საქართველოს რკინიგზის 1997 წლის საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის
ბრძანება №43
1997 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს რკინიგზის 1997 წლის საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ
1996 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკით ნატრიუმ ციანი ტვირთთა იმ კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა, რომელთა გადაზიდვის ღირებულება იანგარიშებოდა საერთაშორისო სატრანზიტო ტარიფის განაკვეთების 2-ზე გამრავლებით. 1997 საფრახტო წლის სატარიფო პილიტიკით ამ ტრივრთის, როგორც საშიში ტვირთის გადაზიდვის ღირებულება მინიმუმ 4-ჯერ გაიზარდა და შემცირდა აღნიშნული ტვირთის მოზიდვის შესაძლებლობა საქართველოს რკინიგზაზე, გარდა ამისა ამ პროდუქციას აწარმოებს რუსთავის ქიმიური კომბინტი „აზოტი“, რომლის გადაზიდვის ღირებულება მაღალი ტარიფის გამო იზრდება და აუარსებს კომბინატის ისედაც რთულ ფინანსურ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვბრძანებ:
1. საქართველსო ტრნასპორტის მინისტრის 1997 წლის 31 მარტის №18 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს რკინიგზის 1997საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში შეტანილ იქნას ცვლილება და საქართველოს რკინიგზით ნატრიუმ ციანის გადაზიდვის ღირებულება განისაზღვროს არასაშიში ტვირთებისათვის დაწესებული წესით.
2. საქართველოს რკინიგზის 1997 საფრახტო წლის სატარიფო პილიტაკაში აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდეს 1997 წლის 20 მაისიდან.
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი ადეიშვილი
შეთანხმებულია:
საქართველოს რკინიგზის
დეპარტამენტის თავმჯდომარე ა. ჩხაიძე