⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.01.2022)
გაუქმებულია:

ავტონომიური რესპუბლიკის შსს შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.02.1998
ძალის დაკარგვა 28.01.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 000000370.01(2).003.000178 17
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 10/02/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
1,302 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.02.1998 მიღება
28.01.2022 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ავტონომიური რესპუბლიკის შსს შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №43 1998 წლის 4 თებერვალი ქ. თბილისი ავტონომიური რესპუბლიკის შსს შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში განხორციელებულ რეფორმასთან დაკავშირებით, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დამტკიცდეს დებულება ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბის შესახებ (თან ერთვის). 2. ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე. 3. ბრძანება დაეგზავნოს დაინტერესებულ სამსახურებსა და დანაყოფებს. მ ი ნ ი ს ტ რ ი პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი კ. თარგამაძე დ ე ბ უ ლ ე ბ ა ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბის შესახებ 1.ზოგადი დებულებანი 1.1. ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბი (შემდგომში – შტაბი) არის ავტონომიური რესპუბლიკის შს სამინისტროს დამოუკიდებელი სტრუქტურული დანაყოფი დეპარტამენტის უფლებებით. 1.2. შტაბი უშუალოდ ექვემდებარება ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: – ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზატორულ-მმართველობითი ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა, დეპარტამენტების, სამმართველოებისა (სამსახურების) და განყოფილებების, შინაგან საქმეთა საქალაქო (რაიონული) სამმართველოების (განყოფილებების) და მათი სამსახურების მიერ პარლამენტის დადგენილებების, პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, შს სამინისტროს ბრძანებების, მითითებების, წესდებების, ინსტრუქციების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი; – საშემსრულებლო დისციპლინის განმტკიცება; – სამორიგეო ნაწილებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორების მუშაობის ორგანიზაცია და კონტროლი; – მუშაობის სტილის, მართვის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა, თანამშრომელთა პერსონალური პასუხისმგებლობის ამაღლება. 1.3. შტაბი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, კანონქვემდებარე აქტების, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და ავტონომიური რესპუბლიკის შს მინისტრის ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების მოთხოვნათა დაცვით. 1.4. შტაბის უფროსისა და პირადი შემადგენლობის თანამდებობაზე დანიშვნა, გადაადგილება და სპეციალური წოდებების მინიჭება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ნომენკლატურის მიხედვით. 1.5. შტაბის დაკომპლექტება წარმოებს უმაღლესი განათლების მქონე, ფიზიკურად და მორალურად მომზადებული, გამოცდილი, პრაქტიკული და თეორიული მომზადების მქონე თანამშრომლებით, ამასთან მათ უნდა გააჩნდეთ შს ორგანოში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. 1.6. შტაბის საქმის წარმოება მიმდინარეობს დამოუკიდებლად, საქართველოს შს სამინისტროს ნორმატიული აქტების შესაბამისად. 1.7. შტაბს აქვს დებულება, ბლანკი და ბეჭედი ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი დასახელებით. 1.8. შტაბი თავის მუშაობას წარმართავს ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სამსახურებთან, საქალაქო (რაიონული) სამმართველოებთან (განყოფილებებთან), აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბთან მჭიდრო კავშირში. 2. შტაბის სტრუქტურა და ძირითადი ამოცანები: 2.1. შტაბის სტრუქტურული დანაყოფებია: 2.1.1. საორგანიზაციო-საინსპექტორო სამსახური 2.1.2. ოპერატიულ-სამორიგეო სამსახური 2. 1.3. საინფორმაციო ცენტრი 2.1.4. დროებითი მოთავსების იზოლატორი 2.1.5. შს სამინისტროს პრესცენტრი 2.2. ავტონომიური რესპუბლიკის შს სამინისტროს შტაბის ძირითადი ამოცანებია: 2.2.1. ცენტრალური აპარატის სამსახურების, სამინისტროს სისტემაში შემავალი ქვედანაყოფების ოპერატიულ-სამსახურეობრივი საქმიანობის, დანაშაულთან ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მდგომარეობის, პოლიციის მუშაობაში ცალკეულ მიმართულებებზე არსებული ვითარების ანალიზი, განზოგადებული ანგარიშებისა და ინფორმაციების მომზადება. 2.2.2. ავტონომიური რესპუბლიკის შს სამინისტროს სამუშაო გეგმის შემუშავება და გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულებაზე კონტროლი. 2.2.3. სამინისტროს სამსახურებისა და დაქვემდებარებული ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის, პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, შს მინისტრის ნორმატიული აქტების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზაცია და განხორციელება. 2.2.4. ავტონომიური რესპუბლიკის შს მინისტრის მითითების შესაბამისად სამინისტროს დეპარტამენტებისა და სამსახურების, პოლიციის ადგილობრივი ორგანოების ინსპექტირება მათი მმართველობითი, ორგანიზაციული საქმიანობის შესწავლისა და პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით. 2.2.5. შს სამინისტროსა და პოლიციის ორგანოების სამორიგეო ნაწილების, დროებითი მოთავსების იზოლატორების საქმიანობის ორგანიზაცია და კონტროლი. 2.2.6. ავტონომიური რესპუბლიკის შს სამინისტროს საქალაქო (რაიონული სამმართველოების (განყოფილებების), საგზაო პოლიციის შტაბების საორგანიზაციო-მეთოდური ხელმძღვანელობა და მათთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა. 2.2.7. სისხლის სამართლის დანაშაულობათა აღრიცხვისა და ოპერატიულ-საცნობარო საქმიანობის ორგანიზაცია და კონტროლი. 2.2.8. შს ორგანოების საქმიანობის გაშუქება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით. 3. შტაბის ფუნქციები: 3.1. შს სამინისტროს გეგმებისა და მინისტრის დავალებების შესაბამისად, შტაბი ამოწმებს სამინისტროს ცენტრალური აპარატების სამსახურების, საქალაქო (რაიონული) სამმართველოების (განყოფილებების) და მათში შემავალი ქვედანაყოფების მიერ საქართველოს კანონმდებლობის, პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, შს სამინისტროს ბრძანებების, წესდებების, ინსტრუქციებისა და მითითებების შესრულებას. 3.2. სწავლობს და აკონტროლებს ავტონომიური რესპუბლიკის შს სამინისტროს, საქალაქო (რაიონული) სამმართველოების (განყოფილებების) სამორიგეო ნაწილებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორების საქმიანობის, დანაშაულის შესახებ შემოსული განცხადებებისა და შეტყობინებების მიღების, რეგისტრაციის, აღრიცხვის, შს სამინისტროს სამორიგეო ნაწილში დროულად გადაცემისა და მათზე რეაგირების მდგომარეობას, დანაშაულის „ცხელ კვალზე“ გახსნის ორგანიზაციას. ასევე სწავლობს სამორიგეო ნაწილისა და დროებითი მოთავსების იზოლატორის მორიგე განაწესის წევრების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას, პოლიციაში მიყვანილ, დაკავებულ, დაპატიმრებულ და სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდულ პირთა უფლებების დაცვის, მოთავსების ვადების, რეჟიმის, კანონიერების დაცვის მდგომარეობას. დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლინების შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში ღებულობს სათანადო ზომებს მათ გამოსასწორებლად, ამ დარღვევათა შესახებ ახსენებს შს მინისტრს. საგანგებო შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით ატარებს სამსახურებრივ მოკვლევას და ამზადებს წინადადებებს კონკრეტული თანამშრომლებისა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის შესახებ. 