საპრივატიზაციო ობიექტების და სააქციო საზოგადოებების აქციების გასაყიდი ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 30.01.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
ნომერი №№1-3/10
სარეგისტრაციო კოდი 000000020.01(2).000.000120 17
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 26/08/1996
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.1996 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საპრივატიზაციო ობიექტების და სააქციო საზოგადოებების აქციების გასაყიდი ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის
ბრძანება №1-3/10
1996 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
საპრივატიზაციო ობიექტების და სააქციო საზოგადოებების აქციების გასაყიდი ფასის დადგენის შესახებ
საქართველოში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესის სრულყოფისა და ამ პროცესში საპრივატიზაციო ობიექტების და სააქციო საზოგადოებების აქციების გასაყიდი ფასის დადგენის მიზნით ვბრძანებ:
1. დადგინდეს, რომ ობიექტის ნებისმიერი ფორმით პრივატიზების დროს (გარდა სააქციო საზოგადოებების და სპეციალიზირებული საბარათო აუქციონზე გაყიდვისა) საპრივატიზებო ობიექტის აფასებულ ღირებულებას ემატება ამ ღირებულების 30%-ით, რის საფუძველზეც განისაზღვრება საპრივატიზებო ობიექტის გასაყიდი ფასი.
სააქციო საზოგადოების აქციების გაყიდვისას (გარდა სპეციალიზირებული საბარათო აუქციონზე გასატანი აქციებისა და შრომით კოლექტივებზე უფასოდ და ფასდაკლებით გასაცემი აქციებისა, რომელთა ღირებულება უცვლელი რჩება) მის ნომინალურ ღირებულებას ემატება ამ ნომინალის 30%-ი, რაც წარმოადგენს აქციის გასაყიდ ფასს.
2. დაევალოს საინფორმაციო - საორგანიზაციო განყოფილებას (მ. გაბუნია), უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების ტერიტორიულ ორგანოებამდე სასწრაფოდ დაყვანა.
3. დაევალოს სამინისტროს პრესცენტრს (ზ. გრიგალაშვილი) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების საქართველოს ტელევიზიით გადაცემა.
4. ბრძანება ძალაში შედის დღიდან ხელის მოწერისა.
მინისტრი ა. სილაგაძე