,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№87
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.017264
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/10/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის  მინისტრი 

ბრძანება №87

2024 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №39 ბრძანებაში (ვებგვერდი, 21/05/2018, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016586) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის:

1. მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის უფროსს საშტატო ნუსხის შესაბამისად ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ასეთი აქტის არარსებობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/მოხელე ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემული წესის დაცვით.“.

2. მე-6 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები, მითითებულ პოზიციაზე დანიშვნის რიგითობის მიხედვით, კალენდარული წლის დასაწყისიდან თანაბარი დაყოფის პრინციპით;";

ბ) „გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების არყოფნის დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული მოხელე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი