„დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებებისა შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №201

1998 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

„დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებებისა შეტანის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის №1194-1ს, 1998 წლის 1 მაისის №1389-11ს და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ 1998 წლის 13 მაისის №1385-11ს 1998 წლის 29 მაისის №140 კანონებიდან გამომდინარე შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები „დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1997 წლის 16 ოქტომბრის №242 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში.

მინისტრი ე. ჭკუასელი

„დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1997 ოლის 16 ოქტომბრის №242 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის

ცვლილებები და დამატებები

„დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1997 წლის 16 ოქტომბრის №242 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“, საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის №119 4-ს, 1998 წლის 1 მაისის №1389-11ს კანონებისა და “საგადასახადო კოდექსში დამატების“ შეტანის შესახებ საქართველოს 1998 წლის 13 მაისის №1385-11ს კანონის შესაბამისად შეიტანება შესაბამისი ცვლილებები და დამატებები:

1) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „იურიდიული პირის“, ხოლო სიტყვა „მათი“ შეიცვალოს სიტყვებით „საწარმოს და მისი ფილიალების“; ამავე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი: „1999 წლის 1 იანვრამდე საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტი ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას აწარმოებს ცენტრალიზებული წესით“.

2) მე-4 მუხლში:

ა) 1 პუნქტს პირველი აბზაცის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:

„1999წ. 1 აპრილიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი პირებისათვის დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციისათვის დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა ამ პროდუქციის მიწოდებისას შეადგენს 20 ათ. ლარს.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლად ითვლება პირი რომლის მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდება შეადგენს მისი საერთო ბრუნვის არანაკლებ 50 პროცენტს.

მაგალითი: პირმა განახორციელა დასაბეგრი ოპერაციები 8.0 ათ. ლარის, რომელშიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წილი შეადგენს 4.5 ათ. ლარის (50%-ზე მეტს), მაშინ იგი ჩაითვლება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლად, მაგრამ რამდენადაც აღნიშნული თანხა ნაკლებია 20 ათას ლარზე, იგი სავალდებულო რეგისტრაციას არ ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, რომ სხვა დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ გადააჭარბა 3 ათ. ლარს.

მაგალითი: პირმა განახორციელა დასაბეგრი ოპერაციები საერთო თანხით 3.5 ათ ლარი რომელშიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წილი შეადგენს 1 ათ. ლარს, იგი ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას, მიუხედავად იმისა, რომ სხვა დასაბეგრი ოპერაციების თანხა ნაკლებია 3 ათ. ლარზე.

მაგალითი: პირის დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ შეადგინა 23 ათ ლარი, რომელშიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წილი შეადგენს 21 ათ. ლარს, პირი ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას“.

ბ) მე-5 პუნქტში, მაგალითში ციფრი 1500 შეიცვალოს ციფრით „500“, სიტყვის „რადგან “ შემდეგ ჩაემატოს სიტყვები „მისი და“.

3. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვების “იმ შემთხვევაში თუ” დაემატოს სიტყვები შემდეგი შინაარსის: „საქონელი სამუშაოს, მომსახურების შედეგები) მოხმარებული (მიწოდებული) არ არის მყიდველის მიერ და:“

4. მე-8 მუხლის 1 პუნქტში:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი გადმოიცეს ახალი რედაქციით:

„ზ) ბინის ქირა, უძრავი ქონების მიწოდება, გარდა ახლად აშენებული საცხოვრებელი შენობისა, აგრეთვე იურიდიული პირის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ძირითადი საშუალებების მიწოდება (ახლად აშენებულად ითვლება საცხოვრებელი შენობა აშენებიდან ორი წლის განმავლობაში);

ბ) „ი“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი: „და ორგანიზებულად ჩასახლების ადგილებში ლტოლვილთა და დევნილთა მომსახურების მიწოდება.

გ) „ლ“ ქვეპუნქტის სიტყვების „იოდირებული მარილის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების“;

დ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„რ) თეატრალური და საცირკო წარმოდგენების, სიმფონიური მუსიკის, კონცერტების, კინოფილმების, სპორტული სანახაობების, მუზეუმების ბილეთების ბეჭდვა და მიწოდება, აგრეთვე კინოფილმების წარმოებასთან უშუალოდ დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტების შემოყვანაზე და მათთვის ქვეყნის შიგნით ტუროპერატორული მომსახურეობის მიწოდება“.

ე) „ტ“ ქვეპუნქტში სიტყვის „ჟურნალ-გაზეთების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მხატვრული ლიტერატურის“.

ვ) „შ“ ქვეპუნქტი გადმოიცეს ახალი რედაქციით „ხორბლის იმპორტი და/ან მიწოდება; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (ძალშია 1999 წლის 1 აპრილამდე), იმპორტული სიგარეტის მიწოდება (ძალაშია 1998 წლის 1 ოქტომბრამდე); ქვეპუნქტის „შენიშვნა“ ამოღებულ იქნეს.

ზ) „ღ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:

„ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ხელშეკრულებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი და შესრულებული სამუშაოები”.

თ) „ც“ ქვეპუნქტს სიტყვის „ნაწილების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე მძიმე წონიანი სატვირთო ავტომობილების, მისაბმელებისა ნახევრად მისაბმელების (კოდი: 870423910; 870423990; 871640000), სამგზავრო ავტობუსების (კოდი 8702), მცურავი საშუალებების (კოდი 890400; 8905), საჰაერო ხომალდების (კოდი 8802; 8803), ხის განძელის კოდი: 440610000; 440690000), რელსების (კოდი 730210310), სარადარო, კავშირგაბმულობისა და სანავიგაციო აღჭურვილობის (კოდი 8525 10 100; 8525 10 900; 852520; 8525 20 100; 8525 20 900; 8526; 8531)".

ი) „ძ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი: „1997 წლის 1 სექტემბრიდან საქონლის, სამუშაოს მომსახურების მიწოდება რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის“.

კ) „ჭ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი: „საქონლის საერთაშორისო გადაზიდვებთან და მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანასთან (გარდა საავიაციო ტრანსპორტით ტვირთების და მგზავრთა გადაყვანისა) უშუალოდ დაკავშირებული სატრანსპორტო და სხვა მომსახურების გაწევა, ან სამუშაოს შესრულება, სატვირთო ოპერაციები, ნავსადგურებში აგენტირება“.

ლ) ქვეპუნქტს დაემატოს „ჰ“ და „ჰ1“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს არარეზიდენტების მიერ დაფუძნებული იმ სანაოსნო (გემთმფლობელი) საწარმოების მიერ სამუშაოების შესრულება ან მომსახურების გაწევა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას და რომელთა გემებიც (გემიც) დაცურავენ საქართველოს სახელმწიფო ალმით“.

5. მე-9 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით იბეგრება:

ა) საქონლის ექსპორტი;

ბ) საავიაციო ტრანსპორტით მგზავრთა და ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებული მომსახურება;

გ) საერთაშორისო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საავიაციო საწვავი, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებები;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ოქროს მიწოდება.“

6. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი გადმოიცეს ახალი რედაქციით:

„4. ელექტროენერგეტიკული სექტორის იმ საწარმოებისათვის, რომლებიც ახდენენ ელექტროენერგიის წარმოებასა და მიწოდებას, ასვე საწარმოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდებას, საკანალიზაციო წყლების გაჩერება-ჩაშვებისა და გაწმენდის სამუშაოებსა და მომსახურებას, აგრეთვე საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციებისათვის 2000 წლის 1 იანვრამდე საქონლის (სამუშაოს მომსახურების) მიწოდების მოცულობა განისაზღვრება ფაქტობრივად ანაზღაურებული ღირებულების მიხედვით“.

7. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მე-10 მაგალითში სიტყვები „დსთ-ს ფარგლებს გარეთ“ შეიცვალოს სიტყვებით „საავიაციო ტრანსპორტით“.

8. მე-15 მუხლში:

ა) 1 პუნქტი გადმოიცეს ახალი რედაქციით:

„1. დამატებული ღირებულების გადასახადის განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი

ბრუნვის 20 პროცენტს.

2000 წლის 1 იანვრამდე დღგ-ის განაკვეთი პურის, მაკარონის პროდუქციისა და საქართველოში ხორბლისაგან წარმოებული ფქვილის მიწოდებისას შეადგენს დასაბეგრი ბრუნვის 7 პროცენტს.

დასაბეგრი ბრუნვა წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციებით თანხის ჯამს.

ბ) მე-2 პუნქტი გადმოიცეს ახალი რედაქციით.

„2. დასაბეგრ იმპორტზე დღგ-ის განაკვეთი შეადგენს იმპორტის თანხის 20 პროცენტს.

2000 წლის 31 დეკემბრამდე მსუბუქი ავტომობილების იმპორტზე დღგ-ს განაკვეთი შეადგენს 5%.

1999 წლის 1 იანვრამდე იმპორტირებული ალკოჰოლურ სასმელებზე საბაჟო გადასახადის, აქციზისა და დღგ-ს ნაცვლად მოქმედებს კომბინირებული ფიქსირებული გადასახადი, რომელშიც დღგ-ს წილი ლარებში შეადგენს:

N

საქონლის დასახელება

საქონლის

ნომენკლატურის კოდი

ზომის ერთეული

დღგ

 

1

2

3

4

5

1

შამპანიური

220410110

1 ლიტრი

1,97

2

ცქრიალა და შუშხუნა

ღვინოები და ღვინომასალები

 

 

 

 

ყურძნის

ხილის

2204

2204

1 ლიტრი
1 ლიტრი

0,71
1,48

3

ყურძნის ღვინოები და

ღვინომასალები (13%-მდე სიმაგრის)

- ჩამოსასხმელი

- ჩამოსხმული

2204

1 ლიტრი

0,19
0,37

4

ხილის ღვინო

2205

220600

1 ლიტრი
1 ლიტრი

1,23

5

შემაგრებული ღვინო და

ღვინომასალები (13%-ზე

მეტი სიმაგრის)

 

 

 

 

ყურძნის ჩამოსასხმელი

ყურძნის ჩამოსხმული

2204

2204

1 ლიტრი
1 ლიტრი

0.37

0.73

 

ხილისა და სხვა მასალების

 

 

1.48

6

კონიაკი და კონიაკის მასალა

220820

1 ლიტრი

3.29

7

ვისკი, ჯინი, რომი

220830
220840

220850

1 ლიტრი
1 ლიტრი
1 ლიტრი

 

1.97

 

8

ბრენდი და ბრენდის მასალა

220820870

1 ლიტრი

1.97

9

არაყი და სხვა სპირტიანი

სასმელები

220860

1 ლიტრი

0.75

10

ლიქიორი

220870

1 ლიტრი

1.31

11

ლუდი

220300

1 ლიტრი

0.24

12

ეთილის სპირტი

2207

1 ლიტრი

0.3

გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-4 პუნქტი ჩაითვალოს მე-3 პუნქტად:

9. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:

„ამასთან პურის, მაკარონის პროდუქციისა და ფქვილის წარმოებისას ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ საქონელზე, სამუშაოსა და მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება 7 პროცენტიანი განაკვეთის ოდენობით”.

10. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან მიწოდებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში“.

11. მე-18 მუხლში:

ა) პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტში რიცხვი „20“ შეიცვალოს რიცხვით “15“.

ამავე ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი: „1999 წლის 1 იანვრამდე რკინიგზის დეპარტამენტის მიერ დღგ-ის დეკლარაციის წარდგენა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორება ხდება საანგარიშოს მომდევნო თვის 20 რიცხვისათვის“.

ბ) მე-8 პუნქტის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ანაზღაურება წარმოებს იმ პირებზე რომლებსაც „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით უფლება აქვთ იყვნენ გრანტის მიმღებნი.

12. დანართი 7 გადმოიცეს ახალი რედაქციით.

დანართი №7

საქართველოს საგადასახადო ინსპექცია

დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია

 

დღგ ფორმა N01

 

საგადასახადო პერიოდი

 

1

თვე

წელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დოკუმენტის მდებარეობის ნომერი

(ივსება საგადასახადო ინსპექციებში)

2

ფირმის დასახელება (იურიდიული პირი)

3

გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

4

გვარი: (ფიზიკური პირი) სახელი, მამის სახელი

5

ეკ.საქმ.კოდი NACE

 

6

მისამართი ქუჩა სახლის ნომერი ქალაქი რაიონი

ტელეფონის N

 

გარდაცვალების ან ლიკვიდაციის თარიღი

 

199

 

 

 

 

 

8

 

თუ საგადასახადო პერიოდის განმალობაში შესყიდვის და მიწოდების ოპერაციებს ადგილი არ ჰქონია ჩაწერეთ „X”

 

საგადასახადო პერიოდის განმავლობაში გადახდილი დღგ

დღგ ადგილობრივი მომწოდებლისათვის

დღგ გადახდილი იმპორტზე

დღგ გადახდილი შესყიდვის კორექტირების შედეგად

დღგ გადახდილი პურის, მაკარონის ან პურის ფქვილის წარმოებაზე:

12

 

13

 

-7 % იანი განაკვეთით გადახდილი დღგ

-20 % იანი განაკვეთით გადახდილი დღგ

 

მისაღები საგადასახადო ჩათვლა პურის, მაკარონის ან ფქვილის წარმოებაზე სტრ.12 +სტრ.13 *0,35)

დღგ ბრუნვაზე საგადასახადო პერიოდის განმავლობაში

დღგ ადგილობრივ ბრუნვაზე სხვა

გადამხდელებისათვის

დღგ ადგილობრივ ბრუნვაზე საბოლოო

მომხმარებლისათვის

დღგ ბრუნვის კორექტირებაზე

დღგ პურზე, მაკარონზე და პურის ფქვილზე

დასაბეგრი ბრუნვა 7% იან განაკვეთზე

19

 

20

 

21

 

22

 

დასაბეგრი ბრუნვა 20% იან განაკვეთზე

ნულოვან განაკვეთიანი ბრუნვა

დაუბეგრავი ბრუნვა

 

ჯამი

კრედიტის (ჩათვლის) ოდენობა ამ პერიოდისათვის

გადასახდელი დღგ ამ პერიოდისათვის

 

საგადა სახადო კრედ იტი (ჩათვ)

 

გადასახ დელი გადასა ხადი

 

 

 

9

 

 

10

 

 

11

 

 

 

 

 

 

14

 

 

15

 

 

16

 

 

17

 

 

18

 

 

 

 

 

23

 

24

 

 

25

 

 

 

 

 

 

26

 

 

დეკლარაცია წარედგინება საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვში.

ამ დეკლარაციით ჩათვლა განხორციელებულია შემდეგი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით (მიეთითოს ანგარიშ-ფაქტურების სერია და ნომერი):

 

მე-9 სტრიქონზე: მე-14 სტრიქონზე:

 

 

 

ვადასტურებ, რომ ამ დეკლარაციაში მოცემული ინფორმაცია სწორია და სრული, მთლიანად ასახავს დღგ-ს ყველა საქონელზე,

სამუშაოზე და მომსახურებაზე და ამ საგადასახადო პერიოდისათვის

 

გადამხდელის ხელმოწერა --------------------- თარიღი ------------------------------

 ბ.ა. რიცხვი, თვე, წელი

დამოუკიდებელი აუდიტორის ხელმოწერა, თუ ის მომსახურეობას დეკლარაციის შედგენაში

 

აუდიტორის ხელმოწერა

 აუდიტორის საიდენტიფიკაციო ნომერი 󠆼󠆼󠆼󠆼󠆼󠆼󠆼󠆼󠆼󠆼

 ბ.ა.

 

თუ სტრ. 25-ზე მითითებულია დღგ-ს ჩასათვლელი თანხა, ის გამოყენებული იქნება გადასახადის სხვა სახეობაზე არსებული დავალიანების დასაფარავად.

დღგ-ს ნებისმიერი ჩასათვლელი თანხა, თუ გამოყენებული არ იქნება სხვა გადასახადის დასაფარავად ის გადავა სხვა საანგარიშო პერიოდში და გამოყენებული იქნება მომავალი გადასახდელების დასაფარად, თუ მის დაბრუნებაზე მოთხოვნა არ იქნა გაკეთებული რაიონული საგადასახადო ინსპექციის ან მსხვილ გადამხდელია ინსპექციის სახელზე.

თუ საანგარიშო პერიოდში დღგ-ის გადამხდელის დასაბეგრი ბრუნვის არანაკლებ 25 პროცენტისა, იბეგრება ნულოვანი განაკვეთით ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გადამეტება დარიცხული თანხის დღგ გადასახადზე უბრუნდება გადასახადის გადამხდელს. განცხადების წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში

III

საგადასახადო ინსპექციის აღნიშვნა

1. კამერალური შემოწმების შედეგად შეტანილია შემდეგი შესწორებები

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

„------„ ------------------------------ 199 წ.

 შემოწმების თარიღი (ხელმოწერა)

2. ამ დეკლარაციით გადამხდელის პირადი ანგარიშის ბარათზე დარიცხულია

გადასახდელად ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

„------„ ------------------------------ 199 წ.

 გატარების თარიღი (ხელმოწერა)