სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს რაიონის (ქალაქის) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს (დეპარტამენტის, განყოფილების) ტიპური დებულების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 05.05.1998
ძალის დაკარგვა 26.04.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-220
სარეგისტრაციო კოდი „დამტკიცებულია“
საქართველოს სოფლის
მეურნეობისა და სურსათის
მინისტრის 1991 წლის
№ 2-220 ბრძანებით
ბ. გულუა
05.05.1998 წ.
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 12/05/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს რაიონის (ქალაქის) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს (დეპარტამენტის, განყოფილების) ტიპური დებულების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება N2-220
1998 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს რაიონის (ქალაქის) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს (დეპარტამენტის, განყოფილების) ტიპური დებულების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცდა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულება, რომლის საფუძველზეც და უკანასკნელ წელს კანონმდებლობით მიღებული სიახლეების გათვალისწინებით შემუშავდა რაიონის (ქალაქის) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს (დეპარტამენტის, განყოფილების) ტიპური დებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე
ვბრძანებ:
1. მოწონებულ იქნეს რაიონების (ქალაქების) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოების (დეპარტამენტის, განყოფილების - შემდგომში სამმართველოს) ტიპური დებულება (თან ერთვის) და იგი სახელმძღვანელოდ დაეგზავნოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროებს, რაიონების (ქალაქების) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოებს.
2. რაიონების (ქალაქების) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოებმა მიმდინარე წლის 1 ივნისამდე უზრუნველყონ:
- ტიპური დებულების საფუძველზე სამმართველოს დებულების შემუშავება-შეთანხმება რაიონის (ქალაქის) გამგეობასთან (მერიასთან) და სამინისტროში დასამტკიცებლად წარდგენა.
3. აგრარული რეფორმების დეპარტამენტმა (გ. გორდეზიანი) იურიდიულ და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოსთან (ი. ლომთათიძე) ერთად უზრუნველყოს:
ა) ამ ბრძანების კოდიფიცირება იუსტიციის სამინისტროში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) რაიონებიდან (ქალაქებიდან) მიღებული სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს დებულებების, სტრუქტურებისა და საშტატო განრიგების დროული განხილვა და მათი დასამტკიცებლად და შესათანხმებლად წარმოდგენა.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს გ. დიდბარიძეს.
მინისტრი ბ. გულუა
ვიზები იხილეთ შემდეგ გვერდზე.
„დამტკიცებულია“
საქართველოს სოფლის
მეურნეობისა და სურსათის
მინისტრის 1991 წლის
№ 2-220 ბრძანებით
ბ. გულუა
05.05.1998 წ.
„შეთანხმებულია“
-------------------- რაიონის
(ქალაქის) გამგეობის
თავმჯდომარე (მერი)
---------------------------
„----„ -----------------199 წ.
-------------------------- რაიონის (ქალაქის) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს (დეპარტამენტის, განყოფილების)
ტიპური
დებულება
I. ზოგადი დებულებები
1. --------------------------------------------------- რაიონის, ქალაქის, (შემდგომ - რაიონის)
სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველო (დეპარტამენტი, განყოფილება
შემდგომ - სამმართველო) შექმნილია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1996 წლის 13 აგვისტოს №2-212 კლ. ბრძანების საფუძველზე
სამმართველოს იურიდიული მისამართია------------------------------------------რაიონი,
2. სამმართველო წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (ავტონომიურ რესპუბლიკებში ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს) ტერიტორიულ ორგანოს აგრარულ-სამრეწველო და სასურსათო კომპლექსში და ექვემდებარება მას. სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (ავტონომიურ რესპუბლიკებში ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს) ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების წინაშე.
3. სამმართველოს აქვს დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში და სპეცანგარიში ხაზინაში, ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და ხარჯთაღრიცხვა.
სამმართველოს დაფინანსება ხდება ადგილობრივი ბიუჯეტით, რაიონის (ქალაქის) გამგეობის (მერიის) მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით. მას უფლება აქვს მიიღოს დახმარებები, შემოწირულობანი, სხვა შემოსავლები და ანგარიშვალდებულია მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის.