3.3. შეისწავლის და აკონტროლებს პოლიციის ორგანოებში სააღრიცხვო-სარეგისტრაციო დისციპლინის მდგომარეობას. 3.4. სწავლობს და აანალიზებს შს ორგანოების ოპერატიულ-სამსახურეობრივი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, პრობლემებს, საკვანძო საკითხებსა და არსებული ნაკლოვანებების გამომწვევ მიზეზებს. 3.5. შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შს მინისტრისათვის ამზადებს წინადადებებს კრიმინალური ვითარების გაჯანსაღების, პოლიციის ორგანოების საქმიანობაში არსებული ნაკლოვანებების გამოსწორებისა და მათი მუშაობის შემდგომი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ. 3.6. ამზადებს ინფორმაციებს, ანალიტიკურ მასალებს დამნაშავეობასთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მდგომარეობის, სამინისტროს, მისი სამსახურებისა და დანაყოფების ოპერატიულ-სამსახურებრივი საქმიანობის შედეგების შესახებ მინისტრისათვის მოსახსენებლად და ზემდგომ ორგანოებში წარსადგენად. 3.7. ორგანიზაციას უწევს შინაგან საქმეთა ორგანოებისადმი კომპლექსურ-პრაქტიკულ დახმარებას. 3.8. სამსახურებიდან შემოსული წინადადებების საფუძველზე, ამზადებს სამინისტროს სამუშაო გეგმების, დანაშაულობათა წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის, კომპლექსური პრობლემების გადაჭრისათვის სპეციალური გეგმების პროექტებს, აკონტროლებს მათ შესრულებას. 3.9. ამზადებს საკითხებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შს სამინისტროს საბჭოზე, მინისტრთან ოპერატიულ თათბირზე განსახილველად. 3.10. ორგანიზაციას უწევს შს მინისტრთან ოპერატიული თათბირის ჩატარებას, წინასწარ ამზადებს თათბირის დღის წესრიგს (სამუშაო გეგმის მიხედვით ან ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე-სამსახურის ხელმძღვანელთა, ცალკეული ხელმძღვანელების ინფორმაციების, ანგარიშის, დოკუმენტების განხილვა და სხვა.), აფორმებს თათბირის ოქმს მინისტრის გადაწყვეტილების დაფიქსირებით და მისი ხელმოწერის შემდეგ აცნობს კონკრეტულ შემსრულებლებს. აწესებს კონტროლს გადაწყვეტილებათა შესრულებაზე. 3.11. ორგანიზაციას უწევს შს სამინისტროს ორგანოებსა და ქვედანაყოფებში სისხლის სამართლის დანაშაულობათა აღრიცხვას, იღებს სათანადო ზომებს მისი სრულყოფისა და დახვეწისათვის. უზრუნველყოფს სტატისტიკური ანგარიშებისა და მონაცემების კომპიუტერულ დამუშავებასა და დაინტერესებული სამსახურებისათვის დროულად მიწოდებას. წარმართავს ოპერატიულ-საცნობარო და დაქტილოსკოპური კართოტეკების საქმიანობას. ახორციელებს ღონისძიებებს სამინისტროს სისტემის კომპიუტერიზაციისა და ინფორმაციული მომსახურების ავტომატიზაციის უზრუნველსაყოფად. 3.12. ახორციელებს სახელმწიფო ორგანიზაციების, კერძო სტრუქტურების არასაიდუმლო ინფორმაციით ფასიან მომსახურებას და აკონტროლებს დადგენილი წესის შესაბამისად ინიციატორებიდან შემოსული განცხადებებისა და თანხების სწორად აღრიცხვას. 3.13. ტელევიზიის, პრესის, რადიოსა და სხვა საშუალებების გამოყენებით, მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში შინაგან საქმეთა და პოლიციის ორგანოების მიერ მიღწეული შედეგების შესახებ. მონაწილეობს მოქალაქეთა სამართლებრივი აღზრდის ღონისძიებებში. ხელს უწყობს პოლიციის ორგანოებისა და მისი თანამშრომლების მიმართ სწორი და ობიექტური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას. ორგანიზაციას უკეთებს ჟურნალისტთა შეხვედრებს სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, მართავს პრესკონფერენციებს, ბრიფინგებს. წარმართავს და მეთოდურ დახმარებას უწევს პოლიციის ორგანოებში არსებული პრესჯგუფების საქმიანობას. 3.14. სწავლობს და განაზოგადებს შს სამინისტროს საგზაო პოლიციის, საქალაქო და რაიონული განყოფილებების (სამმართველოების) შტაბების საქმიანობას, უწევს მათ ორგანიზაციულ და მეთოდურ დახმარებას, ამზადებს ნორმატიულ და მეთოდურ დოკუმენტებს მათი საქმიანობის სრულყოფისათვის. სამუშაო გეგმებისა და ხელმძღვანელობის მითითებების თანახმად, ამზადებს და ატარებს შტაბების ხელმძღვანელთა თათბირ-სემინარებს. 3.15. სამინისტროს კადრების სამმართველოსთან ერთად, უზრუნველყოფს შტაბების ხელმძღვანელთა და ინსპექტორთა შემადგენლობის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას სასწავლო კურსებსა და შეკრებებზე საქართველოს შს სამინისტროს პოლიციის აკადემიასა და სასწავლო ცენტრში. 4. ავტონომიური რესპუბლიკის შს სამინისტროს შტაბის უფროსი: 4.1. ავტონომიური რესპუბლიკის შს სამინისტროს შტაბის უფროსი ანგარიშვალდებულია ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრისა და შს სამინისტროს შტაბის წინაშე. 4.2. შტაბის უფროსი, მასზე დაკისრებული მოვალეობითა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ხელფასის განაკვეთითა და სპეციალური წოდების ზღვრული ჭერით უტოლდება ავტონომიური რესპუბლიკის შს სამინისტროს დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას. 5. შტაბის უფროსის მოვალეობები: 5.1. ორგანიზაციას უწევს შტაბის საქმიანობას, უზრუნველყოფს მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების ხარისხიანად და ეფექტურად შესრულებას. 5.2. ამტკიცებს შტაბის სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციონალურ მოვალეობებსა და შტაბს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს. 5.3. მინისტრის დავალებით ღებულობს მონაწილეობას სხვა სამართალდამცავ ორგანოებში, სამინისტროებსა და უწყებებში იმ საკითხების განხილვაში, რომელიც ეხება შინაგან საქმეთა ორგანოების საქმიანობას. 5.4. ისმენს შტაბების ხელმძღვანელთა ანგარიშებს, მათზე დაქვემდებარებული სამსახურების საქმიანობისა და მისი შემდგომი სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ. 5.5. განიხილავს შტაბში შემოსულ მოქალაქეთა და შს ორგანოების თანამშრომელთა განცხადებებს, წერილებსა და საჩივრებს. 5.6. წინადადებებით შედის მინისტრთან შტაბისა და შტაბს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის წახალისების, დასჯის, მათი დანიშვნის, გადაადგილების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და წოდების მინიჭების შესახებ. 5.7. შს სამინისტროს კადრების სამმართველოსთან ერთად, განიხილავს წარდგინებებს და აძლევს დასკვნას პოლიციის ადგილობრივი ორგანოების შტაბის უფროსის დანიშვნისა და მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. 6. შტაბის უფროსის უფლებები: 6.1. მინისტრის დავალებით გამოითხოვოს სამინისტროს დარგობრივი სამსახურებიდან, შს ორგანოებიდან და ქვედანაყოფებიდან მასალები და დოკუმენტები ზემდგომი ორგანოებისათვის, სამინისტროს საბჭოსა და ოპერატიულ თათბირზე საკითხების, სამინისტროს მიმდინარე და პერსპექტიული გეგმებისა და სხვა მმართველობითი დოკუმენტების, მინისტრისათვის ანალიტიკური და საინფორმაციო-საცნობარო მასალების მოსამზადებლად. 6.2. პირადად გაეცნოს (ან დაავალოს შტაბის თანამშრომლებს) სამინისტროს სამსახურებში ყველა დოკუმენტსა და მასალას იმ საკითხებზე, რომელსაც აკონტროლებს შტაბი თავისი კომპეტენციების ფარგლებში. 6.3. გამოიძახოს პოლიციის ორგანოებისა და ქვედანაყოფების შტაბების ხელმძღვანელები და თანამშრომლები, მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენისა და სხვა სამსახურებრივი საკითხების განხილვისათვის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბი.