„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე"
მიღების თარიღი 30.01.2006
ძალის დაკარგვა 29.12.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.008.088
გამოქვეყნების წყარო სსმ, 15, 06/02/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:GeoDumba; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba; letter-spacing:2.0pt;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:GeoDumba; font-weight:bold;}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:GeoDumba;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:GeoDumba;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.008.088
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №29
2006 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე
„
საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების მოთხოვნათა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული „
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების“
მე-2 თავის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „
შ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესი“
.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (ირ. კანდელაკი) უზრუნველყოს სამინისტროს მოსამსახურეთათვის შინაგანაწესის გაცნობა და თვალსაჩინო ადგილას გამოკვრა.
3. თანდართული შინაგანაწესი ძალაში შევიდეს დამტკიცებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ბეჟუაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) შემუშავებულია „
საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს შემდეგს:
ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;
ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;
დ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;
ე) ხელფასის გაცემის დრო და ადგილი;
ვ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
ზ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი.
2. შინაგანაწესი ვრცელდება სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეებზე.
3. შინაგანაწესის მიზნებია:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთათვის დაკისრებული ფუნქციების სრულად განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
ბ) შრომითი დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება;
დ) სამუშო დროის რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა;
ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ოპერატიულობის ამაღლება;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობასა და მოსამსახურეებს შორის შრომითი ურთიერთობის მოწესრიგება.
მუხლი 2🔗. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული
1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც სამინისტროს თანამშრომელი ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლებამოვალეობანი.
2. სამინისტროში ხუთდღიანი სამუშაო კვირის პირობებში ყოველდღიური სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება 8 საათით.
3. სამუშაო დრო იწყება 9.30 საათზე და სრულდება 18.30 საათზე.
4. უქმე დღის წინა სამუშაო დღის ხანგრძლივობა მცირდება 1 საათით, საღამოს საათების ხარჯზე.
მუხლი 3🔗. დღის განმავლობაში შესვენების დრო
სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო განისაზღვრება 13.00 საათიდან 14.00 საათამდე.
მუხლი 4🔗. დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ სამინისტროში ყოფნის პირობები და წესი
1. სამინისტროს მოსამსახურეების მუშაობა უქმე დღეებში, შესვენების დროს ან სამუშო დროის დამთავრების შემდეგ ნებაყოფლობითია.
2. სამინისტროს მოსამსახურეების ზეგანაკვეთური მუშაობა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ საათს ზედიზედ ორი დღის განმავლობაში, მთელი წლის განმავლობაში კი – 120 საათს.
3. სამინისტროს მოსამსახურეების უქმე დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მუშაობის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
მუხლი 5🔗. სამსახურებრივ საკითხებზე ბრძანებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი
1. სამსახურებრივ საკითხებზე სამინისტროს მოსამსახურეებზე ბრძანების გაცემის უფლება აქვს საგარეო საქმეთა მინისტრს. სამსახურებრივ საკითხებზე გაცემული ბრძანება შეიძლება იყოს ზოგადი (ვრცელდებოდეს სამინისტროს ყველა მოსამსახურეზე) და ინდივიდუალური.
2. ზოგად ბრძანებას გასცემს მინისტრი. ზოგადი ბრძანება სრულდება წერილობითი ფორმით და ექვემდებარება სამინისტროში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას გამოკვრას.
3. ინდივიდუალურ ბრძანებას გამოსცემს მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მინისტრის პირველი მოადგილე და/ან მოადგილე. ინდივიდუალური ბრძანება გაიცემა უშუალოდ ერთ მოსამსახურეზე ან მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფზე. ინდივიდუალური ბრძანება სრულდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით. წერილობითი ფორმით გაცემული ბრძანება გამოცემისთანავე გადაეცემა მოსამსახურეს ან მოსამსახურეთა ჯგუფს, რაც დასტურდება ხელმოწერით.
მუხლი 6🔗. ხელფასის გაცემის დრო და ადგილი
სამინისტროს ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ და მისი დარიცხვა მოხდება მოსამსახურის სპეციალურ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 7🔗. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები
1. სამინისტროს მოსამსახურეთათვის შესასრულებლად სავალდებულოა შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობანი, რომლებიც განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით.
3. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მითითებების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც სამსახურს ეხება და მის სამსახურებრივ ადგილს უკავშირდება.
4. სამინისტროს მოსამსახურემ უნდა შეასრულოს ხელმძღვანელის დავალება, რომელიც არ შედის სამსახურებრივ მოვალეობათა რიცხვში, თუ ამის გაკეთება აუცილებელია სამინისტროში სტიქიური უბედურებისა და უბედური შემთხვევის დროულად ასაცილებლად, ქონების დაღუპვისა და გაფუჭებისაგან გადასარჩენად, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ასეთი დავალების შესრულება საზიანოა სამინისტროს მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის ან აშკარად აღემატება მის შესაძლებლობებს.
მუხლი 8🔗. სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი
1. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია წინასწარ წარუდგინოს უშუალო უფროსს განცხადება სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის შესახებ, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით. უფროსი თანხმობის ნიშნად ხელს აწერს წარდგენილ განცხადებას ან უარს აცხადებს განცხადების ხელმოწერაზე. უფროსის მიერ განცხადების ვიზირების შემთხვევაში მოსამსახურის სამსახურში გამოუცხადებლობის მიზანშეწონილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის უშუალო უფროსს.
2. წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია შეძლებისდაგვარად, სამსახურში გამოცხადებამდე აცნობოს უშუალო უფროსს გამოუცხადებლობის მიზეზები და სავარაუდო პერიოდი. სამსახურში გამოცხადების შემდეგ მოსამსახურემ მოთხოვნისთანავე უნდა წარუდგინოს უშუალო უფროსს და/ან სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს ახსნა-განმარტებითი ბარათი სამსახურში გამოუცხადებლობის თაობაზე.
3. მოსამსახურეს პასუხისმგებლობა სამსახურში გამოუცხადებლობისათვის ეკისრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებანი
1. შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა სამინისტროს ცენტრალური აპრატის ყველა მოსამსახურისათვის.
2. შინაგანაწესი გამოიკვრება სამინისტროს შენობაში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას.
3. პასუხისმგებლობა შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურეს ეკისრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით ხელწერილზე. ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე თან ერთვის მოსამსახურის პირად საქმეს.
5. შინაგანაწესის გაუქმება და/ან მასში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.