მცენარეთა დაცვის სამსახურის დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის
სამინისტრო
ბრძანება №2-197
1998 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
მცენარეთა დაცვის სამსახურის დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ
ვბრძანებ:
1) სამინისტროს 1997 წლის 23 დეკემბრის №2-450 ბრძანებით დამტკიცებული „მცენარეთა დაცვის სამსახურის დებულებაში“ შეტანილ იქნეს ნაწილობრივი ცვლილებები და დებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამსახურის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამსახურის მიერ კანონმდებლობით ან სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული და მიღებული არასაბიუჯეტო შემოსავლები შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში. სამსახურის ხარჯთა ნუსხას ამტკიცებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.“.
2) დაევალოს მცენარეთა დაცვის სამსახურს (ზ. ლიპარტია) აღნიშნული ცვლილებები დადგენილი წესის მიხედვით გაატაროს რეგისტრაციაში იუსტიციის სამინისტროში და დებულებასთან ერთად გამოაქვეყნოს პრესაში.
3) კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ვ. გვარჯალაძეს.
მინისტრი ბ. გულუა