„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№325
სარეგისტრაციო კოდი
010040000.22.033.017855
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/10/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №325 – №71

2024 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივი ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/08/2019, 010040000.22.033.017231) დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთისას, საპასპორტო კონტროლის განხორციელებისათვის უფლებამოსილი საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლების მიერ, საპასპორტო კონტროლთან ერთად, შეიძლება განხორციელდეს პირის ფოტოგადაღება ან/და დაქტილოსკოპირება შემდეგ გამონაკლის შემთხვევებში:

ა) არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირის მიერ ჩადენილია, ან ჩადენილი იქნება დანაშაული, ან სხვა სამართალდარღვევა;

ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირის მიერ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა;

გ) პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები;

დ) პირი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელთანაც საქართველოს აქვს სავიზო მიმოსვლა;

ე) პირის მგზავრობის დანიშნულების ქვეყანასთან (საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას) საქართველოს აქვს სავიზო მიმოსვლა;

ვ) პირის გამომგზავრების ქვეყანასთან (მათ შორის, სატრანზიტო) საქართველოს აქვს სავიზო მიმოსვლა;

ზ) „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“;

ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„1​2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ პირი უარს აცხადებს დაქტილოსკოპირებაზე, საპასპორტო კონტროლის განხორციელებისათვის უფლებამოსილი საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი უცხოელს, ან მოქალაქეობის არმქონე პირს უარს ეუბნება საქართველოში შემოსვლაზე და უკან აბრუნებს.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ფოტოსურათისა და დაქტილოსკოპიური მონაცემების შემდგომი დამუშავება დასაშვებია სამართალდარღვევის პრევენციისა და მასზე რეაგირების, დანაშაულის პრევენციის, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, სასჯელის აღსრულების, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური