ექსპლუატაციისას აკრძალულია: ანთებული ღუმელების უმეთვალყუროდ დატოვება, აგრეთვე მათზე მეთვალყურეობის დავალება მცირეწლოვან ბავშვებზე; საწვავის, სხვა წვადი ნივთიერებების და მასალების საცეცხლესწინა ფურცელზე დაწყობა; ღუმელების შესანთებად ბენზინის, ნავთის, დიზელის საწვავისა და სხვა ადვილადაალებადი და წვადი სითხეების გამოყენება; ნახშირით, კოქსით და აირით ისეთი ღუმელების გახურება, რომლებიც ამ სახის საწვავებისთვის არ არის განკუთვნილი; ღუმელების დანთება იმ დროს, როდესაც სათავსებში მიმდინარეობს კრებები და სხვა მასობრივი ღონისძიებები; სავენტილაციო და აირის არხების კვამლსადენებად გამოყენება; ღუმელების გადახურება. 1.5.7. ღუმელების გახურება შენობებში და ნაგებობებში (გარდა საცხოვრებელი სახლებისა) უნდა შეწყდეს არანაკლებ ორი საათით ადრე სამუშაოს დამთავრებამდე, ხოლო საავადმყოფოებში და დღეღამის განმავლობაში მომუშავე სხვა ობიექტებზე – ორი საათით ადრე ძილის წინ. დღის საბავშვო დაწესებულებებში ღუმელების გახურება უნდა იყოს დამთავრებული ბავშვების მოსვლამდე ერთი საათით ადრე. საცეცხლეებიდან გამონახვეტ ნაცარს და წიდას უნდა დაესხას წყალი და გატანილი იყოს მათთვის სპეციალურად გამოყოფილ უსაფრთხო ადგილზე. 1.5.8. არ დაიშვება ლითონის იმ ღუმელების დაყენება, რომლებიც არ პასუხობენ სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების მოთხოვნებს და ტექნიკურ პირობებს. დროებითი ლითონის და საქარხნო წესით დამზადებული სხვა ღუმელების დაყენებისას საერთო საცხოვრებლების სათავსებში, დაწესებულებათა ადმინისტრაციულ საზოგადოებრივი და დამხმარე შენობებში, აგრეთვე საცხოვრებელ სახლებში უნდა იყოს შესრულებული ამ სახის პროდუქციის დამამზადებელი საწარმოთა მითითებები (ინსტრუქციები), აგრეთვე გათბობის სისტემებისადმი წაყენებული დაპროექტების ნორმების მოთხოვნები. 1.5.9. მანძილი ღუმელებიდან საქონლამდე, სტელაჟებამდე, ვიტრინებამდე, დახლებამდე, კარადებამდე და სხვა მოწყობილობებამდე უნდა იყოს არანაკლებ 0,7 მ, ხოლო საცეცხლე ღიობებიდან – არანაკლებ 1,25 მ. 1.5.10. სხვენებში ყველა საკვამლე მილი და კედელი, რომლებშიც გადიან საკვამლე არხები, უნდა იყოს შეთეთრებული. 1.5.11. მყარ სათბობზე მომუშავე საქვაბე დანადგარების საკვამლე მილები, უნდა იყვნენ მოწყობილი ნაპერწყალსაქრობებით და იწმინდებოდნენ ჭვარტლისგან თანახმად 1.5.3. პუნქტისა. სავაჭრო დაწესებულებების შენობებში ჩაშენებული საქვაბეების გადაყვანა მყარი სათბობიდან ადზე არ დაიშვება. 1.5.12. ჰაერსადენებში ცეცხლდამჭერი მოწყობილობები (საფარები, შებერები, სარქველები და სხვა), სახანძრო სიგნალიზაციისა და ხანძრის ქრობის ავტომატური დანადგარებიანი სავენტილიაციო სისტემის ბლოკირების მოწყობილობები, ხანძრის შემთხვევაში ვენტილაციის ავტომატური ამორთვის მოწყობილობები უნდა შემოწმდნენ დადგენილ ვადებში და იყვნენ გამართულ მდგომარეობაში. 1.5.13. ჰაერის ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების ექსპლუატაციისას აკრძალულია: სავენტილაციო კამერების კარებების ღიად დატოვება; გამწოვი არხების, ხვრელების და გისოსების დაკეტვა; აირსათბობი ხელსაწყოების ჰაერსადენებთან შეერთება; ჰაერსადენებში დაგროვილი ცხიმოვანი დანალექების, მტვერისა და სხვა წვადი ნივთიერების ამოწვა. 1.5.14. სავენტილიაციო კამერები, ციკლონები, ფილტრები, ჰაერსადენები უნდა გასუფთავდნენ წვადი მტვერისგან და საწარმოო ნარჩენებისგან დადგენილ ვადებში, საწარმოში მოქმედი ბრძანების თანახმად. ფეთქებადხანძარსაშიშ და ხანძარსაშიშ სათავსებისთვის უნდა შემუშავდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ სავენტილიაციო სისტემების გაწმენდის უსაფრთხო ხერხები. 1.5.15. ხანძარფეთქებადსაშიშ სათავსებში (დანადგარებში) ჰიდროფილტრების, მშრალი ფილტრების, მტვერდამჭერების და ვენტილიაციის (ასპირაციის) სისტემების სხვა დანადგარების გაუმართაობის და გამორთვის შემთხვევაში ტექნოლოგიური მოწყობილობების მუშაობა არ დაიშვება. 1.5.16. წვადი მტვერის მომშორებელი ვენტილიატორებში ბოჭკოსა და სხვა ნარჩენების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად ვენტილიატორების წინ დაყენებულ უნდა იქნეს ქვადამჭერები, ხოლო ლითონის საგნების ამოსაღებად – მაგნიტური დამჭერები. 1.5.17. პნევმატური ტრანსპორტის მილსადენებზე და ადგილობრივი გაწოვის სისტემების ჰაერსადენებზე პერიოდული დათვალიერების, სისტემების გაწმენდისა და ხანძრის გაჩენის შემთხვევაში მისი ქრობისთვის უნდა იყოს გათვალისწინებულ ფანჯრები. დასათვალიერებელი ფანჯრები უნდა განლაგდნენ არაუმეტეს 15 მ დაცილებით ერთმანეთისგან, აგრეთვე სამკაპებთან, მოსახვევებში, მილსადენების კედლებსა და გადახურვებში გავლის ადგილებში. 1.5.18. მანქანების და აგრეგატების მტვერმომშორებელი მოწყობილობებიდან გამოდევნილი აერის გამწმენდი ფილტრები უნდა განთავსდეს იზოლირებულ სათავსებში. 1.5.19. რეცირკუალიციისას მოწყობილობებიდან მოშორებული გამტვერიანებული ჰაერი ექვემდებარება ორსაფეხურიან გაწმენდას ფილტრების საშუალებით. 1.6. სხვა სახის საინჟინრო მოწყობილობების სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები 1.6.1. გაუმართავი აირის ხელსაწყოების გამოყენება, აირის ხელსაწყოების და აირსადენების ონკანების ღიად დატოვება, ავეჯის და სხვა წვადი საგნების და მასალების დაწყობა 20 სმ-ის ახლოს აირის ხელსაწყოებიდან არ დაიშვება. 1.6.2. „ხანძსაწინააღმდეგო სამსახურის დანაყოფების გადაყვანის” დანიშნულების მქონე ლიფტების გამოყენება უნდა იყოს რეგლამენტირებული ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფთან შეთანხმებული ინსტრუქციით. 1.6.3. ფეთქებადხანძარსაშიში და ხანძარსაშიში სითხეების ჩაღვრა საკანალიზაციო ქსელში (ავარიული შემთხვევებშიც კი) არ დაიშვება. საწარმოებში, სადაც გამოიყენება ადვილადაალებადი და წვადი სითხეები, საკანალიზაციო ქსელზე დაყენებული ჰიდროჩამკეტები უნდა იმყოფებოდეს მუდმივად გამართულ მდგომარეობაში. 1.6.4. ნაგავგასატარების სარქველები მჭიდროდ უნდა დაიხურონ. 1.7. ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების ქსელების მოვლა – პატრონობა 1.7.1. ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენის ქსელი უნდა იმყოფებოდეს გამართულ მდგომარეობაში და უზრუნველყოს ხანძრის ქრობის საჭიროებისათვის ნორმებით მოთხოვნილი წყლის ხარჯვა. მისი მუშაუნარიანობის შემოწმება უნდა მოხდეს არანაკლებ ორჯერ წელიწადში (გაზაფხულზე და შემოდგომაზე). სახანძრო ჰიდრანტები უნდა იმყოფებოდეს გამართულ მდგომარეობაში, ხოლო ზამთრის პერიოდში უნდა იყოს დათბუნებული და იწმინდებოდეს თოვლისა და ყინულისგან. წყალსადენის ქსელის რომელიმე უბნის და ჰიდრანტების გამორთვისას ან ქსელში წნევის შემცირებისას, აუცილებელია ამის შესახებ ეცნობოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფს. საწარმოს ელექტრომომარაგებამ უნდა უზრუნველყოს სახანძრო ტუმბოების ელექტროძრავების შეუფერხებელი კვება. 1.7.2. ჰიდრანტებთან და წყალსატევებთან (წყლის წყაროებთან), აგრეთვე მათკენ მიმართულ გზებზე უნდა იყოს დაყენებული შესაბამისი მაჩვენებლები (მოცულობითი მაშუქებლიანი ან ბრტყელი, დამზადებული შუქამრეკლი საფარების გამოყენებით). მათზე გარკვევით უნდა იყოს აღნიშნული წყლის წყარომდე მანძილის მაჩვენებელი ციფრები. 1.7.3. შიგა ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენის სახანძრო ონკანები უნდა იყოს დაკომპლექტებული სახელოებით და ლულებით. სახანძრო სახელო შეერთებული უნდა იყოს ონკანზე და ლულაზე. აუცილებელია არანაკლებ 6 თვეში ერთხელ მოხდეს სახელოების ხელახალი გადახვევა. 1.7.4.სატუმბო სადგურების სათავსებში უნდა იყოს გამოკრული ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების საერთო სქემა და ტუმბოების შემოკერის სქემა. ყოველ საკვალთეზე და სახანძრო ტუმბოამწეზე უნდა იყოს ნაჩვენები მათი დანიშნულება. ტუმბოამწეების ჩართვის წესი უნდა განისაზღვროს ინსტრუქციით. დასახლებული პუნქტების ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სატუმბო სადგურების სათავსებს უნდა ჰქონდეთ პირდაპირი სატელეფონო კავშირი ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან. 1.7.5.წყალმზომი მოწყობილობების შემომვლებ ხაზებზე დაყენებული ელექტროამძრავებიანი საკვალთეები უნდა შემოწმდეს მუშაობის უნარიანობაზე არანაკლებ ორჯერ წელიწადში, ხოლო სახანძრო ტუმბოები – ყოველთვიურად აღნიშნული მოწყობილობა უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში. 1.7.6. ობიექტის ტერიტორიაზე ან მის ახლოს (200 მ რადიუსში) ბუნებრივი ან ხელოვნური წყლის წყაროების არსებობისას (მდინარეები, ტბები, აუზები შხეფსცივრები და სხვა) უნდა მოეწყოს მათთან მისასვლელები მყარ საფარიანი მოედნებით (პირსებით) ზომებით არანაკლებ 12x12 მ სახანძრო ავტომობილების დაყენებისათვის და წლის ნებისმიერ დროს წყლის ასაღებად. ხელოვნური წყალსატევების, წყლის წყაროებთან მისასვლელების და წყლის ამომღები მოწყობილობების მუდმივი მზადყოფნის შენარჩუნება ეკისრებათ სათანადო საწარმოებს დასახლებულ პუნქტებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს). 1.7.7. წყალსადაწნეო კოშკები უნდა იყოს მიმარჯვებული სახანძრო ტექნიკით წყლის ასაღებად წლის ნებისმიერ დროს. ხანძრის ქრობის საჭიროებისთვის განკუთვნილი წყლის მარაგის გამოყენება სამეურნეო და საწარმოო მიზნებისთვის არ დაიშვება. 1.8. სახანძრო სიგნალიზაციისა და ხანძრის ქრობის დანადგარების, კვამლსაწინააღმდეგო დაცვის, ხანძარზე მაუწყებლობისა და საევაკუაციო მართვის სისტემების მოვლა – პატრონობა 1.8.1. სახანძრო სიგნალიზაციისა და ხანძრის ქრობის ავტომატური დანადგარების, კვამლსაწინააღმდეგო დაცვის, ხანძრის შემთხვევაში  ხალხის მაუწყებლობისა და საევაკუაციო მართვის სისტემების ტექნიკური მომსახურებისა და გეგმურ-გამაფრთხილებელი შეკეთების რეგლამენტური სამუშაოები უნდა განხორციელდეს წლიური გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, რომელიც შედგენილია ქარხანადამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციისა და საშემკეთებლო სამუშაოების ჩატარების ვადების გათვალისწინებით. ტექნიკური მომსახურება და საგეგმო გამაფრთხილებელი შეკეთება უნდა შესრულდეს სპეციალურად მომზადებული მომსახურე პერსონალის ან ლიცენზიის მქონე სპეციალიზებული ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულებით. ტექნიკური მომსახურების ან საშემკეთებლო სამუშაოების შესრულების პერიოდში, რომელიც დაკავშირებულია დანადგარების (ცალკეული ხაზების, მაუწყებლების) გამორთვასთან, წარმოების ხელმძღვანელი ვალდებულია მიიღო საჭირო ზომები შენობების, ნაგებობების, სათავსების, ტექნოლოგიური მოწყობილობების ხანძრისაგან დასაცავად. 1.8.2. სადისპეტჩერო პუნქტის სათავსში (სახანძრო-საგუშაგოში) უნდა იყოს გამოკრული ინსტრუქცია ხანძრის შემთხვევის სიგნალის მიღებისას და სახანძრო ავტომატიკის დანადგარების (სისტემების გაუმართაობისას ოპერატიული (მორიგე) პერსონალის მოქმედების წესის შესახებ, სადისპეტჩერო პუნქტი (სახანძრო საგუშაგო) უნდა იყოს უზრუნველყოფილი სატელეფონო კავშირით და გამართული ელექტროფარნებით (არანაკლები 3 ც). 1.8.3. სახანძრო ავტომატიკის დანადგარები უნდა იმყოფებოდეს გამირთულ მდგომარეობაში, მუდმივ მზადყოფნაში და შეესაბამებოდეს საპროექტო დოკუმენტაციას. დანადგარის გადაყვანა ავტომატურიდან ხელით გაშვებაზე არ დაიშვება, გარდა ნორმებსა და წესებში აღნიშნული შემთხვევებისა. 1.8.4. ხანძრის ქრობის დანადგარების ბალონები და საცავები, რომელშიც ცეცხლმქრობი ნივთიერების მასა, წნევა საანგარიშო მნიშვნელობაზე ნაკლებია 10%-ით და მეტით, ექვემდებარება კმამუხტვას ან გადამუხტვას. 1.8.5. სპრინკლერული (დრენჩერული) დანადგარების სარწყავები იმ ადგილებში, სადაც არის მექანიკური დაზიანების საშიშროება, უნდა იყოს დაცული საიმედო გადამღობით, რომელიც არ მოქმედებს სითბოს გავრცელებაზე და არ ცვლიან მორწყვის რუკას. გახსნილი და გაუმართავი სარწყავების ნაცვლად საცობების და სახშობების დაყენება არ დაიშვება. 1.8.6. ხანძრის ქრობის სადგური უნდა იყოს უზრუნველყოფილი შემოკვრის სქემით და ხანძრის შემთხვევაში დანადგარის მართვის ინსტრუქციით. მართვის ყოველ კვანძთან უნდა იყოს გამოკრული ცხრილი, რომელზეც იქნება აღნიშნული დასაცავი სათავსი, დანადგარის სექციაში სარწყავების ტიპი და რაოდენობა. საკვალთეები და ონკანები უნდა იყოს დანომრილი შემოკვრის სქემის შესაბამისად. 1.8.7. ხანძრის შესახებ – მაუწყებლობის სისტემებმა უნდა უზრუნველყონ საევაკუაციო გეგმების შესაბამისად შეტყობინების სიგნალების გადაცემა ერთდროულად მთელ შენობაზე (ნაგებობაზე) ან შერჩევით მათ ცალკეულ ნაწილებში (სართულები, სექციები და სხვა). სამკურნალო და საბავშვო სკოლამდელ დაწესებულებებში, აგრეთვე სკოლა-ინტერნატების საძინებელ კორპუსებში ეუწყებათ მხოლოდ მომსახურე პერსონალს. მაუწყებლობის სისტემების გამოყენების წესი უნდა იყოს განსაზღვრული მათი ექსპლუატაციის ინსტრუქციებში და საევაკუაციო გეგმებში, სადაც აღნიშნულია ის პირები, რომლებსაც უფლება აქვთ მოიყვანონ სისტემები მოქმედებაში. 1.8.8. შენობებში, სადაც არ არის საჭირო ხანძრის შესახებ ხალხის მაუწყებლობის ტექნიკური საშუალებები, ობიექტის ხელმძღვანელმა უნდა დაადგინოს ხანძრის შესახებ ხალხის მაუწყებლობის წესი და დანიშნოს პასუხისმგებელი პირები. 1.8.9. მაუწყებლები (ხმამაღლამოლაპარაკეები) უნდა იყოს ხმამაღლობის რეგულატორის და გასართი მოწყობილობის გარეშე ჩართული ხაზში. მაუწყებლობის ტექსტების გადაცემისა და ევაკუაციის მართვის საიმედოობის უზრუნველყოფისას დაიშვება შიგა რადიოსატრანსლიაციო ქსელისა და ობიექტზე არსებული სხვა სამაუწყებლო ქსელების გამოყენება. 1.9. სახანძრო ტექნიკის მოვლა – პატრონობა 1.9.1. სახანძრო ავტომობილები უნდა მოთავსდნენ სახანძრო დეპოებში ან სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ბოქსებში, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ გათბობა, ელექტრომომარაგება, სატელეფონო კავშირი, მყარ საფარიანი იატაკები, დათბუნებული კარებები და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური პირადი შემადგენლობის მუშაობისთვის ნორმალური და უსაფრთხო პირობების უზრუნველსაყოფად საჭირო სხვა დანადგარები და მოწყობილობები. არ დაიშვება სახანძრო ავტომობილებიდან სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების მოხსნა და სახანძრო ტექნიკის გამოყენება არადანიშნულებით. 1.9.2. სახანძრო ავტომობილები და ძრავიანი ტუმბოები ხანძრების ქრობისთვის მიმარჯვებული და გადაკეთებული ტექნიკა უნდა იყოს დაკომპლექტებული სახანძრო ტექნიკური შეიარაღებით, გაწყობილი საწვავით, ცეცხლმქრობი ნივთიერებებით და იმყოფებოდეს გამართულ მდგომარეობაში. ტექნიკის ხანძრების ქრობაში ჩაბმის წესს განსაზღრავს გასვლის განრიგი და ხანძრების ქრობაში ძალებისა და საშუალებების ჩაბმის გეგმა, რომლებსაც ამტკიცებს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები. 1.9.3. ხანძრის ქრობისთვის მომარჯვებულ და გადაკეთებულ თითოეულ ძრავიან ტუმბოზე უნდა იყოს მიმაგრებული მოტორისტი (მძღოლი), რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური მომზადება. საწარმოში უნდა იყოს დამუშავებული ხანძრის ადგილზე სახანძრო ძრავიანი ტუმბოების მიწოდების წესი. 1.9.4. სათავსები, შენობები და ნაგებობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებებით მე-3 დანართის თანახმად. ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებები უნდა ინახებოდეს მათი საპასპორტო მონაცემების შესაბამისად და მე-3 დანართში მოყვანილი  დებულების გათვალისწინებით. შესაბამისი სერტიფიკატების არმქონე ხანძრის ქრობის საშუალებების გამოყენება არ დაიშვება. 1.10. მოქმედების წესი ხანძრისას 1.10.1. თითოეული მოქალაქე ხანძრის ან წვის ნიშნების (დაკვამლიანების, დამწერის სუნის, ტემპერატურის აწევის და ა.შ.) აღმოჩენის შემთხვევაში ვალდებულია: დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ ტელეფონით ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფს (ამასთან, აუცილებელია დაასახელოს ობიექტის მისამართი, ხანძრის გაჩენის ადგილი, აგრეთვე შეატყობინოს თავისი გვარი); შეძლებისდაგვარად მიიღოს ზომები ხალხის საევაკუაციოდ, ხანძრის ჩასაქრობად და მატერიალურ ფასეულობათა დასაცავად. 1.10.2. ხანძრის ადგილზე მისული წარმოების ხელმძღვანელი (სხვა თანამდებობის პირი), ვალდებულია: განმეორებით შეატყობინოს ხანძრის გაჩენის შესახებ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფს და ჩააყენოს საქმის კურსში ზემდგომი ხელმძღვანელობა დისპეტჩერი, ობიექტის პასუხისმგებელი მორიგე; ადამიანთა სიცოცხლის საშიშროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მათ გადასარჩენად, რისთვისაც გამოიყენოს არსებული ძალები და საშუალებები; შეამოწმოს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ავტომატური სისტემის (ხანძრის შესახებ ხალხის მაუწყებლობის, ხანძრის ქრობის, კვამლსაწინააღმდეგო დაცვის) ჩართვის შესაძლებლობა; საჭიროების შემთხვევაში გამორთოს ელექტროენერგია (გარდა ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებისა), შეაჩეროს სატრანსპორტო მოწყობილობების, აგრეგატების, აპარატების მუშაობა, გადაკეტოს ნედლეულის, აირის, ორთქლის და წყლის კომუნიკაციები, შეაჩეროს ავარიულ და მასთან მოსაზღვრე სათავსებში სავენტილიაციო სისტემების მუშაობა, შეასრულოს სხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს შენობის სათავსებში ხანძრის გავრცელებასა და დაკვამლიანების თავიდან აცილებას; შეწყვიტოს შენობაში ყველა სამუშაო (თუ ეს წარმოების ტექნოლოგიური პროცესით დაიშვება), გარდა სამუშაოებისა, რომლებიც დაკავშირებულია ხანძრის ლიკვიდაციის ღონისძიებებთან; გაიყვანოს საშიში ზონის ფარგლებს გარეთ ყველა მუშაკი, რომლებიც არ მონაწილეობენ ხანძრის ქრობაში; ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის მისვლამდე განახორციელოს ხანძრის ქრობის საერთო ხელმძღვანელობა (ობიექტის სპეციფიკური თავისებურებების გათვალისწინებით); უზრუნველყოს ხანძრის ქრობაში მონაწილე მუშაკთა მიერ უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვა; ხანძრის ქრობასთან ერთად უხელმძღვანელოს მატერიალურ ფასეულობათა ევაკუაციას და დაცვას; შეხვდეს სახანძრო დაცვის ქვედანაყოფებს და გაუწიოს დახმარება ხანძრის კერასთან მისასვლელი უმოკლესი გზების შერჩევაში. 1.10.3. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის მისვლისას წარმოების ხელმძღვანელი (ან მისი შემცვლელი პირი) ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია ხანძრის ქრობის ხელმძღვანელს ობიექტის, მოსაზღვრე შენობებისა და ნაგებობებისა კონსტრუქციული და ტექნოლოგიური თავისებურებების შესახებ, შენახული და გამოსაყენებელი ნივთიერებების, მასალების, ნაწარმის რაოდენობასა და ხანძარსაშიშ თვისებებზე და ხანძრის წარმატებით ლიკვიდაციისთვის საჭირო სხვა მონაცემებზე, აგრეთვე გაუკეთოს ორგანიზაცია ხანძრის ქრობასთან და მისი გავრცელების თავიდან აცილებასთან დაკავშირებული აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებისთვის ობიექტის ძალებისა და საშუალებების მიზიდვას. 2. დასახლებული პუნქტები 2.1. ტყის მასივებში განლაგებულ დასახლებული პუნქტებისათვის უნდა იყოს შემუშავებული და შესრულებული ტყეებისა და ტორფის ხანძრების შემთხვევისას შენობებზე და ნაგებობებზე ცეცხლის გადასვლის შესაძლებლობის აღმკვეთი ღონისძიებები (დამცავი ხანძარსაწინააღმდეგო ზოლის მოწყობა, ფოთლოვანი ნარგავების დარგვა, ზაფხულის პერიოდში გამხმარი მცენარეების მოცილება და ა.შ.). 2.2. სოფლებში ინდივიდუალურ საცხოვრებელი სახლების კედლებზე (სახლის მფლობელის კარებზე ან ჭიშკარზე) უნდა ჩამოიკიდოს ცხრილები ინვენტარის გამოსახულებით, რომლებითაც ამ სახლების მაცხოვრებლები ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ ხანძრის ჩასაქრობად. ყოველ საცხოვრებელ შენობასთან უნდა იყოს საცავი (კასრი) წყლით ან ცეცხლსაქრობი შენობებს უნდა ჰქონდეთ მისადგმელი კიბე, რომელიც მისწვდება სახურავს, ხოლო გადახურვაზე – კიბე, რომელიც მისწვდება სახურავის კეხს. 2.3. სოფლის დასახლებული პუნქტების, ბლოკ-საკონტეინერო შენობების, სააგარაკე და მებაღეობის დასახლებების ტერიტორიაზე უნდა იყოს დაყენებული ხმოვანი სიგნალიზაციის საშუალებები ხანძრის შემთხვევისას ხალხის შეტყობინებისათვის და ხანძრის ქრობის მიზნით უნდა არსებობდეს წყლის მარაგი, აგრეთვე უნდა იყოს დადგენილი სახანძრო დაცვის გამოძახების წესი. 2.4. ფარდულების, გარაჟების და სხვა შენობების (მიშენების) მშენებლობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ დადგენილი წესით ნებართვის მიღების შემდეგ. 2.5. ზაფხულის პერიოდში, გამუდმებით მშრალი, ცხელი და ქარიანი ამინდის პირობებში ან შტორმის შესახებ გაფრთხილების მიღებისას სოფლის დასახლებულ პუნქტებში და შენობებში, სააგარაკო დასახლებებში, მებაღეობების ნაკვეთებზე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებით დროებით შეიძლება შეჩერდეს კოცონების გაჩაღება, განსაზღვრულ მონაკვეთებში ხანძარსაშიში სამუშაოების ჩატარება; ღუმელების, სამზარეულო კერების და იმ საქვაბე დანადგარების გახურება, რომლებიც მუშაობენ მყარ საწვავზე. ამ შემთხვევებში აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის და ნებაყოფლობითი სახანძრო რაზმეულების წევრების ძალებით გაუკეთდეს ორგანიზაცია დასახლებული პუნქტების პატრულირებას ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებებით (ვედრო, ცეხლსაქრობი, ნიჩაფი), აგრეთვე მომზადდეს საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად არსებული წყალსაზიდი და მიწისსათხრელი ტექნიკა, ჩატარდეს შესაბამისი ახსნა-განმარტებითი სამუშაო სახანძრო უსაფრთხოების ზომებისა და ხანძრის შემთხვევაში მოქმედების შესახებ. 2.6. საგაზაფხულო-საზაფხულო ხანძარსაშიშ პერიოდში სახანძრო დეპოებში რეკომენდებულია ნებაყოფლობითი სახანძრო რაზმეულების (სახანძრო-საგუშაგო დაცვის) დახმარებით მოეწყოს მოქალაქეთა და დასახლებულ პუნქტებში განლაგებულ საწარმოთა მუშაკების მორიგეობა. 2.7. დასახლებული პუნქტები და ცალკე განლაგებული ობიექტები უნდა იყოს აღჭურვილი გამართული სატელეფონო ან რადიოკავშირით ხანძრის შეტყობინებისათვის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში. ტაქსაფონებში 01 კავშირგაბმულობის ხაზის ფასიან მომსახურებაზე გადაყვანა არ დაიშვება. 3. საცხოვრებელი შენობები 3.1. საცხოვრებელი სახლების ბინებში და საერთო საცხოვრებლების საცხოვრებელ ოთახებში არ დაიშვება მოეწყოს სხვადასხვა სახის სახელოსნოები და სასაწყობო სათავსები, სადაც გამოიყენება და ინახება ფეთქებადხანძარსაშიში ნივთიერებები და მასალები, აგრეთვე მათი გადაცემა იჯარით სხვა დანიშნულების სათავსებისათვის გარდა საპროექტო ნორმით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ბინებში და საცხოვრებელ ოთახებში დაიშვება არაუმეტეს 10 ლ. ადვილაალებადი და წვადი სითხის და არაუმეტეს 12 ლ წვადი აირის შენახვა. არ დაიშვება ადვილაალებადი, წვადი სითხეების და წვადი აირებიანი ბალონების შენახვა აივნებსა და ლოჯიებში. 3.2. სამზარეულოსა და სხვა ქურების აირით მომარაგებისთვის აირბალონების დანადგარები (12 ლიტრზე მეტი ტევადობის ცალკეული ბალონები) უნდა მოთავსდეს გარე კედლის ყრუ ნაწილის უწვად მინაშენებში (ყუთებში) შენობის შესასვლელიდან არანაკლებ 5 მ მანძილზე. მინაშენებში (ყუთებში) შენახული ბალონების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამს. 3.3. აგარაკების, მებაღეობის სახლების ხანგრძლივი დროით დაკეტვის შემთხვევაში ელექტროქსელი უნდა იყოს გაუდენურებული, ხოლო აირის ბალონები სარქველები უნდა იყოს მჭიდროდ დაკეტილი. 3.4. უცხოელი მოქალაქეთა საცხოვრებლად განკუთვნილი სასტუმროებში ავტოპანსიონატებში, კემპინგებში, საერთო საცხოვრებლებში სახანძრო უსაფრთხოების ზომების სამახსოვრო უნდა მომზადდეს რამდენიმე ენაზე. 3.5. სასტუმროში, ავტოპანსიონატებში, მოტელებში, კემპინგებში, საერთო საცხოვრებლებში მოსული ყველა მოქალაქე უნდა იყოს გაცნობილი (ხელი მოწერით) სახანძრო უსაფრთხოების წესებს. 3.6. სასტუმროს, მოტელის, კემპინგის, საერთო საცხოვრებლის ნომრებში უნდა იყოს გამოკრული ხანძრის შემთხვევისას საევაკუაციო გეგმები. 3.7. სასტუმროს, კემპინგის, მოტელის, საერთო საცხოვრებლის ნომრებში არ დაიშვება გასათბობი ხელსაწყოების (მადუღარების, ელექტროჩაიდნების, უთოების, ელექტროღუმელების და სხვა) გამოყენება. 3.8. სასტუმროების შენობების საცხოვრებელ სართულებზე არ დაიშვება საწყობების, ოფისების, კანტორების და ა.შ. მოწყობა. 39. ხანძრის შემთხვევაში მაცხოვრებელთა ევაკუაციის წარმატებითი ორგანიზაციისათვის სასტუმროს პერსონალი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სასუნთქი ნიღბები, აირწინაღები და სხვა). 3.10. სოცუზრუნველყოფის დაწესებულებებში (სკოლა-ინტერნატები, მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლები, ბავშვთა სახლები) უნდა იყოს ორგანიზებული მომსახურე პერსონალის სადღეღამისო მორიგეობა. მორიგე ვალდებულია თან იქონიოს საევაკუაციო გასავლელი კარების ყველა გასაღებების კომპლექტი, ხოლო მეორე კომპლექტი უნდა ინახებოდეს სამორიგეოში. ღამის საათებში მორიგეს (დარაჯს) ეკრძალება ძილი და დაწესებულების მიტოვება. დერეფნებში, ჰოლებში და სხვა საევაკუაციო გზებზე არ დაიშეება საწოლების მოთავსება. 4. შენობები და სათავსები გამომთვლელ ელექტრონული მანქანებისთვის, გამოთვლითი ცენტრები 4.1. ინფორმაციის საცავები, პერფობარათების, პერფოლენტების, მაგნიტური ლენტების და მაგნიტური დისკოს პაკეტების შესანახი სათავსები უნდა განლაგდნენ განცალკევებულ სათავსებში, რომლებიც მოწყობილია უწვადი სტელაჟებით და კარადებით. პერფობარათები, პერფოლენტვბი და მაგნიტური ლენტები უნდა ინახებოდეს სტელაჟებზე ლითონის კასეტებში. გამომთვლელი ელექტრონული მანქანების სამანქანო დარბაზებში არ დაიშვება მასალებისა და ნივთების შესანახი კარადების მოთავსება. 4.2. გამომთვლელი ელექტრონული მანქანების სამანქანო დარბაზების ზევით და ქვევით არ დაიშვება მოეწყოს ხანძარსაშიში და ფეთქებადხანძარსაშიში სათავსები და საწყობები. 4.3. გამომთვლელი ელექტრონული მანქანების ბლოკების შეკეთება უშუალოდ სამანქანო დარბაზებში არ დაიშვება. 4.4. გამომთვლელი ელექტრონული მანქანების სამანქანო დარბაზებში მანქანების მცირე შეკეთებისთვის და ტექნიკური მომსახურებისთვის დაიშვება არაუმეტეს 0,5 ლ ადვილაალებადი სითხის შენახვა დარტყმაგამძლე ჭურჭელში მცირე რემონტისა და ტექნიკური მომსახურებისთვის. 4.5. გამომთვლელი ელექტრონული მანქანების გამოცდებისა და კონტროლისთვის გამოყენებული რადიოელექტრონული ქსელში ჩართული აპარატურის უმეთვალყუროდ დატოვება არ დაიშვება. 4.6. კვარტალში არანაკლებ ერთხელ აუცილებელია ჩატარდეს აგრეგატების და კვანძების, საკაბელო არხების და იატაკშორის სიცარიელეების მტვრისგან გასუფთავება. 5. სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებები 5.1. ფეთქებადხანძარსაშიში და ხანძარსაშიში ნივთიერებების და მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები საცდელ (ექსპერიმენტულ) დანადგარებზე დაიშვება მხოლოდ საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ ბრძანებით გამოყოფილი კომისიის მიერ მათი ექსპლოატაციაში მიღების შემდეგ. 5.2. მეცნიერ ხელმძღვანელმა (პასუხისმგებელმა შემსრულებელმა) კვლევების ჩატარების დროს უნდა მიიღოს საჭირო ზომები სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 5.3. ლაბორატორიებში და სხვა სათავსებში დაიშვება ადვილაალებადი და წვადი სითხეების შენახვა იმ რაოდენობით, რომ არ აღემატებოდეს ერთი ცვლის მოთხოვნებს. სითხეების შემოტანა სათავსებში უნდა განხორციელდეს დახურული უსაფრთხო ტარით. 5.4. გამწოვ კარადაში არ დაიშვება სამუშაოების ჩატარება, თუ მათში არის ნივთიერებები, მასალები და მოწყობილობები, რომლებიც შესასრულებელ ოპერაციებს არ მიეკუთვნება, აგრეთვე მისი უწესივრობისა გამართული სავენტილაციო სისტემის შემთხვევაში. 5.5. ნამუშევარი ადვილაალებადი და წვადი სითხეები სამუშაოს დამთავრების შემდეგ უნდა მოგროვდეს სპეციალური დახურულ ტარაში და გატანილ იქნეს ლაბორატორიიდან შემდგომი უტილიზაციისათვის. ადვილაალებადი და წვადი სითხეების კანალიზაციაში ჩაღვრა არ დაიშვება. 5.6. ჭურჭლები, რომლებშიც ჩატარდა სამუშაოები ადვილაალებად და წვადი დამთავრების შემდეგ უნდა გაირეცხოს ხანძარუსაფრთხო სითხეებზე, ცდების ხსნარებით. 5.7. სასკოლო შენობები სასწავლო წლის დაწყების წინ უნდა იყოს მიღებული სათანადო კომისიების მიერ, რომელთა შემადგენლობაშიც უნდა შევიდნენ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ზედამხედველობის თანამშრომლები. 5.8. სასწავლო კლასებში და კაბინეტებში უნდა მოთავსდეს მხოლოდ სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ავეჯი, ხელსაწყოები, მოდელები, ნივთები, სახელმძღვანელოები და ა.შ, რომლებიც უნდა ინახებოდეს კარადებში, სტელაჟებზე ან სტაციონარულად დაყენებულ სადგამებზე. 5.9. სასწავლო კლასებში და კაბინეტებში მერხების (მაგიდების) რიცხვმა არ უნდა გადააჭარბოს საპროექტო ნორმებით დადგენილ რაოდენობას. 5.10. მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის უნდა იყოს ორგანიზებული მეცადინეობები (საუბრები) ყოფაცხოვრებაში სახანძრო უსაფრთხოების წესების შესასწავლად. 5.11. მეცადინეობების დამთავრებისას კაბინეტებში, ლაბორატორიებში და სახელოსნოებში ყველა ხანძარსაშიში და ფეთქებადხანძარსაშიში ნივთიერება და მასალა უნდა იყოს გატანილი სპეციალურად მოწყობილ სათავსებში. 6. საბავშვო სკოლამდელი დაწესებულებები 6.1. საბავშვო საზაფხულო აგარაკების შენობებს უნდა ჰქონდეთ უშუალოდ გარეთ არანაკლებ ორი საევაკუაციო გასასვლელი. 6.2. საზაფხულო საბავშვო აგარაკების ხის შენობები უნდა იყოს ერთსართულიანი. კარკასული და ფარის შენობები უნდა იყოს გალესილი და ჰქონდეთ სახურავზე მათში გამოყენებული მათბუნებელი უნდა იყოს არაორგანული. 6.3. აკრძალულია: მოქმედი საბავშვო-სკოლამდელ დაწესებულებათა შენობების იჯარით გაცემა; შენობების გადახურვა ადვილადაალებადი მასალებით (თივით, ლელქაშით და ა.შ.); ბავშვების განთავსება ხის შენობების მანსარდებში, აგრეთვე იმ სართულებზე და შენობებში, რომლებიც არ არის უზრუნველყოფილი ორი საევაკუაციო გასასვლელით; სააგარაკო ხის შენობებში სამზარეულოს, სამრეცხაოს მოწყობა; 50-ზე მეტი ბავშვის განთავსება ხის ან სხვა წვადი მასალების გამოყენებით ნაგებ შენობებში; და ზაფხულის პერიოდში ბავშვების მიერ დაკავებულ შენობებში ღუმელის დანთება, ნავთისა და ელექტროგამახურებელი ხელსაწყოების გამოყენება. 6.4. საბავშვო აგარაკი უნდა იყოს უზრუნველყოფილი სატელეფონო კავშირითა და განგაშის სიგნალით ხანძრის შემთხვევაში. საზაფხულო საბავშვო აგარაკებზე უნდა იყოს დადგენილი მომსახურე პერსონალის სადღეღამისო მორიგეობა დაწესებული მომსახურე პერსონალის სადღეღამისო მორიგეობა ღამის საათებში ძილის უფლების გარეშე. სამორიგეო ოთახში უნდა იყოს დაყენებული ტელეფონი. 7. კულტურულ – საგანმანათლებლო და სანახაობრივი დაწესებულებები 7.1. თეატრების, ცირკების, კინოთეატრების, კულტურის სასახლეების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების და ხალხის მასობრივი თავშეყრასთან დაკავშირებული შენობების, აგრეთვე 1000 კაცის და მეტი ტევადობის ტრიბუნიანი სტადიონების ექსპლუატაცია დასაშვებია მხოლოდ მათი სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისობისა და სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის უფლების (ლიცენზიის) ქონების შემთხვევაში. 7.2. გასტროლების, წარმოდგენების ჩატარებაზე და გამოფენების ორგანიზებაზე საზღვარგარეთულ ფირმებთან ხელშეკრულების (კონტრაქტის) დადების დროს აუცილებლად უნდა იყოს ასახული საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები. 7.3. მუზეუმებსა და სურათების გალერეებში უნდა იყოს შემუშავებული ექსპონატების და სხვა ფასეულობათა ევაკუაციის გეგმა, ცირკებსა და ზოოპარკებში ცხოველთა ევაკუაციის გეგმა. 7.4. ყველა კულტურულ-საგანმანათლებლო და სანახაობრივი დაწესებულება სეზონის გახსნის წინ უნდა იყოს შემოწმებული სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისობაზე და მიღებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შექმნილი საუწყებათაშორისო კომისიების მიერ. 7.5. მაყურებელთა დარბაზებში და ტრიბუნებზე ყველა სავარძელი და სკამი უნდა იყოს ერთმანეთთან შეერთებული რიგებად და იატაკზე მყარად დამაგრებული. დასაშვებია არ დამაგრდეს სავარძლები (სკამები) არაუმეტეს 12 ადგილის მქონე ლოჟებში, თუ ლოჟებს აქვს ცალკე გასასვლელი. არაუმეტეს 200 ადგილის მქონე მაყურებელი დარბაზებში, რომლებიც გამოიყენება ცეკვის საღამოებისათვის, შესაძლებელია სკამები იატაკზე დამაგრდეს, ერთმანეთთან რიგებად შეერთების აუცილებელი პირობით. 7.6. სცენის კოლოფის ხის კონსტრუქციები (ცხაურები, კიდული ხიდები, სამუშაო გალერეები და ა.შ.), წვადი დეკორაციები, სასცენო და საგამოფენო გაფორმება, აგრეთვე დრაზირება მაყურებელთა და საექსპოზიციო დარბაზებში ფოიესა და ბუფეტებში უნდა იყოს დამუშავებული ხანძარდამცავი შედგენილობებით. დაწესებულების ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს ამ სამუშაოების შემსრულებელი ორგანიზაციის შესაბამისი აქტი გაჟღენთის თარიღისა და მისი მოქმედების ვადის აღნიშვნით. 7.7. თეატრალურ-სანახაობით დაწესებულებათა სცენის კოლოფის ფარგლებში ერთდროულად შეიძლება იყოს მოთავსებული არაუმეტეს ორი სპექტაკლის დეკორაციები და მოწყობილობები. დეკორაციების, ბუტაფორიის, ხის დაზგების, ფერდების, ინვენტარის და სხვა ქონების შენახვა არ დაიშვება ტრიუმებში, სვეტებზე და სამუშაო მოედნებზე (გალერეებში), კიბის საფეხურებისა და ბაქნების ქვეშ, აგრეთვე მაყურებელთა დარბაზების ქვეშ მდებარე სარდაფებში. 7.8. სცენის პლანშეტის ირგვლივ დადგმების გაფორმების დროს უნდა იყოს უზრუნველყოფილი თავისუფალი წრიული არანაკლებ 1 მ სიგანის გასასვლელი. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ ყველა დეკორაცია და ბუტაფორია იყოს დაშლილი და გატანილი სცენიდან სპეციალურ საწყობებში (საკუჭნაოებში, ფარდულებში, სეიფებში და ა.შ.). 7.9. სცენაზე არ შეიძლება თამბაქოს მოწევა, ღია ცეცხლის (ჩირაღდნების, სანთლების, კანდელაბრების და ა.შ.), რკალური პროჟექტორების, შუშხუნების და ცეცხლის ეფექტების სხვა სახის საშუალებების გამოყენება. 7.10. სცენის პლანშეტზე უნდა იყოს გავლებული ხანძარსაწინააღმდეგო ფარდის ჩამოშვების საზღვრის აღმნიშვნელი წითელი ხაზი. დეკორაციები და სასცენო გაფორმების სხვა საგნები არ უნდა სცდებოდნენ ამ ხაზს. 7.11. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ ხანძარსაწინააღმდეგო ფარდა უნდა იყოს დაშვებული. ხანძარსაწინააღმდეგო ფარდა უნდა იყოს მჭიდროდ მიდებული სცენის პლანშეტთან ქვიშის საკეტის (ელასტიური ბალიშის) საშუალებით. ამწევ-ჩამომშვები მექანიზმი უნდა იყოს დარეგულირებული ისე, რომ დაშვების სიჩქარე იყოს არანაკლები 02 მ/წმ. 7.12. საკვამლე ლუკების სარქველები ზამთრის პერიოდში უნდა დათბუნდეს და  შემოწმდეს შეუფერხებელ მუშაობაზე არანაკლებ 10 დღეში ერთხელ. 7.13. პიროტექნიკური ნაკეთობების შენახვა და ხმარება უნდა განხორციელდეს სპეციალური წესების მოთხოვნათა მკაცრი დაცვით. მათი კუსტარული წესით დამზადება, აგრეთვე შენახვა სანახაობრივ დაწესებულებებში, შენობებსა და სტადიონების ტრიბუნებზე, კულტურისა და დასვენების პარკებში, ხალხის მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილებში არ დაიშვება. 7.14. ღია მოედნებზე სპეციალური ცეცხლის ეფექტების ჩვენების აუცილებლობისას პასუხისმგებელი დამდგმელის (მთავარი რეჟისორის, სამხატვრო ხელმძღვანელის) მიერ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობასთან შეთანხმებით უნდა იყოს შემუშავებული და განხორციელებული ხანძრის თავიდან აცილების ზომები. 8. სავაჭრო ობიექტები 8.1. წვადი მასალების, ნარჩენების, შეფუთვების და კონტეინერების დროებითი შენახვა სავაჭრო `დარბაზებსა და საევაკუაციო გასასვლელებში არ დაიშვება. ისინი უნდა იყოს გატანილი ყოველდღიურად დაგროვებისთანავე. არ დაიშვება შენობის ფანჯრებთან წვადი ტარის დაწყობა. 8.2. არ დაიშვება წვადი საქონლის ან წვად შეფუთვაში მოთავსებული უწვი საქონლის შენახვა სათავსებში, რომლებსაც არ გააჩნიათ ფანჯრები ან კვამლგამდენი შახტები. 8.3. ასანთი, ოდეკოლონი, სუნამო, აეროზოლური შეფუთვები და სხვა საშიში სახანძრო თვალსაზრისით საქონელი უნდა იყოს შენახული ცალკე, სპეციალურად მოწყობილ სათავსებში. 8.4. სავაჭრო დაწესებულებებში აკრძალულია: სავაჭრო დარბაზებში მომხმარებელთა ყოფნისას საცეცხლე სამუშაოების ჩატარება; ადვილად აალებადი სითხეებით, წვადი სითხეებით და წვადი აირით (აირბალონები, საღებავები, გამხსნელები, საყოფაცხოვრებო ქიმიური საქონელი და ა.შ.), საბრძოლო მასალებით და პიროტექნიკური ნაწარმით ვაჭრობა, თუ ისინი მოთავსებულია სხვა დანიშნულების შენობებში; ხანძარსაშიში საქონლით მოვაჭრე განყოფილებების, სექციების განლაგება 4 მ-ზე ახლოს გასასვლელებიდან, კიბის უჯრედებიდან და სხვა საევაკუაციო გზებიდან; საჰაერო ბუშტების შესავსებად და სხვა მიზნებისათვის სავაჭრო დარბაზებში წვადი აირის ბალონების დაყენება; სავაჭრო, სათამაშო აპარატების განლაგება და საქონლით ვაჭრობა კიბის უჯრედის ბაქნებზე, ტამბურებსა და სხვა საევაკუაციო გზებზე; 15000-ზე მეტი აეროზოლური შეფუთვის შენახვა; 14 წლამდე ბავშვებზე ასანთისა და სხვა ხანძარსაშიში საქონლის გაყიდვა. 8.5. მაღალი მოთხოვნილების საქონლით ვაჭრობისას ხელმძღვანელი ვალდებულია მიიღოს მყიდველთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ზომები (შეზღუდოს დარბაზებში ხალხის შესვლა, გამოყოს დამატებითი მორიგეები და ა.შ) 8.6 ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ დადგენილი წესით ნებადართული სასაქონლო ბაზრები ღია მოედნებზე ან შენობებში (ნაგებობებში უნდა პასუხობდეს სახანძრო უსაფრთხოების შემდეგ მოთხოვნებს: სავაჭრო მოწყობილობები უნდა განლაგდეს, თავისუფალი გასასვლელების უზრუნველყოფის გათვალისწინებით, საევაკუაციო გასასვლელებისაკენ მიმართული რიგების გასწვრივ სიგანით არანაკლებ ორი მეტრისა; სავაჭრო რიგის ყოველ 30 მ-ში უნდა იყოს არანაკლები 1,4 მ სიგანის განივი გასასვლელი; კიბის უჯრედებზე, ჰოლებსა და დერეფნებში ვაჭრობა არ დაიშვება; შენობებში (ნაგებობებში) ბაზრების მოწყობამ არ უნდა გაზარდოს მათ სახანძრო საშიშროება და არ უნდა დაირღვეს ამ შენობებისათვის (ნაგებობებისათვის) დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები. 8.7. შენობებსა და ნაგებობებში დაყენებული ჯიხურები და ფარდულები (თუ ეს არ ეწინააღმდეგება ნორმატიულ დოკუმენტებს) უნდა იყოს დამზადებული უწვადი მასალებისგან. 8.8. სამუშაო საათებში საქონლის დატვირთვა და ტარის გადმოტვირთვა უნდა განხორციელდეს მყიდველთა საევაკუაციო გასასვლელებთან კავშირის არმქონე გზებით. 8.9. არ დაიშვება ვაჭრობა საყოფაცხოვრებო ქიმიის საქონლით, ლაქებით, საღებავებით და სხვა ადვილადაალებადი სითხეებით და წვადი სითხეებით, რომლებიც დაფასოებულია თითოეული 1 ლ-ზე მეტი ტევადობის მინის ტარაში და გამაფრთხილებელი წარწერის ეტიკეტების (“ცეცხლსაშიშია”, „არ გააფრქვიოთ ცეცხლთან ახლოს” და ა.შ.) არმქონე ხანძარსაშიში საქონლით. ხანძარსაშიში საქონლის დაფასოება უნდა განხორციელდეს ამ მიზნისათვის სპეციალურად მოწყობილ სათავსოში. 8.10. ნავთისა და სხვა წვადი სითხეების შენახვა და გაყიდვა დაიშვება მხოლოდ ცალკე მდგომ  შენობებში, რომლებიც აგებულია უწვადი მასალებისგან, იატაკის ჩათვლით. ამ შენობებში იატაკის დონე უნდა იყოს მომიჯნავე გეგმიური ნიშნულის დაბლა ისეთი გაანგარიშებით, რომ გამოირიცხოს სითხის განღვრა ავარის შემთხვევაში. აღნიშნულ შენობებში არ დაიშვება ღუმელით გათბობა. 8.11. სავაჭრო დარბაზები უნდა იყოს გამოყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო ტიხრებით საწყობებიდან, სადაც მოთავსებულია საცავები ნავთითა და სხვა წვადი სითხეებით, საცავების (რეზერვუარების, კასრების) მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 კუბ. მეტრს. 8.12. რეზერვუარებიდან სარიგებელ ავზებში წვადი სითხეების მიმწოდებელი მილსადენი უნდა იყოს უძრავად დამაგრებული და ჰქონდეს ვენტილები  სარიგებელ ავზთან და საცავთან, სარიგებელი ავზის ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 100 ლ. მილსადენები და საცავები უნდა იყოს დამიწებული არანაკლებ ორ ადგილას, დამიწების საიმედოობა ელექტრული წინაღობის გაზომვით უნდა შემოწმდეს წელიწადში ერთხელ მაინც. 8.13. ნავთის გამშვები დახლი უნდა იყოს გადაკრული ლითონის ფურცლით, რომელიც გამორიცხავს ნაპერწკლის გაჩენას დარტყმის შემთხვევაში. 8.14. შესაფუთი მასალის (ბურბუშელა, ჩალა, ქაღალდი და ა.შ.) შენახვა ნავთით მოვაჭრე სათავსებში არ დაიშვება. ნავთისა და სხვა წვადი სითხეების ტარა უნდა იყოს შენახული მხოლოდ სპეციალურად შემოღობილ მოედნებზე. 8.15. საბრძოლო მასალების (დენთი, კაფსულები, საბრძოლო ვაზნები) და ჰიდროტექნიკური ნაწარმის გაყიდვა, დაიშვება მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში. საბრძოლო მასალებისა და ჰიდროტექნიკური ნაწარმის გაყიდვის სექციები უნდა იყოს განლაგებული მაღაზიების ზედა სართულებზე. ამ მაღაზიების გათბობა უნდა იყოს ცენტრალური. 8.16. საბრძოლო მასალები და ჰიდროტექნიკური ნაწარმი უნდა ინახებოდეს ხანძარსაწინააღმდეგო ტიხრებით შემოღობილ სათავსებში დაყენებული ლითონის კარადებში. აღნიშნული კარადების დაყენება სარდაფებში არ დაიშვება. 8.17. დენთისა და კაფსულების ან საბრძოლო ვაზნების კარადაში ერთად შენახვა არ დაიშვება. 8.18. დაშვებულია მხოლოდ ქარხნული წესით შეფუთული დენთის გაყიდვა. ქარხნული წესით შეფუთული საბრძოლო მასალიანი ყუთების გახსნა სასაწყობო სათავსებში არ დაიშვება. 8.19. უშუალოდ მაღაზიის შენობებში დაშვებულია არაუმეტეს ერთი ყუთი კვამლიანი დენთის (50კგ), ერთი ყუთი უკვამლო დენთის (50კგ) და 15.000 აღჭურვილი ვაზნის შენახვა. დამამზადებელ კანტორებს უფლება აქვთ შეინახონ 200კგ-მდე დენთი. 9. სტაციონარის მქონე სამკურნალო დაწესებულებები 9.1 სამკურნალო დაწესებულებების ხელმძღვანელი ვალდებულია ყოველდღიურად ავადმყოფთა გაწერის დამთავრების შემდეგ შეატყობინოს რაიონის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურს მონაცემები დაწესებულების თითოეულ შენობაში მყოფ ავადმყოფთა რაოდენობის შესახებ. 9.2. სოფლის ტერიტორიაზე განლაგებულ სამკურნალო დაწესებულებებს უნდა ჰქონდეს მისადგამი კიბეები შენობაზე ერთი კიბის გაანგარიშებით. 9.3. საავადმყოფოების და სხვა დაწესებულებების შენობები, სადაც მუდმივად იმყოფება ხალხი, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება, უნდა იყოს უზრუნველყოფილი საკაცეებით ხუთ ავადმყოფზე (ინვალიდზე) ერთი კაცის გაანგარიშებით საავადმყოფოებში მძიმე ავადმყოფთათვის და ბავშვებისათვის პალატები უნდა იყოს განლაგებული ქვედა სართულებზე. 9.4. საავადმყოფოს პალატებში საწოლებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 0,8 მ. ცენტრალური ძირითადი გასასვლელის სიგანე კი – არანაკლებ 1.2მ. საევაკუაციო გასასვლელები არ უნდა იყოს ჩახერგილი სკამებით, ტუმბებითა და სხვა ავეჯით. 9.5. როგორც წესი, ჟანგბადის მიწოდება პალატებში უნდა ხდებოდეს ცენტრალიზებულად ცალკემდგომ ცენტრალური ბალონის დანადგარიდან (არაუმეტეს 10 ბალონისა) ან ჟანგბადის პუნქტიდან (10-ზე მეტი ბალონის რაოდენობისას). ჟანგბადის ცენტრალური მიწოდების უქონლობისას ჟანგბადის ბალიშების ხმარების წესს ადგენს დაწესებულება ბრძანებით. დაშვებულია ჟანგბადის ერთბალონიანი რამპის დაყენება დაწესებულების შენობის გარეთა უწვადი კედელთან, უწვად კარადაში. 9.6. აკრძალულია: ავადმყოფთა პალატების შემცველი კორპუსებში ისეთი შენობების განლაგება, რომლებიც არ არის დაკავშირებული სამკურნალო პროცესთან (გარდა საპროექტო ნორმებით დადგენილისა), ან მათი სხვა დანიშნულებით იჯარით გადაცემა; დერეფნებში, ჰოლებსა და საევაკუაციო გასასვლელებში საწოლების დადგმა; ავადმყოფთა და მომსახურე პერსონალის ოთახების ფანჯრებზე რკინის გისოსების ან ჟალუზების დაყენება; ხის კედლებზე და ჭერზე შპალერის გაკვრა და მათი ნიტრო ან ზეთოვანი საღებავით შეღებვა; შენობების მოსაპირკეთებლად ისეთი მასალების გამოყენება, რომლებიც წვის დროს გამოყოფენ ტოქსიკურ ნივთიერებებს; ჟანგბადის ბალონების სამკურნალო დაწესებულებების შენობებში დაყენება და შენახვა: რეზინის ან პლასტმასის შლანგების გამოყენება ბალონებიდან საავადმყოფოს პალატებში ჟანგბადის მისაწოდებლად; გაუმართავი სამკურნალო ელექტრომოწყობილობებით სარგებლობა; საავადმყოფოს პალატებში ღუმელების საცეცხლე ღიობების მოწყობა; სამკურნალო დაწესებულებების სარდაფებსა და ცოკოლის სართულზე სახელოსნოების, საწყობების, საკუჭნაოების მოწყობა. 9.7. მადუღრების, წყლის გამაცხელებლების და ტიტანების დაყენება, სამედიცინო ხელსაწყოების სტერილიზაცია, აგრეთვე პარაფინისა და ოზოკერიტის გაცხელება დაშვებულია მხოლოდ სპეციალურად ამ მიზნისათვის მოწყობილ სათავსებში. ხელსაწყოების და შუასადებების ასადუღებლად უნდა იყოს გამოყენებული დახურულ სპირალებიანი სტერილიზატორები. ნავთგაზქურების, ნავთქურების და პრიმუსების გამოყენება ამ მიზნებისათვის არ დაიშვება. 9.8. ლაბორატორიებში, განყოფილებებში, ექიმების კაბინეტებში დაშვებულია ადვილად აალებად სითხეებს და წვად სითხეებს მიკუთვნებული მედიკამენტების და რეაქტივების (სპირტი, ეთერი და ა.შ.) შენახვა სპეციალურ ჩასაკეტ ლითონის კარადებში, საერთო რაოდენობით არაუმეტეს 3 კგ., მათი ურთიერთშეთავსების გათვალისწინებით. 9.9. არ დაიშვება ღუმელით გასათბობი ხის შენობებში ავადმყოფთა და ბავშვების მოთავსება, თუ მათი რაოდენობა აღემატება 25-ს. 9.10. რენტგენის ფირების 300კგ-ზე მეტი ტევადობის არქივსაცავი უნდა იყოს განლაგებული ცალკე მდგომ შენობებში, ხოლო 300კგ-მდე ტევადობისა – დაშვებულია განლაგდეს შენობების სათავსებში, რომლებიც შემოღობილია ხანძარსაწინააღმდეგო კედლებითა და I ტიპის გადახურვებით. მანძილი არქივსაცავებიდან მეზობელ შენობებამდე უნდა იყოს არანაკლებ 15 მ. არქივსაცავის ერთ სექციაში დაშვებულია არაუმეტეს 500 კგ ფირის შენახვა. ყველა სექციას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი გამწოვი ვენტილაცია. კარი სექციიდან უნდა იღებოდეს გარეთ არქივებში ფანჯრების ფართის შეფარდება იატაკის ფართთან უნდა იყოს არანაკლებ 18. არქივების გათბობა უნდა იყოს ცენტრალური. არ დაიშვება მათი ორთქლით გათბობა, ლითონის ღუმელებისა და აგრეთვე ლითონის მილებიანი დროებითი ღუმელების დაყენება. საცავის სათავსებში არ დაიშვება ელექტროფარების, გამთიშველი მოწყობილობების, ელექტროზარების და საშტეფსელე შეერთებების დაყენება არასამუშაო საათებში ელექტროგაყვანილობა საცავებში უნდა იყოს გამორთული. 9.11. სათავსში 4კგ-მდე რაოდენობით ფირებისა და რენტგენოგრამების შენახვა დაშვებულია ლითონის კარადაში (ყუთში) არქივის გარეშე. თუ კარადა მოთავსებულია არანაკლებ 1 მ მანძილზე სათბობ ხელსაწყოებიდან. სათავსებში, სადაც დგას ასეთი კარადები, არ დაიშვება თამბაქოს მოწევა და ნებისმიერი ტიპის გამაცხელებელი ხელსაწყოს გამოყენება. 9.12. არქივები უნდა იყოს მოწყობილი ლითონის (აზბესტითა და ლითონით გადაკრული ხის) ფილმოსტატებით ან კარადებით, რომლებიც დაყოფილია სექციებად, სიღრმით და სიგრძით არაუმეტეს 50 სმ მანძილი კარადებიდან კედლებამდე, ფანჯრებამდე, ჭერამდე და იატაკამდე უნდა იყოს არანაკლებ 0,5 მ. 10. სამრეწველო საწარმოები ზოგადი დებულებანი 10.1 ტექნოლოგიური პროცესები უნდა ჩატარდეს რეგლამენტების, ტექნიკური ექსპლუატაციის წესებისა და დადგენილი წესით დამტკიცებული სხვა ნორმატიულ-ტექნიკური და საექსპლუატაციო დოკუმენტაციის შესაბამისად, ხოლო ხანძარსაშიშ და აფეთქებახანძარსაშიშ ნივთიერებათა და მასალათა გამოსაყენებლად განკუთვნილი მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს საკონსტრუქტორო დოკუმენტაციას. 10.2. ყოველ საწარმოში უნდა იყოს მონაცემები ტექნოლოგიურ პროცესებში გამოყენებულ ნივთიერებათა და მასალათა ხანძარსაშიში მაჩვენებლების შესახებ. ხანძარსაშიშ და აფეთქებახანძარსაშიშ ნივთიერებებთან და მასალებთან მუშაობისას უნდა იქნეს დაცული შეფუთვაზე ან თანმხლებ საბუთებში აღნიშნული მარკირებისა და გამაფრთხილებელი წარწერების მოთხოვნები. არ დაიშვება ერთობლივი გამოყენება (თუ ეს არ არის გათვალისწინებული ტექნოლოგიური რეგლამენტით), შენახვა და ტრანსპორტირება ისეთი ნივთიერებების და მასალებისა, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთმოქმედებისას იწვევენ აალებას, აფეთქებას ან წარმოქმნიან წვად და ტოქსიკურ აირებს (ნარევებს). 10.3. მოწყობილობების გეგმურ-მაფრთხილებელი რემონტი და მოწყობილობების პროფილაქტიკური დათვალიერება უნდა ჩატარდეს დადგენილ ვადებში და პროექტითა და ტექნოლოგიური რეგლამენტით გათვალისწინებული სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესრულებით. 10.4. გამწოვი მოწყობილობების (კარადების, სამღებროების, საშრობი კამერების და ა.შ.), აპარატებისა და მილსადენების კონსტრუქციამ თავიდან უნდა აგვაცილოს ხანძარსაშიში დანალექების დაგროვება და უზრუნველყოს მათი გაწმენდა ხანძარუსაფრთხო ხერხებით. საწმენდი სამუშაოები უნდა ჩატარდეს ტექნოლოგიური რეგლამენტების შესაბამისად და დაფიქსირდეს ჟურნალში. 10.5 ტექნოლოგიურ დანადგარებზე, მილსადენებზე და სხვა ადგილებში დაყენებული ნაპერწკალსაქრობები, ნაპერწკალმჭერები, ცეცხლშემჩერებელი, ცეცხლმზღუდავი, მტვერ და ლითონმჭერი და აფეთქებსაწინააღმდეგო მოწყობილობებში, სტატიკური ელექტრობისაგან დამცავი სისტემები უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში. 10.6. მოწყობილობათა, ნაკეთობათა და დეტალების გასარეცხად და ცხიმგასაცლელად, როგორც წესი, უნდა იყოს გამოყენებული უწვადი ტექნიკური სარეცხი საშუალებები, აგრეთვე სახანძრო თვალსაზრისით უსაფრთხო დანადგარები და ხერხები. 10.7. მილსადენებში გაყინული პროდუქტის, ყინულის, კრისტალოჰიდრატული და სხვა საცობების გაცხელება უნდა განხორციელდეს ცხელი წყლით, ორთქლით ან სხვა უსაფრთხოა ხერხებით. ამ მიზნებისთვის ღია ცეცხლის გამოყენება არ დაიშვება. 10.8. რეზერვუარებიდან (საცავებიდან) ადვილადაალებადი და წვადი სითხეების ნიმუშების აღება და დონის გაზომვა უნდა განხორციელდეს დღის სინათლზე. არ დაიშვება აღნიშნული ოპერაციების შესრულება ჭექა-ქუხილის დროს, აგრეთვე პროდუქტის დატუმბვის ან ამოტუმბვის დროს. არ დაიშვება ამგვარი სითხეების მიწოდება რეზერვუარებში (საცავებში) „ვარდნილი ნაკადით”. რეზერვუარის შევსებისა და დაცლის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს რეზერვუარებზე დაყენებული სასუნთქი სარქველების (სავენტილაციო მილყელების) ჯამურ გამტარუნარიანობას. 10.9. კამერებისა და ციკლონების ექსპლუატაციისას მათი კარებები და საძრომები უნდა იყოს დახურული. კამერებსა და ციკლონებში მოგროვილი წვადი ნარჩენები უნდა იქნეს დროულად გატანილი. 10.10. საწარმოო შენობებში, საწყობებსა და წარმოებათა ტერიტორიებზე ცხოვრება, აგრეთვე საწყობებში საწარმოო სახელოსნოების განლაგება არ დაიშვება. 10.11. საწყობების და საწარმოო სათავსების გავლით არ უნდა იქნეს გაყვანილი სატრანზიტო ელექტროქსელი, აგრეთვე წვადი აირების, ადვილად აალებადი, წვადი სითხეებისა და წვადი მტვრის ტრანსპორტირების მილსადენები. 10.12. აფეთქებახანძარსაშიშ უბნებზე, საამქროებსა და სათავსებში უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ იმ მასალისაგან დამზადებული ინსტრუმენტი-იარაღი, რომელიც არ აჩენს ნაპერწკალს ან არის შესაბამის აფეთქებაუსაფრთხო შესრულებაში. 10.13. სათავსებში, სადაც ხდება წვადი მტვრის, ბურბუშელის და ა.შ. გამოყოფა, უნდა სისტემატურად დასუფთავდეს კედლებში, ჭერი, იატაკი, კონსტრუქციები და მოწყობილობები დასუფთავების პერიოდულობა დგინდება საწარმოში მიღებული ბრძანებით. 10.14. ადვილადაალებადი სითხეების, წვადი სითხეებისა და წვადი აირების მიწოდება სამუშაო ადგილებზე უნდა ხორციელდებოდეს ცენტრალიზებულად, დასაშვებია ადვილადაალებადი და წვადი სითხეების მიწოდება სამუშაო ადგილებზე სპეციალური უსაფრთხო ტარით. ღია ტარის გამოყენება არ დაიშვება. 10.15. კედლებსა და გადახურვებში ტექნოლოგიური ღიობები უნდა იყოს დაცული ცეცხლგადამღობი მოწყობილობებით. 10.16. ნახევარფაბრიკატების ტარის გარეშე ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი შახტური ამწეების ჩამტვირთავი მოწყობილობები უნდა იყოს აღჭურვილი საფარებით, რომლებიც იხსნება მხოლოდ დატვირთვის დროს. 10.17. ხანძარსაწინააღმდეგო კარებების თვითჩამკეტი მექანიზმები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში. სამუშაო დღის დამთავრებისთანავე ცეცხლგადამღობი მოწყობილობები უნდა დაიკეტოს. 10.18 ხაზებსა და ადსორბერებზე ასაფეთქებელი მცველი სარქველების დამცავი მემბრანები მასალის სახისა და სისქის მიხედვით უნდა შეესაბამებოღეს საპროექტო მონაცემებს. 10.19. აუცილებელია ცეცხლგადამღობების გამართულობის რეგულარულად შემოწმება და მათი ცეცხლჩამქრობი საცმის გაწმენდა, აგრეთვე მემბრანის სარქველების გამართულობის შემოწმება. შემოწმების ვადები უნდა იყოს აღნიშნული საამქროს ინსტრუქციაში. 10.20. უნდა იყოს გამორიცხული ადსორბერებში არსებული აქტივირებული ნახშირის თვითწვის შესაძლებლობა, რისთვისაც ისინი უნდა იქნეს შევსებული მხოლოდ სტანდარტული, დადგენილი მარკის აქტივირებული ნახშირით. 10.21. წვადი სითხეებიან ჰიდროსისტემებში აუცილებელია დაწესდეს კონტროლი ზეთის დონეზე ავზში და არ იქნეს დაშვებული ზეთის წნევის გადამეტება სისტემაში პასპორტით გათვალისწინებულზე ზევით. ჰიდროსისტემებიდან ზეთის გამოდინების აღმოჩენისას ჟონვა უნდა იქნეს დაუყოვნებლივ შეჩერებული. 10.22. არ დაიშვება ჩარჩოხერხების, მრგვალსახერხი, საფრეზავსახერხი და სხვა ჩარხების და აგრეგატების ექსპლუატაცია: ხერხების შემოღობვებზე შეხებისას; არასაკმარისი ან არათანაბარი კბილგასაყარის მქონე კბილებიანი და მსხვილი ხიწვებიანი ხერხების გამოყენებისას; შესაზეთი და გამაციებელი სისტემების დაზიანებისას; გამაციებელი და შესაზეთი სისტემების გაუმართაობისას და მოწყობილობების გარეშე, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩარჩოხერხების ავტომატურ გამორთვას, თუ გამაციებელი სისტემაში წნევა პასპორტით გათვალისწინებულზე დაბალია; სახერხი ჩარჩოს გადახრისას ცოციების მიშვებისას და არასწორი მორგებისას; საკისრების გაცხელებისას 70° C-ზე ზევით. 10.23. საჭრელ (საკაფველ) მანქანაში ნედლეულის მიმწოდებელი კონვეიერები უნდა იქნეს აღჭურვილი ლითონდამჭერებით, რომლებიც ავტომატურად გამორთავენ კონვეიერებს და იძლევიან ხმოვან სიგნალს ლითონის საგნების მოხვედრის შემთხვევაში. 10.24. საჭრელი მანქანის ჩასატვირთი ძაბრის გასაწმენდად ლითონის საგნების გამოყენება არ დაიშვება. 10.25. დასამუშავებლად მიწოდებული ტექნოლოგიური ნაფოტი და ბურბუშელის საფენი პრესში შეტანამდე უნდა გატარდეს ლითონდამჭერებში. 10.26. ხის ბურბუშელის ფილების სახეხი დაზგების წინ უნდა იყოს დაყენებული ლითონის მაძიებლები, რომლებიც აღჭურვილია სიგნალიზაციით და დაბლოკირებულია მიმწოდებელ მოწყობილობებთან. 10.27. დაქუცმაცებული ხის ნაწილაკების ბუნკერები და მაფორმირებელი მანქანები უნდა იყოს მოწყობილი ასპირაციის სისტემით, რომელიც შეინარჩუნებს საცავში განმუხტვას და აღჭურვილი მათი შევსებისას სიგნალიზაციის მომცემი გადამწოდებით. 10.28. ცხელი დაწნეხვის წესით მომუშავე წნეხის, ჩამტვირთავი და განმტვირთავი თაროედის ზევით უნდა იყოს მოწყობილი გამწოვი ქოლგა, რომელიც არ დაუშვებს მტვრისა და აირის დაგროვებას სათავსოში ფილების დახურვისას (შერწყმისას) და გაღებისას. ქოლგის კონსტრუქციამ არ უნდა შეაფერხოს წნეხისა და თვით ქოლგის მომსახურება და გასუფთავება. 10.29. დოლური საშრობი და მშრალი ბურბუშელისა და მტვრის ბუნკერები უნდა იყოს აღჭურვილი ხანძრის ქრობის ავტომატური დანადგარებით და აფეთქებსაწინაღო მოწყობილობებით. 10.30. ბურბუშელისა და მტვრისებრი მასალათა ტრანსპორტირების სისტემები უნდა იქნეს აღჭურვილი ცეცხლის გავრცელების თავიდან ასაცილებელი სამარჯვეებით და წვის ლიკვიდაციისათვის საჭირო საძრომებით. 10.31. საასპირაციო და პნევმოსატრანსპორტო სისტემებიდან ხისა და სხვა ფეთქებადსაშიში მტვრის მოსაგროვებელი საცავები უნდა იყოს აღჭურვილი მუშა მდგომარეობაში მყოფი აფეთქებასაწინააღმდეგო მოწყობილობებით. 10.32. ფილების თერმული დამუშავების კამერები უნდა გასუფთავდეს აქროლადი ფისის გამონაყოფის ნარჩენებისგან და მერქანის პიროლიზის პროდუქტების, მტვრისა და სხვა ნარჩენებისგან არანაკლებ ერთხელ დღე-ღამეში. ხის ბურბუშელის ფილების თერმული დამუშავების კამერებიდან ფეთქებადსაშიში აირების მოსაცილებლად აუცილებელია გვქონდეს გამწოვი მილის შიბერის გამღები მოწყობილობა, რომელიც გაიღება 2-3 წუთით ყოველ 15 წუთში. ფხვიერი ნაწიბურებიანი არასრულად დაწნეხილი ფილების თერმული დამუშავება არ დაიშვება. 10.33. თერმული დამუშავების შემდეგ დასტებად დაწყობის წინ ფილები უნდა გაცივდეს ღია საბუფერო მოედნებზე გარემომცველი ჰაერის ტემპერატურამდე მათი თვითანთების გამორიცხვის მიზნით. 10.34.დამუშავების კამერებსა და ზეთის აბაზანებში ტემპერატურა უნდა გაკონტროლდეს ავტომატურად. 10.35. საშრობი დოლები, რომლებშიც გამოიყენება საწვავი აირები, უნდა იყოს მოწყობილი ნაპერწკალდამჭერებით. 10.36. ხის ფენოვანი პლასტიკების ჩამოჭრა და მათი ნაჭრებად დაჭრა უნდა განხორციელდეს დაწნეხვის არანაკლებ 12 საათის შემდეგ. 10.37. სამუშაოს დამთავრების შემდეგ საჟღენთი აბაზანები, აგრეთვე გამაციებელი წვადი სითხეებიანი აბაზანები უნდა დაიხუროს სახურავებით. 10.38. საჟღენთი, საწრთობი და წვადი სითხეებით სხვა აბაზანები უნდა იყოს აღჭურვილი შენობის გარეთ მოთავსებულ მიწისქვეშა საცავში ჩამოსასხამი მოწყობილობებით. ყოველ აბაზანას უნდა ჰქონდეს წვადი აირების ადგილობრივი გაწოვა. 10.39. პერიოდული მოქმედების საშრობი კამერები და კალორიფერები ყოველი დატვირთვის წინ უნდა გასუფთავდეს საწარმოო ნაგვისა და მტვრისაგან. 10.40. ორთქლსაჰაერო და აირის კამერების მომდენი და გამწოვი არხები უნდა იყოს მოწყობილი სპეციალური ფარსაკეტებით  (შიბერებით), რომლებიც დაიკეტება ხანძრის გაჩენისას. 10.41. აირის საშრობი კამერები უნდა იყოს აღჭურვილი გამართული მოწყობილობებით, რომლებიც ავტომატურად შეწყვეტენ საწვავი აირების მიწოდებას ვენტილაციის გაჩერების შემთხვევაში. აირის საშრობი კამერების წინ უნდა იყოს დაყენებელი ნაპერწკალსაჭერები, რომლებიც თავიდან აგვაცილებენ ნაპერწკლის მოხვედრას საშრობ კამერებში. ალიბჭეების, ნაპერწკალსაჭერების, აირის საშრობის მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობა უნდა რეგულარულად შემოწმდეს. ალიბჭეების ზედაპირზე ბზარებიანი და უმოქმედო ნაპერწკალსაქრობებიანი საშრობი მოწყობილობების ექსპლოატაცია არ დაიშვება. 10.42. მყარ და თხევად საწვავზე მომუშავე აირის საშრობი კამერების საცეცხლე მოწყობილობები უნდა დასუფთავდეს მურისაგან არანაკლებ ორჯერ თვეში. 10.43. საცეცხლე-საშრობი განყოფილება უნდა იყოს დაკომპლექტებული საშრობი აგენტის ტემპერატურის კონტროლისთვის განკუთვნილი გამართული ხელსაწყოებით. 10.44. რბილი ხის ბოჭკოს ფილების საშრობი კამერები უნდა იყოს დასუფთავებული ხის ნარჩენებისგან არანაკლებ ერთხელ დღე-ღამეში. კონვეიერის გაჩერებისას 10 წუთზე მეტით დროით საშრობი კამერის გახურება უნდა იყოს შეჩერებული. საშრობ კამერებს უნდა ჰქონდეთ მოწყობილობები, რომლებიც გამორთავენ კალორიფერების ვენტილატორებს კამერაში ცეცხლის გაჩენისას და ჩართავენ ხანძარის ქრობის სტაციონალურ საშუალებებს. 10.45. საშრობი კამერები (სათავსები, კარადები) ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებისა და შეღებილი მზა ნაწარმისთვის უნდა იყოს მოწყობილი გაცხელების გამომრთველი ავტომატიკით დაშვებულზე ზევით ტემპერატურის მომატებისას. 10.46. მაღალი სიხშირის დენით გასაშრობად მერქანის შტაბელებად დაწყობის წინ აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ მასში არ არის ლითონის საგნები. 10.47. ადამიანთა ყოფნა და სპეცტანსაცმლის გაშრობა საშრობ კამერებში არ დაიშვება. ასანთის წარმოება 10.48. ასანთის წარმოებისას ღერებისა და კოლოფების` საშრობი აპარატები უნდა იყოს აღჭურვილი შრობის ტემპერატურული რეჟიმის საკონტროლო ხელსაწყოებით. შრობის ტემპერატურის 110° C – ზე ზევით გადამეტება არ დაიშვება. 10.49. ღერების სახეხი აპარატები უნდა იყოს აღჭურვილი მტვერმოსაცილებელი სისტემით. 10.50. მოწყობილობა და მექანიზმები, აგრეთვე შენობის იატაკი და კედლები მათზე ანმთები მასის და პარაფინის მოხვედრისას აუცილებელია დაუყონებლივ გასუფთავდეს და გაირეცხოს წყლით. 10.51. ავტომატური საამქროს იატაკის დასუფთავება და გარეცხვა უნდა ხდებოდეს არანაკლებ ორჯერ ცვლაში. საკანალიზაციო ჭას უნდა ჰქონდეს სალექარი. სალექარი აუცილებელია გაიწმინდოს საამქროს იატაკის ყოველი გასუფთავებისა და გარეცხვის შემდეგ. 10.52. ავტომატში მოთავსებული ანმთები მასის მარაგი არ უნდა აღემატებოდეს ერთ ჩასხმისათვის საჭირო რაოდენობას. 10.53. ჩასაწობ გობში ასანთის ღერებიდან ჩამოცვენილი მასის გასუფთავება უნდა განხორციელდეს ფერადი ლითონის ბადისებრი ნიჩბებით. 10.54. დასვენების დღეებში, პროფილაქტიკური შეკეთებისათვის და ავარიის აღმოფხვრისთვის ასანთის ავტომატის გაჩერება დაიშვება მხოლოდ მასში ასანთის უქონლობისას. 10.55. ავტომატის ხანმოკლე გაჩერებისას ჩასაწყობი ფილა უნდა იყოს ჩაშვებული ჩასაწყობ გობში. 10.56. არ დაიშვება ანმთები მასის ტრანსპორტირება მზა პროდუქციის შენახვის ადგილების, წაცხების განყოფილებების გავლით და საშრობმოწყობილობების ახლოს, ხოლო ფოსფორის მასისა –  ავტომატური საამქროსა და დაბნეული ასანთის დასაწყობ სათავებში. 10.57. საფქვავი განყოფილების იატაკი აუცილებელია მუდმივად დაინამოს. ანმთები და ფოსფორის მასის დასამზადებელ საამქროში ცვლის მოთხოვნილებაზე ზევით მასალათა მარაგის შენახვა არ დაიშვება. მასალათა მარაგის საცავები უნდა იყოს დაკეტილი. 10.58. მასის დამზადებისათვის და შენახვისათვის 50კგ-ზე მეტი ტევადობის ჭურჭლის გამოყენება არ დაიშვება. ჭურჭელი უნდა იყოს დამზადებული ფერადი ლითონისაგან და ჰქონდეს სამარჯვი (სახელური) მისი გადაადგილებისათვის. 10.59. დაბნეული ბერტოლეს მარილი დაუყოვნებლივ უნდა მოთავსდეს სპეციალურ წყლიან ჭურჭელში. 10.60. ბურთულებიან წისქვილში ბერტოლეს მარილისა და გოგირდის მშრალი სახით დაფქვა არ დაიშვება. 10.61. ფოსფორისა და ანმთები მასის ასანთის ღერებით, ასანთებით და სხვადასხვა ნარჩენებით დანაგვიანება არ დაიშვება. 10.62. ასანთის მასებისათვის ქიმიკატების ნაწილ-ნაწილ – აწონვა უნდა განხორციელდეს გამწოვი ვენტილაციით აღჭურვილი სპეციალურ კარადებში. 10.63. ასანთის მასის დამამზადებელ საამქროში და ავტომატურ საამქროში მომუშავეთა სპეცტანსაცმელი უნდა იყოს გაჟღენთილი – ცეცხლდამცავი შედგენილობით. 10.64. ასანთის მასის დამამზადებელ საამქროში და ავტომატურ საამქროში მომუშავეთა სპეცტანსაცმლის გამოყენება გარეცხვის შემდეგ ცეცხლდამცავი შედგენილობით გაუჟღენთავად არ დაიშვება. 10.65. გაფანტული ასანთის დასაწყობ სათავსებში და თითოეულ ავტომატთან კასეტებში ჩაწყობილი ასანთის მარაგი არ უნდა აღემატებოდეს 10 პატარა ან 5 დიდ კასეტას. 10.66. ასანთის მარაგი კოლოფის გამვსებ მანქანებთან არ უნდა აღემატებოდეს 3 პატარა კასეტას. 10.67. ასანთებიანი კასეტები უნდა ინახებოდეს თაროედზე და დაიწყოს არაუმეტეს ორ რიგად სიმაღლეში, მათ შორის მოთავსებული ფერადი ლითონის შუა სადებებით. 10.68. კასეტებით შევსებულ თაროებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 2.0 მ. 10.69. საამქროში 10 პატარაზე ან 5 დიდზე მეტი ასანთებიანი კასეტების ერთ ადგილას შენახვა არ დაიშვება. 10.70. მზა ასანთის მარაგი, კოლოფის შემღებავ და საფუთავი მანქანების ზონაში არ უნდა აღემატებოდეს 20 ყუთს ერთ მანქანაზე. 10.71. მზა პროდუქციის რაოდენობა შუალედური შენახვის უბანში არ უნდა აღემატებოდეს ასანთის ერთი ავტომატის გამომუშავებას ცვლის განმავლობაში. 10.72. ასანთის მასის ნარჩენების შესაგროვებლად, ტრანსპორტირებისთვის და განადგურებისთვის წარმოებაში უნდა იყოს შემუშავებული და დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუქცია. 10.73. ასანთის მასის ნარჩენები და ხის ტარა უნდა დაიწვას წარმოების ტერიტორიის გარეთ სპეციალურად მოწყობილ მოედნებზე. 10.74. ასანთის მასის ნარჩენებისა და ხის ტარის დასაწვავი მოედნები უნდა იყოს შემოღობილი და ჰქონდეს მყარი ფენილი. 10.75. ასანთის მასის ნარჩენები დაწვის ადგილზე უნდა იყოს მიტანილი  წყალში განზავებული. ნარჩენების დაწვა აუცილებელია მოხდეს მიტანისთანავე. ენერგეტიკა 10.76. საკონტროლო-საზომი ხელსაწყოების და მართვის მოწყობილობათა სათავსები უნდა იყოს გამოყოფილი აირმარეგულირებელი პუნქტებიდან და აირმარეგულირებელი დანადგარებიდან აირშეუღწევი კედლებით, რომლებშიც არ შეიძლება იყოს გამჭოლი ხვრელები და ნაპრალები. კედელში კომუნიკაციების გატარება დაიშვება მხოლოდ სპეციალური მოწყობილობების (ჩობალების) გამოყენებით. 10.77. აირსაშიში სამუშაოები უნდა ჩატარდეს მხოლოდ განწესით უსაფრთხოების წესების შესაბამისად, მომსახურე ბრიგადის წევრები დაიშვებიან სამუშად მხოლოდ სახანძრო უსაფრთხოების ზომებზე ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ. 10.78.აირმარეგულირებელი პუნქტის (აირმარეგულირებელი დანადგარის სავენტილაციო სასტემის წყობილებიდან გამოსვლის შემთხვევაში უნდა იყოს მიღებული ზომები სათავსში აირის ფეთქებადსაშიში კონცენტრაციის შექმნის გამოსარიცხავად. დაუშვებელია მოწყობილობების და აირსადენების შეკეთება ან მონტაჟის სათავსში ვენტილაციის გარეშე. 10.79. დაუშვებელია 45​0 C-ზე დაბალი აფეთქების ტემპერატურის მქონე თხევადი საწვავის გამოყენება. ელექტროსადგურებში ასეთი საწვავის მოსვლის შემთხვევაში მისი მიღება არ დაიშვება, ტვირთი უნდა დაუბრუნდეს მომწოდებელს. 10.80. ზეთის გასუფთავებისას უნდა იყოს დაწესებული მუდმივი კონტროლი წნევაზე, ტემპერატურაზე, ზეთგამაცხელებლებში ზეთის უწყვეტ მიწოდებაზე. 10.81. სათბობის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყრის კვანძებზე უნდა ნორმალურად მუშაობდეს ასპირაციული დანადგარები ან მტვერის ჩამხშობი დანადგარები წვრილადგაფრქვეული წყლის, ჰაერმექანიკური ქაფის ან წყლის ბურუსის გამოყენებით. 10.82. საწვავის მიწოდებისას უნდა მუშაობდეს საწვავმიმწოდებლის ტრაქტზე მოთავსებული გაუმტვერულობლის ყველა საშუალება, აგრეთვე საწვავი და ლითონის, ნაფოტების და სხვა უცხო საგნების დამჭერი მოწყობილობა. 10.83. საწვავმიმწოდებლის ტრაქტს უნდა ჩაუტარდეს რეგულარული კონტროლი და დროულად შესრულდეს მიმდინარე შეკეთება და ტექნიკური მომსახურება მტვრის დაგროვების თავიდან აცილების მიზნით. კონვეიერების გალერეის კედლები უნდა მოპირკეთდეს გლუვი ფილებით ან შეიღებოს ღია ფერის წყალგამძლე საღებავით. 10.84. საწვავმიმწოდებლის ტრაქტის სათავსებში უნდა იქნეს დაცული სისუფთავე, რეგულარულად ჩატარდეს ყველა ადგილის მტვრისგან გაწმენდა. დასუფთავება უნდა ჩატარდეს დამტკიცებული გრაფიკით მყარი საწვავის ტიპის, მისი ჟანგვისადმი მიდრეკილების და სათავსის დამტვერიანების მიხედვით. მტვერი უნდა იყოს აღებული ჰიდროგარეცხვით ან მექანიზირებული საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში ხელით გაწმენდის ცალკეულ ადგილებში ამ სამუშაოების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ მტვრის გაფრქვეული წყლით დანამვის შემდეგ. 10.85. საწვავმიმწოდებლის ტრაქტში გამავალ საკაბელო ტრასებზე მტვერის დაგროვების შესამცირებლად კაბელები ერთმანეთისგან უნდა იყოს დაცილებული. 10.86. საკონვეიერო ლენტების დატვირთვის დროს მათი მოძრაობისას საწვავი არ უნდა დაიბნეს. დაბნეული საწვავი უნდა იქნეს აღებული სამუშაო ცვლის განმავლობაში. საკონვეიერო ლენტების ქვედა ნაწილზე საწვავის დაგროვება არ დაიშვება. 10.87. საწვავით დატვირთული კონვეიერების გაჩერება დაუშვებელია, გარდა ავარიული სიტუაციისა. ავარიული გაჩერების შემთხვევაში საკონვეიერო ლენტები უნდა იყოს განთავისუფლებული (დაცლილი) საწვავისგან უმოკლეს ვადებში. 10.88. ელექტროსადგურების გადასვლისას მაზუთის ან აირის ხანგრძლივ წვაზე და სათანადო მოწყობილობის კაპიტალური შეკეთების წინ უნდა განხორციელდეს დაუმუშავებელი საწვავის ბუნკერების მთლიანი დაცლა. 10.89. კონვეიერებზე, სავულკანიზაციო სამუშაოების ჩატარების წინ საჭიროა გასუფთავდეს ლენტის შესაკეთებელი მონაკვეთი მტვრისგან არანაკლებ 10 მ სიგრძეზე (საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ჰიდროგაწმენდა), შემოიღობოს იგი უწვად ფარებით და აღჭურვილ იქნეს ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებებით. 10.90. დაკეტილ გამანაწილებელ მოწყობილობების სათავსებში და დერეფნებში არ დაიშვება საკუჭნაოების მოწყობა, რომლებიც არ ეკუთვნის გამანაწილებელ მოწყობილობებს, აგრეთვე ელექტროტექნიკური მოწყობილობის, სათადარიგო ნაწილების, წვადი სითხეებიანი ჭურჭლის და სხვადასხვა სახის აირის ბალონების შენახვა. 10.91. საკაბელო ნაგებობების სიგრძის ყოველ არაუმეტეს 60 მ-ზე უნდა იყოს დაყენებული უახლოესი გასასვლელის მაჩვენებლები. სექციების ტიხრების კარებებზე უნდა იყოს გამოკრული მოძრაობის მაჩვენებლები (სქემა) უახლოეს გასასვლელამდე. საკაბელო ნაგებობებიდან გასასვლელ საძრომებთან უნდა იქნეს დაყენებული კიბეები ისე, რომ მათ ხელი არ შეუშალონ გვირაბებში (სართულებზე) გასვლას. 10.92. ჯავშნიანი კაბელების გაყვანა შენობის შიგნით წვადი ჩალიჩის საფენის მოუხსნელად არ დაიშვება. 10.93. საკაბელო ნაგებობების სექციების ტიხრების კარებები უნდა იყოს თვითჩამკეტი, იღებოდეს უახლოესი გასასვლელის მხარეს, ჰქონდეს მისახური სამჭიდროვებლები. საკაბელო ნაგებობების ექსპლუატაციისას აღნიშნული კარებები უნდა იმყოფებოდეს და ფიქსირდებოდეს დაკეტილ მდგომარეობაში. საკაბელო სათავსების ვენტილაციის პირობებით დაიშვება კარებების ღია მდგომარეობაში გაჩერება, ამასთან ერთან ისინი უნდა ავტომატურად იკეტებოდეს შენობის შესაბამის ნაკვეთურში სახანძრო სიგნალიზაციის იმპულსით. კარებების თვითჩამკეტი მოწყობილობები უნდა იმყოფებოდეს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში. 10.94. ლითონის ყუთებში საკაბელო ხაზები უნდა შემჭიდროვდეს უწვავი მასალებით და განცალკევდეს არანაკლებ 0,75 სთ ცეცხლმედეგობის ტიხრებით შემდეგ ადგილებში: სხვა საკაბელო ნაგებობებში შეყვანისას; საკაბელო ყუთების ჰორიზონტალურ მონაკვეთების ყოველ 30 მეტრში, აგრეთვე კაბელების ძირითადი ნაკადების სხვა ყუთებში განშტოებისას; საკაბელო ყუთების ვერტიკალური მონაკვეთების ყოველ 20 მეტრზე. გადახურვებზე გაყვანისას ასეთივე ცეცხლმედეგი შემჭიდროება დამატებით უნდა მოეწყოს გადახურვის ყოველ ნიშნულზე. ლითონის ყუთებში გატარებული საკაბელო ხაზების შემჭიდროვების ადგილები უნდა აღინიშნოს წითელი ზოლებით ყუთების გარე კედლებზე. საჭიროების შემთხვევაში უკეთდება ახსნა-განმარტებითი წარწერები. 10.95. რეკონსტრუქციის ან შეკეთების ჩატარებისას წვადი პოლიეთილენის იზოლაციის მქონე კაბელების გამოყენება არ დაიშვება. 10.96. კაბელების ლითონის გარსი და ლითონის ზედაპირი, რომელზედაც გაყვანილია ისინი, უნდა იყოს დაცული უწვად ანტიკოროზიული საფარებით. 10.97. არ დაიშვება ზეთით ავსებული კაბელების გასაზრდოებელი მოწყობილობების სათავსებში წვადი და სხვა მასალების შენახვა, რომლებიც არ ეკუთვნიან მოცემულ დანადგარს. 10.98. გამანაწილებული მოწყობილობებსა და სხვა სათავსებში საკაბელო არხები და ორმაგი იატაკები უნდა გადაიფაროს ასახდელი უწვადი ფილებით. პარკეტის იატაკიანი მართვის ფარების სათავსებში ხის ფარები ქვევიდან უნდა იყოს დაცული აზბესტით  და შემოიჭედოს ლითონის ფურცლებით ან სხვა ცეცხლდამცავი მასალით. ასახდელ უწვადი ფილებს და მთლიან ფარებს უნდა ჰქონდეთ მათი სწრაფად ხელით ასახდელი მოწყობილობა. 10.99. რეკონსტრუქციისას და შეკეთებისას საკაბელო ნაგებობების გავლით რაიმე სატრანზიტო კომუნიკაციისა და სალტესადენების გაყვანა არ დაიშვება. 10.100. ზეთმიმღები მოწყობილობა ტრანსფორმატორების და რეაქტორების ქვეშ, ზეთსარინები (ან სპეციალური დრენაჟები) უნდა იმყოფებოდეს გამართულ მდგომარეობაში ავარიის შემთხვევაში ზეთის დაღვრის და საკაბელო არხებში და სხვა ნაგებობებში მისი მოხვედრის გამორიცხვის მიზნით. 10.101. ზეთმიმღების გვერდითი შემოღობვის ფარგლებში ხრეშის ყრილი უნდა იყოს სუფთა მდგომარეობაში და არანაკლებ ერთხელ წელიწადში უნდა გაირეცხოს. ხრეშის ყრილის გაჭუჭყიანების შემთხვევაში (მტვერით, სილით დასხვა) ან ხრეშის გაზეთიანებისას მისი გარეცხვა, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ხრეშის ყრილზე ნავთობპროდუქტების 3 მმ-ზე მეტი სისქის მყარი დანალექების წარმოქმნის შემთხვევაში, მცენარეების გაჩენისას ან მისი გარეცხვის შეუძლებლობისას ხრეში უნდა გამოიცვალოს. 10.102.საკაბელო არხების კედლების გამოყენება ტრანსფორმატორების ზეთმიმღებების და ზეთის რეაქტორების გვერდით შემოღობვად არ დაიშვება. 10.103. მოძრავი სახანძრო ტექნიკის დაყენების ადგილებზე უნდა იყოს მოწყობილი და აღნიშნული დამიწების ადგილები. მოძრავი სახანძრო ტექნიკის დამიწების ადგილები დგინდება ენერგეტიკული ობიექტის სპეციალისტების მიერ ხანძარაწინააღმდეგო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად და აღინიშნება დამიწების ნიშნებით. პოლიგრაფიული და ცელულოზ-ქაღალდის მრეწველობა 10.104. მაგიდები და კარადები (ტუმბები) სამანქანო ნაკრების განყოფილებებში უნდა იყოს დაფარული ფურცლოვანი უჟანგავი ან მოთუთიებული ფოლადით ან თერმომედეგი პლასტმასით. 10.105. წყობილების, მატრიცებისა და სოლების გაწმენდა ადვილადაალებადი და წვადი სითხეებით უნდა ხდებოდეს იზოლირებულ შესაბამისი ვენტილაციით აღჭურვილი სათავსში. ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია გასუფთავება უშუალოდ  ლინოტიპის განყოფილებაში დაყენებულ სპეციალურ უწვავ კარადაში, რომელიც მოწყობილია სავენტილაციო გამწოვებით. 10.106. აკრძალულია: ჩამოსასხმელი მანქანების ლითონმიმწოდებელზე ნამიანი ზოდების ჩამოკიდება; ჩამოსასხმელი ქვაბის დატვირთვა ასაკრები მასალებით, რომლებიც დასვრილია საღებავებით და წვადი ნივთიერებებით; საწვავი სარეცხი მასალების და ზეთიანი საზეთურების დატოვება ასაწყობ მანქანებზე ან მათთან ახლოს შენახვა; წვადი სითხეებით გაჟღენთილი სპეცტანსაცმლით ჩამოსასხმელ აპარატებთან მისვლა და მანქანაზე მუშაობა; ნაკრებისა და ფორმების გასარეცხად ბენზინის, ბენზოლის, აცეტონისა და სკიპიდარის გამოყენება. 10.107. ჰარტსადნობ განყოფილებებში იატაკი უნდა იყოს უწეადი ცეცხლგამძლე მასალებისგან. 10.108. სამატრიცო მასალების (ვინიპლასტი, ცვილის მასა, ტყვია) დასველება ბენზინში გახსნილი კაუჩუკით და საფილტრავი მუყაოს გაჟღენთვა ბაკელიტის ლაქით უნდა განხორციელდეს სპეციალურ უწვად მაგიდებზე, რომლებიც მოწყობილია გვერდული გამწოვებით ან ქვედა და ზედა გამწოვებიან უწვად კარადაში. 10.109. ცვილის მასის გაცხელებისას ტემპერატურა თერმოსტატში არ უნდა აღემატებოდეს 80° C. 10.110. სამატრიცო მასალის გრაფიტირება უნდა წარმოებდეს სპეციალურ დახურულ აპარატში ჩართული გამწოვი ვენტილაციისას. 10.111. არ დაიშვება სამატრიცო მასალის დასველება ბენზინში გახსნილი კაუჩუკით ან გრაფიტირება ღია წესით წნეხის ტრალერზე ან გამაცხელებელი მოწყობილობის ტრალერზე, აგრეთვე მისი გაშრობა გამთბობი და გამახურებელი ხელსაწყოების ზევით. 10.112. ფოტოფირების მონაჭრები უნდა შეგროვდეს მჭიდროდ ჩამკეტ ხუფებიან უწვად ყუთებში. 10.113. გასამჟღავნებელი მოწყობილობების მქონე ფოტოლაბორატორიებსა და სათავსებში სამუშაოს დამთავრებისთანავე გამჟღავნებული ფირები უნდა ჩაბარდეს არქივს შესანახად. დასაშვებია 10 კგ-მდე რაოდენობის ფირის შენახვა უწვად კარადაში. 10.114. სამონტაჟო მაგიდების და რეტუშირების პულტის მაგიდის ფარნები უნდა იქნეს ორმაგად შემინული. არ დაიშვება მუშაობა სამონტაჟო მაგიდებზე გატეხილი მქრქალი მინით და მისი შეცვლა ქაღალდის საბნეველიანი ჩვეულებრივი გამჭირვალე მინით. 11. სასოფლო-სამეურნეო წარმოების ობიექტები 11.1. ძირითადი წარმოების ობიექტები 11.1.1. მეცხოველეობის და მეფრინველეობის ფერმების შენობებში სათავსოები, რომლებიც განკუთვნილია ვაკუუმ-ტუმბოებისა და თბოგენერატორების დასაყენებლად საკვების დამზადებისათვის ცეცხლზე შეთბობით, აგრეთვე უხეში საკვების მარაგის შესანახი სათავსები, მიშენებული მეცხოველეობის და მეფრინველეობის შენობებთან ან მათში ჩაშენებული, აუცილებლად უნდა გამოეყოს პირუტყვისა და ფრინველის სათავსს ხანძარსაწინააღმდეგო კედლებითა და გადახურვებით. აღნიშნულ სათავსებში გამოსასვლელები უნდა იყოს უშუალოდ გარეთ. 11.1.2. ცხოველებისა და ფრინველისთვის სათავსებში არ დაიშვება სახელოსნოების, საწყობების, აგრეთვე ავტოტრანსპორტის, ტრაქტორების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სადგომის მოწყობა, და სხვა რაიმე სამუშაოს წარმოება, რომელიც არ არის დაკავშირებული ფერმების მომსახურებასთან. ამ შენობებში არ დაიშვება იმ ტრაქტორების, ავტომანქანების და სასოფლო-სამეურნეო მანქანების შესვლა, რომელთა გამოსაბოლქვი მილი არ არის აღჭურვილი ნაპერწკალსაქრობებით. 11.1.3. სარძევე-სასაქონლო ფერმებში (კომპლექსებში) 20 და მეტი რაოდენობის პირუტყვის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ჯგუფური დაბმის წესის გამოყენება. 11.1.4. ფერმების სხვენის სათავსოებში უხეში საკვების შენახვისას უნდა იყოს გათვალისწინებული: უწვად მასალებისაგან დამზადებული სახურავი; ხის სხვენის გადახურვის და წვადი მათბუნებლის დაცვა ცეცხლის მოკიდებისაგან სხვენის სათავსების მხრიდან 3 სმ სისქის თიხის საგლესით წვად მათბუნებელზე (ან ტოლფასი ცეცხლდამცავით) ან უწვადი მათბუნებელი; სხვენში ელექტროგაყვანილობის დაცვა მექანიკური დაზიანებებისაგან; კვამლსადენების შემოღობვა პერიმეტრის გასწვრივ 1 მ დაშორებით. 11.1.5. ელექტრობრუდერების მოწყობის და ექსპლუატაციისას უნდა იყოს დაცული შემდეგი მოთხოვნები: მანძილი თბოგამაცხელებელი ელემენტებიდან საგებლამდე და წვად ნივთებამდე უნდა იყოს ვერტიკალით არანაკლებ 80 სმ და ჰორიზონტალით – არანაკლებ 25 სმ; გამაცხელებელი ელემენტები უნდა იყოს დამზადებული ქარხნული წესით და მოწყობილი ისე, რომ გამოირიცხოს გავარვარებული ნაწილაკების ამოცვენის შესაძლებლობა. ღია გამაცხელებელი ელემენტების გამოყენება არ დაიშვება; მათი ელექტროენერგიით უზრუნველყოფა უნდა ხორციელდებოდეს დამოუკიდებელი ხაზებით გამანაწილებელი ფარიდან. თითოეულ ბრუდერს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ამომრთველი; გამანაწილებელ ფარს უნდა ჰქონდეს გამთიშველი მთელი ელექტროქსელის გაუდენურებისთვის, აგრეთვე მოკლე ჩართვისაგან, გადატვირთვისაგან და ა.შ. დამცველი მოწყობილობები; ბრუდერის ქვეშ ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნება უნდა ხდებოდეს ავტომატურად. 11.1.6. მოძრავი ულტრაიისფერი მოწყობილობები და მათი ელექტრომოწყობილობა უნდა იყოს განლაგებული არანაკლებ 1 მ მანძილზე წვადი მასალებისგან. 11.1.7. ელექტრობრუდერებთან და ულტრაიისფერ მოწყობილობებთან მიმავალი სადენები უნდა იყოს გაყვანილი არანაკლებ 2,5 მ სიმაღლეზე იატაკის დონიდან და 10 სმ მანძილზე წვადი კონსტრუქციებიდან. 11.1.8. საკრეჭი აგრეგატის ბენზინის ძრავა აუცილებლად უნდა იყოს დაყენებული ბალახისაგან და ნაგვისაგან გასუფთავებულ მოედანზე შენობებიდან 15 მ მოშორებით. საწვავ-საზეთ მასალათა მარაგის შენახვა უნდა ხორციელდებოდეს დახურულ ლითონის ტარაში 20 მ მანძილზე საკრეჭი პუნქტიდან და შენობებიდან. 11.1.9. საკრეჭ პუნქტში ცვლის გამომუშავებაზე მეტი მატყლის დაგროვება და მატყლიანი ბარდანებით გასასვლელებისა და გამოსასვლელების ჩახერგვა არ დაიშვება. 11.1.10. ღამის საათებში მეცხოველეობის და მეფრინველეობის სათავსები მათში საქონლისა და ფრინველის ყოფნისას უნდა იყოს დარაჯების, მესაქონლეთა და ამ მიზნისათვის დანიშნულ სხვა პირთა მეთვალყურეობის ქვეშ. 11.1.11. ამიაკის გვარჯილა უნდა იყოს შენახული დამოუკიდებელ I ხარისხის ცეცხლმედეგობის, უსხვენო, უწვადი იატაკების მქონე ერთსართულიან შენობებში გამონაკლის შემთხვევაში დაიშვება გვარჯილის შენახვა I ხარისხის ცეცხლმედეგობის სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მინერალური სასუქის საერთო საწყობის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. ძლიერმოქმედი დამჟანგველები (მაგნიუმის და კალციუმის ქლორატები, წყალბადის ზეჟანგი და ა.შ.) უნდა იყოს შენახული I, II და IIა ხარისხის ცეცხლმედეგობის შენობების ცალკე გამოყოფილ ადგილებში. 11.1.12. საველე პირობებში ნავთობპროდუქტების შენახვა და გაწყობა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურ მოედნებზე, რომლებიც უნდა იყოს გასუფთავებული ხმელი ბალახისაგან, წვადი ნაგეისაგან და მოსნული არანაკლებ 4 მ სიგანის ზოლით, ან სახნავებზე კალოდან, თივისა და ჩალის ზვინებიდან, ხორბლის მასისივებიდან 100 მეტრის მოშორებით და შენობებიდან არანაკლებ 50 მ მოშორებით. 11.2. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავება 11.2.1. მუშაობის დაწყების წინ მარცვალსაწმენდი და სალეწი მანქანები უნდა იყოს დარეგულირებული საჰაერო რეჟიმზე საასპირაციო არხებში, რაც უზრუნველყოფს მარცვლის ხარისხიან აეროდინამიკურ გასუფთავებას და გამორიცხავს მტვრის გამოყოფას სათავსებში. ფეთქებაგანმმუხტველები მანქანების თავზე უნდა იყოს გამართულ მუშა მდგომარეობაში. 11.2.2. ციცხვებიანი ელევატორები 50 ტ/სთ – ზე მეტი წარმადობით უნდა იყოს გამართული ავტომატური სამუხრუჭე მოწყობილობებით, რომლებიც დაიცავს ლენტს უკუსვლისაგან გაჩერების დროს. არ დაიშვება ციცხვებიანი ელევატორების და ცალკეული ნაწილების მოწყობა ხის და სხვა წვადი მასალებისგან. 11.2.3. გაუწმენდავი მარცვლებისათვის ხორბლის შნეკები უნდა იყოს მოწყობილი მსხვილი მინარევების დამჭერი გისოსებითა და დამცველი სარქველებით, რომლებიც გაიხსნება პროდუქტის ზემოქმედებით. გისოსების გაწმენდის პერიოდულობას ადგენს წარმოების ხელმძღვანელი. ყველა სოლღვედური გადამცემი ღვედების დაჭიმულობა უნდა იყოს თანაბარი. არ დაიშვება მუშაობა სოლისებრი ღვედების არასრული კომპლექტით ან ისეთი პროფილიანი ღვედების გამოყენება, რომლებიც არ შეესაბამება შკივის ღარაკს. სოლისებრი ღვედების შეცვლა უნდა განხორციელდეს მოცემული გადაცემის მთელი კომპლექტით. 11.3. მარცვლეულის აღება და საკვების დამზადება 11.3.1. მოსავლის აღების დაწყებამდე მასში მონაწილე ყველა პირმა უნდა გაიაროს ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟი, ხოლო მოსავლის ამღები აგრეგატები და ავტომობილები უნდა იყოს აღჭურვილი ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებებით (ყველა ტიპის კომბაინები და ტრაქტორები – ორი ცეცხლსაქრობი, ორი ხიშტა ნიჩაბით და ორი ცოცხით), მოწყობილი გამართული ნაპერწკალ-საქრობებით და იქონიონ დარეგულირებული  კვების, ანთების და საზეთი სისტემები. 11.3.2. არ დაიშვება თავთავიანი კულტურების თესვა რკინიგზისა და გზატკეცილების განთავსების ზოლებში. ამ ზოლებში მოთიბული ბულულები აუცილებელია მოთავსდეს არანაკლებ 30 მ მანძილზე ხორბლის მასივებიდან. 11.3.3. თავთავიანების დამწიფებამდე პურის ყანები მათი ტყისა და ტორფის მასივებთან, საველე ზოლთან, საავტომობილო და სარკინიგზო გზებთან მომიჯვნის ადგილებში უნდა იყოს მოთიბული და მოხნული არანაკლებ 4 მ სიგანის ზოლით, 11.3.4. მარცვლეულის აღება უნდა დაიწყოს პურის მასივების არაუმეტეს 50 ჰექტარის ფართის ნაკვეთებად დანაწილებით ნაკვეთებს შორის უნდა იყოს გაკეთებული ლესურები არანაკლებ 8 მ სიგანით. ლესურებიდან მოთიბული ხორბალი უნდა იყოს დაუყოვნებლივ ალაგებული. ლესურების შუაში ხორციელდება მოხვნა არანაკლებ 4 მ სიგანით. 11.3.5. დროებითი საველე ბანაკები აუცილებლად უნდა იყოს განლაგებული პურის მასივებიდან, კალოებიდან და ა.შ. არანაკლებ 100 მ დაშორებით. 11.3.6. 25 ჰექტარზე მეტი ფართის ასაღებ პურის მასივებთან უშუალო სიახლოვეში უნდა იდგეს მზადყოფნაში ტრაქტორი და გუთანი ხანძრის შემთხვევისათვის. 11.3.7. ნამკალის, ნამწვერალი ნარჩენების დაწვა და კოცონების დანთება მინდორში არ დაიშვება. 13.8. მარცვლეულის კალოები აუცილებელია განლაგდეს არანაკლებ 50 მ მოშორებით შენობებიდან და ნაგებობებიდან, ხოლო პურის მასივებიდან – 100 მ მოშორებით. 11.3.9. აკრძალულია: ტრაქტორების, თვითმავალი შასის და ავტომობილების მუშაობა კაპოტის გარეშე ან ღია კაპოტით; ძრავების რადიატორებში მტვრის ამოსაწვავად სარჩილი ლამპის გამოყენება; საველე პირობებში ავტომანქანების გამართვა ღამის საათებში. 11.3.10. მოსავლის ამღები მანქანების ძრავების რადიატორები, ბიტერების, ჩალის სატენების, ტრანსპორტიორების და ამკრებების ლილვები, შნეკები და სხვა კვანძები და დეტალები უნდა დროულად  გასუფთავდეს მტვრის, ჩალის და მარცვლისაგან. 11.4. ვიტამინიზირებული ბალახის ფქვილის დამზადება და შენახვა. 11.4.1. ბალახის ფქვილის დამამზადებელი აგრეგატები უნდა იყოს დაყენებული ფარდულში ან სათავსებში.წვადი მასალებისაგან დამზადებული ფარდულების და   შენობის კონსტრუქციები უნდა დამუშავდეს ცეცხლდამცავი შედგენილობებით. 11.4.2. ხანძარსაწინააღმდეგო მანძილები ბალახის ფქვილის დამამზადებელი პუნქტიდან შენობებამდე, ნაგებობებამდე და საწვავ-საპოხი მასალების ცისტერნებამდე უნდა იყოს არანაკლებ 50 მ, ხოლო უხეში საკვების ღია საწყობებიდან არანაკლებ 150 მ. 11.4.3. სასარჯო სათბობის ავზი უნდა იყოს დაყენებული აგრეგატის შენობის გარეთ სათბობსადენებს უნდა ჰქონდეთ არანაკლებ ორი ვენტილი (ერთი აგრეგატთან, მეორე  ავზთან). 11.4.4. მწვანე მასა უნდა იყოს დაქუცმაცებული 30 მმ-მდე სიგრძით და უწყვეტლივ მიეწოდოს აგრეგატში. 11.4.5. საშრობ დოლზე პროდუქტის წვის აღმოჩენისას საჭიროა ხანძრამდე დამზადებული 150 კგ და ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ მიღებული პირველი 200 კგ პროდუქტი  საერთო საცავში კი არ მოთავსდეს, არამედ მოთავსდეს ცალკე უსაფრთხო ადგილას და იყოს მეთვალყურეობის ქვეშ არანაკლებ 48 საათის განმავლობაში. 11.4.6. დამზადებული და ტომრებში ჩაყრილი ფქვილი აუცილებლად უნდა იყოს გაჩერებული ფარდულში არანაკლებ 48 საათის განმავლობაში მისი ტემპერატურის დასაწევად. 11.4.7. ფქვილი უნდა იყოს შენახული ცალკე მდგომ საწყობში, ან ხანძარსაწინააღმდეგო კედლებითა და გადახურვებით გამოყოფილ ადგილებში, რომლებსაც გააჩნიათ საიმედო ვენტილაცია, და უნდა იყოს განცალკევებული სხვა ნივთიერებებისა და მასალებისგან. საწყობში სისველის მოხვედრა არ დაიშვება. არ შეიძლება ფქვილის შენახვა დაყრილ მდგომარეობაში. 11.4.8. ტომრები ფქვილით უნდა დაეწყოს შტაბელებად არაუმეტეს 2 მ სიმაღლით ორ-ორი ტომარა რიგში. რიგებს შორის გასასვლელები უნდა იყოს არანაკლებ 1,0 მ. სიგანის, ხოლო კედლების გასწვრივ – 0,8 მ. 11.4.9. შენახული ფქვილის თვითანთების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პერიოდულად მისი ტემპერატურის შემოწმება. 11.5. სელის, კანაფისა და სხვა ტექნიკური კულტურების პირველადი დამუშავება 11.5.1. სათავსები სელის, კანაფისა და სხვა ტექნიკური კულტურების (შემდგომში – სელის) დასამუშავებლად უნდა – იყოს იზოლირებული სამანქანო განყოფილებიდან. შიგაწვის ძრავების გამომშვები მილები უნდა იყოს აღჭურვილი ნაპერწკალ-საქრობებით წვად კონსტრუქციებში მილების გამოყვანის ადგილებში უნდა მოეწყოს ხანძარსაწინააღმდეგო დაცალკევება. 11.5.2. სელის (ჩალის, ნამბალის) ნედლეული უნდა ინახებოდეს ფარდულში, დახურულ საწყობებში, ხოლო ბოჭკო და ძენძი  მხოლოდ დახურელ საწყობებში. 11.5.3. აკრძალულია: სელის შენახვა და გალეწვა ფერმების, სარემონტო სახელოსნოების, გარაჟებისა და ა.შ. ტერიტორიებზე; ავტომანქანების, ტრაქტორების შესვლა საწარმოო სათავსებში, მზა პროდუქციის საწყობებსა და ფარდულებში ისინი უნდა იყოს გაჩერებული არანაკლებ 5 მ მანძილზე, ხოლო ტრაქტორები – არანაკლებ 10მ მანძილზე აღნიშნული შენობებიდან, ფარდულებიდან და ზვინებიდან. საღუმელე გათბობის მოწყობა სასრეს-საწეწ საამქროში. 11.5.4. სელის დამამზადებელი პუნქტის ტერიტორიაზე შემავალი ავტომანქანები, ტრაქტორები და სხვა თვითმავალი მანქანები უნდა იყოს აღჭურვილი გამართული ნაპერწკალსაქრობებით. 11.5.5. ზვინებთან (ფარდულებთან) მისვლისას სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს მიმართული ძრავთა გამომშვები სისტემებიდან დამუშავებული აირის გამოსვლის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს. 11.5.6. სელის დამუშავების პუნქტების ტერიტორიაზე  თამბაქოს მოწევის ადგილები უნდა იყოს განლაგებული არანაკლებ 30 მ მანძილზე საწარმოო შენობებიდან და მზა პროდუქციის განთავსების ადგილებიდან. 11.5.7. სელის პირველადი დამუშავების შენობებს უნდა ჰქონდეთ უწვადი სახურავები. 11.5.8. ნამბალის ბუნებრივი შრობა უნდა ხდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ნაკვეთებზე. ნამბალის ხელოვნური შრობა უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ საშრობებში, არდგმულებში (კალოს სახლებში). 11.5.9. საწარმოო შენობებში განლაგებული საშრობები უნდა იყოს გამოყოფილი სხვა სათავსებიდან 1 ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო ზღუდეებით. საშრობებისა და საშრობი კამერების ცალკე მდგომი შენობების წვადი კონსტრუქციები უნდა მობათქაშდეს ორივე მხრიდან. 11.5.10. სტაციონალური საშრობების გამოყენება ნამდალის საშრობად შეიძლება მხოლოდ შემდეგ პირობებში: ღუმელის საცეცხლის და ციკლონის კამერა და კედლების შიგა ზედაპირი დამზადებულია გამომწვარი აგურისაგან, ხოლო გარედან ღუმელი  მობათქაშებულია და შეთეთრებულია კირით; ჰაერსატარები გარედან დაცულია უწვადი თბოიზოლაციის 50 მმ ფენით, ხოლო შეერთების ადგილებში დაყენებულია აზბესტის შუასადები; ვენტილატორის კორპუსში თბომატარებლის ტემპერატურის კონტროლი ხორციელდება ლითონის ჩარჩოში მოთავებული თერმომეტრით. მიწისქვეშა გამანაწილებელი არხის დასაწყისში დაყენებულია ნაპერწკალსაქრობი; არხების კედლები აგურისაა, ზევიდან გადახურულია რკინაბეტონის ფილებით ან სხვა უწვადი კონსტრუქციებით; ჭერის მოლარტყულში საკვამლე მილის გასვლის ადგილას მოწყობილია დაცალკევება ზომით არანაკლებ 50 სმ. 11.5.11. არდგმულებში ნამბალის საშრობად მოწყობილი ღუმელების კონსტრუქცია უნდა გამორიცხავდეს შენობის შიგნით ნაპერწკლის მოხვედრის შესაძლებლობას. არდგმულებსა და საშრობებში ღუმელების ზევით სელის დასაწყობად ცეცხლრიკების მოწყობა არ დაიშვება. მანძილი ღუმელებიდან წვად კონსტრუქციებამდე უნდა იყოს არანაკლებ 1მ ღუმელის მხრიდან ცეცხლრიკები უნდა იყოს შემოღობილი გადახურვამდე. 11.5.12. საშრობებსა და არდგმულებში უნდა იყოს დაცული შემდეგი მოთხოვნები ნამდალის შრობისას თბომატარებლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 80°C, ხოლო თავების შრობისას – 500 C; ღუმელის საცეცხლეში უნდა იყოს უზრუნველყოფილი სათბობის სრული წვა, ხოლო კვამლის აირში არ უნდა იყოს ნაპერწკლები და სათბობის დაუწველი ნაწილაკები; ვენტილატორი უნდა ჩაირთოს ღუმელის ანთების დაწყებიდან არაუადრეს ერთი საათისა. არ დაიშვება საშრობი კამერებში კვამლის ნიშნებიანი თბომატარებლის მოხვედრა; საშრობის ერთი ცვლის მუშაობის შემდეგ საცეცხლე სივრცე, სალექი კამერები, ციკლონ-ნაპერწკალსაქრობი და შერევის კამერები უნდა გასუფთავდეს ნაცრისაგან. საკვამლე მილები უნდა გასუფთავდეს საშრობის მუშაობის ყოველ 10 დღის შემდეგ ღარებისა და საშრობი კამერების გასუფთავება ჩამოცვენილი ნამდალისგან და სხვა ნარჩენებისგან აუცილებელია ხორციელდებოდეს ყოველი ახალი ნამდალის გასაშრობად ჩატვირთვის წინ. ნამდალისა და სელის ბოჭკოს მარაგის შენახვა საშრობ სათავსებში არ დაიშვება; არდგმულში ნამდალის ჩატვირთვის შემდეგ აუცილებელია ჩამოცვენილი და ცეცხლრიკებიდან ჩამოშვებული ღიობების ალაგება, ღუმელის, კედლების, იატაკის ნამდლისაგან გულდასმით დალაგება. საშრობის შენობასთან ნამდალის მჭიდროდ დაწყობა არ დაიშვება. 11.5.13. სასრეს-საწუწი აგრეგატის სათავსს უნდა ჰქონდეს ვენტილაცია, ყოველ საწეწ აგრეგატთან კი უნდა იყოს მოწყობილი ქოლგა. დაზგები უნდა იყოს ყველა ფარებით, რომლებიც არ მხრიდან დახურული მოსახსნელი და გადასაწევი დაუშვებენ მტვრის გავრცელებას სათავსში. 11.5.14. სავენტილაციო მილები უნდა იყოს აღჭურვილი საკეტებით (შიბერით), რომლებიც დაყენებულია ვენტილატორების წინ და უკან. მათთან უნდა იყოს უზრუნველყოფილი თავისუფალი მისვლა. 11.5.15. საწარმოო სათავსში მოთავსებული ნამდალის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ცვლის მოთხოვნილებას, იგი უნდა იყოს დაწყობილი შტაბელებად არანაკლებ 3 მ მანძილზე მანქანებიდან. სათავსებიდან მზა პროდუქცია უნდა იყოს გადატანილი საწყობში არანაკლებ ორჯერ ცვლაში. 11.5.16. ყოველდღიურად სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ სასრეს-საწეწი საამქროს სათავსი უნდა იყოს გულდასმით დალაგებული ბოჭკოს, მტვრის და ჩენჩოსაგან. დაზგები, კედლები და საამქროს გადახურვის შიგა ზედაპირი უნდა იყოს ჩამოწმენდილი, ხოლო ჩენჩოს საგროვებლები  გასუფთავებული. 11.5.17. თამბაქოს საშრობებში სტელაჟები და თაროედები უნდა იყოს დამზადებული უწვადი მასალებისაგან. ცეცხლის საშრობებში საცეცხლე მილების ზევით უნდა იყოს მოწყობილი ლითონის წინაურები, რომლებიც მათ დაიცავენ თამბაქოს მოხვედრისაგან. თამბაქოს ფარდულებისა და საშრობების გარე განათების პროჟექტორების საყრდენები უნდა იყოს განლაგებული სათავსების გარეთ. 12. ტრანსპორტის ობიექტები 12.1. საავტომობილო ტრანსპორტი 12.11. 25 ერთეულზე მეტი რაოდენობის სატრანსპორტო საშუალებების დასაყენებელი შენობებისათვის უნდა იყოს შემუშავებული სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების გეგმა, ხანძრის შემთხვევაში მათი ევაკუაციის რიგითობის და წესის აღწერით. 12.12. სატრანსპორტო საშუალებათა (ინდივიდუალურის გარდა) სადგომი შენობები და მათი ღიად დასაყენებელი მოედნები უნდა იყოს აღჭურვილი საბუქსირო გვარლებითა და შტანგებით, ტექნიკის 10 ერთეულზე ერთი გვარლის (შტანგის) გაანგარიშებით. 12.13. ტრანსპორტის დასაყენებელი შენობებში, ფარდულებში და ღია მოედნებზე აკრძალულია: სატრანსპორტო საშუალებათა ნორმაზე მეტი რაოდენობით დაყენება, მათი განლაგების გეგმის დარღვევა, ავტომობილებს შორის მანძილის შემცირება; გამოსასვლელი ჭიშკრებისა და გასასვლელების ჩახერგვა; სამჭედლო, თერმული, საშემდუღებლო, სამღებრო და ხის დასამუშავებელი სამუშაოების წარმოება, აგრეთვე დეტალების გარეცხვა ადვილადაალებადი სითხეებისა და წვადი სითხეების გამოყენებით; სატრანსპორტო საშუალებათა გაჩერება საწვავის ავზების ღია ყელებით, აგრეთვე საწვავისა და ზეთის ჟონვის შემთხვევაში; სატრანსპორტო საშუალებების საწვავით გამართვა და მისი ჩამოსხმა; საწვავის ტარის, საწვავისა და ზეთის შენახვა (გარდა ინდივიდუალური ტრანსპორტის გარაჟებისა); აკუმულატორების დამუხტვა უშუალოდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ძრავების შეთბობა ღია ცეცხლით (კოცონები, ჩირაღდნები, სარჩილი ლამპები), გასანათებლად ცეცხლის ღია წყაროებით სარგებლობა; საერთო სადგომებზე ადვილადაალებადი სითხეების, საწვავი სითხეების, აგრეთვე წვადი აირების გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების დაყენება. 12.14. ინდივიდუალური სარგებლობის გარაჟებში 12.13. პუნქტის მოთხოვნათა დამატებით არ დაიშვება ავეჯის, წვადი მასალებისაგან დამზადებული საოჯახო ნივთების და ა.შ., აგრეთვე 20 ლ-ზე მეტი საწვავისა და 5 ლ-ზე მეტი ზეთის მარაგის შენახვა. 12.2. მეტროპოლიტენი 12.2.1. თითოეულ სადგურზე უნდა იყოს: ხანძართა ქრობის ოპერატიული გეგმა, ინსტრუქცია სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ, მგზავრთა ევაკუაციის გეგმა,  ინსტრუქცია დაკვამლიანებისა ან ხანძრის შემთხვევაში საგვირაბო ვენტილაციის შახტების მუშაობისას მეტროპოლიტენის მუშაკთა მოქმედების წესის შესახებ. აღნიშნული საბუთები უნდა ინახებოდეს სადგურის მორიგის სათავსში. ხანძარის ქრობის ოპერატიული გეგმის მეორე ეგზემპლარი უნდა ინახებოდეს სალაროში უფროს მოლარესთან და გაიცეს ხანძრის ქრობის გეგმა, ხელმძღვანელის მოთხოვნისთანავე. 12.2.2 მოქმედი  გვირაბებისა და სადგურების მშენებარე და რეკონსტრუირებად ობიექტებთან მომიჯვნის ადგილები უნდა იყოს შემოღობილი უწვადი კვამლშეუღწევი ტიხრებით. მეტროპოლიტენის მოქმედ ხაზებთან მომიჯვნის ადგილებში სამუშაოების ორგანიზაციისას უნდა მოეწყოს სატელეფონო კავშირი მორიგე პერსონალთან. 12.2.3 საევაკუაციო გზების (დერეფნები, კიბის უჯრედები, ვესტიბიულები ჰოლები და ა.შ.) კედლებისა და ჭერის მოსაპირკეთებლად, აგრეთვე მიწისქვეშა სათავსებში და სადგურების ვესტებიულებში რეკლამის მოწყობისას დაშვებული მხოლოდ უწვადი მასალების გამოყენება. 12.2.4. მეტროპოლიტენის მიწისქვეშა სივრცეში დაყენებული ტანსაცმლის კარადები უნდა იყოს დამზადებული უწვადი მასალებისგან. 12.2.5 სადგურის მიწისქვეშა ნაგებობებში, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანოსთან შეთანხმებით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში დაიშვება არაუმეტეს ორი აირბალონის შენახვა, თითოეულის ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ლ. 12.2.6 მეტროპოლიტენის მიწისქვეშა ნაგებობებში ცეცხლით სამუშაოები ტარდება მხოლოდ ღამის საათებში, ელექტროქსელში ძაბვის მოხსნის შემდეგ, გარდა ავარიული ხასიათის სამუშაოებისა, რომლებიც სრულდება სამსახურის ხელმძღვანელების განკარგულებით. 12.2.7. აირსაშემდუღებლო და ელექტროსაშემდუღებლო სამუშაოების ჩატარება მოქმედ გვირაბებში დაიშვება მხოლოდ მოძრავი ტრანპორტზე დაყენებული სპეციალური აგრეგატებით. 12.2.8 საწვავ-საპოხი მასალების შემოზიდვა გვირაბებში უნდა განხორციელდეს ღამის საათებში (მეტროპოლიტენში მგზავრთა არყოფნისას) ამ მიზნებისთვის სპეციალურად მოწყობილი მოტორელსური ტრანსპორტით სპეციალურ სარიგებელ საცავებში. 12.2.9. გვირაბებში საწვავ-საპოხი მასალების გადასაზიდად განკუთვნილი ტრანსპორტი უნდა იყოს აღჭურვილი ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებებით. 12.2.10. სადგურების სათავსებში და საკაბელო კოლექტორებში ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის შესამოწმებლად სადგურების მორიგეთა კაბინებში საავარიო დაფებზე უნდა ინახებოდეს გასაღებები, მარკირებული სათავსების ნუმერაციის შესაბამისად. ამ სათავსების შემოწმება უნდა განხორციელდეს სადგურის მორიგის ან სამსახურის წარმომადგენელის თანდასწრებით. კლასების ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 30 კაცს. 12.2.11. მიწისქვეშა სივრცეში განლაგებული ტექნიკურ კაბინეტებში სასწავლო კლასების ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 30 კაცს. 12.2.12. მეტროპოლიტენის მიწისქვეშა სივრცეში სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას უნდა იყოს გამოყენებული ლითონის ხარაჩოები. 12.2.13. მოქმედ გვირაბებში აკრძალულია: სამუშაოების ჩატარება აირგენერატორებით; შპადების ქვესადებების, სოლების და ა.შ. გაჟღენთა კრეოზოტით, აგრეთვე ბიტუმის შეთბობა. 12.2.14. ესკალატორების, სამანქანო დარბაზების სათავსებსა და დემონტაჟის კამერებში სათადარიგო ნაწილების საპოხი და სხვა მასალების დაწყობა არ დაიშვება. 12.2.15. გვირაბებში საკაბელო ხაზების შეღებვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ღამის საათებში სამსახურების ხელმძღვანელების ნებართვითა და სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოებთან შეთანხმებით. 12.2.16. ელექტრომატარებლების ვაგონები უნდა იყოს აღჭურვილი „მგზავრი მემანქანე” კავშირის გამართული მოწყობილობით და ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებებით. 12.2.17. მემანქანეთა კაბინებში დაყენებული ელექტროღუმელები უნდა იყოს კარგად დამაგრებული და დამოუკიდებლად დაცული ღუმელებზე და მათთან ახლოს არ დაიშვება სხვადასხვა წვადი მასალების მოთავსება. 12.2.18. სავაჭრო ჯიხურების დაყენება დასაშვებია მხოლოდ სადგურების მიწისზედა ვესტიბიულებსა და ქუჩისქვეშა გადასასვლელებში. ჯიხურები უნდა იყოს დამზადებული უწვადი მასალებისგან, სავაჭრო ჯიხურები უნდა იყოს განლაგებული ისეთი გაანგარიშებით, რომ არ შეაფერხოს მგზავრთა გასვლა. 12.2.19.ჯიხურების გასათბობად უნდა იყოს გამოყენებული ზეთის ელექტრორადიატორები ან გამთბობი ელექტროპანელები. 12.2.20.ჯიხურები უნდა იყოს აღჭურვილი ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებებითა და სახანძრო დაცვითი სიგნალიზაციით, სიგნალის გამოყვანით სათავსოში, სადაც დღეღამის განმავლობაში იმყოფება მორიგე პერსონალი. 12.2.21. აკრძალულია: ადვილადაალებადი სითხეებით, წვადი სითხეებით, წვადი აირებით, აეროზოლურ შეფუთვიანი საქონლით, პიროტექნიკური ნაწარმითა და სხვა ხანძარსაშიში მასალებით ვაჭრობა და მათი გამოყენება; სადგურების სათავსებში საქონლის, შესაფუთი მასალის, სავაჭრო ინვენტარის და ა.შ. შენახვა. 12.3. სარკინიგზო ტრანსპორტი 12.3.1. ვაგზლების შენობებში სავაჭრო ჯიხურების დაყენება და მგზავრებისათვის სხვა მომსახურების შესრულება დასაშვებია სადგურის ადმინისტრაციასთან და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან შეთანხმებით. 12.3.2 ხელბარგის შესანახ საკნებში და საბარგო განყოფილებებში სტელაჟები უნდა იყოს დამზადებული უწვადი მასალებისგან, ანტრესოლების მოწყობა არ დაიშვება. 12.3.3. საორთქმავლო დეპოებსა და სათარიგო ლოკომოტივების (ორთქმავლების) ბაზებში აკრძალულია: ორთქმავლების მოქმედი საცეცხლეებით დაყენება, აგრეთვე საცეცხლეების დანთება სადგომში გამწოვი ქოლგების ფარგლებს გარეთ; საცეცხლეებისა და სანაცრეების გაწმენდა დების სადგომებსა და ადგილებში, რომლებიც ამ მიზნისთვის არ არის გამოყოფილი, ადვილადაალებადი სითხეებით, წვადი სითხეებით, საშიში და სხვა წვადი მასალებით დატვირთული მოძრავი შემადგენლობის დაყენება ორთქმავლის საცეცხლეს გაწმენდის დადგენილი ადგილიდან 50 მ-ზე ახლოს; დეპოს სადგომებში ადვილადაალებადი სითხეებიანი და წვადი სითხეებიანი ცისტერნების, აგრეთვე აღნიშნული სითხეებისგან დაცარიელებული ცისტერნების დაყენება მათი ორთქლში წინასწარი გამოყვანის გარეშე. 12.3.4. წიდისგამწმენდი არხები უნდა იყოს განლაგებული. არანაკლებ 50 მ მანძილზე წვადი მასალათა შესანახი საწყობებიდან, აგრეთვე IV, IVა და V ხარისხის ცეცხლმედეგობის შენობებიდან. წიდა და ნამწვი საცეცხლეების გაწმენდის ადგილებში უნდა დასველდეს წყლით და რეგულარულად იქნეს გატანილი. 12.3.5. სარეზერვო ლოკომოტივების (ორთქმავლების) ბაზები უნდა განლაგდეს მთავარი ლიანდაგებიდან მოშორებით და ჰქონდეს საიმედო შემოღობვა და გარე განათება. 12.3.6. სამრეცხ-საორთქლებელი სადგურებისთვის (პუნქტებისთვის) გამოყოფილი მოედნები უნდა პასუხობდეს სადგურების ტიპური ტექნოლოგიური პროცესის მოთხოვნებს და განლაგებული იყოს რკინიგზის ლიანდაგებიდან, უახლოეს სადგურისა და სატრაქციონო ლიანდაგებიდან არანაკლებს 10 მ მანძილზე, ხოლო მეზობელი სარკინიგზო შენობებიდან და ნაგებობებიდან – არანაკლებ 50 მ. ტერიტორიის მონაკვეთებს, სადაც ხორციელდება ცისტერნების დამუშავება, უნდა ჰქონდეს მყარი ფენილი, რათა არ დაიშვას ნავთობპროდუქტების გრუნტში შეღწევა. 12.3.7. ცისტერნების მიწოდება მათი დამუშავების ადგილებთან წარმოებს მხოლოდ ნაპერწკალსაქრობებით მოწყობილი თბომავლებით (მოტომავლებით). ცისტერნების მოწოდებისას დგება საფარველი არანაკლები ორი ოთხღერძიანი ვაგონის სახით. დასუფთავების ადგილებთან თბომავლების მიახლოება 20 მ ახლოს არ დაიშვება, რაც უნდა იყოს აღნიშნული შემდგომი მოძრაობის ამკრძალავი სიგნალით. 12.3.8. სამრეცხ-საორთქლებელი სადგურებში (პუნქტებში) დასამუშავებლად მიწოდებული ცისტერნების ჩამოსასხმელი ხელსაწყოები, ხუფებისა და ჩამტვირთავი საძრომების სახურავები უნდა იყოს დახურულ მდგომარეობაში. დამუშავებული ცისტერნები უნდა იყოს მოწყობილი გამართული ჩამკეტი არმატურით. 12.3.9. ლიანდაგები, რომლებზეც წარმოებს ცისტერნების ჩამოსასხმელი ხელსაწყოების სარქველების გამართვა, უნდა იყოს მოწყობილი ღარებით ან ნავთობპროდუქტების ნარჩენების სხვა დამჭერი სამარჯვეებით. სალექარებზე და მილსადენებზე საძრომები და თანაორმოები უნდა იყოს მუდმივად დახურული სახურავებით. სარქველების გამართვისას უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ აკუმულატორული ფარნები და ნაპერწკლის არწარმომქნელი ხელსაწყოები. 12.3.10. რეზერვუარები, მილსადენები, ესტაკადები, ჩამოსხმისთვის გამზადებული ცისტერნები და ჩამსხმელ-ამვსები სარკინიგზო ლიანდაგები უნდა იყოს უზრუნველყოფილი საიმედო დამიწებით სტატიკური ელექტრობის ასარიდებლად. 12.3.11. მისადგმელი ლითონის გადასატანი და მოძრავი კიბეები უნდა იყოს აღჭურვილი სპილენძის კაუჭებითა და რეზინის ბალიშებით პირაპირების ქვეშ. 12.3.12. ცისტერნების ქვაბების შიგნით განათება დასაშვებია მხოლოდ აკუმულატორული ფარნებით. ფარნის ანთება და ჩაქრობა უნდა ხორციელდებოდეს ცისტერნებს გარეთ. 12.3.13. ესტაკადები და მოედნები აუცილებელია გასუფთავდეს ნავთობპროდუქტების ნარჩენებისაგან და გაირეცხოს ცხელი წყლით არანაკლებ ერთხელ ცვლაში. 12.3.14. სამრეცხ-საორთქლებელ სადგურების (პუნქტების) ტერიტორიაზე აკრძალულია: სარკინიგზო ლიანდაგების, შენობებისა და ნაგებობების გადაკვეთა საჰაერო ელექტროხაზებით; ცისტერნის ქვაბის შიგნით სამუშაოების ჩატარებისას ფოლადის ფირფიტებიანი ან ლურსმნებიანი ფეხსაცმლით სარგებლობა; ადვილადაალებადი სითხეებისა და წვადი სითხეების ნარჩენების გადაღვრა წყალთან და კონდენსატიან ერთად საერთო საკანალიზაციო ქსელში, ღია თხრილებში, კიუვეტებში, ფერდობის ქვეშ და ა.შ; ცისტერნაში ადამიანების ჩასასვლელად გადასატანი ფოლადის კიბეების, აგრეთვე ფოლადით გადაკრული ხის კიბეების გამოყენება; საწმენდი მასალების დატოვება დათვალიერებული ცისტერნების შიგნით მათ გარე ნაწილებზე; ლოკომოტივების შესვლა გაწმენდის დეპოებში და ესტაკადების ქვეშ. 12.3.15. რკინიგზის განზოგადების ზოლი უნდა იყოს გასუფთავებული ჩინჩხვარის, ნაფოტებისა და ბუჩქნარისგან, ძველი შპალებისა და სხვა წვადი ნაგვისგან. აღნიშნული მასალები დროულად უნდა იყოს გადატანილი განზოგადების ზოლიდან. 12.3.16. ლიანდაგებზე დაღვრილი ადვილადაალებადი სითხეები და წვადი სითხეები უნდა დაიფაროს სილით, მიწით და გატანილი იყოს განზოგადების ზოლის გარეთ. 12.3.17. გადასარბენებზე, სადგურებსა და რგოლების საამწყობო ბაზებში შპალებისა და ძელების დროებით შენახვა უნდა ხდებოდეს შტაბელებად. შტაბელების ქვეშ მოედანი და ტერიტორია არანაკლებ 3მ მანძილზე უნდა იყოს გაწმენდილი მშრალი ბალახის და სხვა წვადი მასალისგან, შემობარული ან შემოხნული. 12.3.18. შპალებისა და ძელების შტაბელები შეიძლება დალაგდეს ლიანდაგების პარალელურად არანაკლებ 30მ მანძილზე შენობებიდან და ნაგებობებიდან, 10მ- მატარებლების ორგანიზებული მოძრაობის გზებიდან, 6მ. – სხვა გზებიდან და საყრდენის არანაკლებ ერთნახევარი სიმაღლის მანძილზე ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზების ღერძიდან. შპალების შტაბელებს „ შორის მანძილები უნდა იყოს არანაკლებ 1 მ, ხოლო შტაბელების ყოველ წყვილს შორის – არანაკლებ 20 მ. შპალებისა და ძელების ხანგძლივი შენახვისას ან საწყობის 10.000 კუბ.მ მეტი მოცულობისას საჭიროა ხე-ტყის მასალათა საწყობების პროექტირების ნორმებით გათვალისწინებული ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნებით ხელმძღვანელობა. 12.3.19. არ დაიშვება თივის, ჩალის და შეშის დაწყობა 50 მ-ზე ახლოს ხიდებიდან, სალიანდაგო ნაგებობებიდან და მატარებლების ორგანიზებული მოძრაობის გზებიდან, აგრეთვე ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზების სადენების ქვეშ. 12.3.20. განზოგადების ზოლში არ დაიშვება კოცონების დანთება და ფიჩხების ნაფოტების დაწვა, აგრეთვე ზეხმელი ხეების და ბუჩქნარის დატოვება. 12.3.21 ტყის მასივებში ხიდები უნდა იყოს შემოქობვილი განზოგადების ზოლის გარე პერიმეტრზე არანაკლებ 1,4 მ სიგანის მინერალიზებული ზოლით. ხიდების ქვეშ მიწის ნაკვეთები 50 მ რადიუსში უნდა იყოს გასუფთავებული ხმელი ბალახისგან, ბუჩქნარისაგან, ჩინჩხვარისაგან, წვადი ნაგვისგან და ა.შ. 12.2.22. 100 მეტრზე მეტი სიგრძის ხეფენილიან ლითონის ხიდებთან და 10 მეტრზე მეტი სიგრძის ხის ხიდებიან, ორთქლის წევისას, ხიდის ბოლოებიდან ორივე მხარეს 30მ მანძილზე უნდა იყოს დაყენებული გამაფრთხილებელი სასიგნალო ნიშნები დახურე ქვესაბერი”. 12.3.23 რკინიგზის ლიანდაგების ზევით განლაგებული ხის გზაგამტარებს ქვევიდან უნდა გადაეკრას საბურულე ფოლადი არანაკლები 40 სიგანეზე, ორივე მხრიდან 30 სმ ჩამოშეებული ნაპირებით. 12.3.24. მდინარეების გაყინვისას ყველა ხისა და ხეფენილიანი ლითონის ხიდებთან, ხანძარის ქრობის მიზნით, ეწყობა გაუყინავი ყინულმჭრელები და მათთან მისასვლელები ყინულმჭრელების ადგილმდებარეობა უნდა იყოს აღნიშნული მაჩვენებლით. 12.3.25. ყველა ხიდსა და გზაგამტარზე აკრძალულია: მათ ქვეშ და მათთან ახლოს მასალათა საწყობების, გემების, ტივების, ბირჟებისა და ნავების სადგომების მოწყობა; ნავთის ფარნებისა და ბენზოძრავიანი აგრეგატების გამართვა; მალის ნაშენებისა და სხვა კონსტრუქციების დატოვება ნავთობპროდუქტებისაგან გაუსუფთავებულ მდგომარეობაში; ხიდების ქვეშ ხმელი ბალახის, აგრეთვე ბუჩქნარისა და სხვა წვადი მასალის დაწვა; ცეცხლით სამუშაოების ჩატარება ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან შეთანხმების გარეშე. 12.3.26. სალიანდაგო სამანქანო სადგურების ვაგონების გასაჩერებელი რკინიგზის ლიანდაგები უნდა იყოს მოწყობილი ისრის გადასაყვანებით ხანძრის შემთხვევაში მოძრავი შემადგენლობის გაყვანისა და განწერტების უზრუნველსაყოფად. 12.3.27. ვაგონები, რომლებშიც განთავსებულია საწარმოო სახელოსნოები, სკოლები, საბავშვო დაწესებულებები და ა.შ. უნდა იდგეს ცალკე ჯგუფებად საცხოვრებელი სახლებიდან არანაკლებ 20მ ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების დაშორებით. 12.3.28. წყალმომარაგების ხელოვნური და ბუნებრივი წყაროების უქონლობისას სალიანდაგო სამანქანო სადგურების განლაგების ადგილებში უნდა იყოს შექმნილი წყლის მარაგი ხანძრის ქრობის საჭიროებისათვის რკინიგზის ცისტერნებსა და სხვა საცავებში ვაგონების ყოველ ჯგუფზე (15-20 ერთეული) გაანგარიშებით. 12.3.29. ყოველ მოძრავ ფორმირებას უნდა ჰქონდეს სატელეფონო კავშირი უახლოეს რკინიგზის სადგურთან ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის გამოსაძახებლად. სალიანდაგო სამანქანო სადგურების ვაგონების დასაყენებელ პუნქტებში უნდა იყოს დაყენებული ხანძრის მაუწყებელი სიგნალი. 13. ფეთქებადსაშიში და ხანძარსაშიში მასალების და ნივთიერებების ტრანსპორტირება 13.1. გადასაზიდი საშიში ტვირთები უნდა იყოს წარდგენილი ტვირთის გამგზავნის მიერ მოცემულ პროდუქციაზე სტანდარტებით და ტექნიკური პირობებით გათვალისწინებულ ტარასა და შეფუთვაში. ტარა და შეფუთვა უნდა იყოს მყარი, გამართული, მთლიანად უნდა გამორიცხავდეს ტვირთის დაქცევას, და გაფანტვას, უზრუნველყოს ტვირთის დაცვა და გადაზიდვის უსაფრთხოება. მასალები, რომლებისგანაც დამზადებულია ტარა და შეფუთვები უნდა იყოს ინერტული შიგთავსის მიმართ. 13.2. ადვილად აალებადი სითხეების და საწვავი სითხეების გადამზიდი ავტოცისტერნები უნდა იყოს საიმედოდ დამიწებული, მომარაგებული ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებებით და მარკირებული ტვირთის უსაფრთხოების ხარისხის შესაბამისად, ხოლო გამოსაბოლქვი მილები უნდა იყოს გამოყვანილი რადიატორის ქვეშ და მოწყობილი გამართული ნაპერწკალსაქრობებით. 13.3. ფეთქებადხანძარსაშიში ტვირთები, რომლებიც გამოყოფენ ადვილადაალებად, შხამიან, მწვავე, კოროზიულ ორთქლს ან აირებს, გაშრობისას ხდება ფეთქებადი, სახიფათოდ ურთიერთმოქმედებენ ჰაერთან და ტენთან, აგრეთვე მჟანგავი თვისებების მქონე ტვირთები უნდა იყოს ჰერმეტულად შეფუთული. 13.4. მინის ტარაში მოთავსებული საშიში ტვირთები უნდა იყოს შეფუთული მყარ ყუთებში ან ლარტყულებში (ხის, პლასტმასის, ლითონის), ცარიელი სივრცის შევსებით შესაბამისი უწვადი საფენი და შემწოვი მასალებით. ყუთების და ლარტყულების კედლების სიმაღლე 5 სმ-ით უნდა აღემატებოდეს დაცობილ ბოთლებს და ქილებს. საშიში ტვირთები მინის ტარაში მცირე გადაზიდვებისას უნდა იყოს შეფუთული თავსახურებიან მჭიდრო ხის ყუთებში. 13.5. საშიში ტვირთები ლითონის ან პლასტმასის ქილებში, ბიდონებში და კანისტრებში დამატებით უნდა იყოს შეფუთული ხის ყუთებსა და ლარტყულებში. 15.6. მყარი ფხვიერი საშიში ტვირთების ტომრებში, თუ ასეთი შეფუთვები გათვალისწინებულია სტანდარტებით ან ტექნიკური პირობებით პროდუქციაზე, უნდა გადაიზიდოს ვაგონობითი გაგზავნებით. ასეთი ტვირთების მცირე გაგზავნებით გადაზიდვისას ტვირთი დამატებით უნდა შეიფუთოს ხისტ სატრანსპორტო ტარაში (ლონის ან ფანერის დოლებში). 13.7. გადაზიდვისათვის წარდგენილი თხევადი საშიში ტვირთის ტარა უნდა შეივსოს მოცემულ პროდუქციაზე სტანდარტებით ან ტექნიკური პირობებით დადგენილ ნორმამდე. 13.8 სხვადასხვა ჯგუფების საშიში ტვირთების, აგრეთვე ერთობლივი გადაზიდვისათვის დაუშვებელი ერთი ჯგუფის ზოგიერთი საშიში ტვირთების, ერთ ვაგონში ან კონტეინერში დატვირთვა არ დაიშვება. 13.9. ადვილადაალებადი სითხეები და წვადი სითხეები უნდა იყოს შეფუთული ჰერმეტულ ტარაში (მინის ტარის ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 1 ლ.) და მოთავსებული მჭიდრო ხის ყუთებში ბუდეებით ტარის მთელ სიმაღლეზე. თავისუფალი სივრცე ბუდეებში და ყუთების სახურავის ქვეშ უნდა შეივსოს რბილი უწვადი საფენი მასალებით. ვაგონებში დატვირთვისას ყუთები მჟავებით იწყობა ადვილადაალებადი და წვადი სითხეების ყუთების მოპირდაპირე მხარეს. ყველა ყუთი უნდა იყოს ერთმანეთთან მჭიდროდ დაყენებული და საიმედოდ დამაგრებული. 13.10 ბალონები შხამიანი აირებით (ქვეკლასი 22) და ადვილადაალებადი შხამიანი აირებით (ქვეკლასი 24), აგრეთვე ამ აირების ცარიელი ბალონები უნდა გაიგზავნოს მხოლოდ ვაგონებითი გაგზავნებით ან კონტეინერებით. საშიში ტვირთების კლასიფიკაცია მოყვანილია საცნობარო დანართში 2. 13.11. ბალონები წვადი და შხამიანი აირებით იტვირთება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, დამცავი ხუფების ერთ მხარეს მიმართვით. ვერტიკალურ მდგომარეობაში ბალონები აირით შეიძლება დაიტვირთოს მხოლოდ ყველა ბალონებზე დამცავი რგოლების არსებობისას და მჭიდრო ჩატვირთვის პირობებში, რომელიც გამორიცხავს ბალონების გადაადგილების ან წაქცევის შესაძლებლობას. კარებებზე ტვირთის დაწოლის გამორიცხვის მიზნით კარების ღიობები უნდა შემოირაგოს არანაკლებ 40 მმ სისქის ფიცრებით. როგორც გამონაკლისი, გადაზიდვისას დაიშვება დამცავი რგოლების გარეშე ბალონების დატვირთვა. ამ შემთხვევაში ბალონების ყოველ რიგს შორის უნდა იყოს ფიცრის შუასადებები ბალონებისათვის ბუდეების ჭრილებით. ბალონებს (ჭურჭლებს) შორის თივის, ჩალის და სხვა ადვილადაალებადი მასალების საფენებად გამოყენება არ დაიშვება. გადაზიდვისათვის ადვილადაალებადი და წვადი სითხეები უნდა იყოს წარდგენილი სტანდარტულ ჰერმეტულ, დაპლომბილ კასრებში. კასრები უნდა დაიტვირთოს ვაგონებში მხოლოდ ერთ იარუსად, საცობებით ზევით. ვაგონები იზოპროპილნიტრატის და სამინის გადაზიდვისათვის, როგორც დატვირთულ, ისე ცარიელ მდგომარეობაში, უნდა მოძრაობდეს ტვირთგამგზავნ (ტვირთმიმღებ) სპეციალისტთა ბრიგადის თანხლებით. 13.12. სამუშაო ადგილებთან ადვილადაალებადი სითხეების, წვადი სითხეების და წვადი აირების მიწოდება უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორც წესი, ტრანსპორტირების ცენტრალიზირებული საშუალებით. არ დაიშვება ღია ტარის გამოყენება ადვილადაალებადი და საწვავი სითხეების სამუშაო ადგილებთან მიწოდებისათვის. 13.13. შენობებსა და ნაგებობებში წვადი აირების, ადვილადაალებადი სითხეებისა და წვადი სითხეების მილსადენების გაყვანისას აუცილებელია: სამშენებლო კონსტრუქციებში მილსადენების გავლის ადგილებში შენობის მთელ სისქეზე უწვალი მასალებით ღიობების (ღრეჩოების, არამჭიდრო ადგილების და ა.შ.) ჰერმეტულად დახურვა; ერთი სათავსიდან მეორეში არხებისა და ტრანშეების (ღია და დახურული) გადასვლის ადგილებში უწვადი მასალებისაგან დამზადებული აირშეუღწევი ზღუდარების (დიაფრაგმების) გამოყენება; მოქმედი სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, მილსადენების შეღებვა. 13.14. ადვილადაალებადი სითხეების და წვადი აირების გადატუმბვისათვის, როგორც წესი, უნდა იყოს გამოყენებული უჩობალო ტუმბოები და ტუმბოები ტორსული შემჭიდროებებით. არასრული კვეთით მომუშავე მილსადენებზე უნდა იყოს დაყენებული ჰიდროსაკეტები. 13.15. ტარა ადვილადაალებადი და წვადი სითხეების გადაზიდვისათვის უნდა იყოს ჰერმეტული და არ დაუშვას ნივთიერებების გაჟონვა და აორთქლება. შეფუთვის ყველა ელემენტი, მისი დაცობის მოწყობილობების ჩათვლით უნდა იყოს გამძლე, საიმედო, რამაც უნდა გამოირიცხოს გზაში მათი დაზიანების შესაძლებლობა. 13.16. 10 ლ და მეტი ტევადობის მინის ტარა ადვილადაალებადი და წვადი სითხეებით უნდა იყოს ჩადგმული დაწნილ კალათებში ან ხის ლარტყულებში, ხოლო 10 ლ ნაკლები ტევადობის მინის ტარა მჭიდრო ხის ყუთებში, საფენი მასალებით ბიძგების შემსუბუქებისათვის გამოყენებულ ამ მასალებს უნდა ჰქონდეს ტარის მტვრევისას დაქცეული სითხის შეწოვის უნარი. 13.17. ტრანსპორტიორების, ციცხვებიანი ელევატორების, თვითდინებითი და პნევმატიკური მილების ექსპლუატაცია დაიშვება მხოლოდ მტვრის გამოყოფის ადგილებში გამართული და ჰერმეტული საფარებით. ვენტილაციამ უნდა უზრუნველყოს საფარებიდან მტვრის მუდმივი და ეფექტური გაწოვა. 13.18. პნევმოსატრანსპორტო თვითდინებითი მოწყობილობების, ექსპლუატაციის პერიოდში (მილსადენებში პროდუქტის მოძრაობისას) მილსადენებში მტვრის დალექვა არ დაიშვება. 13.19. ტრანსპორტიორების და პნევმოსატრანსპორტო მოწყობილობების გაშვება აუცილებელია მოხდეს მხოლოდ უქმი სვლისას მათი მდგომარეობის შემოწმების შემდეგ უცხო საგნების არარსებობაზე, საკისრებში საპოხის არსებობაზე, აგრეთვე დაცვის ყველა მოწყობილობის გამართულობაზე. 13.20. ავტობლოკირება ტექნოლოგიური მოწყობილობების ელექტროძრავებისა ჰაერსაბერი მანქანების ელექტროძრავებთან, რომლებიდანაც პროდუქტი მიეწოდება შესაბამის პნევმოსატრანსპორტო ქსელს, უნდა იმყოფებოდეს გამართულ მდგომარეობაში და შემოწმდეს მოწყობილობის ყოველი გაშვებისას. 13.21. ტრანსპორტირებადი ფხვიერი (ფხვნილისებრი) პროდუქტების მოწყობილობებზე მიყრდნობის და ჩამოქცევის თავიდან ასაცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ავტობლოკირება ტრანსპორტიორების ავარიული გაჩერებისათვის. 13.22. არ დაიშვება გაუმართავი ხრახნიანი ტრანსპორტიორების და ციცხვებიანი ელევატორების (ხრახნისა და ღარის კედელს შორის ღრეჩოს უქონლობა, ლენტის ხახუნი, ღარის კედლებზე ციცხვის წამოღება) ექსპლუატაცია. 13.23. ტრანსპორტიორების გორგოლაჭები და დამჭიმი დოლები თავისუფლად უნდა ბრუნავდნენ. არ დაიშვება ლენტის ბუქსაობა, აგრეთვე ამძრავი დოლების ბითუმით, კანიფოლით და სხვა წვადი მასალებით გაპოხვა. 13.24. ციცხვებიან ელევატორებში, თვითდინებით და პნევმატურ მილებში და სხვა ტრანსპორტიორებზე ცეცხლის გაჩენისას საამქროს ტექნოლოგიური დანადგარების გასაჩერებლად და ასპირაციული და სავენტილაციო სისტემების გამოსართავად ყველა სართულზე, კიბის უჯრედთან უნდა იყოს დაყენებული ღილაკები. 13.25. არ დაიშვება ასპირაციული ხაზების და დაქუცმაცებული მასალების ტრანსპორტირების ხაზების ექსპლუატაცია გამორთული ან გაუმართავი ავტომატური ცეცხლშემზღუდი მოწყობილობებით. 13.26. ღიობები ხანძარსაწინააღმდეგო ზღუდარებში ტრანსპორტიორების, კონვეიერების და ა.შ. გასაშვებად უნდა იყოს დაცული ცეცხლშემზღუდი მოწყობილობებით (კარებებით, წყლის ფარდებით და ა.შ.). 13.27. სატრანსპორტო საშუალებაზე ფეთქებადხანძარსაშიში ნივთიერებების გადაზიდვისას, აგრეთვე ყოველ სატვირთო ადგილზე, რომელიც შეიცავს ამ ნივთიერებებს, უნდა იყოს უსაფრთხოების ნიშნები. 13.28. ფეთქებადხანძარსაშიში ნივთიერებების გადაზიდვისას აკრძალულია: ბიძგების, მკვეთრი დამუხრუჭების დაშვება; დამცავი ბუნიკების გარეშე წვად აირიანი ბალონების ტრანსპორტირება; სატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება. 13.29. ფეთქებადხანძარსაშიში და ხანძარსაშიში ნივთიერების და მასალები დატვირთვის და გადმოტვირთვის ადგილები უნდა იყოს აღჭურვილი: სპეციალური სამარჯვებით, რომლებიც უზრუნველყოფენ სახანძრო თვალსაზრისით სამუშაოების ჩატარების უსაფრთხო პირობებს (კოფოები დგარები, ფარები და ა.შ.). ამასთანავე მინის ტარისათვის უნდა იყოს გათვალისწინებული ურიკები და სპეციალური ბუდეებიანი ჯინები. დასაშვებია მინის ტარის გადატანა გამართულ სახელურებიან კალათებში, რომლებიც იძლევა მათი გადაადგილების საშუალებას ორი კაცის მიერ; ხანძრის ქრობის და ავარიული სიტუაციების ლიკვიდირების საშუალებებით; გამართული სტაციონარული ან დროებითი განათებით, რომელიც შეესაბამება ზონის კლასს ელექტროდანადგარების მოწყობის წესების მიხედვით. 13.30. ფეთქებადსაშიში და ხანძარსაშიში ტვირთების დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ადგილებში ღია ცეცხლის გამოყენება არ დაიშვება. 13.31. გამოსაყენებელი დატვირთვა-გადმოტვირთვის მექანიზმები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში. 13.32. მძღოლებმა და მემანქანეებმა დატვირთვის ან გადმოტვირთვის ლოდინში, აგრეთვე დატვირთვა გადმოტვირთვის სამუშაოების ჩატარებისას არ უნდა დატოვონ უმეთვალყურეოდ სატრანსპორტო საშუალებები. 13.33. სატრანსპორტო საშუალებები (ვაგონები, ძარები, მისაბმელები, კონტეინერები და ა.შ.), მიწოდებული ფეთქებადხანძარსაშიში ნივთიერებების და მასალების დასატვირთად, უნდა იყოს გამართული და გაწმენდილი უცხო ნივთიერებისაგან. 13.34. დაზიანებული ტარის (შეფუთვის), დაყრილი ან დაქცეული ნივთიერებების აღმოჩენისას დაუყოვნებლივ უნდა იყოს გატანილი დაზიანებული ტარა (შეფუთვა), მოიწმინდოს იატაკი და გატანილი იქნეს დაყრილი ან დაქცეული ფეთქებადხანძარსაშიში ნივთიერებები. 13.35. ფეთქებადსანძარსაშიში და ხანძარსაშიში8 ტვირთების დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულებისას მომუშავეებმა უნდა დაიცვან მარკირების ნიშნებისა და შეფუთვებზე გამაფრთხილებელი წარწერების მოთხოვნები. 13.36. არ დაიშვება ფეთქებადხანძარსაშიში და ხანძარსაშიში ნივთიერებებით და მასალებით დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ჩატარება ავტომობილების ძრავების მუშაობისას, აგრეთვე წვიმის დროს, თუ ნივთიერებებს და მასალებს წყალთან ურთიერთმოქმედებისას აქვთ თვითაალების მიდრეკილება. 13.37. ვაგონებში, კონტეინერებში და ავტომობილების ძარებში ფეთქებადხანძარსაშიში და ხანძარსაშიში ტვირთები უნდა იყოს საიმედოდ დამაგრებული მოძრაობისას მათი გადაადგილების გამორიცხვის მიზნით. 13.38. ადვილადაალებადი და წვადი სითხეების შევსებასთან და ჩამოსხმასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური ოპერაციების ჩატარებისას, უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: საძრომები და სახურავები უნდა გაიხსნას მდორედ, ბიძგების და დარტყმების გარეშე, ნაპერწკალუსაფრთხო ხელსაწყოების გამოყენებით. არ დაიშვება ადვილადაალებადი და წვადი სითხეებით დასველებული საცავების დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ჩატარება; არმატურა (შლანგები, გასართი შეერთებები, სტატიკური ელექტროობისაგან დაცვა და ა.შ.) უნდა იყოს გამართულ ტექნიკურ მდგომარეობაში. 13.39. რეზერვუარის, ცისტერნების, ტარის და ა.შ. სითხით შევსებამდე საჭიროა შემოწმდეს არსებული გამზომი მოწყობილობის გამართულობა. 13.40 რეზერვუარში სითხის დონის გაზომვა და სინჯების აღება, როგორც წესი, უნდა მოხდეს დღის სინათლეზე. ღამით მომუშავეებმა უნდა იხმარონ მხოლოდ აკუმულატორული ფარნები ფეთქებადამცავი შესრულებით. არ დაიშვება ხელით დონის გაზომვა და სინჯების აღება ელჭექის დროს, აგრეთვე პროდუქტის დატუმბვისა და ამოტუმბვისას. 13.41. საცავების ადვილადაალებადი და წვადი სითხეებით შევსება და დაცარიელება უნდა მოხდეს გამართული შეერთებების მქონე მილსადენებით და შლანგებით; და მხოლოდ შესაბამისი საკვალთეების გახსნისა და დახურვის სისწორის შემოწმების შემდეგ. ჩამკეტი არმატურა მთლიანად უნდა გაიხსნას. 13.42. რეზერვუარებში, საცავებში და ა.შ. პროდუქტების ვარდნილი ნაკადით მიწოდება არ დაიშვება. რეზერვუარების შევსების (დაცარიელების) სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს რეზერვუარებზე სასუნთქი და დამცველი სარქველების (ან სავენტილაციო მილყელების) ჯამურ გამტარუნარიანობას. 13.43. ფეთქებიდხანძარსაშიში ან ხანძარსაშიში ტვირთების გადმოტვირთვის დამთავრებისას საჭიროა ვაგონების, კონტეინერების ან ავტომობილის ძარის დათვალიერება, ნივთიერებების ნარჩენებისა და ნაგვის გულმოდგინედ შეგროვება და გადაყრა. 14. სასაწყობო ობიექტები 14.1. ზოგადი მოთხოვნები 14.1.1. საწყობებში (სათავსებში) ნივთიერებების და მასალების შენახვა აუცილებელია მათი ხანძარსაშიში ფიზიკურ-ქიმიური თვისებების (ტენის მოხვედრისას, ჰაერთან შეხებისას და.აშ. დაჟანგვის, თვითგახურების და აალების უნარი), ცეცხლმქრობი ნივთიერებების შეთავსებადობისა და ერთგვაროვნების ნიშნების გათვალისწინებით საცნობარო დანართის 2-ის შესაბამისად. არ დაიშვება ერთ სექციაში კაუჩუკთან ან ავტორეზინასთან რომელიმე სხვა მასალების და საქონლის ერთდროული შენახვა, მიუხედავად გამოყენებული ცეცხლსაქრობ ნივთიერებათა ერთგვაროვნებისა. 14.1.2. ბალონები წვადი აირებით, საცავები (ბოთლები, ბოცები, სხვა ტარა) ადვილადაალებადი და წვადი სითხეებით, აგრეთვე აეროზოლური შეფუთვები უნდა იყოს დაცული მზის და სხვაგვარი თბური ზემოქმედებისგან. 14.1.3. აეროზოლური შეფუთვების დაწყობა მრავალსართულიან საწყობებში დაიშვება მხოლოდ ზედა სართულზე ხანძარსაწინააღმდეგო ნაკვეთურებში, ასეთ შეფუთვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ცალს. საწყობის საერთო ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 900 000 შეფუთვას. საერთო საწყობებში აეროზოლური შეფუთვების შენახვა დაიშვება არაუმეტეს 5 000 ცალის რაოდენობით. საერთო საწყობის იზოლირებულ ნაკვეთურში დაიშვება არაუმეტეს 15 000 შეფუთვის (კოლოფის) შენახვა. 14.1.4. ღია მოედნებზე ან ფარდულებში აეროზოლური შეფუთვების შენახვა დაიშვება მხოლოდ უწვად კონტეინერებში. 14.1.5. სასაწყობო სათავსებში უსტელაჟო ხერხით შენახვისას, მასალები უნდა დაიწყოს შტაბელებად, სასაწყობო სათავსების კარებების ღიობების მოპირდაპირე მხარეს უნდა დარჩეს თავისუფალი გასასვლელები კარებების სიგანის ტოლი სიგანით, მაგრამ არანაკლები 1 მ-ისა. საწყობებში ყოველ 6 მ-ში, როგორც წესი, უნდა მოიწყოს გრძივი გასასვლელები არანაკლებ 0,8 მ-ის სიგანით. 14.1.6. ლამპრებიდან შენახულ საქონლამდე მანძილი უნდა იყოს არ ნაკლები 0,5 მ-ისა. 14.1.7. დატვირთვა-გადმოტვირთვის და სატრანსპორტო საშუალებების დგომა და რემონტი საწყობების სათავსებში და დებარკადიორებზე არ დაიშვება. რამპაზე (ბაქანზე) გადმოტვირთული ტვირთები და მასალები სამუშაო დღის დამთავრებისას უნდა იყოს ალაგებული. 14.1.8. საწყობების შენობებში ტარის გახსნასთან, გამართულობის შემოწმებასთან და მცირე შეკეთებასთან, პროდუქციის დაფასოებასთან, ხანძარსაშიში სითხეების (ნიტროსაღებავი, ლაქები და ა.შ.) სამუშაო ნარევების დამზადებასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია უნდა განხორციელდეს შენახვის ადგილებიდან იზოლირებულ სათავსებში. 14.1.9. ავტომობილები, მოტომავლები, ავტოსატვირთველები, ავტოამწეები და სხვა სახის ტვირთამწე ტექნიკა არ უნდა დაიშვას მათზე გამართული ნაპერწკალსაქრობების არსებობისას 3 მ-ზე ახლოს ზვინებთან, შტაბელებთან და ფარდულებთან, სადაც ინახება უხეში საკვები, ბოჭკოვანი მასალა. 14.1.10. საწყობების ელექტრომოწყობილობები სამუშაო დღის დამთავრებისას უნდა იქნეს გაუდენურებული. საწყობის ელექტრომომარაგების გამორთვისთვის განკუთვნილი აპარატები უნდა იყოს განლაგებული სასაწყობო შენობის გარეთ უწვად კედელზე ან ცალკე მდგომ  საყრდენზე მოთავსდეს დასაპლომბსამარჯვებიან კარადაში ან ნიშში და დაიკეტოს. 14.1.11. საწყობების სათავსებში მორიგე განათება, აგრეთვე აირის ქურების და ელექტროგამახურებელი ხელსაწყოების ექსპლუატაცია და შტეპსელის როზეტების დაყენება არ დაიშვება. 14.1.1.2. ღია მოედანზე მასალების შენახვისას ერთი სექციის (შტაბელის) ფართი არ უნდა აღემატებოდეს 300კვ.მ-ს, ხოლო შტაბელებს შორის ხანძარსაწინააღმდეგო მანძილები უნდა იყოს არანაკლებ 6  მ-სა. 14.1.13. ბაზების და საწყობების ტერიტორიაზე განლაგებულ შენობებში, მომსახურე და სხვა პირთა ცხოვრება აკრძალულია. 14.1.14. A, B და G კატეგორიის სასაწყობო სათავსებში ლოკომოტივების შესვლა არ დაიშვება. 14.1.15. საამქროს საკუჭნაოებში არ დაიშვება საწარმო ნორმებზე გადამეტებული რაოდენობის ადვილაალებადი და წვადი სითხეების შენახვა. სამუშაო ადგილზე ამ სითხეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთი ცვლის მოთხოვნას. 14.1.16. არ დაიშვება წვადი მასალების ან წვად ტარაში მოთავსებული უწვადი მასალების შენახვა სარდაფებისა და ცოკოლის სართულების იმ სათავსებში, რომლებსაც არ გააჩნია თანაორმოებიანი ფანჯრები კვამლის მოსაცილებლად, აგრეთვე შენობების საერო კიბის უჯრედების ამ სართულებთან შეერთების ადგილზე. 14.2. ადვილაალებადი, წვადი და სხვა ხანძარსაშიში სითხეების საწყობები 14.2.1. სარეზერვუარო მარკები 14.2.1.1. ნავთობის ბაზების (საწყობების) ჩამოსასხმელი და გადასატუმბი სადგურების ტერიტორიები უნდა შემოიზღუდოს არანაკლებ 2 მ-ის სიმაღლის ღობით. 14.2.1.2. რეზერვუარების ირგვლივ შემოზვინვები, აგრეთვე მათზე გადასასვლელები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში. ზვინების შიგნით მოედნები უნდა იყოს დაგეგმილი და დაფარული სილით. 14.2.1.3. აკრძალულია არაჰერმეტული მოწყობილობების და ჩამკეტი არმატურის ექსპლუატაცია; პროექტირების ნორმებით დადგენილი შემოზვივების სიმაღლის შემცირება; გადახრების და ბზარების მქონე რეზერვუარების, აგრეთვე გაუმართავი მოწყობილობების, საკონტროლო-საზომი ხელსაწყოების, მიმყვანი პროდუქტსადენების და სტაციონარული ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარების ექსპლუატაცია; შემოზვინვის ირგვლივ ხეების და ბუჩქნარის არსებობა; საცავების დაყენება წვად ან ძნელადწვად ფუძეზე; რეზერვუარების და ცისტერნების გადავსება; ნავთობპროდუქტების ჩასხმის ან ჩამოსხმისას რეზერვუარებიდან სინჯების აღება, ჭექა-ქუხილის დროს ნავთობპროდუქტების ჩასხმა და ჩამოსხმა. 14.2.1.4.სასუნთქი სარქველები და ცეცხლზღუდარები უნდა გაისინჯოს ტექნიკური პასპორტის მოთხოვნათა შესაბამისობაზე არანაკლებ ერთხელ თვეში, ხოლო ჰაერის 0°C  დაბლა ტემპერატურისას კი – არანაკლებ ერთხელ დეკადაში. სასუნთქი არმატურის დათვალიერებისას აუცილებელია სარქველების და ბადეების ყინულისგან გაწმენდა. მათი გათბობა უნდა მოხდეს მხოლოდ ხანძარუსაფრთხო წესებით. 14.2.1.5. სინჯების აღება და დონის გაზომვა უნდა განხორციელდეს ისეთი მასალისგან დამზადებული მოწყობილობით, რომელიც გამორიცხავს ნაპერწკლის წარმოქმნას. 14.2.1.6. სარეზერვუარო პარკის საწყობებში უნდა იყოს ცეცხლსაქრობი ნივთიერებების მარაგი, აგრეთვე მათი მიწოდების საშუალებები ისეთი რაოდენობით, რომელიც საჭიროა უდიდეს რეზერვუარში ხანძრის ჩასაქრობად. 14.2.2. შენახვა ტარაში 14.2.2.1. წვადი სითხეებიანი ტარის შესანახი შენობები უნდა იყოს არაუმეტეს 3 სართულისა, ადვილადაალებადი სითხეებისა კი ერთსართულიანი. 120°C-ზე მეტი აფეთქების ტემპერატურის მქონე 60 კუბ.მ-მდე რაოდენობით სითხეების შენახვა დაიშვება წვადი მასალებისგან მოწყობილ მიწისქვეშა საცავებში იატაკის უწვადი მასალებისგან მოწყობის პირობით და საფარის ამოვსებით არანაკლებ 0,2 მ-ის სისქის დატკეპნილი მიწის ფენით. 14.2.2.2. ერთ სათავსოში ადვილადაალებადი სითხეებიანი და წვადი სითხეებიანი ტარის ერთობლივი შენახვა დაიშვება იმ პირობით, თუ  მათი საერთო რაოდენობა არ აღემატება 200 კუბ მ. 14.2.2.3. საცავებში ხელით დაწყობისას ადვილაალებადი და წვადი სითხეებიანი კასრები უნდა დაიწყოს იატაკზე არაუმეტეს 2 რიგად, მექანიზირებული დაწყობისას კასრები წვადი სითხეებით –  არაუმეტეს 5, ადვილადაალებადი სითხეებით კი – არაუმეტეს 3 რიგად. შტაბელების სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 2 კასრს. მთავარი გასასვლელების სიგანე კასრების ტრანსპორტირებისთვის უნდა იყოს არანაკლები 1,8 მ, ხოლო შტაბელებს შორის – არანაკლები 1 მ-ისა. 14.2.2.4. სითხეების შენახვა დაიშვება მხოლოდ წესიერ მდგომარეობაში მყოფ ტარაში, დაღვრილი სითხე დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოშორებული. 14.2.2.5.ღია მოედნები ნავთობპროდუქტებიანი ტარის შენახვისთვის უნდა შემოიზღუდოს მიწის ყრილით ან არანაკლებ 0,5 მ-ის სიმაღლის მთლიანი კედლით მოედნებზე გასასვლელი პანდუსებით. 14.2.2.6. მოედნები უნდა იყოს ამაღლებული მიმდებარე ტერიტორიიდან 0,2 მ-ით და ჩამდინარე წყლის გასაშვებად გარშემორტყმული კიუვეტით. 14.2.2.7. ერთი შემოზვინული მოედნის ფარგლებში დაიშვება 25 x 15 მ ზომის არაუმეტეს 4 შტაბელის დაწყობა, შტაბელებს შორის არანაკლებ 10 მ-ის, ხოლო შტაბელსა და ზვინს (კედელს) შორის – არანაკლებ 5 მ დაცილებით. ორი მომიჯნავე მოედნის შტაბელებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლები 20 მ ისა. 14.2.2.8. მოედნებზე დაიშვება უწვადი მასალებიდან ფარდულების მოწყობა. 14.2.2.9. არ დაიშვება ნავთობპროდუქტების დაღვრა, აგრეთვე – საფუთი მასალების და ტარის შენახვა უშუალოდ საცავებში და შემოვზინულ მოედნებზე. 14.3. აირების შენახვა. 14.3.1. წვად აირიანი ბალონების შესანახი საწყობები უნდა იყოს ერთსართულიანი ადვილადჩამოსაგდები გადახურვებით და არ უნდა ჰქონდეს სასხვენო სათავსები. სათავსების ფანჯრები, სადაც ინახება ბალონები აირით უნდა შეიღებოს თეთრი საღებავით ან აღიჭურვოს მზედამცავი უწვადი მოწყობილობებით. ღია მოედნებზე ბალონების შენახვისას ნალექების მოქმედებისა და მზის სხივებისგან დამცავი სათავსები უნდა იყოს აგებული უწვადი მასალებისგან. 14.3.2. ჯგუფური ბალონების დანადგარების განლაგება დაიშვება ყრუ (ღიობების არმქონე) გარე კედლებთან. კარადები და ჯიხურები, სადაც მოთავსებულია ბალონები, უნდა იყოს დამზადებული უწვადი მასალებისგან და ჰქონდეს ბუნებრივი ვენტილიაცია, რომელიც გამორიცხავს ფეთქებადსაშიში ნარევების წარმოქმნას. ბალონები წვადი აირებით უნდა ინახებოდეს ცალკე ჟანგბადით, შეკუმშული ჰაერით, ქლორით, ფტორით და სხვა მჟანგავებით დატუმბული ბალონებიდან, აგრეთვე ბალონებიდან ტოქსიკური აირებით. 14.3.4. ჟანგბადიანი ბალონების შენახვისას და ტრანსპორტირებისას არ დაიშვება ზეთის (ცხიმის) მოხვედრა და ბალონის არმატურის გაზეთილ მასალებთან შეხება. ჟანგბადიანი ბალონების ხელით გვერდის შებრუნებისას არ დაიშვება სარქველებზე ხელის მოკიდება. 14.3.5. აირების შესანახ სათავსებში უნდა იყოს ფეთქებადსაშიშ კონცენტრაციებამდე მომუშავე გამართული აირანალიზატორები, მათი უქონლობისას ობიექტის ხელმძღვანელის მიერ უნდა იყოს დადგენილი სინჯების აღებისა და კონტროლის წესი. 14.3.6. ბალონებიდან აირის გაპარვის აღმოჩენისას ისინი უნდა იყოს გადატანილი საწყობიდან უსაფრთხო ადგილზე. 14.3.7. საწყობში, სადაც ინახება ბალონები წვადი აირით არ დაიშვებიან პირნი, რომლებსაც აცვიათ ლითონის ლურსმნებით ან ნალებით დაჭედილი ფეხსაცმელი. 14.3.8. ბუნიკების მქონე ბალონები წვადი აირით უნდა ინახებოდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში სპეციალურ ბუდეებში, გალებში და სხვა მოწყობილობებში, რომლებიც გამორიცხავენ მათ წაქცევას. ბუნიკების არმქონე ბალონები უნდა ინახებოდეს ჩარჩოებზე ან სტელაჟებზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. შტაბელების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 1,5 მ-ს, ხოლო სარქველები უნდა იყოს დახურული დამცავი ხუფებით და მიმართული ერთ მხარეს. 14.3.9. არ დაიშვება რომელიმე სხვა ნივთიერების, მასალის და მოწყობილობის შენახვა აირების საწყობებში. 14.3.10. საწყობის წვადი აირებიანი სათავსები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბუნებრივი ვენტილაციით. 14.4. სასოფლო – სამეურნეო პროდუქციის შენახვა. 14.4.1. უხეში საკვების შენახვა. 14.4.1.1. უხეში საკვების მარაგის შენახვა დაიშვება მხოლოდ მიშენებულ (ჩაშენებულ) სათავსებში, რომელებიც გამოყოფილია ფერმების შენობებისგან ყრუ უწვადი კედლებით (ტიხრებით) და გადახურვებით ცეცხლმედეგობის ზღვრით არანაკლებ 0,75 – ისა. მიშენებული (ჩაშენებულ) სათავსებს უნდა ჰქონდეს გასასვლელები მხოლოდ უშუალოდ გარეთ. 14.4.1.2. უხეში საკვების ზვინები (ბჯები) ფარდულები და შტაბელები უნდა განლაგდეს არანაკლებ 15 მ-ის მანძილზე ელექტროგადამცემ ხაზებამდე, არანაკლებს 20 მ-ისა გზებამდე და არანაკლებ 50 მ-ის შენობებამდე და ნაგებობამდე. 14.4.1.3. მოედნები ზვინების მოსათავსებლად, აგრეთვე ზვინების ან შტაბელების წყვილები საჭიროა შემოიბაროს პერიმეტრზე არანაკლები 4 მ-ის სიგანის ზოლით, მანძილი ზოლის ნაპირიდან მოედანზე მოთავსებულ ზვინამდე უნდა იყოს არანაკლებ 15 მ, ხოლო ცალკე მდგომ ზვინამდე – არანაკლებ 5 მ-ს. ერთი ზვინის ძირის ფართი არ უნდა აღემატებოდეს 150 კვ. მ-ს, ხოლო დაწნეხილი თივის (ჩალის) შტაბელისა – 500 კვ. მ-ს. ცალკეულ შტაბელებს, ფარდულებსა და ზვინებს შორის ხანძარსაწინააღმდეგო მანძილები უნდა იყოს არანაკლები 20 მ-ისა. შტაბელების, ფარდულების და ზვინების წყვილ-წყვილად დაწყობისას შტაბელებსა და ფარდულებს შორის უნდა იყოს გათვალისწინებული არანაკლებ 6 მ მანძილი, ხოლო მათ წყვეტილებს შორის – არანაკლებ 30 მ-ისა. ხანძარსაწინააღმდეგო მანძილები კვარტლებს შორის (კვარტალში დაიშვება 20 ზვინის ან შტაბელის განლაგება) უნდა იყოს არანაკლები 100 მ-ისა. 14.4.1.4. მომატებული ტენიანობის მქონე ზვინებში და თივის შტაბელებში აუცილებელია ტემპერატურის კონტროლის ორგანიზება. 14.4.1.5. უხეში საკვებების საწყობებში მომუშავე ტრაქტორები და ავტომობილები უნდა იყოს აღჭურვილი ნაპერწკალსაქრობებით.  ტრაქტორ-საწევარი გადმოტვირთვის სამუშაოების ჩატარებისას არ უნდა მიუახლოვდეს ზვინებს 3 მ-ზე ნაკლები მანძილით. 14.4.2. მარცვლეულის შენახვა 14.4.2.1. მოსავლის აღების დაწყებამდე მარცვლეულის საწყობები და საშრობები უნდა იყოს შემოწმებული გამოყენების ვარგისიანობაზე; გამოვლენილი გაუმართაობა უნდა იყოს აღმოფხვრილი მარცვლის მიღების და შრობის დაწყებამდე. მარცვლეულის საწყობები უნდა განლაგდეს ცალკე მდგომ შენობებში. მათი ჭიშკრები უნდა იღებოდეს გარეთ და არ უნდა ჩაიხერგოს. 14.4.2.2. მარცვლეულის ყრილად შენახვისას მანძილი ყრილის ზევიდან გადახურვების წვად კონსტრუქციებამდე, აგრეთვე ლამპებამდე  და ელექტროსადენებამდე უნდა იყოს არანაკლებ 0,5 მ-ისა. ხანძარსაწინააღმდეგო ზღუდარების ღიობებში მარცვლეულის გატარების ადგილები უნდა იყოს აღჭურვილი დამცავი მოწყობილობებით (ხანძარსაწინააღმდეგო სარქველი EF- 8 ან სხვა). 14.4.2.3. აკრძალულია: მარცვლეულთან ერთად სხვა მასალებისა და მოწყობილობების შენახვა; სასაწყობო სათავსებში მარცვალსაწმენდის და სხვა შიგა წვის ძრავიანი მანქანების გამოყენება; საწყობის ორივე მხრიდან დახურული ჭიშკრების დროს მოძრავ მექანიზმებზე მუშაობა. ადვილაალებადი და წვადი სითხეების მეშვეობით მყარ სათბობზე მომუშავე საშრობების დანთება, ხოლო თხევად სათბობზე მომუშავე საშრობებისა – ჩირაღდნის მეშვეობით; ტრანსპორტიორის ლენტის დონის ზევით მარცვლის დაყრა და ტრანსპორტიორის კონსტრუქციებზე ლენტის ხახუნის დაშვება. 14.4.2.4. მარცვლეულის ტემპერატურის კონტროლი საშრობის მუშაობისას უნდა მოხდეს არანაკლებ ყოველ 2 საათში, სინჯების აღების გზით. საშრობის დატვირთვა-გადმოტვირთვის მექანიზმების გაწმენდა მტვრისაგან და მარცვლისგან უნდა წარმოებდეს მისი დღე-ღამის მუშაობის შემდეგ. 14.4.2.5. მოძრავი საშრობი აგრეგატი უნდა იყოს დაყენებული არანაკლებ 10 მ-ის მანძილზე მარცვლეულის საშრობის შენობიდან. საშრობების საცეცხლეების მოწყობილობა უნდა გამორიცხავდეს ნაპერწკლების გამოვარდნას. საბოლე მილები უნდა მოიწყოს ნაპერწკალსაქრობებით, ხოლო წვადი კონსტრუქციებში მათი გავლის ადგილებში მოეწყოს ხანძარსაწინააღმდეგო დაცალკევებებით. 14.4.2.6. საწყობებში მარცვლეულის ვენტილირებისას ვენტილატორები უნდა მოთავსდეს არანაკლებ 25 მ-ის მანძილზე წვადი კედლებიდან. ჰაერსადენები უნდა იყოს დამზადებული უწვადი მასალებისგან. 14.5. ხე – ტყის მასალათა შენახვა 14.5.1. ზოგადი მოთხოვნები 14.5.1.1. 10 000 კუბ.მ-ზე მეტი ტევადობის ხე-ტყის მასალათა საწყობები უნდა შეესაბამებოდეს ხე-ტყის მასალათა საწყობების პროექტირების ნორმების მოთხოვნებს. 14.5.1.2. 10 000 კუბ.მ-ზე ნაკლები ტევადობის ხე-ტყის მასალათა საწყობებისათვის უნდა იყოს შემუშავებული და შეთანხმებული სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოებთან შტაბელების განლაგების გეგმები შესანახი მასალების ზღვრული მოცულობის, ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების და შტაბელებს შორის გასასვლელების, აგრეთვე შტაბელებსა და მეზობელ ობიექტებს შორის გასასვლელების აღნიშვნით. 14.5.1.3. არ დაიშვება შტაბელებს შორის ხანძარსაწინააღმდეგო მანძილებში ხე-ტყის მასალების, მოწყობილობების და ა.შ. დაწყობა. 14.5.1.4. შტაბელებისთვის გამოყოფილი ადგილები უნდა იყოს გაწმენდილი გრუნტამდე ბალახის საფარისაგან, წვადი – ნაგვისაგან და ნარჩენებისგან ან დაფარული არანაკლებ 15 სმ სისქის სილის, მიწის ან ხრეშის ფენით. 14.5.1.5. ყოველი საწყობისთვის უნდა იყოს შემუშავებული ხანძრის ქრობის ოპერატიული გეგმა შტაბელების, ბალანსის, ნაფოტის გროვების ასაღების მიზნით წარმოების ტექნიკის და მომუშავეთა მიზიდვის შესაძლებლობის გათვალისწინებით. ეს გეგმა ყოველწლიურად საგაზაფხულო-საზაფხულო ხანძარსაშიში პერიოდის დაწყებამდე უნდა დამუშავდეს წარმოების ყველა ცვლის და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვეგანაყოფების მუშაკთა მონაწილეობით. 14.5.1.6. ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებების გარდა საწყობებში უნდა იყოს მოწყობილი პუნქტები (საგუშაგოები) ხანძრის ქრობის ოპერატიული გეგმებით დადგენილი რაოდენობის სხვადასხვა სახის სახანძრო ტექნიკის მარაგით. 14.5.1.7. საწყობში არ დაიშვება იმ სამუშაოების ჩატარება, რომლებიც არ არის დაკავშირებული ხე-ტყის მასალათა შენახვასთან. 14:5.1.8. ხე-ტყის მასალათა საწყობებში მუშების გათბობისთვის სათავსები უნდა მოიწყოს მხოლოდ ცალკე მდგომ შენობებში, სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებული სახანძრო მანძილების დაცვით. აღნიშნული სათავსების გასათბობად დაიშვება მხოლოდ საქარხნო წესით დამზადებული ელექტროგასახურებელი მოწყობილობების გამოყენება. 14.5.1.9. შიგა წვის ძრავებიანი ჯალამბრები უნდა მოთავსდეს მრგვალი ხე-ტყის შტაბელებიდან არანაკლებ 15 მ-ის მანძილზე. ჯალამბრის გარშემო მოედანი უნდა იყოს თავისუფალი ნატეხი ნარჩენებისგან, ქერქისაგან და სხვა წვადი ნარჩენებისა და ნაგვისგან. ძრავების გასამართი საწვავ-საცხები მასალების შენახვა დაიშვება არაუმეტეს ერთი კასრის რაოდენობით და ჯალამბრებიდან შესაბამისად არანაკლებ 10 და 20 მ-ის მანძილზე. 14.5.2. დახერხილი სე – ტყის საწყობები 14.5.2.1. დახერხილი ხე-ტყის შტაბელების დაწყობისას და დაშლისას სატრანსპორტო პაკეტები უნდა იყოს დაყენებული მხოლოდ გასასვლელის ერთ მხარეს, ამასთანავე, დარჩენილი სავალი გზის ნაწილის სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 4მ-ისა. შტაბელებად დაუწყობელი დახერხილი ხე-ტყის საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მათ საწყობში მისაწოდებელ სადღეღამისო რაოდენობას. 14.5.2.2. არ დაიშვება სატრანსპორტო პაკეტების დაყენება ხანძარსაწინააღმდეგო მანძილებში, გასასვლელებში, სახანძრო წყლის წყაროებთან მისასვლელებში. 14.5.2.3. მექანიზმების მუშაობის დროებით შეჩერების შემთხვევაში პაკეტების გადახარისხება და დაწყობა, საინვენტარო გადახურვების და საფენი მასალის შენახვა უნდა ხდებოდეს სპეციალურ მოედნებზე. 14.5.2.4. წყალგაუმტარი ქაღალდით სატრანსპორტო პაკეტების შეხვევა (თუ ეს ოპერაცია არ არის გათვალისწინებული ერთიან ტექნოლოგიურ პროცესში) უნდა განხორციელდეს სპეციალურად გამოყოფილ მოედნებზე. 14.5.2.5. გამოყენებული წყალგაუმტარი ქაღალდი, მისი ნაგლეჯები და ჩამონაჭრები აუცილებელია მოთავსდეს კონტეინერებში, რომლების დაყენების ადგილები შეთანხმებულია ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან. 14.5.2.6. დახურულ საწყობებში შტაბელებისა და შენობის კედლების გამოწეულ ნაწილებს შორის გასასვლელის სიგანე უნდა იყოს არანაკლები 0,8 მ-ისა. საწყობების კარებების ღიობების მოპირდაპირე მხარეს უნდა დარჩეს გასასვლელები, რომლების სიგანე უდრის კარების სიგანეს, მაგრამ არანაკლებ 1 მ-ისა. 14.5.2.7. დახურულ საწყობებში არ დაიშვება ტიხრებისა და დამხმარე სათავსების მოწყობა. 14.5.2.8. დახურული საწყობების და ფარდულების ქვეშ მოედნების იატაკები უნდა იყოს შესრულებული უწვავი მასალებისგან. 14.5.3. ყავარის საწყობები 14.5.3.1. ყავარის შენახვა დაიშვება მხოლოდ დახურულ საწყობებში, ბუნკერებსა და უწვადი მასალის ფუძის მქონე ღია მოედნებზე. 14.5.3.2. ჯიხურები, რომლებშიც დაყენებულია ყავარის მიწოდების კონვეირების ელექტროძრავები, უნდა იყოს ცეცხლმედეგობის I და II ხარისხის. 14.5.3.3. ბურტების შიგნით ყავარის გაცხელების ტემპერატურის კონტროლისათვის უნდა იყოს გათვალისწინებული თერმოელექტრული გარდამქმნელებიანი უწვადი მასალებისგან დამზადებული ჭები. 14.6. ნახშირის და ტორფის საწყობები 14.6.1. ნახშირის და ტორფის მოსათავსებელი მოედნები უნდა იყოს დაგეგმილი ისე, რომ გამოირიცხოს ადიდებული ან გრუნტის წყლებით დატბორვა. 14.6.2. აკრძალულია: ახლად მოპოვებული ნახშირის დაწყობა ერთ თვეზე მეტი ხნის ნახშირის ძველ ნაყარზე; საწყობებში თვითწვის აშკარად გამოვლენილი კერებიანი ნახშირის და ტორფის მიღება; სატრანსპორტო ლენტებით ანთებული ნახშირის და ტორფის ტრანსპორტირება და მათი გადატვირთვა სარკინიგზო ტრანსპორტში ან ბუნკერში; ნახშირის და ტორფის შტაბელების დაწყობა სითბოს წყაროების თავზე (ორთქლსადენების, ცხელი წყლის სადენი მილების, გამთბარი ჰაერის არხების და ა.შ.), აგრეთვე გაყვანილი ელექტროკაბელებისა და ნავთობაირსადენების ზევით. 14.6.3. სხვადასხვა მარკის ნახშირი, ტორფის ყველა სახეობა (ნატეხი, საფრეზი) უნდა დაეწყოს ცალკეულ შტაბელებად. 14.6.4. ნახშირის დაწყობისას და მის შენახვისას არ დაიშვება შტაბელებში ხის, ქსოვილის, ქაღალდის, თივის, ტორფის, აგრეთვე სხვა წვადი ნარჩენების მოხვედრა. საწყობებში ხანგრძლივი შენახვისთვის მიწოდებული მყარი სათბობი (ნახშირი, ფიქალი, ტორფი) უნდა დაიწყოს შტაბელებად, ვაგონებიდან მათი გადმოტვირთვისთანავე შესაძლო მოკლე ვადებში. არ დაიშვება გადმოტვირთული სათბობის შენახვა უფორმო გროვად და ნაყარის სახით ორ დღე-ღამეზე მეტი ხნით. შტაბელებზე სარეგლამენტო სამუშაოების ჩატარებისთვის, აგრეთვე მექანიზმების და სახანძრო მანქანების გასასვლელად შტაბელების ძირის საზღვრიდან შემოზღუდულ ღობემდე ან ამწეკრანების ლიანდაგების ფუნდამენტამდე მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 3 მ-ისა, ხოლო რელსის თავის გარე კიდემდე ან საავტომობილო გზის ბორდიურამდე – არანაკლებ 2 მ-ისა. არ დაიშვება გასასვლელებში მყარი სათბობის დაყრა და მოწყობილობებით მათი ჩახერგვა. 14.6.5. საწყობებში ნახშირის და ტორფის შტაბელებში უნდა ხდებოდეს ტემპერატურის სისტემატური კონტროლი მათ ფერდობებში საკონტროლო ლითონის მილების და თერმომეტრის დაყენებით ან სხვა უსაფრთხო ხერხით. 60° C-ზე ზევით ტემპერატურის აწევისას უნდა მოხდეს შტაბელების შემჭიდროება ტემპერატურის აწევის ადგილებში, გაცხელებული ნახშირის და ტორფის ამოღება ან ტემპერატურის დაწევის სხვა მეთოდების გამოყენება. შტაბელები, რომლებშიც შეინიშნება ტემპერატურის აწევა, უნდა გაიხარჯოს პირველ რიგში. 14.6.6. არ დაიშვება უშუალოდ შტაბელებში ნახშირის წყლით ქრობა ან გაცივება. ცეცხლანთებული ნახშირი უნდა ჩაქრეს წყლით, მხოლოდ შტაბელიდან ამოღების შემდეგ. ნატეხი ტორფის შტაბელებში ანთებისას კერები უნდა დაიტბოროს წყლით დამასველებლის დამატებით ან დაეყაროს ტენიანი ტორფის მასა და მოხდეს შტაბელის დაზიანებული ნაწილის დაშლა. ანთებული საფრეზი ტორფი უნდა იყოს. მოცილებული, ხოლო ორმო შეივსოს ტენიანი ტორფით და დაიტკეპნოს. 14.6.7. არ დაიშვება თვითანთებული ნახშირის ან ტორფის გაცივების ან ჩაქრობის შემდეგ კვლავ შტაბელებად დაწყობა. 14.6.8. საწარმოო შენობების სარდაფში ან პირველ სართულზე განთავსებული ნახშირის და ტორფის შესანახი სათავსები უნდა იყოს გამოყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო ტიხრებით. 15. სამშენებლო – სამონტაჟო და სარესტავრაციო სამუშაოები 15.1. მშენებლობის დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე უნდა იყოს დანგრეული ხანძარსაწინააღმდეგო მანძილებში მყოფი ყველა შენობა და ნაგებობა. არსებული შენობების დატოვების შემთხვევაში მათთვის უნდა იყოს შემუშავებული ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები. 15.2. მშენებლობის ტერიტორიაზე საწარმოო, სასაწყობო და დამხმარე შენობების და ნაგებობის განლაგება უნდა შეესაბამებოდეს დადგენილი წესით დამტკიცებულ გენერალურ გეგმას, რომელიც შემუშავებულია, როგორც მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის შემადგენელი ნაწილი წინამდებარე წესების და პროექტირების მოქმედი ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინებით. არ დაიშვება მოქმედი ნორმების, წესების და დამტკიცებული გენერალური გეგმის დარღვევით სამშენებლო ტერიტორიაზე ნაგებობების განლაგება. მოპირდაპირე მხრიდან უნდა იყოს უზრუნველყოფილი არანაკლები გო 15.3. 5 ჰექტარზე და მეტი ფართობის მშენებლობის ტერიტორია მოედნის მოპირდაპირე მხრიდან უნდა იყოს უზრუნველყოფილი არანაკლები ორი შესასვლელით. წლის ნებისმიერ დროს სახანძრო მანქანების გასასვლელი გზები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში. შესასვლელი ჭიშკრების სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 4 მ. სამშენებლო მოედნებზე შესასვლელებთან უნდა იყოს გამოკრული ხანძრისგან დაცვის გეგმები, მშენებარე და დამხმარე შენობების და ნაგებობების, შესასვლელების, მისასვლელების, წყლის წყაროების, ხანძრის ქრობის და კავშირგაბმულობის საშუალებათა ადგილმდებარეობის აღნიშვნით. 15.4. ყველა მშენებარე და ექსპლუატირებად (მათ შორის დროებით) შენობებს, სამშენებლო მასალების, კონსტრუქციების და დანადგარების ღიად შენახვის ადგილებს უნდა ჰქონდეს თავისუფალი მისასვლელი. მშენებარე შენობებთან მისასვლელების და გზების მოწყობა აუცილებელია დამთავრდეს ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე. 18 მ-ზე მეტი სიგანის შენობის გასწვრივ მისასვლელები უნდა იყოს ორი გრძივი მხრიდან, ხოლო 100 მ-ზე მეტი სიგანის – შენობის ყველა მხრიდან. მანძილი სავალი გზის ნაპირიდან შენობების, ნაგებობების და მოედნების კედლებამდე არ უნდა აღემატებოდეს 25 მს. 15.5. წვადი მასალების ღია საწყობების, აგრეთვე წვადი და ძნელად წვადი მასალებიდან ნაგები საწარმოო, სასაწყობო და დამხმარე სათავსების მიერ დაკავებული ტერიტორია უნდა იყოს გაწმენდილი ხმელი ბალახის, შამბნარის, ქერქისა და ნაფოტებისგან. ღია მოედნებზე წვადი სამშენებლო მასალების (დახერხილი ხე-ტყე, ტოლი, რუბეროიდი და სხვ.), წვადი მასალების გამოყენებით დამზადებული ნაკეთობების და კონსტრუქციების, აგრეთვე წვად შეფუთვებში მოთავსებული მოწყობილობების და ტვირთების შენახვისას, ისინი უნდა დაეწყოს შტაბელებად ან ჯგუფებად არაუმეტეს 100 კვ.მ ფართობზე. შტაბელებს (ჯგუფებს) შორის და მათგან მშენებარე ან დამხმარე შენობებამდე და ნაგებობამდე მანძილი უნდა იყოს არანაკლები 24 მ. 15.6. მშენებარე შენობებში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოებთან შეთანხმებით დაიშვება დროებითი სახელოსნოების და საწყობების მოწყობა (გარდა წვადი ნივთიერებების და მასალების საწყობების, ძვირადღირებული და ფასეული დანადგარების საწყობებისა, აგრეთვე წვად შეფუთვებში მოთავსებული დანადგარების, წვადი მასალების დამუშავებასთან დაკავშირებული საწარმოო სათავსების ან დანადგარებისა) წინამდებარე წესების მოთხოვნათა შესრულების პირობით. ადმინისტრაციულ-საყოფაცხოვრებო სათავსების მოწყობა. არ დაიშვება შენობის იმ ნაწილებში, რომელიც გამოყოფილია ხანძარსაწინააღმდეგო I ტიპის ყრუ ტიხრებით და III ტიპის გადახურვებით. არ დაიშვება დროებითი საწყობების (საკუჭნაოების), სახელოსნოების და ადმინისტრაციულ-საყოფაცხოვრებო სათავსების მოწყობა იმ ნაგებობაში, რომელიც შენდება ცეცხლისგან დაუცველი მზიდი ლითონის კონსტრუქციებისა და წვადი პოლიმერული მათბუნებლიანი პანელების გამოყენებით. 15.7. ჩაუმქრალი კირი უნდა შეინახოს დახურულ ცალკემდგომ სათავსებში. ამ სათავსების იატაკი უნდა იყოს აწეული მიწის დონიდან არანაკლებ 02. მ-ისა. ჩაუმქრალი კირის შენახვისას უნდა იყოს გათვალისწინებული ტენის და წყლის მოხვედრის თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები. ორმოები კირის ჩასაქრობად ნებადართულია მოიწყოს არანაკლებ 5 მ მანძილზე მისი საწყობიდან და არანაკლებ 15 მ სხვა შენობებიდან, ნაგებობებიდან და საწყობებიდან. 15.8. რეკონსტრუქციის, გაფართოების, ტექნიკური გადაიარაღების, კაპიტალური შეკეთებისას და ობიექტების რიგით ექსპლუატაციაში შეყვანისას მშენებარე ნაწილი უნდა იყოს გამოყოფილი მოქმედისგან ხანძარსაწინააღმდეგო I ტიპის ტიხრებით და III ტიპის გადახურვებით. ამასთანავ,ე არ უნდა დაირღვეს შენობების და ნაგებობების ნაწილებიდან ხალხის უსაფრთხო ევაკუაციის პირობები. 15.9. სამი და მეტსართულიანი შენობის მშენებლობისას კიბეები უნდა დამონტაჟდეს კიბის უჯრედის მოწყობასთან ერთად. 15.10. კიბის უჯრედებზე ხის პწკალის გამოყენება დაიშვება მხოლოდ არაუმეტეს ორ სართულიან შენობებში. დაზიანებისგან დაცვის მიზნით მშენებლობის პერიოდში დასაშვებია უწვადი საფეხურების წვადი მასალებით დაფარვა. 15.11. პროექტით გათვალისწინებული მშენებარე შენობების გარე სახანძრო კიბეები და სახურავებზე შემოღობვები უნდა იყოს დაყენებული მზიდი კონსტრუქციების დამონტაჟებისთანავე. შენობის მშენებლობისას ხარაჩოები და ფიცარნაგები უნდა მოეწყოს პროექტირების ნორმებისა და სახანძრო უსაფრთხოების იმ მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებიც წაეყენება საევაკუაციო გზებს. ხისგან დამზადებული ხარაჩოები და ყალიბი უნდა იყოს გაჟღენთილი ცეცხლდამცავი შემადგენლობით. შენობის გარედან მოთავსებული ხის ხარაჩოებისა და ქარგილების გაჟღენთვა ცეცხლდამცავი შედგენილობით შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ზაფხულის პერიოდში. 15.12. სამი და მეტსართულიანი შენობების მშენებლობისას, როგორც წესი, უნდა იყოს გამოყენებული საინვენტარო ლითონის ხარაჩოები. შენობების სამშენებლო ხარაჩოები მათი პერიმეტრის ყოველ 40 მ-ზე უნდა აღიჭურვოს ერთი კიბით ან პწკალით, მაგრამ არანაკლებ ორი კიბისა (პწკალისა მთელ შენობაზე. ხარაჩოების ფენილი და ფიცარნაგები პერიოდულად და სამუშაოების დამთავრების შემდეგ უნდა გაიწმინდოს ნაგვის, თოვლისა და ყინულისაგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დაიფაროს სილით. არ დაიშვება ხარაჩოების კონსტრუქციების გადახურვა (დათბუნება) წვადი მასალებით (ფანერით, პლასტიკით, ხის ბოჭკოს ფილით, ბრეზენტით და სხვ.) 15.13. მაღლივი ნაგებობებიდან (საკვამლე მილებიდან, კოშკური შხეფსაცივრებიდან, კაშხალებიდან, სილოსის სათავსებიდან და სხვ.) მშენებლობის განმავლობაში ხალხის საევაკუაციოდ უნდა იყოს მოწყობილი უწვადი მასალებისგან დამზადებული არანაკლებ ორი კიბისა. 15.14. წვადი და ძნელადწვადი მასალებისგან დამზადებული ყალიბი ერთდროულად შეიძლება მოიწყოს არაუმეტეს სამ სართულზე. ბეტონის აუცილებელი სიმტკიცის მიღწევის შემდეგ ყალიბი და ხარაჩოები უნდა იქნეს გატანილი შენობიდან. 15.15. არ დაიშვება შენობების და ნაგებობების შიგნით წვადი ნივთიერებების და მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება სხვა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებთან ერთად, რომელიც სრულდება ღია ცეცხლის გამოყენებით (შედუღება და ა.შ.). 15.16. ლითონის კონსტრუქციების ცეცხლისგან დაცვის სამუშაოები მათი ცეცხლმედეგობის ზღვრის ამაღლების მიზნით უნდა განხორციელდეს შენობის აგებასთან ერთად. 15.17. შენობებში წვადი მასალების არსებობისას უნდა იყოს მიღებული ზომები კედლების და გადახურვების ღიობებში ხანძრის გავრცელების თავიდან ასაცილებლად (შიდა და გარე კედლებისა და სართულშორისი გადახურვების პირაპირების ჰერმეტიზაცია, საინჟინრო კომუნიკაციების გავლის ადგილების შემჭიდროება ცეცხლმედეგობის საჭირო ზღვრების უზრუნველყოფით). შენობებსა და ნაგებობებში ღიობები მათი დროებითი შეთფუნებისას უნდა ამოივსოს უწვადი და ძნელადწვადი მასალებით. 15.18. იატაკის მოსაწყობად და სხვა სამუშაოების ჩასატარებლად დროებითი ნაგებობების (თბოკარავი) მშენებლობისას უნდა იქნეს გამოყენებული უწვადი და ძნელადწვადი მასალები. 15.19. წვად მათბუნებლიან კონსტრუქციების მონტაჟთან ან წვადი მათბუნებლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა ჩატარდეს სამუშაოების შემსრულებლებზე გაცემული და მშენებლობის სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირთა მიერ ხელმოწერილი დასაშვები განრიგის მიხედვით. დასაშვებ განრიგში უნდა იყოს აღნიშნული წარმოების ადგილი, ტექნოლოგიური თანამიმდევრობა, ხერხები, კონკრეტული ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები, პასუხისმგებელი პირნი და მისი მოქმედების ვადა. სამუშაოების ჩატარების ადგილებში უნდა იყოს გამოკრული ანშლაგები „ცეცხლსაშიში ადვილადაალებადი მათბუნებელი”.  15.20. წვადი მათბუნებლების და ზედაპირზე ჰიდროსაიზოლიაციო ნოხის დაგება, ხრეშის დამცავი ფენის მოწყობა, წვადი მათბუნებლების გამოყენებით დამზადებული შემომზღუდავი კონსტრუქციებისმონტაჟი უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 500 კვ.მ ფართობის უბნებით. სამუშაოების შესრულების ადგილებში მათბუნებლების და გადასახურ რულონურ მასალათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთი ცვლის მოთხოვნებს, წვადი მათბუნებელი უნდა იყოს შენახული მშენებარე შენობის გარეთ, განცალკევებულ ნაგებობაში ან სპეციალურ მოედანზე არანაკლებ 18 მ მანძილზე მშენებარე და დროებით შენობებიდან, ნაგებობებიდან და საწყობებიდან. სამუშაო ცვლის დამთავრების შემდეგ შენობების შიგნით ან სახურავებზე, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო მანძილებში გამოუყენებული წვადი ან ძნელადწვადი მათბუნებლის, მათბუნებლიანი დაუმონტაჟებელი პანელების, გადასახური რულონური მასალების დატოვება არ დაიშვება. 15.21. ნაკვეთურში თბოიზოლიაციის მოწყობის შემდეგ უნდა იყოს აღებული მისი ნარჩენები და დაუყონებლივ დაიფაროს პროექტით გათვალისწინებული ცეცხლდამცავი ფენით. წვადი თბოიზოლიაციის სამუშაოების წარმოების პროცესში დაუცველი ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 500 კვ.მ-ს. 15.22. წვადი და ძნელადწვადი მათბუნებლებიანი პანელების ლითონის შემონაკერების დაზიანებისას უნდა იყოს მიღებული დაუყოვნებლივი ზომები მათ შესაკეთებლად და აღსადგენად მექანიკური შეერთებების (ჭანჭიკის და ა.შ.) მეშვეობით. 15.23. პოლიმერული მათბუნებლიანი პანელების მონტაჟის, გადახურვებზე პოლიმერული მათბუნებლების დაგების და სახურავების მოწყობის სამუშაოების ჩატარების დაწყებამდე უნდა იყოს გაკეთებული პროექტით გათვალისწინებული ყველა შემოღობვა და გასასვლელი შენობის სახურავზე (კიბის უჯრედებიდან, გარე კიბეებით). ხანძრის შესახებ შეტყობინებისათვის სახურავებზე გასასვლელებთან უნდა იყოს ტელეფონები ან კავშირგაბმულობის სხვა საშუალებები. 1000 კვ.მ და მეტი ფართობის გადახურვების მოწყობისთვის წვადი ან ძნელადწვადი მათბუნებლების გამოყენებით სამუშაოების ჩატარებისას სახურავებზე ხანძრის ქრობის მიზნით უნდა იყოს გათვალისწინებული დროებითი ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენის გაყვანა. სახანძრო ონკანებს შორის მანძილი უნდა იქნეს მიღებული იმ პირობით, რომ წყლის მიწოდება სახურავის ნებისმიერ წერტილში ხდებოდეს ორი ნაკადით. თითოეული ნაკადის ხარჯი უნდა შეადგენდეს 5 ლ/წმ. 15.24. სახურავზე ჰიდრო და ორთქლსაიზოლაციო მოწყობასთან, წვადი და ძნელადწვადი მათბუნებლებიან, პანელების მონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარებისას არ დაიშვება ელექტროსამშედუღებლო და ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოები. ღია ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაო უნდა ჩატარდეს წვადი და ძნელადწვადი მასალების გამოყენების   დაწყებამდე. 15.25. არ დაიშვება ორთქლსაიზოლიაციო ფენის დაწებებისას პროფილირებული ფენილის წიბოების ბითუბის მასტიკით ამოვსება და პროექტით გაუთვალისწინებული მასტიკის შესქელებული ფენის წარმოქმნა. 15.26. შესქელებული ფენით რულონური მასალების დადუღებისათვის აგრეგატების გამოყენება დაიშვება სახურავების მოწყობისას მხოლოდ რკინაბეტონის ფილებზე და უწვად მათბუნებლიან საფარებზე. სახურავზე აგრეგატების საწვავით გამართვა უნდა მოხდეს სპეციალური, ორი ცეცხლმქრობით და სილიანი ყუთით უზრუნველყოფილ ადგილზე. სახურავზე აგრეგატების გასამართი საწვავის და საწვავის ცარიელი ტარის შენახვა არ დაიშვება. 15.27. მობილური (საინვენტარო) შენობის გასათბობად, როგორც წესი, უნდა იყოს გამოყენებული ორთქლის და წყლის კალორიფერები, აგრეთვე ქარხნული წესით დამზადებული ელექტროგამახურებლები. 15.28. ტანსაცმლის და ფეხსაცმლის გაშრობა უნდა ხდებოდეს ამ მიზნისთვის სპეციალურად მოწყობილ სათავსებში, შენობებში ან ნაგებობებში, რომლებსაც გააჩნიათ წყლის ცენტრალური გათბობა, ან წყლის კალორიფერების გამოყენებით. არ დაიშვება საშრობების მოწყობა ტამბურებში და შენობების გასასვლელებთან განლაგებულ სხვა სათავსებში. პოლიმერული მათბუნებლების მქონე შენობებში სამშენებლო სამუშაოების ჩატარების პერიოდში დაიშვება მხოლოდ საჰაერო ან წყლის გათბობის სიტემების გამოყენება საცეცხლე მოწყობილობის განთავსებით არანაკლებ 18 მ მანძილზე შენობის საზღვრებს გარეთ ან ხანძარსაწინააღმდეგო კედლის გარეთ. მანძილი თბოგადამტანი მილსადენებიდან შემომზღუდავ კონსტრუქციამდე უნდა იყოს არანაკლებ 100 მმი-სა. 15.29. არ დაიშვება თბოკარავში ღია ცეცხლის გამოყენება, აგრეთვე ცეცხლით სამუშაოების ჩატარება, ელექტროკალორიფერების და ინფრაწითელი გამოსხივების აირის სანათურების გამოყენება. 15.30. მოძრავი და სტაციონარული ინფრაწითელი გამოსხივების სანთურებიანი დანადგარები უნდა იყოს აღჭურვილი ავტობლოკირებით, რომელიც შეწყვეტს აირის მიწოდებას სანთურის ჩაქრობისას. 15.31. იატაკზე დასაყენებელ ინფრაწითელი გამოსხივების აირის სანთურებიან მოძრავ დანადგარებს უნდა ჰქონდეს სპეციალური მყარი საყრდენი. ბალონი აირით უნდა იყოს მოთავსებული არანაკლები 1,5 მ მანძილზე დანადგარიდან და სხვა გამთბობი ხელსაწყოებიდან, ხოლო ელექტრომრიცხველიდან, გამომრთველიდან და სხვა ელექტროხელსაწყოებიდან – არანაკლებ 1 მ მანძილზე. მანძილი სანთურებიდან წვადი მასალებისგან დამზადებულ კონსტრუქციამდე უნდა იყოს არანაკლები 1 მ-ისა, ძნელადწვად კონსტრუქციამდე – არანაკლებ – 0.7 მ, უწვად კონსტრუქციამდე – არანაკლებ 0.4 მ. 15.32. ადგილებში, სადაც მუშაობს ინფრაწითელი გამოსხივების აირის სანთურებიანი დანადგარები არ დაიშვება წვადი და ძნელადწვადი ნივთიერებების და, მასალების შენახვა, აგრეთვე სამუშაოების ჩატარება მათი გამოყენებით. 15.33. ინფრაწითელი გამოსხივების სანთურების ექსპლუატაციისას აკრძალულია; დანადგარის ხმარება სათავსებში ბუნებრივი განიავების ან შესაბამისი ჰაერმიმოცვლის ჯერადობის უზრუნველმყოფელი ხელოვნური ვენტილაციის გარეშე, აგრეთვე სარდაფების და ცოკოლის სართულებში,; იმ სანთურების გამოყენება, რომელთა კერამიკა დაზიანებულია და მუშაობისას შეიმჩნევა ხილვადი ალი; დანადგარის ხმარება, თუ შენობაში იგრძნობა აირის სუნი; სანთურის სხივების მიმართვა უშუალოდ წვადი მასალებისა, აირიანი ბალონების, აირსადენების, ელექტროსადენების მხარეს; მყარ სათბობზე მომუშავე დანადგარებთან ერთად „აირის” დანადგარების ხმარება; აირის ბალონებთან ღია ცეცხლით სარგებლობა, ღია მოედნებზე მუშაობისას (სამუშაო ადგილების გასათბობად) უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ქარის მიმართ მდგარი სანთურები (მაგალითად, GNN-1). 15.34. ჰაერგამახურებელი დანადგარები უნდა იყოს მოთავსებული არანაკლებ 5 მ მანძილზე მშენებარე შენობიდან. საწვავის საცავი უნდა იყოს არაუმეტეს 200 ლ ტევადობით და იმყოფებოდეს არანაკლებ 10 მ მანძილზე ჰაერგამახურებლიდან და არანაკლებ 15 მ მანძილზე მშენებარე შენობიდან. ჰაერგამახურებელთან საწვავი უნდა იყოს მიწოდებული ლითონის მილსადენით. შეერთებები და არმატურა საწვავის მილსადენზე უნდა იყოს დამზადებული ქარხნული წესით, დამონტაჟებული ისე, რომ გამოირიცხოს სათბობის გაჟონვა სათბობსადენზე სახარჯო ავზთან უნდა იყოს დაყენებული ჩამკეტი სარქველი და ნადგართან საწვავის მიწოდების შესაწყვეტად ხანძრის ან ავარიის შემთხვევაში. 15.35. აირის საწვავზე მომუშავე დანადგარების მონტაჟისას და ექსპლუატაციისას უნდა იყოს შესრულებული შემდეგი მოთხოვნები: თბომწარმოებელ დანადგარებში უნდა იყოს დაყენებული სტანდარტული სანთურები, რომლებსაც გააჩნიათ ქარის მიერ გაცემული პასპორტი; სანთურები უნდა მუშაობდეს მდგრადად ალის მოწყვეტის და მისი სანთურის შიგნით გაპარვის გარეშე აგრეგატის თბური დატვირთვის აუცილებელი რეგულირების საზღვრებში; თბომწარმოებელი დანადგარებით აღჭურვილი სათავსების ვენტილაციამ უნდა უზრუნველყოს სამჯერადი ჰაერმიმოცვლა. 15.36. თბომწარმოებელი დანადგარების ექსპლუატაციისას აკრძალულია: მუშაობა იმ დანადგარზე, რომელთა საწვავსადენების ჰერმეტულობა დარღვეულია, ფრქვევანას კორპუსის შეერთებები თბომწარმოებელ დანადგართან არამჭიდროა, კვამლსადენი გაუმართავია (რაც იწვევს წვის პროდუქტების სათავსებში შეღწევას), ელექტროძრავები და გამშვები აპარატურა გაუმართავია, აგრეთვე ელექტროძრავებზე სითბოსგან დაცვის უქონლობისას და სხვა გაუმართაობისას; მუშაობა ფრქვევანის დაურეგულირებისას (საწვავის არანორმალური წვისას); რეზინის ან პოლიქლორვინილის შლანგების და ქუროების გამოყენება საწვავ სადენების შესაერთებლად; დანადგარებთან ან სახარჯ ავზებთან წვადი შემოღობვების მოწყობა; ღია ალით საწვავსადენების გათბობა; თბომწარმოებელი დანადგარის გაშვება ხანმოკლე გაჩერების შემდეგ ჰაერის გაქრევის გარეშე; მუშა ნარევის ანთება საჭვრეტელიდან; თბომწარმოებელი დანადგარის მუშაობისას სანთლების ელექტროდებს შორის ღრეჩოს რეგულირება; ჰაერამღები კოლექტორებზე დამცავი გისოსის უქონლობისას თბომწარმოებელი დანადგარის მუშაობა. 15.37. არ დაიშვება ელექტროკალორიფერის კორპუსსა და ვენტილატორს შორის რბილი ჩასადებისთვის წვადი მასალების გამოყენება. 15.38. ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მშენებლობაზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგება წყალსადენის ქსელზე სახანძრო ჰიდრანტებიდან ან რეზერვუარებიდან (წყალსატევებიდან). 15.39. პროექტით გათვალისწინებული შიდა ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი და ხანძრის ქრობის ავტომატური სისტემები უნდა დამონტაჟდეს ობიექტის აგებასთან ერთად. ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი უნდა შევიდეს მოქმედებაში მოსაპირკეთებელი სამუშაოების დაწყებამდე, ხანძრის ქრობისა და სიგნალიზაციის ავტომატური სისტემები კი – გასაშვებ-გასამართი სამუშაოების მომენტისთვის (საკაბელო ნაგებობებში – კაბელების გაყვანამდე). 15.40. ძირითადი ნაგებობების და სამშენებლო ბაზის მშენებლობის დაწყებამდე უნდა იყოს გამოყოფილი სპეციალური დათბუნებული სათავსები სახანძრო დაცვის, ნებაყოფლობითი სახანძრო რაზმეულის ან სახანძრო ტექნიკის მოსათავსებლად. პროექტით გათვალისწინებული სახანძრო დეპო უნდა იყოს აგებული მშენებლობის პირველ ეტაპზე. დაუშვებელია დეპოს შენობების სხვა მიზნისთვის გამოყენება. 16. ხანძარსაშიში სამუშაოები 16.1.სამღებრო სამუშაოები 16.1.1. ყველა სახის ლაქის საღებავის შედგენა და გაზავება უნდა განხორციელდეს იზოლირებულ სათავსებში გარე ფანჯრებიან კედლებთან ან ღია მოედნებზე. სამღებრო მასალების მიწოდება უნდა განხორციელდეს ცენტრალიზებულად მზა მდგომარეობაში. დაიშვება საღებავი მასალების მოთავსება საამქროს საკუჭნაოში იმ რაოდენობით, რომელიც არ აღემატება ერთი ცვლის ნორმას. ლაქსაღებავების ტარა უნდა იყოს მჭიდროდ დახურული და შენახული სპეციალურად გამოყოფილ მოედნებზე. 16.1.2. სამღებრო და საღებავდამამზადებელი ქვეგანაყოფების სათავსები უნდა იყოს აღჭურვილი დამოუკიდებელი მექანიკური მომდენ-გამწოვი ვენტილაციით ადგილობრივი გამწოვი სისტემებით სამღებრო კამერებიდან, ამოვლების აბაზანებიდან, მოჭიქვის დანადგარებიდან, ხელით ღებვის ადგილებიდან, საშრობი კამერებიდან და ა.შ. არ დაიშვება სამღებრო სამუშაოების ჩატარება იმ შემთხვევაში, როცა ვენტილაციის სისტემები გამორთულია. 16.1.3. იატაკზე დაღვრილი ლაქსაღებავი მასალები და გამხსნელები დაუყოვნებლივ უნდა აიწმინდოს ნახერხის, წყლის და სხვ. საშუალებებით. არ დაიშვება იატაკის, კედლების და დანადგარების გაწმენდა წვადი გამხსნელებით. 16.1.4. სამღებრო კამერები უნდა იყოს შესრულებული უწვადი მასალებისგან და აღჭურვილი ადგილობრივი გაწოვის ავტონომიური სისტემებით, რომელიც ბლოკირებულია ლაქსაღებავი მასალების ან შეკუმშული ჰაერის საღებავმფრქვეველებთან მიმწოდებელ მოწყობილობებთან. საღებავსაჭირხნი ავზები გაფრქვევითი შეღებვისას უნდა იყოს მოთავსებული სამღებრო კამერებს გარეთ. 16.1.5. ელექტროსტატიკურ ველში შეღებვისას ელექტროშემღებავ დანადგარებს უნდა ჰქონდეს დამცავი ბლოკირება, რომელიც გამორიცხავს გამფრქვევი მოწყობილობების ჩართვის შესაძლებლობას ადგილობრივი გაწოვის სისტემების გაჩერების ან უძრავი კონვეიერის შემთხვევაში. 16.2. სამუშაოები წებოს, მასტიკის, ბითუმის, პოლიმერული ან სხვა წვადი მასალების გამოყენებით. 16.2.1. ნათავსები და სამუშაო ზონები, სადაც მუშაობენ ფეთქებადხანძარსაშიში ორთქლის გამომყოფ წვად ნივთიერებებთან (შედგენილობის დამზადება და მისი დატანა ნაკეთობაზე), უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბუნებრივი ან იძულებითი მომდენ-გამწოვი ვენტილაციით. უხიფათო სამუშაოების ჩასატარებლად ჰაერმიმოცვლის ჯერადობა ისაზღვრება გაანგარიშების თანახმად, რომელსაც ითვალისწინებს სამუშაოების ჩატარების პროექტი. ამ შენობებში არ უნდა დაიშვან პირნი, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ სამუშაოების ჩატარებაში. ამასთან ერთად მომიჯნავე სათავსებში არ უნდა ტარდებოდეს სამუშაოები და არ იმყოფებოდეს ხალხი. 16.2.2. წვადი ნივთიერებების გამოყენებისას მათი რაოდენობა სამუშაო ადგილზე არ უნდა აღემატებოდეს ერთი ცვლის მოთხოვნებს. საცავები წვადი ნივთიერებებით უნდა გაიხსნას მხოლოდ გამოყენების წინ, სამუშაოს დამთავრების შემდეგ კი -დაიხუროს და ჩაბარდეს საწყობს. წვადი ნივთიერებების ცარიელი ტარა უნდა ინახებოდეს შენობებს გარეთ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. 16.2.3. იატაკზე წვადი საფარის დატანა უნდა განხორციელდეს, როგორც წესი, ბუნებრივი განათებისას არაუმეტეს 100 კვ.მ. ფართობზე. სამუშაოები უნდა დაიწყოს შენობების გასასვლელებიდან ყველაზე მოშორებული ადგილებიდან, ხოლო დერეფნებში – სათავსებში სამუშაოების დამთავრების შემდეგ. 16.2.4. ეპოქსიდური ფისის, წებოს, მაიკის, მათ შორის სინთეზური ფისის საფუძველზე დამზადებული ლაქსაღებავის დატანა, ფილებისა და რულონური მასალების დაწებება უნდა განხორციელდეს სათავსების საბოლოო შეღებვამდე ყველა სამშენებლო სამონტაჟო და სანიტარიულ-ტექნიკური სამუშაოების დამთავრების შემდეგ. 16.2.5. წვადი ნივთიერებების გამოყენებით სამუშაოების ჩასატარბელად უნდა იყოს გამოყენებული ისეთი მასალებისგან დამზადებული იარაღი, რომელიც არ წარმოქმნის ნაპერწკლებს (ალუმინი, სპილენძი, პლასტმასა, ბრინჯაო და ა.შ.). წვადი ნივთიერებების გამოყენებით სამუშაოების ჩატარებისას ნახმარი იარაღების და დანადგარების გარეცხვა უნდა მოხდეს ღია მოედანზე ან ვენტილაციის მქონე სათავსში. 16.2.6. სათავსები, სადაც ტარდება სამუშაოები წვადი ნივთიერებებისა და მასალების გამოყენებით, უნდა იყოს უზრუნველყოფილი ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებებით იმ გაანგარიშებით, რომ სათავსის 100 კვ-მ-ზე მოდიოდეს ორი ცეცხლსაქრობი და ქეჩა. 16.2.7. ბითუმების და ფისის გასადნობი ქვაბები უნდა იყოს წესივრულ მდგომარეობაში. არ დაიშვება ქვაბების დაყენება სხვენის სათავსებში ან სახურავზე. 16.2.8. ყოველ ქვაბს უნდა ჰქონდეს მჭიდროდ დახურული უწვადი მასალებისგან დამზადებული სახურავი. ქვაბების ავსება დაიშვება მათი ტევადობის არაუმეტეს 3/4-ესა. ქვაბში ჩასატვირთი შემვსები უნდა იყოს მშრალი. 16.2.9. საცეცხლეში მასტიკის ჩაქცევის და მისი აალების თავიდან ასაცილებლად ქვაბი უნდა იყოს დაყენებული დაქანებით ისე, რომ საცეცხლის თავზე მოთავსებული პირი იყოს 5-6 სმ ამაღლებული მოპირდაპირე პირთან შედარებით. საცეცხლე ღიობი უნდა იყოს აღჭურვილი უწვადი მასალებისგან დამზადებული გადასახსნელი წინაფრით. 16.2.10. სამუშაოების დამთავრების შემდეგ ქვაბების  საცეცხლეები უნდა ჩაქრეს და გადაესხას წყალი. 16.2.11. ხანძრის ქრობის მიზნით ბითუმის ხარშვის ადგილები უნდა იყოს უზრუნველყოფილი მშრალი ქვიშით ავსებული 0,5 კუბ.მ ტევადობის ყუთებით ნიჩბებით და ცეცხლსაქრობებით. 16.2.12. თხევად აირზე მომუშავე მოძრავი ქვაბის მუშაობისას, არაუმეტეს ორი აირის ბალონი უნდა იყოს მოთავსებული უწვადი მასალისაგან დამზადებულ, ვენტილაციის მქონე მომუშავე ქვაბებთან არანაკლებ 20 მ-ით დაშორებულ კარადებში. კარადები ყოველთვის უნდა იყოს ჩაკეტილი. 12.2.13. ღია ჰაერზე დაყენებული ბითუმის ქვაბი უნდა იყოს მოწყობილი უწვადი მასალებისგან დამზადებული ფარდულებით. 16.2.14. მასტიკის ხარშვის და გათბობის ადგილები უნდა იყოს შემოზვინული არანაკლები 0,3 მ სიმაღლით. 16.2.15. ქვაბების დაყენება დასაშვებია ჯგუფებად, რაოდენობით არაუმეტეს სამი ჯგუფში. მანძილი ქვაბების ჯგუფებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 9მ მასტიკის და ბითუმის ხარშვის და` გათბობის ადგილი უნდა იყოს მოწყობილი სპეციალურად გამოყოფილ მოედნებზე: ცეცხლმედეგობის IIIბ, IVა, IV, V ხარისხის შენობებიდან და ნაგებობებიდან არანაკლებ 30 მ-ის დაშორებით; ცეცხლმედეგობის III, IVა ხარისხის შენობებიდან და ნაგებობებიდან არანაკლებ 20 მ-ის დაშორებით; ცეცხლმედეგობის I, II ხარისხის შენობებიდან და ნაგებობებიდან არანაკლებ 10 მ-ის დაშორებით. 16.2.16. ბითუმის შედგენილობის გათბობა შენობებს შიგნით უნდა მოხდეს ელექტროშესათბობიან ავზებში. არ დაიშვება შესათბობად ღია ცეცხლიანი ხელსაწყოების გამოყენება. 16.2.17. ცხელი ბითუმის მასტიკის მიწოდება სამუშაო ადგილებთან უნდა განხორციელდეს: წაკვეთილი კონუსის ფორმის მქონე სპეციალური ლითონის მჭიდრო სახურავებიან ავზებით, რომელთა განიერი მხარე მიმართულია ქვევით. სახურავებს უნდა ჰქონდეს ჩამკეტი მოწყობილობები, რომლებიც გამორიცხავს ავზის ვარდნისას მათ გახსნას. ღია ტარაში მასტიკის გადატანა აკრძალულია; ტუმბოთი და ფოლადის მილსადენით, რომელიც დამაგრებულია სამშენებლო კონსტრუქციებზე (ვერტიკალურ უბნებზე). ჰორიზონტალურ უბნებზე მასტიკის მიწოდება დასაშვებია თერმომედეგი შლანგით. ფოლადის მილთან შლანგის შეერთების ადგილზე უნდა იყოს წამოცმული 40-50 სმ სიგრძის დამცველი ბუდე (ბრეზენტის ან სხვა მასალისგან). მასტიკის დასატანი დანადგარის ტევადობის ავსებისთანავე მასტიკა უნდა ამოიტუმბოს მილსადენიდან. 16.2.18. არ დაიშვება ბითუმის შედგენილობების ხარშვისა და გათბობის პროცესში ქვაბების მიტოვება უმეთვალყურეოდ. 16.2.19. არ დაიშვება ბითუმის მასტიკის დამზადებისას გამხსნელების გახურება. 16.2.20. შერევისას გახურებული ბითუმი უნდა ჩაისხას გამხსნელში (ბენზინი, სკიპიდარი და ა.შ.). მორევა დაიშვება მხოლოდ ხის სარევით. ბითუმის ტემპერატურა შედგენილობის დამზადების მომენტში არ უნდა აღემატებოდეს 70° C-ს. 16.2.21. არ დაიშვება ბითუმის გამხსნელთან შერევის ადგილიდან 50 მ რადიუსით ღია ცეცხლის გამოყენება. 16.3. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები 16.3.1. დროებით ადგილებზე (სამშენებლო მოედნებისა და კერძო მფლობელობაში მყოფ. სახლების გარდა) ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა სახის სამუშაოს ჩატარებაზე ობიექტის ხელმძღვანელი ვალდებულია გააფორმოს დასაშვები განრიგი. 16.3.2. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარების ადგილზე უნდა იყოს ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებები (ცეცხლსაქრობი, ყუთი ქვიშითა და ნიჩბით, ვედრო წყლით). 16.3.3. არ დაიშვება ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარების მუდმივი ადგილების მოწყობა ხანძარსაშიშ და ფეთქებადხანძარსაშიშ სათავსებში. 16.3.4. ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელზეც გათვალისწინებულია სამუშაოების ჩატარება ცეცხლის გამოყენებით, უნდა იყოს მოყვანილი ფეთქებად-ხანძარუსაფრთხო მდგომარეობაში შემდეგი გზით ფეთქებადხანძარსაშიში ნივთიერებებისგან გათავისუფლებით; მოქმედი კომუნიკაციებისგან გათიშვით (გარდა კომუნიკაციებისა, რომლებიც გამოიყენება ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარების მომზადებასთან); წინასწარი გაწმენდით, გარეცხვით, გაორთქლვით, ვენტილაციით, სორბციით, ფლეგმატიზაციით და ა.შ. 16.3.5. ტექნოლოგიური დანადგარების შიგნით დაორთქვლისას მიწოდებული წყლის ორთქლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს წვადი ორთქლის (აირის) თვითაალების ტემპერატურის 80 %-ს. 16.3.6. ტექნოლოგიური მოწყობილობის გარეცხვა უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ მასში ორთქლის (აირის) კონცენტრაცია ამ აირების აალების ზღვრებს გარეთაა ან ელექტროსტატიკურად უსაფრთხო რეჟიმში. 16.3.7. ცეცხლთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარებისთვის განკუთვნილი სათავსების, აგრეთვე მოწყობილობებისა და კომუნიკაციების გასუფთავების ხერხებმა არ უნდა გამოიწვიოს ფეთქებადსაშიში ორთქლ – და მტვერჰაერნარევების წარმოქმნა და ანთების წყაროს გაჩენა. 16.3.8. მომიჯნავე სათავსებში, მეზობელ სართულებზე და ა.შ. ლითონის გახურებული ნაწილაკების მოხვედრის გამორიცხვის მიზნით ყველა საჭვრეტელი ტექნოლოგიური და სხვა საძრომი, იმ სათავსების გადახურვებში, კედლებსა და ტიხრებში არსებული სავენტილაციო, სამონტაჟო და სხვა ღიობები (ნახვრეტები), სადაც ტარდება ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები, უნდა იყოს დახურული უწვადი მასალებით. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად ადგილები უნდა გაიწმინდოს წვადი ნივთიერებებისა და მასალებისაგან. გასუფთავების ზონის რადიუსები მოყვანილია ცხრილში. შედუღების წერტილის სიმაღლე იატაკის ან მიმდებარე ტერიტორიის დონიდან, მ 0 2 3 4 6 8 10 10-ზე მეტი გასუფთავების ზონის მინიმალური რადიუსი, მ 5 8 9 10 11 12 13 14 16.3.9. აღნიშნული რადიუსების საზღვრებში მყოფი სამშენებლო კონსტრუქციები, იატაკების საფარები, მოპირკეთება, აგრეთვე უწვადი მასალებისგან დამზადებული იზოლაცია და მოწყობილობების ნაწილები უნდა იყოს დაცული ნაპერწკლების მოხვედრისაგან ლითონის ეკრანებით, აზბესტის ტილოთი ან სხვა უწვადი მასალებით და აუცილებლობის შემთხვევაში მორწყული წყლით. 16.3.10. სათავსებში, სადაც ტარდება ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები, აღნიშნული სათავსების სხვა სათავსებთან შემაერთებელი ყველა კარი, მათ შორის ტამრურაბის კარებები, უნდა იყოს მჭიდროდ დახურული. წლის დროის, სათავსში ტემპერატურის, ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ხანგრძლიობის, მოცულობისა და საშიშროების ხარისხის მიხედვით ფანჯრები შეძლებისდაგვარად უნდა იყოს ღია. . 16.3.11. სათავსები, სადაც შესაძლებელია ადვილადაალებადი, წვადი სითხეების და წვადი აირების ორთქლის დაგროვება, უნდა იყოს განიავებული ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარების წინ. 16.3.12. საშემდუღებლო და საჭრელი სამუშაოების ჩასატარებელი ადგილები იმ შენობებსა და სათავსებში, რომელთა კონსტრუქციები დამზადებულია წვადი მასალების გამოყენებით, უნდა იყოს შემოზღუდული უწვადი მასალისგან დამზადებული უწყვეტი ტიხარით, მისი სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 1,8 მ-ისა, ღრეჩო ტიხარსა და იატაკს შორის – არაუმეტეს 5 სმ. გახურებული – ნაწილაკების გაფანტვის თავიდან ასაცილებლად აღნიშნული ღრეჩო უნდა იყოს შემოზღუდული უწვადი მასალებისგან `დამზადებული ბადით, რომლის უჯრედების ზომა არ აღემატება 1 x 1 მმ-ს 16.3.13. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების დაწყებამდე და ჩატარების დროს უნდა განხორციელდეს ორთქლ-აირის გარემოს მდგომარეობის კონტროლი ტექნოლოგიურ მოწყობილობებში, რომლებზეც ტარდება აღნიშნული სამუშაოები, და სახიფათო ზონაში. წვადი ნივთიერებების შემცველობის მომატების შემთხვევაში სახიფათო ზონაში ან ტექნოლოგიურ მოწყობილობებში ფლეგმატიზატორის კონცენტრაციის დაწევისას ორთქლის (აირის) ზღვრულად დასაშვებ ფეთქებადსაშიშ კონცენტრაციების მნიშვნელობამდე, საცეცხლე სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა იყოს შეჩერებული. 16.3.14. არ დაიშვება ტექნოლოგიური დანადგარების საძრომების და სახურავების გახსნა, პროდუქტების გადმოტვირთვა, გადატვირთვა და ჩამოსხმა, ღია საძრომებიდან მათი ჩატვირთვა, აგრეთვე სხვა ოპერაციები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ხანძარი და აფეთქება სამუშაო ადგილების დამტვერიანებისა და დაგაზიანების გამო. 16.3.15. სამუშაო საათებში შესვენების დროს, აგრეთვე სამუშაო ცვლის დამთავრებისას შემდუღებელო აპარატურა – უნდა იყოს გამორთული, მათ შორის ელექტროქსელიდან, შლანგები უნდა იყოს მოხსნილი და განთავისუფლებული წვადი სითხეების და აირებისგან, სარჩილ ლამპაში კი წნევა მთლიანად უნდა იყოს  გახარჯული. სამუშაოების დამთავრების შემდეგ აპარატურა და მოწყობილობები უნდა იყოს შენახული სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში (ადგილებში). 16.3.16. 10-ზე მეტ პოსტზე მუდმივი სამუშაო ადგილების ორგანიზაციისას (სამშედუღებლო, საჭრელი სახელოსნოები) უნდა იყოს გათვალისწინებული ცენტრალიზებული ელექტრო- და აირმომარაგება. 16.3.17. სამშედუღებლო სახელოსნოში არაუმეტეს 10 სამშედუღებლო პოსტის არსებობისას დაიშვება ყოველ პოსტს ჰქონდეს თითო სათადარიგო ჟანგბადიანი და საწვავ აირიანი ბალონი. სათადარიგო ბალონები უნდა იყოს შემოზღუდული უწვადი მასალებისგან დამზადებული ფარებით ან ინახებოდეს სახელოსნოსთან სპეციალურად მიშენებულ სათავსში. 16.3.18. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარებისას აკრძალულია: აპარატურის გაუმართაობის შემთხვევაში სამუშაოების დაწყება; ახლად შეღებილ კონსტრუქციებსა და ნაკეთობებზე სამუშაოების ჩატარება; ზეთით, ცხიმით, ბენზინით, ნავთით და სხვა წვადი სითხეებით დალაქავებული ტანსაცმლის ან ხელთათმანების გამოყენება; საშემდუღებლო კაბინებში ტანსაცმლის, ადვილადაალებადი, წვადი სითხეების და სხვა წვადი მასალების შენახვა; მოწაფეების და საკვალიფიკაციო მოწმობების და სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის გავლის შესახებ სათანადო საბუთის არმქონე მუშაკთა დამოუკიდებელ სამუშაოზე დაშვება; შეკუმშული, გათხევადებული და გახსნილი აირით დატუმბული ბალონების ელექტროსადენებთან შეხების დაშვება; წვადი და ტოქსიკური ნივთიერებებით გავსებული, აგრეთვე ელექტროძაბვის ქვეშ მყოფ აპარატურაზე და კომუნიკაციებზე სამუშაოების ჩატარება; ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ერთდროული ჩატარება სახურავზე ჰიდროიზოლაციის და ორთქლიზოლაციის მოწყობისას, წვადი ძნელად წვად მათბუნებლებიანი პანელების მონტაჟისას, იატაკის ფენილების მიწებებისას და სათავსების მოპირკეთებისას ლაქების, წებოების, მასტიკები და სხვა წვად მასალების გამოყენებით. 16.3.19. არ დაიშვება ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება წვად და ძნელადწვად მათბუნებლებიანი მსუბუქი ლითონის კონსტრუქციებისგან დამზადებულ შენობის ელემენტებზე. 16.4. აირსაშემდუღებლო სამუშაოები 16.4.1. გადასატანი აცეტილენის გენერატორები უნდა იყოს დაყენებული ღია მოედანზე. დაიშვება მათი დროებითი მუშაობა კარგად განიავებად სათავსებში. აცეტილენის გენერატორები უნდა შემოიზღუდოს და განლაგდეს არანაკლებ 10 მ მანძილზე ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარების ადგილებიდან, აგრეთვე კომპრესორებით და ვენტილატორებით ჰაერის აღების ადგილიდან. აცეტილენის გენერატორის დაყენების ადგილებში უნდა იყოს გამოკრული ანშლაგები (პლაკატები) „უცხო პირთა შესვლა აკრძალულია, ცეცხლსაშიშია”, „თამბაქოს მოწევა აკრძალულია”, „ნუ გაატარებთ ცეცხლს”. 16.4.2. სამუშაოს დამთავრებისას კალციუმის კარბიდი გადასატან გენერატორში უნდა იყოს გახარჯული. გენერატორიდან მოსაცილებელი კირის ლამი უნდა იყოს გადმოტვირთული ამ მიზნებისთვის მიმარჯვებულ ტარაში და ჩასხმული ღამის ორმოში ან სპეციალურ ბუნკერში. ლამის ღია ორმოები უნდა იყოს შემორაგული მოაჯირებით, ხოლო დახურულებს ჰქონდეს უწვადი გადახურვები, გამწოვი ვენტილაცია და ლამის მოსაცილებელი ლიუკები. არ დაიშვება თამბაქოს მოწევა და ღია ცეცხლის გამოყენება ლამის შენახვის ადგილებიდან 10მ-ზე ნაკლებ რადიუსში, რის თაობაზეც უნდა იყოს გამოკრული შესაბამისი ამკრძალავი ნიშნები. 16.4.3. აირსადენი შლანგების დამაგრება აპარატურის, სანთურების, საჭრელების და რედუქტორების მაერთებელ ნიპელზე უნდა იყოს საიმედო და შესრულებული ცალუღების მეშვეობით. დაიშვება ცალუღების მაგივრად შლანგების დამაგრება არანაკლებ ორ ადგილას ნიპელის სიგრძეზე რბილი მომწვარი (საქსოვი) მავთულით. წყლის ჩამკეტების ნიპელზე შლანგები მჭიდროდ უნდა ჩამოეცვას, მაგრამ არ დამაგრდეს. 16.4.4. კალციუმის კარბიდი უნდა იყოს შენახული მშრალ განიავებად სათავსებში. არ დაიშვება კალციუმის კარბიდის შესანახად საწყობების განლაგება სარდაფების სათავსებში და დაბალ დასატბორ ადგილებში. 16.4.5. კალციუმის კარბიდიანი დოლები უნდა ინახებოდეს საწყობებში, როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ მდგომარეობაში. მექანიზირებულ საწყობებში დაიშვება კალციუმის კარბიდიანი დოლები შენახვა სამ იარუსად ვერტიკალურ მდგომარეობაში, ხოლო მექანიზაციის, უქონლობისას არაუმეტეს სამ იარუსად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და არაუმეტეს ორი იარუსისა ვერტიკალურ მდგომარეობაში. დოლების იარუსებს შორის უნდა იყოს დაწყობილი 40-50 მმ სისქის ფიცრები. შტაბელებად დაწყობილ კალციუმის კარბიდიან დოლებს შორის გასასვლელების სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 1,5 მ. 16.4.6. აცეტილენის დანადგარების სათავსებში, სადაც არ არის კალციუმის, კარბიდის შუალედური საწყობები, დაიშვება კალციუმის კარბიდის არაუმეტეს 200 კგ ერთდროული შენახვა, ამასთან ერთად ამ რაოდენობიდან ღია მდგომარეობაში შეიძლება იყოს არაუმეტეს ერთი დოლისა. 16.4.7. კალციუმის კარბიდიანი გახსნილი დოლები უნდა იყოს დაცული წყალგაუმტარი სახურავებით. 16.4.8. კალციუმის კარბიდიანი დოლების შენახვის და გახსნის ადგილებში აკრძალულია თამბაქოს მოწევა, ღია ცეცხლით სარგებლობა და ნაპერწკალწარმომქმნელი იარაღის გამოყენება. 16.4.9. აირიანი ბალონების შენახვა და ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს მხოლოდ მათ ხახაზე დახრახნილი დამცველი ხუფებით. ბალონების ტრანსპორტირებისას დარტყმები და ბიძგები არ დაიშვება. საშემდუღებლო სამუშაოების ადგილებთან ბალონები უნდა იყოს მიტანილი სპეციალური ურიკებით, ჯინებით, მარხილებით. არ დაიშვება ბალონების გადატანა მხრებზე და ხელით. 16.4.10. აირიანი ბალონები მათი შენახვისას, ტრანსპორტირებისას და  ექსპლუატაციისას უნდა იყოს დაცული მზის სხივების და სითბოს სხვა წყაროების მოქმედებისგან. სათავსებში დაყენებული ბალონები უნდა იყოს მოთავსებული გათბობის ხელსაწყოებიდან და ღუმელებიდან არანაკლებ 1 მ მანძილზე, ხოლო სითბოს ღია ცეცხლის წყაროებიდან – არანაკლებ 5 მ. მანძილი სანთურებიდან (ჰორიზონტალური მიმართულებით) გადასაშვებ რამპულ (ჯგუფურ) დანადგარებამდე უნდა იყოს არანაკლებ 10 მ, ხოლო ცალკე მდგომ ჟანგბადიან ან სხვა წვად აირიან სალონებამდე – 5 მ-ზე ერთ სათავსში ჟანგბადიანი ბალონების, წვადი აირიანი ბალონების, აგრეთვე კალციუმის კარბიდის, საღებავების, ზეთების და ცხიმების შენახვა არ დაიშვება. 16.4.11. ცარიელ ჟანგბადიან ან წვად აირიან ბალონებთან მუშაობისას უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ისეთივე წესები, როგორც სავსე ბალონებთან მუშაობისას. 16.4.12. აირსაშემდუღებლო ან აირსაჭრელი სამუშაოების ჩატარებისას აკრძალულია: გაყინული აცეტილენის გენერატორების, მილსადენების, ვენტილების, რედუქტორების და სხვა საშემდუღებლო დანადგარების სხვა დეტალების ღია ცეცხლით ან გავარვარებული საგნებით გათბობა; ჟანგბადიანი ბალონების, რედუქტორების და სხვა საშემდუღებლო დანადგარების სხვადასხვა ზეთებთან, აგრეთვე გაზეთილ ტანსაცმელთან და ძველმანებთან შეხება; წყლის ერთი საკეტიდან ორი შემდუღებლის მუშაობა; მომატებული გრანულიაციის მქონე კალციუმის კარბიდის ჩატვირთვა. ან ლითონის მავთულების და წნელების მეშვეობით მისი აპარატის ძაბრში გატარება, აგრეთვე მუშაობა კარბიდის მტვრის გამოყენებით; კალციუმის კარბიდის ჩატვირთვა სველ ჩასატვირთ კალათებში ან აირამკრებში წყლის არსებობისას, აგრეთვე გენერატორების „წყალი კარბიდზე” რეჟიმში მუშაობისას ისეთი კალათების ჩატვირთვა, რომლებიც შევსებულია კარბიდით მათი მოცულობის ნახევარზე მეტად; წვადი აირიანი შლანგის ჟანგბადით და ჟანგბადიანი შლანგის წვადი აირით გაქრევა, აგრეთვე მუშაობის ჩატარების დროს შლანგების ურთიერთშეცვლა; ისეთი შლანგებით სარგებლობა, რომელთა სიგრძე აღემატება 30 მ-ს, ხოლო სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებისას – 40 მ-ს; აირსადენი შლანგების გადაგრეხვა, წაწყვეტა ან მოჭერა; აირსაკრებში აცეტილენის არსებობისას გენერატორის გადატანა; აცეტილენის გენერატორების მუშაობის ფორსირება მათში აირის წნევის განზრახ გაზრდის ან კალციუმის კარბიდის ერთდროული ჩატვირთვის გაზრდის გზით. კალციუმის კარბიდიანი დოლების გასახსნელად სპილენძის იარაღის გამოყენება, აგრეთვე აცეტილენის აპარატურის რჩილვისას სპილენძის, როგორც სარჩილის გამოყენება. იგივე ეხება სპილენძის გამოყენებას იმ ადგილებში, სადაც შესაძლოა აცეტილენთან შეხება. 16.5. ელექტროსაშემდუღებლო სამუშაოები 16.5.1 სათავსებში, სადაც ორგანიზებულია საშემდუღებლო სამუშაოების ჩატარების მუდმივი ადგილები, იატაკები უნდა იყოს მოწყობილი უწვადი მასალებისაგან. სათავსებში, რომლებშიც ტარდება წინასწარი გახურების გარეშე დეტალების შედუღება, დაიშვება უწვად საძირკველზე ხის ტორსული იატაკების მოწყობა. 16.5.2. არ დაიშვება სადენების გამოყენება იზოლაციის გარეშე ან დაზიანებული იზოლაციით, აგრეთვე არასტანდარტული ელექტროდამცველების გამოყენება. 16.5.3. საშემდუღებლო სადენების გადაბმა უნდა მოხდეს დაწნეხის, შედუღების, რჩილვის ან სპეციალური მომჭერების მეშვეობით. ელექტროსადენების ელექტროდის დამჭერთან, შესადუღებელ ნაკეთობასთან და საშემდუღებლო აპარატთან მიერთება უნდა შესრულდეს საყელურებიანი ჭანჭიკებით შეკავშირებული სპილენძის კაბელის ბუნიკების საშუალებით. 16.5.4. საშემდუღებლო აპარატებთან, გამანაწილებელ ფარებთან და სხვა დანადგარებთან, აგრეთვე საშემდუღებლო სამუშაოების ჩატარების ადგილებთან მიერთებული სადენები უნდა იყოს საიმედოდ იზოლირებული და საჭირო ადგილებში დაცული მაღალი ტემპერატურის მოქმედებისგან, მექანიკური დაზიანების ან ქიმიური ზემოქმედებისგან. 16.5.5. ელექტროსაშემდუღებლო მანქანების კაბელები (სადენები) უნდა იყოს განლაგებული არანაკლებ 0,5 მ მანძილზე ჟანგბადის მილსადენებიდან და არანაკლებ 1 მ აცეტილენის და სხვა წვადი აირების მილსადენებიდან. 16.5.6. შესადუღებელი ნაკეთობის საშემდუღებლო დენის წყაროსთან შემაერთებელი უკუგამტარის სახით შეიძლება იყოს გამოყენებული ნებისმიერ პროფილის ფოლადის ან ალუმინის სალტეები, საშემდუღებლო ფილები, სტელაჟები და თვითონ შედუღებელი კონსტრუქცია იმ პირობით, თუ მათი კვეთა უზრუნველყოფს გახურების მიხედვით  დენის უსაფრთხო გავლას. უკუ გამტარის სახით გამოყენებული ცალკეული ელემენტების ერთმანეთთან შეერთება უნდა შესრულდეს ჭანჭიკების, ჭახრაკების, მომჭერების მეშვეობით. 16.5.7. არ დაიშვება უკუ გამტარის სახის რკინიგზის შიგა ხაზების, დამიწებს ან ჩანულების ქსელის, აგრეთვე შენობების, კომუნიკაციების ლითონის კონსტრუქციების და ტექნოლოგიური მოწყობილობების გამოყენება. ამ შემთხვევაში შედუღება უნდა განხორციელდეს ორი სადენის გამოყენებით. 16.5.8. ელექტროსაშემდუღებლო სამუშაოების ჩატარებისას ფეთქებადხაძარსაშიშ და ხანძარსაშიშ შენობებსა და ნაგებობებში უკუგამტარი შედუღებელი ნაკეთობიდან დენის წყარომდე უნდა იყოს შესრულებული მხოლოდ იზოლირებული სადენით. ამასთან ერთად, იზოლაციის ხარისხით იგი არ უნდა ჩამოუვარდებოდეს ელექტროდის დამჭერთან მიერთებულ პირდაპირ გამტარს. 16.5.9. ხელით შედუღებისათვის განკუთვნილი ელექტროდის  დამჭერის კონსტრუქციამ უნდა უზრუნველყოს ელექტროდის საიმედო ჩაჭერა და მისი სწრაფი შეცვლა, აგრეთვე გამორიცხოს  მუშაობის პროცესში შესვენებისას ან ლითონის საგნებზე, შემთხვევითი ვარდნისას დამჭერის კორპუსის  შესადუღებელ დეტალზე მოკლე ჩართვა, ელექტროდის დამჭერის სახელური დამზადებული უნდა იყოს უწვადი, დიელექტრიკული და თბოსაიზოლაციო მასალისაგან. 16.5.10. შედუღებისას გამოყენებული ელექტროდები უნდა იყოს დამზადებული ქარხნული წესით და შეესაბამებოდეს შედუღების დენის ნომინალურ სიდიდეს. ელექტროდების შეცვლისას მისი ნარჩენები (ნამწვები) უნდა იყოს მოთავსებული საშემდუღებლო სამუშაოების ადგილთან დაყენებულ სპეციალურ ლითონის ყუთში. შედუღების დაწყებამდე ელექტროდები უნდა იყოს გამომშრალი იმ ტემპერატურაზე, რომელიც აღნიშნულიაკონკრეტული ტიპის ელექტროდული საფარის პასპორტში. ელექტროდების საფარი უნდა იყოს ერთგვაროვანი, მჭიდრო, ამობერილობის, თიების და ბზარების გარეშე. 16.5.11. ელექტროსაშემდუღებლო დანადგარი მუშაობის დროს უნდა იყოს დამიწებული. ძირითადი საშემდუღებლო მოწყობილობების დამიწების გარდა საშემდუღებლო დანადგარებში უნდა იყოს დამიწებული უშუალოდ ტრანსფორმატორის ის საშემდუღებლო მეორადი გრაგნილის მომჭერი, რომელზეც შეერთებულია ნაკეთობასთან მიმსვლელი გამტარი (უკუგამტარი). 16.5.12. ღია ცის ქვეშ გამოყენებულ გადასატან და მოძრავ ელექტროსაშემდუღებლო დანადგარების თავზე უნდა იყოს მოწყობილი ატმოსფერული ნალექებისაგან დამცველი უწვადი მასალებისგან დამზადებული ფარდულები. 16.5.13. აგრეგატისა და გამშვები აპარატურის გაწმენდა უნდა წარმოებდეს ყოველდღიურად სამუშაოს დამთავრების შემდეგ. საშემდუღებლო მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება და გეგმიურ-გამაფრთხილებელი შეკეთება უნდა ჩატარდეს გრაფიკის შესაბამისად. 16.5.14. საშემდუღებლო დანადგარის ცალკეული ნაწილების (ტრანსფორმატორების, საკისრების, ჯაგრისის, მეორადი წრედის კონტაქტების და სხვ.) გახურების ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 75° C-ს. 16.5.15. ატომურ წყალბადური შედუღების დანადგარებში რკალის კვება უნდა იყოს უზრუნველყოფილი ცალკე ტრანსფორმატორიდან. არ დაიშვება რკალის უშუალო კვება გამანაწილებელი ქსელიდან დენის ნებისმიერი ტიპის რეგულატორის საშუალებით. 16.5.16. სანთურაში ატომურ-წყალბადური შედუღებისას უნდა იყოს გათვალისწინებული ძაბვის ავტომატური გამორთვა და წყალბადის მოწოდების შეწყვეტა წრედის გაწყვეტის შემთხვევაში. არ დაიშვება ჩართული სანთურების დატოვება მეთვალყურეობის გარეშე. 16.5.17.  ფეთქებადხანძარსაშიშ ზონებში ელექტროსაშემდუღებლო სამუშაოების ჩატარებისას: რეკომენდებულია მუდმივი დენის კვების წყაროების ან ცვლადი დენის იმ სპეციალური წყაროების გამოყენება, რომლებსაც აქვთ კონსტრუქციაში ელექტროდსა და შესადუღებელ ნაკეთობას შორის რკალის მეორადი აგზნების მომენტში ძაბვის ამწევი იმპულსური გენერატორები (“განმუხტვის” ტიპის კვების წყარო), I-II კლასის ხანძარსაწინააღმდეგო ზონების ძნელადმისადგომი ადგილები მტვრისგან გაწმენდის მიზნით რეკომენდებულია დამუშავდეს ქაფწარმომქმნელის ორპროცენტიანი ხსნარით 1 კვ.მ-ზე 1 ლ გაანგარიშებით; ვერტიკალური და ჭერის (ჰორიზონტალურ) მდგომარეობაში შედუღება აუცილებელია შესრულდეს არაუმეტეს 4 მმ დიამეტრის ელექტროდებით. ამ შემთხვევაში შედუღების დენის სიდიდე უნდა იყოს 20%-ზე ნაკლები, ვიდრე ქვედა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შედუღებისას; ელექტროსაშემდუღებლო დანადგარის ჩართვამდე უნდა დავრწმუნდეთ ელექტროდის დამჭერში ელექტროდის უქონლობაში. 16.6. ლითონის ჭრა 16.6.1. ბენზონავთსაჭრელი სამუშაოების ჩატარებისას სამუშაო ადგილი უნდა იყოს ორგანიზებული ისევე, როგორც ელექტროსაშემდუღებლო სამუშაოების დროს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ადვილაალებადი და წვადი სითხეების დაღვრის თავიდან აცილებას და სწორ შენახვას, ჭრის და საწვავიანი კასრის მოვლის რეჟიმის დაცვას. 16.6.2.  ბენზონავთსაჭრელი სამუშაოების ჩატარების ადგილზე საწვავის მარაგის შენახვა დაიშვება არაუმეტეს ერთი ცვლის მოთხოვნის რაოდენობით. საწვავი უნდა იყოს შენახული წესიერ მდგომარეობაში მყოფ, უმსხვრევ, მჭიდრო დახურულ სპეციალურ ტარაში ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარების ადგილიდან არანაკლებ 10 მ-ის მანძილზე. 16.6.3. ბენზო-ნავთსაჭრელი სამუშაოებისათვის უნდა იყოს გამოყენებული საწვავი უცხო მინარევებისა და წყლის გარეშე არ დაიშვება კასრის საწვავით შევსება მისი მოცულობის 3/4 -ზემეტი რაოდენობით. 16.6.4. საწვავისთვის კასრი უნდა იყოს წესიერ მდგომარეობაში და ჰერმეტული. 1 მპა წნევაზე ჰიდროგამოცდის გაუვლელი კასრი, საიდანაც ჟონავს საწვავი ნარევი და რომელსაც აქვს გაუმართავი ტუმბო ან მანომეტრი, ექსპლუატაციისთვის არ დაიშვება. 16.6.5. სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია შემოწმდეს ბენზო-ნავთსაჭრელის არმატურის გამართულობა, ნიპელებზე შლანგების შეერთებების სიმჭიდროვე, წამოსაცმელი ქანჩების და თავების ხრახნილების გამართულობა. 16.6.6. არ დაიშვება საჭრელის საორთქლებლის გათბობა სამუშაო ადგილზე დაღვრილი ადვილადაალებადი ან წვადი სითხეების დანთებით. 16.6.7. საწვავიანი კასრი უნდა იდგეს არანაკლებ 5მ მანძილზე ჟანგბადიანი ბალონებიდან და ღია ცეცხლის წყაროდან და არანაკლებ 3მ მანძილზე სამუშაო ადგილიდან. ამასთან ერთად კასრი უნდა იდგას ისე, რომ მუშაობის დროს მას არ ხვდებოდეს ალი და ნაპერწკლები. 16.6.8. ბენზო-ნავთსაჭრელი სამუშაოების ჩატარებისას აკრძალულია: საწვავიან კასრში ჰაერის ისეთი წნევის არსებობა, რომელიც აღემატება საჭრელში ჟანგბადის სამუშაო წნევას; საჭრელის საორთქლებლის გადახურება ალუბლის ფერამდე, აგრეთვე სამუშაოს ჩატარების დროს საჭრელის ჩამოკიდება ვერტიკალურად, თავით ზევით; საჭრელთან ბენზინის ან ნავთის მისაყვანად ჟანგბადის შლანგების გამოყენება. 16.7. სარჩილი სამუშაოები 16.7.1. სარჩილი სამუშაოების ჩატარებისას სამუშაო ადგილი უნდა იყოს გაწმენდილი წვადი მასალებისაგან, ხოლო 5 მ – ნაკლებ მანძილზე მოთავსებული წვადი მასალებიანი კონსტრუქციები უნდა იყოს დაცული უწვადი მასალებისაგან დამზადებული ეკრანებით ან მორწყული წყლით (ქაფწარმომქნელის წყალხსნარით და ა.შ.). 16.7.2. სარჩილი ლამპები უნდა იყოს მუდმივად გამართულ მდგომარეობაში და არანაკლებ ერთხელ თვეში შემოწმდეს სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე სპეციალურ ჟურნალში შედეგების და შემოწმების თარიღის შეტანით. გარდა ამისა, არანაკლებ ერთხელ წელიწადში უნდა ჩატარდეს მათი საკონტროლო ჰიდროგამოცდები. 16.7.3. ყოველ სარჩილ ლამპას უნდა ჰქონდეს პასპორტი ქარხნული ჰიდროგამოცდების შედეგების და დასაშვები მუშა წნევის აღნიშვნით. დამცველი სარქველები უნდა იყოს დარეგულირებული მიცემულ წნევაზე, ხოლო მანომეტრები ლამპებზე უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში. 16.7.4. სარჩილი ლამპების საწვავით გამართვა და ანთება უნდა მოხდეს ამ მიზნებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. 16.7.5. სარჩილი ლამპიდან ალის გამოვარდნის თავიდან ასაცილებლად ლამპის გასამართი საწვავი უნდა იყოს გაწმენდილი გარეშე მინარევებისა და წყლისგან. 16.7.6. სარჩილი ლამპის აფეთქების თავიდან ასაცილებლად აკრძალულია: ნავთზე მომუშავე ლამპებისთვის საწვავის სახით ბენზინის ან ბენზინისა და ნავთის ნარევის გამოყენება; ჰაერის დატუმბვისას  ლამპის რეზერვუარში წნევის აწევა, პასპორტში აღნიშნულ დასაშვები მუშა წნევაზე მეტად; ლამპის საწვავით ავსება მისი რეზერვუარის მოცულობის 3/4-ზე მეტი რაოდენობით; საჰაერო ხრახნის და ჩამსხმელი საცობის მოშვება, როდესაც ლამპა იწვის ან არ არის გაცივებული; ლამპის შეკეთება, აგრეთვე მისი გამართვა საწვავით; ან საწვავის გადმოქცევა ღია ცეცხლის ახლოს (მათ შორის ანთებულ ასანთთან, სიგარეტთან და ა.შ.). დანართი 1 სავალდებულო მოთხოვნები ინსტრუქციებისადმი სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ ინსტრუქციები სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ უნდა შემუშავდეს სახანძრო უსაფრთხოების წესების, ნორმატიულ-ტექნიკური, ნორმატიული და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც შეიცავს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, გამომდინარე შენობების, ნაგებობების, ტექნოლოგიური პროცესების, ტექნოლოგიური და საწარმოო მოწყობილობების სახანძრო – საშიშროების სპეციფიკიდან. ინსტრუქციებში სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ აუცილებელია იყოს ასახული შემდეგი საკითხები: ტერიტორიების, შენობების და სათავსების, მათ შორის, საევაკუაციო გზების მოვლის წესი; ტექნოლოგიური პროცესების განხორციელების, მოწყობილობების ექსპლუატაციის, ხანძარსაშიში სამუშაოების ჩატარების დროს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები; ფეთქებადხანძარსაშიში ნივთიერებების და ხანძარსაშიში ნივთიერებების და მასალების შენახვისა და ტრანსპორტირების წესი და ნორმები; თამბაქოს მოწევის, ღია ცეცხლის გამოყენებისა და ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარების ადგილები; წვადი ნივთიერებისა და მასალების შეგროვების, შენახვისა და გატანის, სპეცტანსაცმლის მოვლის და შენახვის წესი; საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოების (მანომეტრები, თერმომეტრები და სხვა) ზღვრული ჩვენებები, რომელთა სიდიდიდან გადახრამ შესაძლებელია გამოიწვიოს ხანძარი ან აფეთქება; ხანძრისას მუშაკთა მოვალეობები და მოქმედებები, მათ შორის: ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის გამოძახების წესები; ტექნოლოგიური მოწყობილობების ავარიული გაჩერების წესი; ვენტილაციისა და ელექტრომოწყობილობების გამორთვის წესი; ხანძრის ქრობის საშუალებების და სახანძრო ავტომატიკის მოწყობილობების გამოყენების წესები; წვად ნივთიერებათა და მატერიალურ ფასეულობათა ევაკუაციის წესი; საწარმოს (ქვედანაყოფის) ყველა სათავსის დათვალიერებისა და ფეთქებად ხანძარუსაფრთხო მდგომარეობაში მოყვანის წესი. დანართი 2 საცნობარო სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები ნივთიერებისა და მასალების ერთობლივი შენახვის შესახებ მოთხოვნები ვრცელდება ყველა საწარმოზე, რომლებსაც გააჩნია ნივთიერებებისა და მასალების შესანახი საწყობები ან ბაზები. მოთხოვნები არ ვრცელდება ფეთქებად და რადიოაქტიურ ნივთიერებებზე და მასალებზე, რომლებიც უნდა ინახებოდეს და გადაიზიდოს სპეციალური წესების მიხედვით. ნივთიერებების და მასალების შენახვისას სახანძრო უსაფრთხოების მარეგლამენტირებელი საუწყებო დოკუმენტები უნდ იყოს მოყვანილი შესაბამისობაში მოცემულ მოთხოვნებთან. 1. ზოგადი დებულებანი 1.1. ნივთიერებების და მასალების ერთობლივი შენახვის შესაძლებლობა განისაზღვრება სახანძრო საშიშროების, ტოქსიკურობის, ქიმიური აქტიურობის მაჩვენებელთა რაოდენობრივი აღრიცხვის საფუძველზე, აგრეთვე ხანძარის ქრობის საშუალებების ერთგვაროვნობის საფუძველზე. 1.2. პ.1.1.-ში ჩამოთვლილ თვისებათა შერწყმის შედეგად ნივთიერებები და მასალები შეიძლება იყოს შეთავსებადი და შეუთავსები ერთმანეთთან შენახვისას. 1.3. შეუთავსები ეწოდება ისეთ ნივთიერებებს და მასალებს, რომლებიც ერთობლივად შენახვისას (მიუხედავად ტარისა და შეფუთვის დამცავი თვისებებისა); ზრდიან თითოეული განხილული მასალისა და ნივთიერების სახანძრო საშიშროებას; იწვევენ დამატებით სირთულეებს ხანძრის ქრობისას; ამძიმებენ ეკოლოგიურ მდგომარეობას ხანძრისას (შესაბამისი რაოდენობით) აღებული ცალკეული ნივთიერებითა და მასალით  გამოწვეულ ხანძართან შედარებით); შედიან ერთმანეთთან ურთიერთქმედების რეაქციაში საშიში ნივთიერებების წარმოქმნით. 1.4. ხანძრის გაჩენის, ხანძრის სახიფათო ფაქტორების გაძლიერების საცხოვრებელი გარემოს (ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ფლორა, ფაუნა და ა.შ.) მოწამვლის, ადამიანზე (კანზე, სასუნთქი ორგანოების ლორწოვან გარსზე უშუალო კონტაქტის გზით ან მანძილიდან) როგორც ნორმალურ პირობებში, აგრეთვე ხანძრისას ზემოქმედების პოტენციური საშიშროების მიხედვით ნივთიერებები და მასალები იყოფა თანრიგებად: უსაფრთხო; ნაკლებად საშიში; საშიში; განსაკუთრებით საშიში. 1.5. უსაფრთხოს მიეკუთვნება უწვადი ნივთიერებები და მასალები უწვად ტარაში, რომლებიც ხანძრის პირობებში არ გამოყოფენ დაშლის ან ჟანგვის საშიშ (წვად, შხამიან, მწვავე) პროდუქტებს, არ წარმოქმნიან სხვა ნივთიერებებთან ფეთქებად ან ხანძარსაშიშ, შხამიან, მწვავე ეგზოთერმულ ნარევებს. უსაფრთხო ნივთიერებები და მასალები უნდა ინახებოდეს სათავსებში ან ნებისმიერი ტიპის ღია მოედნებზე (თუ ეს არ ეწინააღმდეგება ტექნიკურ პირობებს ნივთიერებაზე). 1.6. ნაკლებად საშიშს მიეკუთვნება შემდეგი ნივთიერებები და მასალები: თხევადი ნივთიერებები 90° C-ზე მეტი აფეთქების ტემპერატურით; მყარი ნივთიერებები და მასალები, რომლებიც აირის სანთურის ზემოქმედებით აალდებიან 120 და მეტი წამის განმავლობაში; მყარი ნივთიერებები და მასალები, რომლებსაც გარემოს 140° C ტემპერატურისას აქვს 150ºC-ზე მეტ ტემპერატურამდე თვითგახურების უნარი 24 საათზე მეტ დროში; ნივთიერებები და მასალები, რომლებიც წყალთან ურთიერთმოქმედებისას გამოყოფენ აალებად აირებს 0,5 კუბ.დმ/კგ/სთ-ზე ნაკლები ინტენსიურობით; შხამიანი ნივთიერებები და მასალები საშუალო სასიკვდილო დოზით კუჭში მოხვედრისას 500 მგ კგ-ზე მეტი (თუ თხევადია) ან 2000 მგ კგ-ზე მეტი (თუ მყარია ), ან საშუალო სასიკვდილო დოზით კანზე მოხვედრისას 2500 მგ/ კგ-ზე მეტი, საშუალო სასიკვდილო დოზით შესუნთქვისას 20 მგ კუბ.დმ-ზე მეტი; სუსტი მწვავე და (ან) კოროზიული ნივთიერებები და მასალები შემდეგი მახასიათებლებით კონტაქტის დრო, რომელიც იწვევს ცხოველთა (თეთრი ვირთხების) კანის ქსოვილის ხილვად ნეკროზს-24 საათზე მეტი, ფოლადის (ფ3) ან ალუმინის (ან) ზედაპირის კოროზიის სიჩქარე წელიწადში 1 მილიმეტრზე ნაკლები; პ.1.5.-ში აღნიშნული უწვადი ნივთიერებები და მასალები წვად შეფუთვაში; ნაკლებად საშიშ ნივთიერებებისა და მასალების შენახვა დასაშვებია ცეცხლმედეგობის ყველა ხარისხის საწყობში (V- ხარისხის გარდა). 1.7. საშიშს მიეკუთვნება ისეთი თვისებების მქონე წვადი და უწვავი ნივთიერებები და მასალები, რომელთა გამოვლენამ შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება, ხანძარი, ადამიანებისა და ცხოველების სიკვდილი, ტრამვირება, მოწამვლა, დასხივება, დაავადება, ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების დაზიანება. საშიში თვისებები შეიძლება გამოვლინდეს ნორმალურ ან ავარიულ პირობებში როგორც ცალკეულ ნივთიერებებისა და მასალების მიერ, ასევე მათი სხვა კატეგორიების ნივთიერებებთან და მასალებთან ურთიერთმოქმედებისას. საშიში ნივთიერებები და მასალები აუცილებელია შეინახოს ცეცხლმედეგობის I და II ხარისხის საწყობებში. 1.8. განსაკუთრებულად საშიშს მიეკუთვნება ისეთი საშიში ნივთიერებები და მასალები, რომლებიც შეუთავსებელნი არიან მათი კატეგორიის მქონე სხვა ნივთიერებებთან და მასალებთან. განსაკუთრებულად საშიში ნივთიერებები და მასალები აუცილებელი, ინახებოდეს ცეცხლმედეგობის I და II ხარისხის საწყობებში უპირატესად ცალკე მდგომ შენობებში. 1.9. საშიში და განსაკუთრებულად საშიში ნივთიერებები და მასალები იყოფა კლასებად და ქვეკლასებად (ცხ.1) და კატეგორიებად (ცხ.2). 1.10. ყველაზე ხშირად გადასაზიდ და საწყობში შესანახ ნივთიერებათა და მასალათა ნუსხა მოყვანილია ცხ. 3. 2. ნივთიერებათა და მასალათა ერთობლივი შენახვის პირობები 2.1. განსაკუთრებულად საშიში თანრიგის ნივთიერებები და მასალების შენახვისას აუცილებელია განლაგდეს ისე, როგორც აღნიშნულია ცხ.4 (ჩანართი ფურცელი 1). 2.2. საშიში თანრიგის ნივთიერებები და მასალები შენახვისას აუცილებელია განლაგდეს ისე, როგორც აღნიშნულია ცხ.5 (ჩანართი  ფურცელი 2). 2.3. გამონაკლის შემთხვევაში დაიშვება განსაკუთრებულად საშიშ და საშიშ ნივთიერებებისა და მასალების შენახვა ერთ საწყობში. ამ შემთხვევაში მათიგანლაგება უნდა მოხდეს ისე, როგორც აღნიშნულია ცხ.6 (ჩანართი ფურცელი 3). 2.4. საწყობის ერთ სათავსში აკრძალულია ისეთი ნივთიერებების და მასალების შენახვა, რომელთაც ხანძარის ქრობის არაერთგვარი საშუალებები აქვთ.