4. სამმართველოს საშტატო განრიგს ამტკიცებს რაიონის (ქალაქის) გამგეობა (მერია) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან (ავტონომიურ რესპუბლიკებში ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროებთან) შეთანხმებით, ხოლო დებულებას - სამინისტრო (ავტონომიურ რესპუბლიკებში ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო) რაიონის (ქალაქის) გამგეობასთან (მერიასთან) შეთანხმებით.
5. სამმართველოს ჰყავს უფროსი და მოადგილე, რომლებსაც რაიონის (ქალაქის) გამგეობის (მერის) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი (ავტონომიურ რესპუბლიკებში ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი).
6. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, კანონებით „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ და სხვა კანონებით.
აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (ავტონომიურ რესპუბლიკებში (აგრეთვე) - ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს) დებულებით, ბრძანებებითა და ინსტრუქციებით (ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი კანონებითა და საკანონმდებლო აქტებით), ხელისუფლების სამხარეო და რაიონული ორგანოების დადგენილებებითა და მითითებებით, რესპუბლიკაში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
II. სამმართველოს საქმიანობის მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანები
1. რაიონის აგრარულ-სამრეწველო და სასურსათო კომპლექსის ტრანსფორმაციის პერიოდში წარმოების დონის ამაღლებისა და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური დაზოგვის არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ადამიანთა რესურსების რაციონალური გამოყენების პირობებისა და აგრარული პოლიტიკის კონცეფციით განსაზღვრული ორიენტირების მიხედვით.
2. აგრარული რეფორმების განხორციელება, ეროვნულ ტრადიციებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით;
3. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კერძო მწარმოებელთა ფართო ფენის ჩამოყალიბება, სოფლის, როგორც სოციალურ-ეკონომიკური ერთეულის განვითარებაში არსებული პრობლემების კომპლექსური გადაწყვეტისათვის ხელშეწყობა, მეცნიერების, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის კოოპერაციისა და ინტეგრაციის ორგანიზება.
3. კომპლექსში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების დაჩქარება და მცირე საწარმოთა, ქონების პრივატიზების დასრულება; საწარმოთა რეორგანიზაცია- რესტრუქტურიზაციისა და უპერსპექტივო საწარმოთა ლიკვიდაციის პროცესის წარმართვა და დახმარება პრივატიზების შემდგომ შექმნილ საწარმოთათვის მუშაობის ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება-გატარებაში.
4. რაიონის სოფლების სოციალური გარდაქმნის, მოსახლეობის დასაქმების, მათი ცხოვრების დონის ამაღლებისათვის საჯარო სამეურნეო გარემოს ფორმირების, სოციალურ-კულტურული და სამეურნეო კომუნალური პრობლემების კომპლექსური გადაწყვეტისათვის ხელშეწყობა.
5. მეცნიერული კვლევის, მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების, ახალი ტექნოლოგიების, წარმოების მართვის მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიღება- გავრცელების ორგანიზება, მათ დანერგვაში მეწარმეთათვის ხელშეწყობა.
6. საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღების პროგრამების შემუშავებაში აქტიური მონაწილეობის მიღება; ეფექტიანად მომუშავე საქონელმწარმოებლებისათვის კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებაში სასაქონლო პროდუქციის წარმოების შესაძლებლობათა სრულად გამოყენებაში, საქართველოს შიდა ბაზრის სამამულო პროდუქციით გაჯერებისა და საგარეო ბაზრებზე მყარი პოზიციების მოპოვებაში, საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის წარმოებაზე ორიენტაციისათვის ხელშეწყობა.
7. სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ორგანიზაციულ-მეთოდური ხელმძღვანელობითა და დახმარებით შიდასარაიონო სასურსათო ბაზრის კონიუნქტურის განსაზღვრა, სურსათის წარმოებისა და მოხმარების ბალანსების შედგენა, მოსალოდნელი ჭარბი პროდუქციის გასაღებასა და დეფიციტის შესავსებად რესურსების გამოძებნის (მათ შორის რეგიონთაშორისი) ღონისძიებების განხორციელება.
8. რაიონის ტერიტორიაზე კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირება, სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების ხარისხის კონტროლის ორგანიზება, შესაბამისი სამსახურებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის ზრუნვა.
9. სოფლად შემოსავლების გადიდებისა და მოსახლეობის სრულად დასაქმების მიზნით კოოპერაციულ საფუძველზე მეწარმეობის განვითარებისათვის სისტემატური ხელშეწყობა.
10. რაიონში მიწათსარგებლობის მწყობრი სისტემის ჩამოყალიბების, მიწების დაცვის, მისი რაციონალურად გამოყენების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სასურსათო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებისა და მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა შესაბამის სამსახურებთან ერთად.
11. კომპლექსის განვითარების ხელშესაწყობად, აგრარული პოლიტიკის კონცეფციით გათვალისწინებული მიმართულებებისა და პარამეტრების შესაბამისად, ერთიანი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება და მისი გატარების უზრუნველყოფა, რაიონის ინდიკატური გეგმების, პროგნოზებისა და პერსპექტიული განვითარების პროგრამების შედგენისა და განხორციელების უზრუნველყოფა.
12. რაიონის ტერიტორიაზე განლაგებული კომპლექსის სხვადასხვა დარგის სამსახურების მუშაობის კოორდინირება, მონაწილეობა სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
13. ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპის ძირითად მიმართულებათა მოთხოვნების განსახორციელებლად სექტორში საწარმოთა და მიწის რეფორმისა და პრივატიზების განხორციელების უზრუნველყოფა, საადგილმამულო ურთიერთობის სრულყოფა, სამოქალაქო კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დაცვა.
14. მიწის რეფორმის განხორციელებაში დაშვებული შეცდომებისა და დარღვევების გამოსასწორებელ ღონისძიებათა გატარება სახელმწიფო აღმასრულებელ და ხელისუფლების სამხარეო და რაიონულ (საქალაქო) ორგანოებთან ერთად.
15. კომპლექსში სერვისული, სავაჭრო, საფინანსო-საკრედიტო და საბანკო ორგანიზაციების, სოფლად საკრედიტო და ფერმერთა კავშირებისა და ასოციაციების შექმნის, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის კოოპერაციისა და ინტეგრაციის დაჩქარების ხელშეწყობა.
16. რაიონში ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების, აგროქიმიური და ბიოქიმიური სამსახურების, საკარანტინო, სანიტარული, ეკოლოგიური, მცენარეთა და ცხოველთა დაცვის, საჯიშე და სანაშენო საქმის, მეთესლეობის დარგის აღორძინებისა და განვითარებისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა გატარების, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა თესლეულისა და სარგავი მასალის, ჯიშთა გამოცდისა და ხარისხის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მდგომარეობასა და ექსპლუატაციაზე სახელმწიფო ზედამხედველობის მოთხოვნების, შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა. სამინისტროს შესაბამისი საქვეუწყებო სამსახურებისათვის აქტიური დახმარების გაწევა, მათი საქმიანობის კოორდინირება, სამელიორაციო, აგრონომიული, საინჟინრო-ტექნიკური და სხვა სახის მომსახურების განვითარება, მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა.
მელიორირებული მიწების ეფექტიანად გამოყენების ორგანიზება, ჰიდრომელიორაციული კვლევების მასალების ანალიზის საფუძველზე სარწყავი მიწათმოქმედების ეფექტიანობის ამაღლებისათვის მაქსიმალური ხელშეწყობა.
სასოფლო (ყოფილი საკოლმეურნეო) ტყეებში ტყის მოწყობის ორგანიზაციული გეგმის პროექტის შესაბამისად ტყის დაცვის, უნებართვო ჭრების აღკვეთის, სამკურნალწამლო ნედლეულით სარგებლობისა და ტყის მეურნეობის წარმოების გაუმჯობესების ღონისძიებათა ხელშეწყობა.
