„მესტიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2024 წლის 27 სექტემბერი დაბა მესტია |
„4. სტიქიით (მათ შორის – ხანძარი) დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა (პ/კ-06 03).“.
,,მუხლი 71. სტიქიით (მათ შორის, ხანძრით) დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა
1. სტიქიის შედეგად (მათ შორის, ხანძარით) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულმა მოქალაქემ ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ხანძრის შემთხვევაში – სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან შესაბამისი აქტის (დედანი);
დ) დაზიანებული (ან დამწვარი) შენობა-ნაგებობის ფოტოსურათი;
ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;
ვ) შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, საჯარო რეესტრის ამონაწერი (არარეგისტრირებული შენობა-ნაგებობის შემთხვევში წარმოსადგენია, ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული დოკუმენტი, შენობა-ნაგებობის ფაქტობრივი ფლობის შესახებ).
2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
3. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხის განხილვას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, თან უნდა ახლდეს სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული ზარალის შემფასებელი საბჭოს ან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის დასკვნა ფოტომასალასთან ერთად კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში.
4. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ოჯახი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და განმეორებით იმავე ფაქტთან დაკავშირებით ვეღარ ისარგებლებს აღნიშნული კატეგორიით გათვალისწინებული დახმარებით.“.
,,9.4. სტიქიით (მათ შორის, ხანძარი) დაზარალებულ ოჯახებზე დამდგარი ზიანის მიხედვით ერთჯერადი ფულადი დახმარება შეადგენს:
ა) ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები: ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს არანაკლებ – 500 (ხუთასი) ლარის, არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირები: ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს არანაკლებ – 500 (ხუთასი) ლარის, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.“.
,,მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გაგრძელდეს 3 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“.
|