„საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 05.04.2024
ძალაში შესვლა 29.09.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №4-10
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016792 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 08/10/2024
904 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.04.2024 მიღება
29.09.2024 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით 93% 26.09.2024 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 13.01.2015 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 13.11.2015 „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 16.04.2024 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) 86% 27.04.2019

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ საქართველო და ესპანეთის სამეფო, შემდგომში წოდებული, როგორც „მხარეები“, ითვალისწინებენ რა, რომ ორივე სახელმწიფოში მოქმედი სტანდარტები და ნიშნები, რომლებიც არეგულირებს საავტომობილო გზებზე მოძრაობას, შეესაბამება ვენაში 1968 წლის 8 ნოემბერს მიღებული საგზაო მოძრაობის შესახებ კონვენციის დებულებებს, და რომ მართვის მოწმობების კლასები და მათ მოსაპოვებლად საჭირო პირობები, ასევე ჩასაბარებელი ტესტები ორივე სახელმწიფოში არსებითად შესაბამისობაშია ერთმანეთთან, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები ორმხრივად ცნობენ ეროვნულ მართვის  მოწმობებს, რომლებიც გაცემულია მათი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების მიერ იმ პირთათვის, რომელთაც გააჩნიათ კანონიერი საცხოვრებელი აღნიშნულ სახელმწიფოებში, იმ პირობით, რომ ეს მოწმობები ძალაშია და შესაბამისობაშია ამ შეთანხმების დებულებებთან,  I და II დანართების ჩათვლით, რომლებიც წარმოადგენენ მის განუყოფელ ნაწილს. მუხლი 2🔗 ერთ-ერთი მხარის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს, იმ პირობით, რომ მიაღწიეს მეორე სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილ მინიმალურ ასაკს, უფლება აქვთ დროებით მართონ ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე იმ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებზეც აღნიშნული მოწმობა ვრცელდება, იმ სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული დროის განმავლობაში, რომელშიც ეს ნებართვა უნდა იყოს აღიარებული. მუხლი 3🔗 წინა მუხლში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, ერთ-ერთი მონაწილე სახელმწიფოს მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს, რომლებიც კანონიერად იმყოფებიან  მეორე სახელმწიფოში, ამ უკანასკნელის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლიათ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც წარმოადგენს მათ საცხოვრებელს, დანართ I-ში მოცემული ქართულ და ესპანურ მართვის მოწმობათა კლასებს შორის ეკვივალენტობის ცხრილის შესაბამისად თეორიული ან პრაქტიკული ტესტების გავლის გარეშე,  იმ პირობით, რომ მათ მიაღწიეს მეორე სახელმწიფოს მიერ ზემოაღნიშნული მოწმობის მისაღებად მოთხოვნილ მინიმალურ ასაკს. ამჟამინდელ მუდმივად მაცხოვრებელ პირებზე ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე გაცემული ყველა მართვის მოწმობა ექვემდებარება გადაცვლას;  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ გაცემულ მართვის მოწმობებზე, გადაცვლის პროცესის განსახორციელებლად, აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მოწმობა გაიცეს იმ სახელმწიფოში, რომელიც განმცხადებლისთვის წარმოადგენს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. მუხლი 4🔗 გადაცვლა განხორციელდება თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე. გამონაკლისის სახით, საქართველოს მართვის მოწმობის მფლობელებმა, რომლებიც განაცხადს გააკეთებენ C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E  კლასების ეკვივალენტური ესპანური მოწმობებით გადაცვლაზე და ესპანური მართვის მოწმობების მფლობელებმა, რომლებიც განაცხადს გააკეთებენ იმავე კლასების ქართული მართვის მოწმობებით გადაცვლის თაობაზე, უნდა ჩააბარონ მართვის მოწმობის გამოცდა ზოგადი მოძრაობისთვის განკუთვნილ ღია გზებზე, იმ სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, რომელთა მართვაც აღნიშნული მოწმობებით არის ნებადართული. მუხლი 5🔗 წინა მუხლის დებულებების მიუხედავად, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ ეჭქვეშ დადგეს კონკრეტული მართვის მოწმობის მფლობელის მართვის შესაძლებლობები ან უნარები, შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, ან შესაძლოა დამატებულ იქნას ახალი გამოცდა იმ შემთხვევებისთვის, როდესაც გამოცდის  ჩაბარება ისედაც სავალდებულოა. მუხლი 6🔗 მართვის მოწმობის გადაცვლის წინაპირობად, მართვის მოწმობის ავთენტურობის შემოწმების მიზნით, ერთი მხარის კომპეტენტური ორგანო გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოსგან, დანართი II-ით დადგენილი ოქმის მეშვეობით. მუხლი 7🔗 წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ გამორიცხავს იმ ადმინისტრაციული ფორმალობების განხორციელების ვალდებულებას, რომელიც შეიძლება განისაზღვროს თითოეული სახელმწიფოს რეგულაციებით, მართვის მოწმობების გადაცვლისთვის. მუხლი 8🔗 მართვის მოწმობების გადაცვლისთვის კომპეტენტური ორგანოებია: საქართველოსთვის: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო; ესპანეთის სამეფოსთვის: საგზაო მოძრაობის გენერალური დირექტორატი, შინაგან საქმეთა სამინისტრო. მუხლი 9🔗 გადაცვლილი მართვის მოწმობები დაუბრუნდება მეორე სახელმწიფოს გამცემ ორგანოს, მხარეთა მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. მუხლი 10🔗 ორივე მხარემ უნდა გაცვალოს შესაბამისი მართვის მოწმობების ნიმუშები. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე შეცვლის მართვის მოწმობის მოდელებს, მან სათანადოდ უნდა აცნობოს მეორე მხარეს,  შესაბამისი ნიმუშების  მითითებით, ახალი მოდელების ძალაში შესვლამდე არანაკლებ ოცდაათი (30) დღით ადრე. მუხლი 11🔗 თუ ერთ-ერთი მხარე შეცვლის მართვის მოწმობის კლასებს, მან სათანადოდ უნდა აცნობოს მეორე მხარეს ამის შესახებ და გაუგზავნოს მას ის პირობები, რომელთა საფუძველზეც გაიცემა აღნიშნული კლასის მოწმობები და იმ ავტომობილების მახასიათებლები, რომელთა მართვაც ნებადართულია მათი მეშვეობით, აღნიშნულის გამოყენების დაწყებამდე არანაკლებ ოცდაათი (30) დღით ადრე. შემდგომ, ეკვივალენტობის ახალი ცხრილის შესახებ მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს დიპლომატიური არხების მეშვეობით და დანართ I-ში ცვლილებები უნდა შევიდეს ორივე მხარის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. მუხლი 12🔗 წინამდებარე შეთანხმების მოქმედება არ ვრცელდება იმ მართვის მოწმობებზე, რომლებიც გაცემულია რომელიმე მხარის მიერ, მესამე სახელმწიფოში მიღებული სხვა მოწმობის შეცვლის გზით. მუხლი 13🔗 მხარეებს შორის თანამშრომლობა გულისხმობს ძირითადი უფლებების პატივისცემას, განსაკუთრებით, პირადი ცხოვრების უფლების და პერსონალური მონაცემების დაცვის პატივისცემას, რომელიც გარანტირებულია მონაცემთა დაცვის სპეციალური მექანიზმებით. უფრო მეტიც, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე შეგროვებული მონაცემები არ იყოს გამოყენებული სხვა მიზნებისთვის, გარდა იმ მიზნებისა, რაც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებაში. აღნიშნულის საპირისპიროდ, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ მონაცემების დამუშავება შეესაბამებოდეს შესაბამისი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას და არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოს იმას, რაც მიზანშეწონილია და აუცილებელია აღნიშნული მიზნების მიღწევისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, თითოეულ სახელმწიფოში შესაბამისი პროცედურებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გარეშე, თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტების სათანადოდ ინფორმირება, როგორც პირად მონაცემებზე წვდომასთან, შესწორებასა და წაშლასთან დაკავშირებით მათი უფლებების, ასევე – მათი შენახვის მაქსიმალური სამართლებრივი ვადის შესახებ. მათ ასევე უნდა უზრუნველყონ მონაცემთა სუბიექტების უფლება, ნებისმიერი არასწორი პერსონალური მონაცემის ჩასწორებასა და არასწორად ჩაწერილი ნებისმიერი მონაცემის წაშლასთან დაკავშირებით. მუხლი 14🔗 მოცემული შეთანხმება გაფორმებულია განუსაზღვრელი ვადით. ნებისმიერ მხარეს შეუძლია წერილობით შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება დიპლომატიური არხების მეშვეობით. ასეთი შეწყვეტა ძალაში შევა წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ოთხმოცდაათი (90) დღის შემდეგ. მუხლი 15🔗 მხარეებს შორის ნებისმიერი უთანხმოება წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით მოგვარდება პირდაპირი მოლაპარაკების გზით, დიპლომატიური არხების მეშვეობით. მხარეს, რომელიც მოითხოვს მოლაპარაკებების დაწყებას შეთანხმების დაზუსტების ან განმარტების მიზნით, შეუძლია შეაჩეროს მისი მოქმედება, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე, დიპლომატიური არხების საშულებით წერილობითი შეტყობინების გზით. მუხლი 16🔗 ორ სახელმწიფოს შორის დადებული ეს შეთანხმება ძალაში შევა მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან სამოცი (60) დღის შემდეგ, იმ პირობით, რომ ამ პერიოდის განმავლობაში იმოქმედებს დანართი II-ის სამოქმედო ოქმით გათვალისწინებული ინფორმაციის ავტომატური გაცვლის ტექნიკური ოქმი. აღნიშნულის დასტურად, მხარეთა სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლები ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას. ხელმოწერილია ქ. მადრიდში, 2024 წლის 5 აპრილს, ორ დედნად ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. საქართველოს სახელით ესპანეთის სამეფოს სახელით ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესი შინაგან საქმეთა მინისტრი