17. სექტორში ინვესტიციების (მათ შორის უცხოური) მოთხოვნის დასაბუთებისა და მიღებული ინვესტიციების რაციონალურად გამოყენების, ქვემდებარე ტერიტორიაზე მოქმედ უცხო ქვეყნების წარმომადგენლობის საქმიანობის კოორდინირების, მათი მხრიდან ტექნიკური, საფინანსო-მატერიალური დახმარებების ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა და აღნიშნულ საკითხებზე სამინისტროსათვის პერიოდული ინფორმაციის მიწოდება.
18. სტატისტიკური სამსახურებისათვის ხელშეწყობა, კომპლექსში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების დადგენილი წესით მიღებაში, ამ მასალების საფუძველზე მუშაობის ფაქტობრივი შედეგებისა და ხელისშემშლელი ფაქტორების გაანალიზება, კონკრეტული სამოქმედო პროგრამების შემუშავება და მისი განხორციელების ორგანიზება. ადგილზე არსებული ვითარების ღრმა ანალიზებისა და პროგნოზის საფუძველზე სამინისტროს პერიოდული ინფორმირება.
19. რაიონში კომპლექსის დარგთა განვითარების პრიორიტეტების დასახვა; ბიუჯეტისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მართვის სრულყოფისათვის ხელშეწყობა.
20. კომპლექსის მეწარმეთა შორის ეკონომიკური, ორგანიზაციული და ტექნოლოგიური კავშირების დამყარების, საიჯარო და სხვა ურთიერთობათა სწორად განხორციელებისათვის ხელშეწყობა.
21. რაიონში კომპლექსის მეურნე სუბიექტების სამეცნიერო-საკონსულტაციო მომსახურების, კადრების სწავლება-მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მათი ატესტაციის ორგანიზება, ტერიტორიაზე განლაგებული სისტემის სასწავლო დაწესებულებებისათვის დახმარება. ზრუნვა ახალგაზრდობის დასაქმებისათვის, კულტურის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის განვითარებისათვის, ფიზიკური კულტურისა და სპორტის აღორძინებისათვის.
22. კომპლექსში არასახელმწიფო სტრუქტურების (კავშირები, ასოციაციები და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებები) შექმნისა და ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა, ფერმერული ასოციაციების, კოოპერატივების, უცხოელი და ადგილობრივი პარტნიორების მონაწილეობით ერთობლივი საწარმოების, საბითუმო ბაზრების, ბირჟების, საშუამავლო, სადაზღვევო და საპენსიო ორგანიზაციების შექმნის, გაფართოებისა და საწარმოთა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა.
23. მოქალაქეთა მიღება კანონით დადგენილი წესით, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათზე პასუხის გაცემა სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში.
III. უფლებამოსილებანი
1. სამმართველოს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს რაიონის (ქალაქის) ტერიტორიაზე კომპლექსის საწარმოებისა და სოფლის ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის საწარმოო ძალთა განლაგების სქემების განსაზღვრასა და განხილვაში, სოფლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემების კომპლექსურ გადაწყვეტაში;
ბ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს გარემოსა და წიაღისეულის დაცვის, ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და კვლავწარმოების პრობლემების გადაწყვეტაში;
გ) დაიცვას თავის გამგებლობაში არსებულ საწარმოთა და ორგანიზაციათა სამეურნეო-ეკონომიკური და ორგანიზაციული ინტერესები კანონმდებლობით მიმართ არამართლზომიერი ქმედების აღკვეთაში განსაზღვრული წესით ჩაერიოს მათ ზიანისა და ზარალის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტაში.
დ) ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისაგან, სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისაგან და იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია.
ე) სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სამმართველოს კომპეტენციის საკითხებში ჩარევის შემთხვევაში მოითხოვოს მისი შეწყვეტა, საჭიროებისას შესაბამისი წინადადებით შევიდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში (ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში), ხელისუფლების სამხარეო და რაიონულ ორგანოებში.
2. სამმართველოს უფლება არა აქვს გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, რომლებიც თავის კომპეტენციას განეკუთვნება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა არ არის დადგენილი.
IV. სამმართველო ვალდებულია
1. პერიოდულად მოახსენოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (ავტონომიურ რესპუბლიკებში ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს), რაიონის (ქალაქის) გამგეობას მინიჭებულ უფლებამოსილებათა შესრულების შესახებ, უზრუნველყოს ინფორმაციის დროულად მიწოდება სამინისტროს მიერ მოთხოვნილ საკითხებზე.
2. სახელმწიფო ჩაურევლობის პრინციპზე დაყრდნობით ხელი შეუწყოს კომპლექსში დამოუკიდებელი საქონელმწარმოებლების სამეურნეო-საფინანსო საქმიანობასა და მათთვის სრული სამეურნეო დამოუკიდებლობის მინიჭების, ანტიმონოპოლიური პოლიტიკის განხორციელებას, საბაზრო კონკურენციის დამკვიდრებას.
3. პასუხი აგოს მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
4. უზრუნველყოს რაიონში განლაგებული სისტემის სახაზინო საწარმოებსა და სამინისტროზე მართვისათვის გადაცემული სახელმწიფო ქონების გამოყენებასა და დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი, სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნილ საწარმოებში სახელმწიფოსაგან დანიშნული სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და საწარმოთა დირექტორების საქმიანობის კოორდინირება.
V. სამმართველოს საქმიანობის ორგანიზება
1. სამმართველო, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებული უფლებების ფარგლებში, ახორციელებს კომპლექსის საწარმოებისა და ორგანიზაციების ორგანიზაციულ-მეთოდურ ხელმძღვანელობას.
2. სამმართველოს ჰყავს უფროსი, რომელიც:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველო აპარატის საქმიანობას და პერსონალურად არის პასუხისმგებელი სამმართველოზე ამ დებულებით დაკისრებული მიზნებისა და ამოცანების, ფუნქციების უფლებამოსილებათა და ვალდებულებათა შესრულებაზე;
ბ) სახელმწიფო ორგანოებში, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სამმართველოს;
გ) ანაწილებს ფუნქციების სამმართველოს მუშაკებს შორის და კონტროლს უწევს მათ შესრულებას;
დ) კანონმდებლობის დაცვით, თანამდებობაზე ნიშნავს ან ათავისუფლებს სამმართველოს მუშაკებს, მონაწილეობს კომპლექსის სახელმწიფო საკუთრების, საწარმოთა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელების შერჩევასა და დანიშვნაში, სამუშაოდან მათ განთავისუფლებაში;
ე) იცავს შრომისა და სახელმწიფო საშემსრულებლო დისციპლინას, შრომის შინაგანაწესს;
ვ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს, მეთოდოლოგიური ხასიათის მითითებებსა და რეკომენდაციებს.
3. რაიონის სოფლის მეურნეობის, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების კოლეგიალურად განხილვისა და სწორი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით სამმართველოს შეუძლია შექმნას სათათბირო საბჭო, რომელშიც, როგორც წესი, შედიან რაიონის ტერიტორიაზე განლაგებული კომპლექსის წამყვანი საწარმოებისა და ორგანიზაციების (მიუხედავად მათი საკუთრებისა და მეურნეობრიობის ფორმებისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა) ხელმძღვანელები და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
4. სათათბირო საბჭოს რიცხოვნობასა და შემადგენლობას სამმართველოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს რაიონის გამგეობა.
5. სათათბირო საბჭო ამ დებულების შესაბამისად განიხილავს კომპლექსში სამეურნეო, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, რომლებიც საჭიროებენ კოლექტიური გადაწყვეტილების მიღებას.
6. სათათბირო საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ, სხდომების მომზადებისა და ჩატარების ორგანიზებას არეგულირებს სამმართველოს აპარატი.
7. საბჭოს გადაწყვეტილება ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და მიიღება ღია კენჭისყრით, ხმის უბრალო უმრავლესობით.
VI. სამმართველოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
1. სამმართველოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.