„ბორტკვების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.10.2024
ძალაში შესვლა 15.01.2025
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №225
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016354 51
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 03/10/2024
1,595 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.10.2024 მიღება
15.01.2025 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
ბორტკვების საწარმო
ბორტკვების საწარმოს სერტიფიკატის მფლობელი იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ბორტკვების დამზადებას და მის საჰაერო ხომალდზე მიწოდებას
მუხლი 2
ბორტკვების საწარმოს სერტიფიკატი
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელი აკმაყოფილებს ამ წესით  დადგენილ მოთხოვნებს და უფლება აქვს განახორციელოს საჰაერო ხომალდის ბორტკვებით მომარაგება. 2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №556  დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით“ (შემდგომ – სახელმწიფო პროგრამა) გათვალისწინებული მნიშვნელობა.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 95% 13.11.2020 „სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 94% 04.03.2021 „საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესის" დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 93% 29.07.2022 „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 93% 30.12.2021 სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 91% 12.06.2019

დოკუმენტის ტექსტი

„ბორტკვების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №225 2024 წლის 2 ოქტომბერი ქ. თბილისი „ბორტკვების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-17 დანართის, „საქართველოს საჰაერო კოდექსის“ 56-ე მუხლის, „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №556 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ბორტკვების საწარმოს სერტიფიცირების წესი“. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 15 იანვრიდან. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი ბორტკვების საწარმოს სერტიფიცირების წესი მუხლი 1🔗. მიზანი და რეგულირების სფერო  1. „ბორტკვების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ (შემდგომ – წესი) მიზანია, ბორტკვების საწარმოს ფუნქციონირების სამართლებრივი მოწესრიგება, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით. 2. წესი განსაზღვრავს ბორტკვების საწარმოს სასერტიფიკაციო მოთხოვნებს, სერტიფიცირების წესსა და პირობებს, სერტიფიკატის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, შეჩერების, განახლების, გაუქმების პირობებს, აგრეთვე, სერტიფიკატის მფლობელისა და სერტიფიკატის გამცემი ორგანოს უფლებამოსილებას. 3. წესის მოთხოვნები ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდ(ებ)ის ბორტკვებით მომარაგებას.   მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება  1. წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბორტკვების საწარმო – ბორტკვების საწარმოს სერტიფიკატის მფლობელი იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ბორტკვების დამზადებას და მის საჰაერო ხომალდზე მიწოდებას; ბ) ბორტკვების საწარმოს სერტიფიკატი – სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელი აკმაყოფილებს ამ წესით  დადგენილ მოთხოვნებს და უფლება აქვს განახორციელოს საჰაერო ხომალდის ბორტკვებით მომარაგება. 2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №556  დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით“ (შემდგომ – სახელმწიფო პროგრამა) გათვალისწინებული მნიშვნელობა. მუხლი 3🔗. ზოგადი დებულებები  1. ბორტკვების საწარმოს სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს საქართველოში  რეგისტრირებულ მეწარმე იურიდიულ პირს, რომელიც ფლობს სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ შესაბამისობის შეფასების მოქმედ სერტიფიკატს და აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს. 2. იურიდიულ პირს არა აქვს უფლება, განახორციელოს საქმიანობა, თუ მას არ გააჩნია ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად გაცემული ბორტკვების საწარმოს სერტიფიკატი. 3. ბორტკვების საწარმო უფლებამოსილია, საჰაერო ხომალდის ბორტკვებით მომარაგებასთან ერთად, განახორციელოს თანმდევი საშუალებებისა და საბორტო მარაგის მიწოდებაც. 4. ბორკვების საწარმოს სერტიფიცირებას, სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის გაუქმებას, ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). 5. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში. მუხლი 4🔗. სერტიფიცირებისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია 1. განმცხადებელი, ბორტკვების საწარმოს სერტიფიკატის მისაღებად,  სააგენტოს  წარუდგენს განცხადებას (დანართი №1). 2. განცხადებას უნდა დაერთოს: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ბ) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი; გ) შენობა-ნაგებობის და/ან მიწის ნაკვეთის (ან მათი ნაწილის), აგრეთვე სხვა ფართის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც უნდა განხორციელდეს ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა; დ) ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებებზე, მოწყობილობებზე და მექანიზმებზე (ტიპები და რაოდენობა), მათ შორის, ბორტკვების დამზადების, დამუშავების, შენახვის, დახარისხებისთვის საჭირო საშუალებებზე, ბორტკვების ტრანსპორტირების საშუალებებზე, საჰაერო ხომალდში/ხომალდიდან ბორტკვების, ურიკებისა და კონტეინერების ჩატვირთვის/გადმოტვირთის საშუალებებზე; ე) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი, რომელიც გამოიყენება ბორტკვების ტრანსპორტირებისთვის, საჰაერო ხომალდში/საჰაერო ხომალდიდან ბორტკვების ჩატვირთვის/გადმოტვირთვის ან სხვა პროცესების განსახორციელებლად; ვ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული ბორტკვების უშიშროების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომები; ზ) საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის სია და მათი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების (სერტიფიკატების) ასლები; თ) საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირისა და საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირ(ებ)ის  დანიშვნის შესახებ ბრძანების ასლები; ი) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 5🔗. განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვა, ბორტკვების საწარმოს ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასება 1. სააგენტო 3 (სამი) დღის ვადაში ამოწმებს, წარმოდგენილია თუ არა დადგენილი წესით განცხადება და ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები. 2. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესის და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების შესახებ სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ აღმოფხვრის ხარვეზს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 3. განცხადების, მასზე თანდართული საბუთების და შემცველი ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტოს  ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები ადგილზე ეცნობიან ბორტკვების საწარმოს  ფაქტობრივ მდგომარეობას.   4. ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების ანგარიშის საფუძველზე, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები ადგენენ დასკვნას, რომელსაც წარუდგენენ სააგენტოს დირექტორს. დასკვნა შეიძლება იყოს: ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს; ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. 5. უარყოფითი შეფასების შემთხვევაში დასკვნაში დეტალურად აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომლის საფუძველზეც უარყოფითი შეფასება იქნა მიღებული. 6. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში სააგენტო წერილობით ატყობინებს განმცხადებელს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წერილობით წარმოადგინოს ნაკლოვანებების აღმოფხვრის გეგმა. განმცხადებელმა სააგენტოს მიერ გათვალისწინებულ ვადებში უნდა აღმოფხვრას ნაკლოვანებები და წერილობით აცნობოს სააგენტოს. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები, განმცხადებლის წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, ამოწმებენ ნაკლოვანებების აღმოფხვრის მდგომარეობას და შემოწმების მასალებს ასახავენ დასკვნაში. მუხლი 6🔗. სერტიფიკატის გაცემა. სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმა 1. დადებითი დასკვნის შემთხვევაში სააგენტო დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემის თაობაზე და გასცემს ბორტკვების საწარმოს სერტიფიკატს (დანართი №2). 2. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, თუ დასკვნის თანახმად, განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს და ნაკლოვანებები არ იქნა გამოსწორებული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. 3. სააგენტოს გადაწყვეტილება სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ბორტკვების საწარმოს სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ, იმ პირობით, რომ სააგენტო გეგმურად განახორციელებს ბორტკვების საწარმოს საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის ღონისძიებებს. მუხლი 7🔗. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება და განახლება, სერტიფიკატის გაუქმება, სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა 1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ბორტკვების საწარმოს სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე:   ა) თუ სერტიფიკატის მფლობელი არღვევს სასერტიფიკაციო მოთხოვნებს; ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. 2. სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეჩერდება დარღვევის აღმოფხვრამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 (ერთი) თვისა სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან. 3. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების გამომწვევი მიზეზების მითითებით, წერილობით ეცნობება სერტიფიკატის მფლობელს. 4. სერტიფიკატის მოქმედება განახლდება, თუ აღმოფხვრილი იქნა ის ნაკლოვანებები, რომელიც საფუძვლად დაედო მოქმედების ვადის შეჩერებას,  ბორტკვების საწარმომ წერილობით აცნობა სააგენტოს ნაკლოვანებების აღმოფხვრის შესახებ და სააგენტო დარწმუნდა, რომ ნაკლოვანებები აღმოიფხვრა. 5. ბორტკვების საწარმოს სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლებს წარმოადგენს: ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ სერტიფიკატის მფლობელმა სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრა მისი შეჩერების საფუძვლები; ბ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია; გ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა; დ) სერტიფიკატის მფლობელის მიერ სერტიფიკატით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტა; ე) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 6. სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი დუბლიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს, ზედა მარჯვენა კუთხეში, ქართულ და ინგლისურ ენებზე უკეთდება წარწერა – „დუბლიკატი“. მუხლი 8🔗. ზოგადი მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ბორტკვების საწარმო 1. ბორტკვების საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ჰქონდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა; ბ) ჰყავდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი; გ) განახორციელოს: გ.ა) საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებები; გ.ბ) საკუთარი საავიაციო უშიშროების სამსახურის მეშვეობით ან სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ავიასაწარმოსთან/აეროდრომის  ექსპლუატანტთან  გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე; გ.ბ.ა) საკუთარი ობიექტებისა და საშუალებების დაცვა; გ.ბ.ბ) დაშვებაზე კონტროლი: გ.ბ.გ) ფიზიკური პირებისა და მათი თანმქონი ნივთების შემოწმება; გ.ბ.დ) ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, საბორტო/აეროპორტის მარაგის უშიშროების ზომები, რომელიც მოიცავს მარაგების მიღებას, დახარისხებას, შემოწმებას, დაცვას, ტრანსპორტირებას, საჰაერო ხომალდზე დატვირთვას, საჰაერო ხომალდიდან ჩამოტვირთვას, დანომრილი სტიკერებით მარაგების მარკირებას, დანომრილი სტიკერების დაცვას და აღრიცხვას, ობიექტზე არსებული, სამუშაო პროცესში გამოსაყენებელი ბასრი, მჭრელი იარაღების შენახვა-აღრიცხვას და მათ დაცვას და სხვა ზომები უშიშროების უზრუნველსაყოფად; გ.გ) რისკის შეფასება, რომლის საფუძველზე განსაზღვროს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები, როგორიცაა, სულ მცირე, ის ზონები, სადაც ხორციელდება ბორტკვების გაფრენისწინა მომზადება, დახარისხება, ურიკებსა და კონტეინერებში ჩაწყობა და დალუქვა,  შეიმუშაოს სასაშვო სისტემა; გ.დ) განახორციელოს რისკის ადგილობრივი შეფასება, სააგენტოდან ან სხვა წყაროებიდან მიღებული საფრთხის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე; დ)  უზრუნველყოს: დ.ა) პერსონალის საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადება; დ.ბ) პერსონალის ანკეტური მონაცემების შემოწმების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) ექსპლუატაციაში არსებული სამოქალაქო ავიაციის კრიტიკული ინფორმაციისა და საკომუნიკაციო სისტემების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი დაცვა კიბერსაფრთხეებისგან სახელმწიფო პროგრამით დადგენილი წესით; ვ) უზრუნველყოს საავიაციო უშიშროების კულტურის პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა ავიასაწარმოში, რომელიც ემსახურება თანამშრომელთა საავიაციო უშიშროების ცნობადობის ამაღლებას სხვადასხვა სახის ღონისძიებების საშუალებით და მასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. 2. ბორტკვების საწარმოს არ აქვს უფლება, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფ პერსონალად  დაასაქმოს პირი, რომელსაც არ აქვს გავლილი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მიღებისა და შერჩევის პროცედურები, შესაბამისი მომზადება და არ გააჩნია სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. ბორტკვების საწარმოს სხვა პერსონალს, რომელიც დაიშვება საწარმოს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში და რომელიც მონაწილეობს ბორტკვების მომზადებაში, დახარისხებაში და ტრანსპორტირებაში, გავლილი უნდა ჰქონდეს საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსი და მათი ანკეტური მონაცემები უნდა შემოწმდეს დადგენილი პერიოდულობით. 4. ბორტკვების საწარმო განსაზღვრავს საწარმოს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებს, რომელსაც განეკუთვნება, სულ მცირე, ის ზონები, სადაც ხორციელდება ბორტკვების გაფრენისწინა მომზადება, დახარისხება, ურიკებსა და კონტეინერებში ჩაწყობა და დალუქვა. 5. ბორტკვების საწარმო, როგორც  განსაკუთრებით  მნიშვნელოვანი ობიექტი, დაცული უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვებამდე, ფიზიკური პირებისა და მათი თანმქონი ნივთების შემოწმება უნდა განხორციელდეს შემოწმების ოპერატორების მიერ, საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების საშუალებით ან ხელით. შემოწმება უნდა განხორციელდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 3 ივლისის №109 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის“ შესაბამისად. მუხლი 9🔗. სერტიფიკატის მფლობელის უფლება-მოვალეობები 1. ბორტკვების საწარმოს სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია, საჰაერო ხომალდის ბორტკვებით მომარაგებასთან ერთად, განახორციელოს თანმდევი საშუალებებისა და საბორტო მარაგის საჰაერო ხომალდზე მიწოდებაც. 2. ბორტკვების საწარმოს სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია: ა) განახორციელოს ბორტკვების დამზადება, დახარისხება, შენახვა, დაცვა,  გაფრენისწინა შემოწმება, ტრანსპორტირება, საჰაერო ხომალდში ჩატვირთვა, საჰაერო ხომალდიდან გადმოტვირთვა; ბ) არ დაუშვას სერტიფიკატით მინიჭებული უფლებების სხვა პირისათვის გადაცემა; გ) წერილობით აცნობოს სააგენტოს ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების თაობაზე, ცვლილების განხორციელებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. 3. ბორტკვების საწარმოს სერტიფიკატის მფლობელი, რომელიც საჰაერო ხომალდის ბორტკვებით მომარაგებასთან ერთად, ახორციელებს საჰაერო ხომალდისათვის თანმდევი საშუალებებისა და საბორტო მარაგის მიწოდებას, ვალდებულია, განახორციელოს თანმდევი საშუალებებისა და საბორტო მარაგის გაფრენისწინა შემოწმება, თანმდევი საშუალებებისა და საბორტო მარაგის შენახვა, ტრანსპორტირება, საჰაერო ხომალდში ჩატვირთვა, საჰაერო ხომალდიდან გადმოტვირთვა. მუხლი 10🔗. სასერტიფიკაციო უწყებრივი რეესტრი 1. ბორტკვების საწარმოების სასერტიფიკაციო უწყებრივ ელექტრონულ რეესტრს აწარმოებს სააგენტო. 2. სასერტიფიკაციო უწყებრივ რეესტრში შეიტანება ბორტკვების საწარმოს სერტიფიკატის გაცემის, გაუქმების, მოქმედების ვადის შეჩერების, განახლების და სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები. 3. სასერტიფიკაციო უწყებრივი რეესტრის მონაცემები საჯაროა.